ფორუმელი York Ge Posted 21 იანვარი, 2022 Posted 21 იანვარი, 2022 24 minutes წინ, Alfred Albion said: რაც ხელს უშლის საპროტესტო ნაკადების მემარცხენე, სოციალურ კალაპოტში მოქცევას. რამ აიძულა დასავლეთის ელიტები, თავად მოეხდინათ მემარცხენე პოლიტიკური ძალების ორგანიზაცია? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 21 იანვარი, 2022 Posted 21 იანვარი, 2022 (შესწორებული) 8 minutes წინ, York Ge said: რამ აიძულა დასავლეთის ელიტები, თავად მოეხდინათ მემარცხენე პოლიტიკური ძალების ორგანიზაცია? იყო კი ეს იძულება? თუ ლოგიკური დანასკვნი გონიერი ხალხისა - პროგრესის შემდგომი საფეხური, ჭეშმარიტი ჰუმანიზმი და განმანათლებლობა, რაც ზრდის სისტემის ეფექტურობას? Edited 21 იანვარი, 2022 by Alfred Albion Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 21 იანვარი, 2022 Author Posted 21 იანვარი, 2022 21 minutes წინ, Chigurh said: ეს ჰესის თემებში დადო დოიჩლანდმა პოს ტვ-ის ვიდეოს დებთ ალბათ სენიორ, "როგორ გაბედეს სოფლელებმა და ქალაქელებს სიმყუდროვე დაგვირღვიეს" პათოსით რომ საუბრობს. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Chigurh Posted 21 იანვარი, 2022 Posted 21 იანვარი, 2022 ონლაინ, Deutschland said: პოს ტვ-ის ვიდეოს დებთ ალბათ სენიორ, "როგორ გაბედეს სოფლელებმა და ქალაქელებს სიმყუდროვე დაგვირღვიეს" პათოსით რომ საუბრობს. ეგრეა ჰერრ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 21 იანვარი, 2022 Posted 21 იანვარი, 2022 5 minutes წინ, Alfred Albion said: ჭეშმარიტი ჰუმანიზმი და განმანათლებლობა ევროპელი ფეოდალის ჰუმანიზმი და გულუხვობა აღფრთოვანების ღირსი იქნებოდა, რომ შეინიშნებოდეს. მაგრამ პოსტულატის სახით შემოგთავაზებდით შემდეგ დებულებას - ერთადერთი, რაც ელიტებს რეფორმებსა და გადასხვაფერებას აიძულებს, ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილია. Se vogliamo che tutto rimanga come è, bisogna che tutto cambi - თუ გვინდა, რომ არაფერი შეიცვალოს, ყველაფრის შეცვლაა საჭიროო, ამბობს ლამპედუზა. 2 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 21 იანვარი, 2022 Author Posted 21 იანვარი, 2022 უკრაინას ემზადება დიდი ომისთვის, კერძოდ უკრაინის კულტურის სამინისტრომ უკვე გაამზადა ბროშურები, სადაც ნაჩვენები და აღწერილია თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქეები, ბიზნესი და სხვადასხვა სახის ობიექტები ქვეყანაში საგანგებო სიტუაციებისა და საბრძოლო მოქმედებების დროს. მისი დარიგება დაიწყო დიდ ქალაქებში, ჯერ კერძო და საჯარო ორგანიზაციებზე, შემდეგ კი იწყება საზოგადოების აქტიური მომზადება შესაძლო ომისთვის. პარალელურად, დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა სამოტივაციო ვიდეო რგოლი და მიმართვა, რომ უკრაინა მზადაა ბრძოლისთვის. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Alfred Albion Posted 21 იანვარი, 2022 Posted 21 იანვარი, 2022 (შესწორებული) 27 minutes წინ, York Ge said: Se vogliamo che tutto rimanga come è, bisogna che tutto cambi - თუ გვინდა, რომ არაფერი შეიცვალოს, ყველაფრის შეცვლაა საჭიროო, ამბობს ლამპედუზა. მოსწრებული ნათქვამია ფრიად 27 minutes წინ, York Ge said: ერთადერთი, რაც ელიტებს რეფორმებსა და გადასხვაფერებას აიძულებს, ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილია. რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგჯერ მათი ძალაუფლების წყურვილი ემთხვევა ფართო საზოგადოების ინტერესებს მეორე მხრივ, თუკი იძულებაზეა საქმე, შეგვიძლია, ბრიტანეთი განვიხილოთ მაგალითისთვის: გასულ საუკუნეში გარდაუვალი დეინდუსტრიალიზაციის კატასტროფა მკვეთრად მემარცხენე რეფორმებით გადაიჭრა. ხოლო ჩვენთან დეინდუსტრიალიზაციას ლიბერტარიანული იდეოლოგიის გაბატონება მოჰყვა ჩვენს პროგრესულ წრეებსა და თავისუფალ მოაზროვნეებში. მაშასადამე ერთი მხრივ გირჩებისა და მეორე მხრივ ალტინფოების გამოყვანა პოლიტიკურ სცენაზე იმაზე მიუთითებს, რომ ეს ყველაფერი ემსახურება არა არსებული ლეგიტიმური ელიტების ძალაუფლების განგრძობადობას, არამედ მარტოოდენ სახელმწიფოს ძარცვას დროებით დანიშნული დირექტორების მიერ. Edited 21 იანვარი, 2022 by Alfred Albion Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Deutschland Posted 21 იანვარი, 2022 Author Posted 21 იანვარი, 2022 რუსებმა წუხელ, პირველად ბელორუსში ბალისტიკური ტაქტიკური სარაკეტო სისტემები Iskander-M-ები ჩაიტანეს. ის განლაგდება ცენტრალურ ბელორუსში ოსიპოვოჩის ოლქში და მისი მოქმედების რადიუსიდან (500კმ) გამონარე სრულად ფარავს უკრაინის ცენტრალურ, ჩრდილო და დასავლეთ ნაწილებს, ამავდროულად მის მოქმედების არეალში ხვდება ბალტიის ქვეყნები და პოლონეთის საკამოდ ვრცელი ტერიტორია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts