Jump to content
×
×
  • Create New...

მოდით


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

ოსური თავი გაბია. მხლოვანა თუ მხლოვანი ყველგან კეთდება აღმოსავლეთში, მთაშიც იციან. ზოგგან ჭარხლით(ჭრხლიანს ეძახიან ჭხრაკინას), ზოგგან ისპანაჰით და ა.შ. 

მხლოვანა სხვა რამეა :facepalm: მანდ მეტი წილია ფხალი და ნაკლები ყველი. აგერ მარგომაც დაწერა და იმ რაჭულ ფხლოვანაში ბალახი ჭარბობს. მუღამია ყველში მე როგორც მივხვდი, ყველი მეტი წილი უნდა იყოს გულსართში და ნაკლები არომატისთვის და ვიზუალისთვის ფხალი. ყოველ შემთხვევაში მე ასე წარმომიდგენია და რომ გავაკეთებ ასეც ვაპირებ დავტესტო. 

ოსურ ხაჭაპურს ეძახიან და არ დავუძახებ მაშინ აწი ოკ

1 საათის წინ, Eric said:

რომ აიღო იმერული ხაჭაპური ოღონდ გულში ყველთან დაამატო ჭარხლის ფოთლები. ეგაა ჭახრაკინა.

გულსართში რა პროპორციებია?

1 საათის წინ, Eric said:

გასაყიდი რაოდენობის თავკვერი არ გამიგია სენიორა. არ მოგატყუოთ ვინმემ.

კი იყიდება, გორიდან ჩამოიტანა ჩემმა დაქალმა  და წელსაც შეიძლება ეგრე ვქნათ, შარშანაც გვინდოდა მარა კორონამ ჩაგვაშხამა ყველაფერი. ვნახოთ მოკლედ. ძალიან გემრიელი ქართლური ცანცარობა დგება საფერავის გარეშე და საფერავით ბევრად დასტოინი ხასიათი აქვს, საფერავის გარეშე თავისი სიმსუბუქით ძველშავს შევადარებდი, ძველშავსაც აკვდება საფერავი მისნაირად...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

აბა ვინმეს შინდის არაყი თუ გაგისინჯავთ ეგ მაინტერესებს :chups: 

 

10 minutes წინ, Eric said:

არც მე.

იმერული მირჩევნია.

ბებო არ გიმზადებდა ჭახრაკინას? ქართლელი ხარ როგორც მივხვდი, რანაირად არ მოგწონთ თქვენი კუთხის დელიკატესები? გამიკვირდა...

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

ფხალი იწელება ხოლმე, დედიკო აცხობს უგემრიელესს.

ჭახრაკინა კიდევ სხვაა, ჭარხლის ფოთლებით

 

აუუუუ, ხაბიგინა მომინდა :inlove:

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane არასდროს მოგიმზადებიათ გებჟალია?

ჭყინტ კარგ სულგუნს ზელ ცხელ წყალში, აბრტყელებ  ხის დაფაზე ცხლადვე, მანამდე ამზადებ პიტნის ქინძის და მე ცოტა ნიორსაც ვუშვრები, ბოლოს რომ გავაკეთე მწვანე რეჰანიც ვუქენი ამის მიქსს, ამ მასას ცოტა მარილთან ერთად ცალკე ვაბლენდერებ ან ვნაყავ და ვუსვამ ამ გაბრტყელებულ ყველზე, ვახვევ როლად და ვჭრი ნაჭრებად. მანამდე ვამზადებ კიდევ არაჟნისა და ნადუღის მიქსს რომელსაც პიტნასა და სვანურ მარილში ვკმაზავ და ამ სითხეში ვაწყობ დაჭრილ სულგუნის როლურას, ვაჩერებ და მერე ხდება საოცრება :givi: 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 minutes წინ, marguerite said:

ფხალი იწელება ხოლმე, დედიკო აცხობს უგემრიელესს.

 

ანუ ყველსაც აყრიან? 

მე რაჭული ვერსია არ მომწონს, რაჭულებიდან მომწონს დილის პიტნის ჩაისთან ღორის ცხიმისგან დამზადებული დახვეული, ასე ეძახიან, ღორის ცხიმი სქელდება მოხალულ პურის ფქვილთან ერთად და დიიდზე გაბრტყელებულ ცომს ესმება ფენად როგორც ფენოვან ცომს ვაკეთებთ ისე, ბევრი ფენა უნდა გაკეთდეს და მერე ცხვება, ძაან კალორიულია მარა ასწორებს ხოლმე ცხლად სიცივეში და წვიმაში. ლუხუნის ხეობაში ვეძახით დახვეულს სხვაგან რაჭაში აკეთებენ თუ არა არ ვიცი, დედაჩემს ვკითხე და მისი ბებია ღებიდან იყო იქეთ თემაში რაც გკითხე ფიფინაზე და გოგრის სუპებზე ყველაფერს აკეთებდაო. :yes: მეტიც, ფიფინას დიდი ბებია თურმე ეძახდა ყველა სუპს რომელშიც ცოტა მოხალულ ფქვილს ურევდა...

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Mulan said:

არასდროს მოგიმზადებიათ გებჟალია?

მე არა, ჩემი და აკეთებს, ყველაფერი ისე როგორც თქვენ დაწერეთ, ოღონდ ნივრის გარეშე  ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

მე არა, ჩემი და აკეთებს, ყველაფერი ისე როგორც თქვენ დაწერეთ, ოღონდ ნივრის გარეშე  ...

ხო ნიორს არ უშვრებიან უბრალოდ მაბოდებს და მის გარეშე დასავლური კერძები ვერ წარმომიდგენია პირადად მე,  ძალია მომწონს და ცოტა არომატისთვის ვუშვრები, ან თუ როლურაში არა მაშინ სოუსს ვუშვრები ცოტას მაინც, კულინარია მაგიტოცაა ცოცხალი რომ ყველა ჩვენი გემოვნების მიხედვით ვაკლებთ ვუმატებთ და ვამრავალფეროვნებთ კერძებს რაც მშვენიერია :love: 

 

გუშინწინ კატლეტს ვაკეთებდი და ნიორი+პაპკრიკა+ხმელი ქინძი+ძირა +ძმარი+მარილი დავაბლენდერე და უხებ ვხვდები რომ ბებიაჩემის გემოები დავაჯინე გატარებული კაკალიც ამ მიქსში და ფაქტობრივად ხახვის საწებლის სოუსი გამომივიდა, ამას დავუმატე დაბლენდერებული რეჰანი+ ოხრახუში და არა სხვა რომელიმე მწვანილი + ხახვიც დავაბლენდერე და ავკმაზე ხორცთან. იმერეთში მეგონა თავი. ხასიათიანი კატლეტი გამომინვიდა მაშინ როცა ასე კლასიკურ კატლეტს არ აკეთებენ მარა როცა რაღაცები ჩანს კატლეტში მსხვილად მე არ მომწონს...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Mulan

აყრიან ხოლმე და ძალიან მომწონს, უყველოდაც შეიძლება, უბრალოდ მე ყველი ყველაფერში მიყვარს :hah:

როგორ არ ვიცი, აქაც მაქვს ფოტოებში დადებული, დედიკო ხშირად მიცხობს, მხოლოდ ჩვეულებრივი ზეთით, ხალავს პურის ფქვილს, უკეთებს ზეთს და მარილს. აუუუუ, ახლაც მომინდა ;(

განატეხს ვეძახით კიდევ იმას, შაბათს აკეთებდა ხოლმე ბებო,  ნიგოზს დახეტავდა და ურევდა ამ ცხიმში. მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი იყო იყო. 

დედას ვკითხე ფიფინაე და შინდის ფიფინაზე მეკითხებიო? (მომზადება აღარ ვიცი უკვე)

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   399 all people including: 1 წევრი, 2 ანონიმური, 396 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • YandexBot(14)
    • Safari(14)
    • t-90
    • Googlebot(1)