Jump to content
×
×
  • Create New...

მოდით


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, marguerite said:

აყრიან ხოლმე და ძალიან მომწონს, უყველოდაც შეიძლება, უბრალოდ მე ყველი ყველაფერში მიყვარს :hah:

 

ხო ისე მეც ეგრე ვარ!

 

2 minutes წინ, marguerite said:

როგორ არ ვიცი, აქაც მაქვს ფოტოებში დადებული, დედიკო ხშირად მიცხობს, მხოლოდ ჩვეულებრივი ზეთით, ხალავს პურის ფქვილს, უკეთებს ზეთს და მარილს. აუუუუ, ახლაც მომინდა ;(

 

ხო, კლასიკურ ვარიანტი ღორის ცხიმისგან, მთლად უკეთესი გამდნარი ლორისგან კეთდება მე პირადად ქონდარსაც დავუმატებდი ხმელს მარა ბებიაჩემს არ მოსვლია თავში არასდროს ეგ იდეა აი მე კი სულ მაკლდა რაღაც სანელებელი მასში :givi: 

3 minutes წინ, marguerite said:

განატეხს ვეძახით კიდევ იმას, შაბათს აკეთებდა ხოლმე ბებო,  ნიგოზს დახეტავდა და ურევდა ამ ცხიმში. მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი იყო იყო. 

 

კიი ეგააა :jump: 

4 minutes წინ, marguerite said:

დედას ვკითხე ფიფინაე და შინდის ფიფინაზე მეკითხებიო? (მომზადება აღარ ვიცი უკვე)

ხოო გამხმარი შინდის წვნიანია :yes:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

ქონდარი საერთოდ არ მიყვარს, დედა ლობიოს უშვრება ხოლმე და მე ქონდრიანს ვერ ვეკარები. ზოგადად სანელებლები ზედმეტად არ მსიამოვნებს, მაგ მხრივ კლასიკური გემოვნება მაქვს. სვანური მარილიც, მხოლოდ რასაც სჭირდება, თორემ ყველაფერს რომ აყრიან, ასე ვერ.ჩემთვის ეს დახვეული დასრულებული რამაა, ანუ არც არაფერს მოვაკლებდი და არც დავუმატებდი. ბაბუას სულ ჰყავდა ღორი და ადრე გვქონდა მუცლის ქონი გადამდნარი, ახლა უკვე დიდი ხანია ზეთი.

ისე მომინდა განატეხი და კიდევ იმ სანთლის სუნი, ბებო რომ თავისი ხელით ჩამოქნიდა ხოლმე, ნამდვილი თაფლის გადამდნარი სანთლისგან 

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

41 minutes წინ, Mulan said:

გულსართში რა პროპორციებია?

არვიცი))

46 minutes წინ, Mulan said:

ძალიან გემრიელი ქართლური ცანცარობა დგება საფერავის გარეშე და საფერავით ბევრად დასტოინი ხასიათი აქვს,

))))) რატომ უნდა გადაურიო ერთი მეორეს ორივე ცალკეც დიდებულია.

46 minutes წინ, Mulan said:

ბებო არ გიმზადებდა ჭახრაკინას? ქართლელი ხარ როგორც მივხვდი, რანაირად არ მოგწონთ თქვენი კუთხის დელიკატესები? გამიკვირდა...

ბებო ჩვეულებრივ ხაჭაპურს აცხობდა, იმერულს რომ ეძახით.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
51 minutes წინ, Mulan said:

აბა ვინმეს შინდის არაყი თუ გაგისინჯავთ ეგ მაინტერესებს

მაგას რა გასინჯვა უნდა და

შინდის შეჭამანდი?

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Eric said:

))) რატომ უნდა გადაურიო ერთი მეორეს ორივე ცალკეც დიდებულია.

ვუაფშე არაა დიდებული, ცანცარაა და სიმძიმე ჭირდება საფერავის სახით რომ მის ფონზე თავკვერის არომატები წამოიწიოს და რომ ძველდება ფერიც ბევრად ვაუვ აქვს საფერავიანს ვიდრე ისე...

შინდისგან რომ ხდიან არაყს ამაზე მაქვს საუბარი... ეგ თუ გაგისინჯავთ თქო, ქართლურ მესხურიაოო და სასწაულიაოოო

 

 

 

Share on other sites

1 minute წინ, Mulan said:

ვუაფშე არაა დიდებული, ცანცარაა და სიმძიმე ჭირდება საფერავის სახით რომ მის ფონზე თავკვერის არომატები წამოიწიოს და რომ ძველდება ფერიც ბევრად ვაუვ აქვს საფერავიანს ვიდრე ისე...

თუ თავკვერზე საუბრობ ნამდვილად, საერთოდ არ ჭირდება სიმძიმე რადგან მსუბუქი ღვინოა.

ფერი აქვს ხიდისთავის თავკვერს ოდნავ მოწითალო. არც თეთრ ღვინოებში გადის არც წითელი. და არომატიც დიდებული.

5 minutes წინ, Mulan said:

შინდისგან რომ ხდიან არაყს ამაზე მაქვს საუბარი... ეგ თუ გაგისინჯავთ თქო, ქართლურ მესხურიაოო და სასწაულიაოოო

აჰა კიდევ ქართლურ მესხური

სადაც შინდი მოდის მოკრიფავ გამოხდი და ეგაა. რა ქართლურ მესხური )))

გასინჯული მაქვს, კი არა მაგას და ჭაჭას მიაქვს ქართლი რა გასინჯვა უნდა. 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 minutes წინ, Eric said:

ფერი აქვს ხიდისთავის თავკვერს ოდნავ მოწითალო. არც თეთრ ღვინოებში გადის არც წითელი. და არომატიც დიდებული.

ჰო და მსუბუქი რომაა სენიორ მაგაშია საქმე, არ მინდა ეს მსუბუქი და ცანცარა იყოს ქართლური ღვინო, შესაძლებლობა აქვს საფერავს ტანინებით ისე შეავსოს რომ ვაუვ გაძახებინოს და რატო არა? 

ქართლში თავკვერს როგორ აყენებთ? ჭაჭაზე არ ტოვებთ? როზეს იმ შემთხვევაში მიიღებთ თუ არა, სხვანაირად წითელია ჩვეულებრივი თუ ჭაჭაზე სტანდარტულად დააყენებთ... რამე მეშლება? ევროპულად აყენებთ? 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 8/15/2021 at 3:34 PM, Mulan said:

რასაც ბებიები გიკეთებდნენ

ეგეთები ძირითადად ნოსტალგიური საჭმელები იქნება და ვიდრე რამე სხვანაირი.

მაგალითად ბებიაჩემის პურის კატლეტი :boli:

Spoiler

ნარჩენ პურს ჩაალბობ წყალში, კარგად როცა შერბილდება, გადაწურავ, ჩააყრი (უმეტეს შემთხვევაში) ასევე მორჩენილ და გამარგებულ ყველს, ჩაახლი კვერცხს გემოვნებით, ადღლიზავ ამ ყველაფერს ერთმანეთში და შეწვავ კატლეტის ფორმატში.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   399 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 396 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(14)
    • Safari(14)
    • t-90
    • Googlebot(1)