Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 minutes წინ, Seth said:

გარდა მოწამლული ვიქტორას რამდენიმე წლისა, აბსოლუტურად ყველა პრეზიდენტი დაკავებული იყო გირჯისტანისთვის ბორბლებში ჯოხის ყრით. მათ შორის რევოლუციური იულიაც :დ 

რანაირად, აბა კუჩმა?

იულია ბორბლებს რაში გვიყრიდა რეალში? ის რომ პიარულად დისტანცირება სცადა 2008-ის მოვლენებისგან ეს ლოგიკურია

პოროხას აქეთ საერთოდ არანაირი პოლიტიკა არ უწარმოებია

 

იულიას რომ ჯოხები ეყარა აქედან დელეგაციები არ ირბენდა 2010-ში რომ იულიას მოგებაში დახმარებოდნენ

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი

ევროპა კაი და ლიტვინენკო რატომ დაივიწყეთ ყველამ??????????

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 minutes წინ, Instance said:

რანაირად, აბა კუჩმა?

ოკ. რა გააკეთა კუჩმამ? რაში გამოიხატებოდა ბაბუს და კუჩმას კონფედერაცია? :დ 

4 minutes წინ, Instance said:

იულია ბორბლებს რაში გვიყრიდა რეალში?

იულია ყველაზე არასწორად მოგვექცა მაგათ შორის, დაწყებული ლოთებთან ჩაშვებით და დამთავრებული ევროპაში ტყუილების ლაპარაკით.

4 minutes წინ, Instance said:

პოროხას აქეთ საერთოდ არანაირი პოლიტიკა არ უწარმოებია

გეგონოთ. შოკოლადის კაცი პირდაპირ ხაზზე იჯდა კოლმეურნესთან ერთის მხრივ (იმაში რაშიც სჭირდებოდა) და მეორეს მხრივ ევროპაში კანეცების დათრევას ცდილობდა გურჯების ხარჯზე :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • მოდერატორი
7 minutes წინ, Seth said:

კუჩმას კონფედერაცია? :დ

მე მხოლოდ ბაბუს სიტყვები მახსენდება, ისიც კრავჩუკის კონექსტში ნახსენები, კუჩმასთან ვმეგობრობდი და იმას არც ვიცნობდი წესიერადო :3:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Freeman said:

მე მხოლოდ ბაბუს სიტყვები მახსენდება, ისიც კრავჩუკის კონექსტში ნახსენები, კუჩმასთან ვმეგობრობდი და იმას არც ვიცნობდი წესიერადო :3:

სენიორ, საქმე რაშია იცით? 

როდესაც ოფიციალურ/არაოფიციალურ კონფედერაციულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება რომ ყოფილი კავშირის სახლემწიფოებს შორის მსგავსი რამ არის უბრალოდ გამორიცხული. რატომ? იმიტომ რომ კავშირი დაიშალა თუ არა ისინი გახდნენ ერთმანეთის კონკურენტები. ზღაპარი და მიამიტური მოდგომა იქნებოდა გვეფიქრა რომ ამათგან რომელიმე ჩვენთვის ღირსეული და ნდობადი პარტნიორი იქნებოდა განსაკუთრებით ლოთლენდთან მიმართებაში. დამტკიცდა კიდეც ჯერ იულიას და მერე კლოუნის შემთხვევაში.

 

დააკვირდით, ყოფილი კავშირის ქვეყნებიდან არავინ არაა კონფედერაციულ დამოკიდებულებაში არავისთან. ბალტიის ქვეყნებს შევეშვათ გასაგები მიზეზები გამო. თეთრი ლოთები, შუა აზია და ჰაიასტანი პირდაპირ ვასალურ დამოკიდებულებაშია ლოთლენდთან. რატომ? იმიტომ რომ ესაა ერთადერთი მისაღები ურთიერთობის ფორმა ყოფილ კავშირში. 

ხახოლლენდი - ამას ვადენებთ თვალს ეხლა, მანამდე მაგრად ცემეს და მიაგდეს კუთხეში, ეხლა ცდილობს ადგეს და გაიპაროს იმ ოთახიდან და რა გამოვა ვნახოთ.

ჩვენ - არ გვინდოდა ეს ვასალური დამოკიდებულება, მაგრად გვცემეს და მიგვაგდეს კუთხეში თან მაყურებლად დაგვინიშნეს ვიღაც ფულიანი მოურავი. 

ერთადერთი გამონაკლისია პატარა ფაშა, რომელმაც იმდენი იჩალიჩა რომ კონფ. ურთიერთობაში შევიდა ოსმალოსთან. ისიც როგორც ზევით ვთქვი მხოლოდ ნაწილობრივ. ესაა და ეს.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Seth said:

ბალტიის ქვეყნებს შევეშვათ გასაგები მიზეზები გამო.

მუსიე სეტ ,

და ბალტელები კონკურეციაში არ არიან ერთმანეთთან ???

თუ მათ შეძლეს , დანარჩენებს რა ჭირი გვეტაკა ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, kvipriane said:

და ბალტელები კონკურეციაში არ არიან ერთმანეთთან ???

მაგ კონკურენციას აზრი აღარ აქვს სენიორ, უკვე სხვა კავშირში არიან ერთად. აი რომ არ იყვნენ ეუ-ში, მანდაც იგივე იქნებოდა რაც სხვაგან.

საბჭოთა კავშირში განა რამე სერიოზული კონკურენცია იყო? არა ხომ?

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share