Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი

@Seth მე იმას ვამბობ, რომ კარგი მუსიკალური გემოვნება არ უდრის სწორ ღირებულებებს და პროგრესულ მსოფლმხედველობას. დუგინიც შეიძლება უსმენდეს პროგრესივ როკს ან ფსიქოდელიას და ვინმე პროგრესული რუსი რამე გოიმობას. როცა ბაზარზე ყველაფერი ხელმისაწვდომია, პოლიტიკური გავლენა იკარგება და კონფორმიზმი ადვილია. 

როცა ჩაეკეტებათ ეს დასავლური სიამენი, კარგ მუსიკაზე წვდომა, ტურიზმი, მოდური ბრენდები და ა.შ. მერე შეიძლება დაიბოღმონ ცოტა და რეჟიმჩეინჯსაც წაადგნენ თავისი გემოვნებით. 

ახლა აღარა 1917 როგორ სწრაფადაც გავლენ, ისე სწრაფად დაბრუნდებიან რამე რო იყოს. 

გარიყვა უფრო იმუშავებს  მასაზე მოკლე ვადებში. imho

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

თუ გადაარჩინეს მუსიე სეტ ცალსახად უარესი მოვა

თუ გადაარჩინეს აბა რა მოხდება სენიორ?! გვაქვს მაგალითები რაც მოხდება. პრინციპულად სიტუაცია არ იცვლება, რაც იყო მაშინ პრინციპულად იგივე მოხდება.

2 minutes წინ, Moor said:

გარიყვა უფრო იმუშავებს  მასაზე მოკლე ვადებში.

ვერაფერი ვერ იმუშავებს თუ მმართველი ელიტის ნაწილი არ ჰყავთ ნაყიდი და სამოქმედოდ გამზადებული. და ეს თუ ასე არ არის, მაშინ მაგალიტად ეს მოქმედება პირიქით იმუშავებს.

4 minutes წინ, Moor said:

ახლა აღარა 1917 როგორ სწრაფადაც გავლენ, ისე სწრაფად დაბრუნდებიან რამე რო იყოს. 

სისწრაფეზე არაა არაფერი. და ძალიან სწრაფად მიდის ყველაფერი 1917-სკენ. 

 

ზოგადად კი ისეთი არაფერი ხდება რაც აქამდე არ მომხდარა სენიორ, ვერც მოხდება იმიტომ რომ არც მოთამაშეები იცვლებიან, არც მათი ინტერესები და არც მათი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. ამიტომაც თუ მივიდა 1917-მდე საქმე (და მივა დიდი ალბათობით), იგივე მოხდება რაც მაშინ. იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

სისწრაფეზე არაა არაფერი. და ძალიან სწრაფად მიდის ყველაფერი 1917-სკენ. 

ცივი ომის ნოსტალგია დაეწყოთ დასავლეთში ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

🔹 რუსული ვებ-გვერდი  “მედუზა” (რომელიც სანდო გამოცემაა) წერს, რომ პუტინმა უშიშროების ფედერალურ სამსახურის მე-5 განყოფილების წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო.

ეს ის განყოფილებაა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ომის წინა პერიოდში უკრაინის შიგნით  არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეესწავლა და მონაცემები კრემლისთვის მიეწოდებინა.

უკრაინასთან ორკვირიანი წარუმატებელი ომის შემდეგ, პუტინმა ფსბ-ს ამ განყოფილებას შეუტია (რომელიც, სხვათაშორის, მის ფავორიტად ითვლებოდა).  

“მედუზას” წყაროების თანახმად, ამ განყოფილების თანამშრომლები  შინაპატიმრობაში გამოკეტეს .

როგორც ჩანს, ორკვირიანი ომის შემდეგ პუტინი საბოლოოდ მიხვდა, რომ ის უბრალოდ შეცდომაში შეიყვანეს: მე-5 განყოფილებამ, რომელსაც ეშინოდა ლიდერის გაბრაზების, მას არა რეალური, არამედ ის ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მოსმენაც  პუტინს სურდა.

მედუზას წყაროები იუწყებიან, რომ ამ განყოფილების ხელმძღვანელს, გენერალ ბესედას და მის მოადგილეს შინაპატიმრობა შეუფარდეს.  მიზეზებს შორის არის ოპერაციებისთვის გამოყოფილი თანხების ბოროტად გამოყენება, ასევე ცუდი სადაზვერვო ინფორმაცია.

@Seth მე არ მემეტება გილმორი მაგათთვის :lool:

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
23 minutes წინ, Mepar said:

როგორ გეკადრებათ ვიკონტ

какой привет, такой ответ 

ვიკონტ არა თუ ამიცდამაინც თავადი. ასეთი იყო ჩემი გვარის წოდება.

მარა თქვენ შემოვარდით აქ აროგანტულობით დაგვირთვიეთ წესრიგი.

თანრ აღაცა აუხსნელი ნახევრადცოდნები მოგაქვთ წიპა თალიბანი სალაფიტები და ა.შ.

24 minutes წინ, Mepar said:

უპატიებლად გაამარტივეთ. "As usual by the way" (მაპატიეთ ლიბერალების ენა ამჯერად). ეუთოს ფასდაუდებელი ამაგი აქვს საქართველოზე როგორიცაა: მესაზღვრეების მომზადება სემინარები; შემდეგ რუსეთის მთიანი  საზღვრების მონიტორინგი და  მესაზღვრეების მომზადება;  ასევე კონფლიქტის ზონის ორივე მხარეს და სწორედ ეუთოს მისია გვაწვდიდა დეფაქტო საზღვრის მიღრმა  ადამიანთა უფლების შელახვის შესახებ მეცნიერულად შემოწმებად  და ვალიდურ ინფორმაციას (ეხლა სამწუხაროდ ჭორის  იმედად ვართ). სწორედ ეუთოს მისია, როგორც  ფაქტობრივი ინფორმაციის წყარო იყო გარანტიაც რომ  ადამიანები ასე ვერაგულად და დაუსჯელად არ გაეტაცებინათ. ჩემის ღრმა რწმენით ვიკონტ, ეუთოს მისია რომ 2009 ში არ გაეუქმებინათ არჩილ ტატუნაშვილი  დღეს სახლში იქნებოდა... მაგრამ თქვენ  ვიკონტ, ერთობ შეუფერებელი სიტყვა უწოდეთ, რომლის გამეორებას არ ვიკადრებ, მხოლოდ შეგახსენებთ:

დეფაქტო საზღვრის მიღმა ადამიანის უფლებების შელახვის შემდეგ ფრიად ვალიდური ინფორმაციები გვაქვს.

სოცქსელების სამყაროა რეალურად და ინტერნეტის და ძალიან კარგად ვიცით რა ხდება საზღვრის იქით ხმარეს.

შეგახსენებთ რომ ეუთოს მისიის იქ ყოფნის დროს ათასი ტატუნაშვილი მოკვდა გალში და ცხინვალის მისადგომებთანაც არ იყო ნაკლები სიტუაცია. ქართველებს არ აკლებდნენ.

არ გახსოვთ ეტყობა 2005 გატაცებული გენო პეტრიაშვილი მაგალითად (ეხლა რო მოჭიდავეა) და მისთანები რომლებიც ეუთოს ეპოქაშიც მშვენივრად ხდებოდა. დალშე ვალიდურად ვიცოდით მაგალითად გაფრინდაშვილის ან გახელაძის გატაცებაზე და ა.შ. არანაირი ჭორების იმედზე არ ვიყავით.

სრულიად ლოგიკრი ტერმინია ფრიად.

28 minutes წინ, Mepar said:

სხვათაშორის ვიდეოში ნახსენები იყო  ხედვა თუ როგორ შეიძლება  განვიტარდეს მოვლენები ეტყობა  რომ ააჩქარეთ გამოგრჩათ, მაგრამ პირველ რიგში   სარკოზი მედვედევი სააკაშვილის შეთახნება უნდა შესრულდეს; შემდეგ  აღიარების გაწვევა და ბოლოს სწორედ ეუთოს საერთაშორისო მისია  კონფლიქტის ზონებში რომელიც უზრუნველყოფს  საზოგადოების ახალ რეალობაში ცხოვრების პირობებს... ეს ცხადია მხოლოდ ჰიპოთეზაა სამსჯელოდ, ერთვარი ოცნებაც ვიკონტ, რომელიც სავსებით რეალური სამუშაო გეგმა უნდა გახდეს თუ მორდორი უკრაინასთან დამარცხდა, და გადაყვა პუტინის მთავრობა ხოლო ახალი პოლიტიკური ძალა შეეცდება  პუტინის რუსეთზე სანქციების თავიდან მოშორებას და  მოუწევს საერთაშორისო საზოგადებასთან ვაჭრობა...

ოცნებების დრო მორჩა სენიორ.

თუ პუტინის რუსეთი ისე მორჩა რო შიგნით არეულობა დაიწყო და გადატრიალება მოხდ მაშინ ვინ შეგვიშლის ხელს რო ერთ კვირაში ოპერაცია ჩავატაროთ?

სამშვიდობო მისია რაღაში გვჭირდება თუ ძალით დაბრუნების საშუალება მოგვეცა?

ევროპას სრულიადაც არ აწყობს ერთიანი საქართველო და ეს ფრიად გამოჩნდა პროგრამა engagement without recognitionის ფარგლებში სადაც რაქტიკულად სეპარებს სახელმწიფოებრიობის საფუძველს უქმნის.

32 minutes წინ, Mepar said:

 

 მე მგონია რომ ეს ბევრად რაციონალური და მსჯელობაა ვიდრე თქვენეული, "ქართულ აფხაზური გრძელი სუფრები"...

სხვათაშორის აბსოლუტურად აბსურდული მეჩვენა თქვენი აპელაცია ეთნიკურ კონფლიქტთან დაკავშირებით, ცხადია კონფლიქტის  საფუძველი რუსულ-ქართული ომია და 92 წელს არ არსებობდა ეთნიკური  კონფლიქტი ქართველ და აბსუა მოსახლეობას შორის, ამის მიუხედავად დღეს ეთნიკური კონფლიქტი უკვე კარგად აფუებული და გამომცვხვარი ფაქტია, და თუ მაინც არ გჯერათ ვიკონტ,  მშვიდობიან დასვენებას გისურვებთ სოხუმის პლაჟებზე.

ჩვენი მხრიდან არანაირი ეთნიკური კონფლიქტი არ იყო.

რომ ყოფილიყო არც ბაკურიანელი ოსების ფენომენი იარსებებდა და არც ბათუმელი აფხაზების.

არც რაულ ეშბას დახვრეტდნენ ჟიული შარტავას გვერდით და არც სუმბატ სააკიანს. არც აქ იქნებოდა გამოდევნილი მაგალითად ლორიკ მარშანია.

ოსებზე ხო საერთოდ სასაცილოა ეთნიკური კონფლიქტის თქმა რცა 2004 წლამდე ერგნეთის ბაზრობა გუგუნებს.

თქვენი ანუ ემირატის მიერ ამ კონფლიქტის ეთნიკურად გამოცხადება აზიანებს ქართულ ინტერესებს, ეტყობა ამ ყველაფერშI ევროპა ფულს იხდის.

37 minutes წინ, Mepar said:

მე თქვენი კეთილისმყოფელი ვარ,  რა  ციტირებებიც მოგინიშნეთ აშკარად მარგინალურია ვიკონტ,  მე სრულიად გულწრფელად გირჩიეთ რომ  ჩემთან სადებატოთ გონებრივი კარდიო ვარჯიშები გჭირდებათ.

თქვენ ჩემი კეთილისმყოფელი ვერ იქნებით სენიორ. ვინაიდან არ ხართ ქვეყნის კეთილისმყოფელი.

38 minutes წინ, Mepar said:

მე მგონია რომ ეს ბევრად რაციონალური და მსჯელობაა ვიდრე თქვენეული, "ქართულ აფხაზური გრძელი სუფრები"...

სუფრები არა.

ჯერ ომი და ტერიტორიის კონტროლი.

მერე სამხედრო დამნაშავეების გასამართლება

მხოლდო მერე  ნათესავების გაერთიანება და სუფრები ფსოუდან დედოფლისწყარომდე.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
13 minutes წინ, kvipriane said:

ცივი ომის ნოსტალგია დაეწყოთ დასავლეთში ???

ეს არ ვიცი სენიორ, მაგრამ კარგად გახსოვთ ალბათ რა ხდებოდა კავშირის ბოლო წლებში ამ კუთხით.

 

7 minutes წინ, Moor said:

მე არ მემეტება გილმორი მაგათთვის :lool:

:დ არც მე სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

მაგრამ კარგად გახსოვთ ალბათ რა ხდებოდა კავშირის ბოლო წლებში ამ კუთხით.

ბევრი სხვადასხვა რამ ხდებოდა მუსიე სეტ რომელს გულისხმობთ ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share