Jump to content
×
×
  • Create New...

მოდით


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Mulan said:

ანუ ქართლელები რამდენადაც მუდოები და უჟმურები ხართ იმდენად უფრო ცანცარულ ღვინოებს ეტანებით.

:D 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, kvipriane said:

4-5 კაკალი ბარბარისი სცადე მაგ კონსისტენციაში, გემო გაგაკვირვებთ

 

მიყვარს ძალიან და ვიყენებ, უბრალოდ მარაგები გამომელია ხმელი საკმაზების და  სექტემბერში ჩამოვზიდავ ქუთაისიდან შევავსებ მის მარაგსაც :givi:  მართალი ხართ მაგრად მოუხდება ბარბარისიც!

1 საათის წინ, Eric said:

რქაწითელი არ დაგილევიათ სენიორა ესე 2 ლიტრამდე ))) ცანცარი მერე ნახეთ

რქაწითელი ცანცარობა არაა სენიორ! მაგდენი ცხოვრებაში არ დამილევია, 200 გრამში ისე ვთვრები რომ ვდუმდები და მეძინება ეგრევე, მე ღვინოს ვსვამ ყლუპ-ყლუპ სიამოვნებისთვის, ლიტრობით რავა მეკადრება :givi: 

1 საათის წინ, Eric said:

ესეიგი კახურად აყენებთ))

 

ასე გამოდის ხო. თავკვერის გაფუჭება ევროპული წესით დაყენებისას ცოტა არ იყოს მენანება. თან თუ როზე მაშინ ჩხავერი რატო თავკვერი? 

1 საათის წინ, Eric said:

შუშას მეტი მოვლა უნდა.

არც ერთი მომივლია და არც მეორე ალბათ ორივეს თავისი სპეციფიკა აქვს, ყოველ შემტხვევაში ჭურჭელი რომ მნიშვნელოვანია ეს ვიცი :) 

რაც შეეხება შინდის არაყს ვისგანაც მოვისმინე საკმაოდ გემოვნებიანი ადამიანია ეი შენიშნა რაღან ქონდა მარა სუფთა შინდი უნდა იყოს და არა შერეული როგორც თქვა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ვუაფშე მოდით ისიც ვაღიაროთ რომ სამზარეულოში რომ ფუსფუსებ დამფასებელიც გჭირდება რაა, ვიღაცა ვისაც გააოცებ გააგიჟებ, მოგიწონებს ან დაგიწუნებს, მმოკლედ შენნაირი, ჩემი ოჯახის წევრები 5 კერძს იქეთ ყოველდღიურობაში ვერ გადიან, ჩვევა ალბათ... ვბრაზობ ამაზე.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

ღვინის დაყენებაზე:

ბაბუაჩემის დროს ჭაჭაზე აყენებდნენ სახარჯო ღვინოს.

სუფთა წვენს რო დააბინავებდნენ ჭაჭაზე წყალს დაასხამდნენ და დუღილს რო დაიწყებდა ჭაჭას ამოაცლიდნენ და არაყში.

გამოდიოდა ლიმონათივით და ხანდახან წლის მაგივრადაც სვამდნენ.

მერე ჩვენ ვცადეთ და საკაიფო გამოვიდა.

მარა მერე დამეზარა კეთება :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

თავკვერის გაფუჭება ევროპული წესით დაყენებისას ცოტა არ იყოს მენანება. თან თუ როზე მაშინ ჩხავერი რატო თავკვერი? 

პირადად ჩემი სუბიექტური აზრით, ნამდვილი თავკვერი იმენნა ქართლის, იმითაა განსხვავებული რომ არც ძალიან სუსტია და არც ძლიერი, ხოლო მისი ევროპულად დაყენება, კიდევ უფრო შეასუსტებს და შესაბამის "სასაუბრო"-"სასუფრე" ღვინოს ვერ მიიღებ , ევროპულობაში ზოგი რას გულისხმობს ზოგი რას, უმთავრესად ორი მიმაღტულებაა, ერთნი ევროპულს ეძახიან უჟანგავ ცისტერნაში დაყენებულს, რომელშიც გაყინვის მეტოდით ხდება შაქრიანობის შეჩერება, მეორენი ევროპულში გულისხმობენ მხოლოდ წვენის დაღვინებას, რომელიც ასევე სიტკბოებით გამოირჩევა, თავკვერი რომელიც მე მომეწონა იყო ქვევრში დაყენებული მშრალი , ღია-ფიალეტოვი ფერის, სასიამოვნო არომატის და მშვიდი (არამწკლარტე) დასალევი

ქინძმარაული - ესაა მიკროზონა ყვარლის რაიონსი, და მარტლაც განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებულია იმიტ, რომ სამი მხრიდან მდინარე ჩამოუდის, ქვევიდან (წინიდან) მდინარე ალაზანი, მარცხნიდან მდინარე ჩელტი და მარჯვნიდან მდინარე დურუჯი რომელიც ერთადერთი მდინარეა საქართველოსი რომელსაც თევზი საერტოდ არ ყავს დურუჯი ესაა კავკასიონის ერთ-ერთი ხეობიდან გამომავალი შავი ფერის მდინარე რომელსაც ამ ზებოდან მოაქვს შავი მარმარილოს მაცირე ნაწილაკები , რაც საოცრად ანაყოფიერებს და ყურძნისათვის მიმზიდველს ხდის ამ მიკროზონას, საფერავის ჯიშის ყურძენი მოწეული ამ მიკროზონაში ითვლება ქინძმარაულად, აყენებენ ნახევრად-ტკბილს ცისტენებში, აქვს მუქი-ვიოტელის ფერი, შუშაზე მოხვდერისას ტოვებს ფერს და ეგრეთ წოდებულ "ცრემლს", დასალევად არის ღვთაებრივად უძალიანმაგრესი , მაგრამ ბევრს ვერ დალევ .

ახაშენი და მუკუზანი ;) - გაგიგიათ ალბათ ამ დასახელების ღვინოები, არა და ეს ორივე - სოფლების სახელწოდებებია, რომლებიც მდებარეობს კახეთში ერთმანეთისაგან 100 მეტრის დაშორებით, ახაშენიდან ხიდზე გადახვალ და იწყება მუკუზანი ;) საოცარია ის რომ ორივე ამსოფელში ყურძნის ჯიში არის საფერავი, მაგრამ ახაშენი მუდამ მზადდება ნახევრად-ტკბილი, მუკუზანი მშრალი :) მიუხედავად ორივე ღვინოში ერტიდაიგივე სორტის ყურძნის გამოყენებისა, გემო როგორც ცა და მიწა ეგრე განსხვავდება !!! 

კუპაჟურ ღვინოებს რაც შეეხება : მათ შორის ვაფასებ ორს, ხვანჩკარას და წინანდალს

ხვანჩკარა ესაა 19-ე საუკუნეში, რაჭველი თავადის  დიმიტრი ყიფიანის მიერ სელექციიტ გამოყვანილი კუპაჟირებული ღვინო, ნამდვილ ყიფიანის ხვანჩკარაში ყურძნის სამი სორტი ფიგურირებდა : 60% ალექსანდროული, 20% მუჯურეთული და 20% უსახელოური, - დღესდღეობით მზადდება მხოლოდ 2 სახეობით ალექსანდროულ-მუჯურეთულის ნაზავით, გამისინჯავს 60-40-ზეც, 50/50-იც და 70-30-იც , ჩემმა გემოვნებამ 60-40 უფრო მოიწონა, უსახელაურს რაც შეეხება, ეს არაა სუფთა რაჭული სორტი, ესაა უფრო ლეჩხუმური , მაგრამ რაწულიც კარგია, აი ლეჩხუმური ვისაც გაგისინჯავთ დამეთანხმებით, რომ ეს არაა ღვინო, - ესაა უკვდავების წამალი, ყოველ დღე 50გრ. რომ დალიო აღარ მოკვდები საერთოდ ;)

წინანდალი - ესაა ორი სორტის კუპაჟი, - არის ასეთი ლეგენდა, თითქოს ალ.ჭავჭავაძეს რქაწითელში მწვანე ჩაუმატეს შემთხვევითო და იმდენად აღაფრთოვანა მისმა არეულმა გემომ რომ, სწორედ მან დაიწყო ამ ორი სორტის კუპაჟირება, დამილევია რქაწითელი 80% მწვანე 20% , და დამილებია 85/15 , ბოლო უკეთესია , ხალისიანი, მშვიდი, სუფრის, საქეიფო, ადვილად ასატანი ღვინოა, ...

წარაფი - ესაა მიკროზონა ბაკურციხე-კარდენახის მიდამოებში, სადაც მოყვანილ რქაწითელს ასეთი სახელით იცნობენ, ღვინო გამოდის ცოფივით, ძალიან გემრიელი დასალევია, საჭმლის ზეთზე ოდნავ თხელი კონსისტენცია აქვს და სუფრასთან ვერ გრძნობ მის სიძლიერეს, აი რომ ადგები ....

ყველაზე ზლიერი ღვინო, რაც კი მე დამილევია , ესაა ტიბაანური - 5 ჭიქაში გატოვი ხარ ;) 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
29 minutes წინ, kvipriane said:

 

ყველაზე ზლიერი ღვინო, რაც კი მე დამილევია , ესაა ტიბაანური - 5 ჭიქაში გატოვი ხარ

მოლდოვური პორტვეინი დამილევია საწამლავგარეული ექვსი ჭიქა და ეს რა არის :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
29 minutes წინ, t-90 said:

მოლდოვური პორტვეინი დამილევია საწამლავგარეული ექვსი ჭიქა და ეს რა არის :D

მოლდოვეთის მეფობაზე გქონდა პრეტენზია ? ;):lool:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, kvipriane said:

მოლდოვეთის მეფობაზე გქონდა პრეტენზია ? ;):lool:

არა ჩერნამორსკის პორტისკენ ვიღაცამ დამალევინა პარომზე. :D

კიდე კაი ზღვის ავადმყოფობას დავაბრალე :D არადა არ მჭირს.

რაღა ურო ჩაერტყათ თავში და რაღა ეგ. :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share