Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

ჩვენი ელიტის მიმართ მხოლოდ უსაშველო ზიზღის გრძნობა მაქვს, ზოგადად ზიზღი არ ეკადრება სენიორს მაგრამ ვერაფერს ვახერხებ სხვას.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Seth said:

ეს კონკრეტული გეორგევიჩი აღარ იქნება ცოცხალი ალბათ სენიორ, მე რომ გავიცანი მაშინ უკვე ბებერი იყო :) მაგრამ მართალი ხართ. არაპროფესიონალურად გაკეთებული საქმის შედეგიც არაპროფესიონალური იქნება, არა?

დიახ სენიორ,

რაც გურჯებმა ვერ გავითავისეთ სამწუხაროდ. ყოველშემთხვევაში ახალმა გურჯებმა :user:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Alfred Albion said:

რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგჯერ მათი ძალაუფლების წყურვილი ემთხვევა ფართო საზოგადოების ინტერესებს

ყოველთვის ემთხვევა - წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებენ და ან ახალ, შინაურ ელიტას დაუთმობენ, ან გარეს, როგორც ეს ლათინურ-ამერიკულ ელიტებს დაემართა.

13 minutes წინ, Alfred Albion said:

მეორე მხრივ, თუკი იძულებაზეა საქმე, შეგვიძლია, ბრიტანეთი განვიხილოთ მაგალითისთვის:
გასულ საუკუნეში გარდაუვალი დეინდუსტრიალიზაციის კატასტროფა მკვეთრად მემარცხენე რეფორმებით გადაიჭრა.

ბრიტანეთის რეფორმები, ეტლის მიერ განხორციელებული, მიზნად ისახავდა ახალი სახელმწიფოს შექმნას იმპერიის მსოფლიო ომში მარცხის გარდაუვალობის გაცნობიერების შემდეგ.

 

ჩემი ვარაუდი ისაა, რომ ელიტა მხოლოდ იმიტომ იწყებს ლუმპენის გარდაქმნას პროლეტარიატად, რომ

- ესაჭიროება მასობრივი არმია (ლუმპენის ბაზაზე მხოლოდ დაქირავებული და, მაშასადამე, მცირორეცხოვანი არმია იქმნება

- მომძლავრებული საშუალო ფენა უქმნის მის ძალაუფლებას საფრთხეს

როცა საშუალო ფენა სუსტია, ელიტის დაბალ ფენასთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმატი ორგანიზებული კრიმინალია. აქედან მიიღება კლეპტოკრატია.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Eric said:

ჩვენი ელიტის მიმართ მხოლოდ უსაშველო ზიზღის გრძნობა მაქვს, ზოგადად ზიზღი არ ეკადრება სენიორს მაგრამ ვერაფერს ვახერხებ სხვას.

საშუალო ფენის მეტისმეტი გაძლიერება უკულტურო ტოტალიტარიზმს მოიტანს, არასათანადო გაძლიერება - კლეპტოკრატიას.

ზღვრის მოძებნა და ზღვრამდე მისვლის რესურსების მოძიება - აი, რა არის ურთულესი.

Share on other sites

1 minute წინ, York Ge said:

საშუალო ფენის მეტისმეტი გაძლიერება უკულტურო ტოტალიტარიზმს მოიტანს, არასათანადო გაძლიერება - კლეპტოკრატიას.

არანაირი საშუალო ფენა არ გყვავს.

რაც გყვავს ესაა ზედა ფენის მოჯამაგირე / მოურავები.

 

რეალში ის რაც საქართველოშია ესაა შუა საუკუნეების ფსევდო ფეოდალიზმი ღრმად შეფუთული დემოკრატიულ ლიბერალური იდეებით.

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Deutschland said:

რუსებმა წუხელ, პირველად ბელორუსში ბალისტიკური ტაქტიკური სარაკეტო სისტემები Iskander-M-ები ჩაიტანეს.  ის განლაგდება ცენტრალურ ბელორუსში ოსიპოვოჩის ოლქში და მისი მოქმედების რადიუსიდან (500კმ) გამონარე სრულად ფარავს უკრაინის ცენტრალურ, ჩრდილო და დასავლეთ ნაწილებს, ამავდროულად მის მოქმედების არეალში ხვდება ბალტიის ქვეყნები და პოლონეთის საკამოდ ვრცელი ტერიტორია.

ყველაფერი გადაწყდება იმის მიხედვით, თუ ვის ჰყავს უარესი ოფიცრობა, რუსებს, თუ უკრაინელებს.

თუ ბრიტებმა იგივე გააკეთეს, რაც სტალინგრადის ბრძოლისას, უკრაინას შანსი ექნება.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

არანაირი საშუალო ფენა არ გყვავს.

პანდემიის მართვა, გახარიას გადადგომის შემდეგ, სწორედ საშუალო ფენის ("მედუქნე-ცეხავიკების") ინტერესებში მიმდინარეობს.

თუ თქვენ საშუალო ფენაში ანტიკური ათენის მიწათმოქმედებს გულისხმობთ, ასეთი არც არასდროს გვეყოლება.

მედუქნე - აი, რა არის კვინტესენციური საშუალო კაპიტალისტი.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   37 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 36 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • YandexBot(1)