Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ეუროპაში ?


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Say_or said:

ანგლო- საქსები ერთი შეხედვით, წაუგებელს თამაშობენ

ვერ დაგეთანხმებით სენიორ. არსებობს არცთუ არარეალური რასკლადი რომლის შემთხვევაშიც ანგლოსაქსები 2-ვე (მინიმუმ 1) წაგებული დარჩება დღევანდელ/გუშინდელ მდგომარეობასთან შედარებით.

 

ეს სცენარია ლოთის შევარდნა აღმ და სამხრ. დაკავება და ამის საპასუხო სანქციებზე ბებრების არ დათანხმება ან დათანხმება იმგვარად რომ ლოთს ძალიან დიდი დარტყმა არ მიადგეს.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Say_or said:

თემატურია: როგორც ჩანს არა მხოლოდ ზელენსკი, არამედ უკრაინის პოლიტკლასი/ან კლასის ნაწილი იზიარებს აზრს ანგლოსაქსების ზედმეტი და უკრაინისთვის მავნებლური აქტიურობის შესახებ

არადა ჩვენი გიჟუას თანამებრძოლია

არასუვერენული აქტორების საჯარო განცხადებები მხოლოდ სუვერენული დამკვეთების პოზიციის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს, მაგრამ სამივე მთავარი აქტორი ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობს მაშინაც კი, როცა ორი მესამის წინააღმდეგ ერთიანდება ტაქტიკური თვალსაზრისით.

პოლიტიკაში არ არსებობს პრინციპული განსხვავება მოკავშირესა და მოწინააღმდეგეს შორის.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Instance said:

დააბრუნეთ შოკოლადის კაცი ბლია

:დ რისთვის ჩავიდა ეგ მანდ, ფრაუ მინისტრთან ერთად?

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Eric said:

ტრაკს ათამაშებსო

დიახ. საინტერესოა რატომ? 

სრულებით შესაძლოა შიგნით არ აქვს საქმე დალაგებული და ამიტომ როგორც იტყვიან covers all bases

Share on other sites

  • ფორუმელი

 

4 საათის წინ, Instance said:

კლოუნის ინტერვიუს ვუსმიმე. ეს რა იყო?

დააბრუნეთ შოკოლადის კაცი ბლია.

ამისგან რატომ მოელოდებოდით რამეს არ ვიცი. ნუ ესაა რა.

1589414437_photo_82796.jpg 

4 საათის წინ, York Ge said:

მოსკოვიის გაძლიერება წილების გადანაწილებასაც გამოიწვევს.

გაძლიერებული რუსეთი კი აუცილებლად გაიწევს მილფებზე.

1937 წელს მილფებს და ბრიტებს გააჩნდათ მსხვილი პაკეტები, მაგრამ სტალინმა ხუთწლედების დასაწყისში ამერიკული კრედიტები მიიღო და როგორც ბრიტანული, ისე გერმანული ფრაქციები გამოხშირა. სანაცვლოდ, გერმანულმა ფრაქციამ სტალინის მთელი საკადრო არმია გადაულოცა ვერმახტს ტყვეობაში.

ხო მაგრამ ამერიკა მაშინ პრინციპულად სხვა საკრედიტო მოცულობებს ფლობდა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პრაქტიკულად დეპრესიამაც ვერაფერი უქნა.

დღევანდელი ამერიკა მაგის მქნელია?

3 საათის წინ, York Ge said:

რაც, ყველაფერთან ერთად, ლიახების გადაფორმატების საშუალებასაც მისცემს მილფებს.

ლიახების გადაფორმატება საქსებს რამდენად აწყობთ? ცალსახად ყველაზე კარგი რამეა მაგათთვის.

2 საათის წინ, York Ge said:

შლიახტას ახასიათებს კრიზისულ სიტუაციებში თეორიულად შესაძლებელი მაქსიმალური სისულელის კეთება. არმიას უკრაინის მხარდასაჭერად გააგზავნიან, თუ გალიციის ანექსიისათვის, ვინ გათვლის?

1938 წელს პოლონეთმა ჩეხებს ტეშინი წაართვა. რა მოხდებოდა, ჩეხებისთვის რომ დაეჭირათ მხარი? გერმანია ვერ მიიღებდა  ჩეხოსლოვაკიის მაღალგანვითარებულ სამხედრო ინდუსტრიას, სამაგიეროდ პოლონეთს მიეცემოდა არმიის გადაიარაღების შანსი.

 

ა ეგ ხო. ლიახებმა თუ ჭკუა არ ისწავლეს ამდენი ყველაფრის მერე რავი. რამდენი ტუ-154 უნდა ჩამოუგდონ? :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, t-90 said:

ხო მაგრამ ამერიკა მაშინ პრინციპულად სხვა საკრედიტო მოცულობებს ფლობდა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პრაქტიკულად დეპრესიამაც ვერაფერი უქნა.

დღევანდელი ამერიკა მაგის მქნელია?

მაშინ დოლარი მე-2 ვალუტა იყო, ახლა პირველია.

წესით, მეტი ლიკვიდურობის გენერაცია უნდა შეეძლოთ.

დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი - საბანკო საქმესა და ფინანსებთან დაკავშირებით სულ რამდენიმე წიგნი თუ მექნება გადაკითხული.

9 minutes წინ, t-90 said:

ლიახების გადაფორმატება საქსებს რამდენად აწყობთ? ცალსახად ყველაზე კარგი რამეა მაგათთვის.

თუ ლიახების გადაფორმატებამ ლოთლენდ-მილფლენდის ომი მოიტანა, ამაზე კარგი რა იქნება ბრიტონებისთვის?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Seth said:

ვერ დაგეთანხმებით სენიორ. არსებობს არცთუ არარეალური რასკლადი რომლის შემთხვევაშიც ანგლოსაქსები 2-ვე (მინიმუმ 1) წაგებული დარჩება დღევანდელ/გუშინდელ მდგომარეობასთან შედარებით.

ეს სცენარია ლოთის შევარდნა აღმ და სამხრ. დაკავება და ამის საპასუხო სანქციებზე ბებრების არ დათანხმება ან დათანხმება იმგვარად რომ ლოთს ძალიან დიდი დარტყმა არ მიადგეს.

 

სერ იორკის აზრს თუ ავიღებთ - თქვენი ვერსია ზრდის რუსეთის გაძლიერების შესაძლებლობებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს

რუსნიაში აქციონერთა აქციების გადანაწილება ანგლოების/სოფლელების სასარგებლოდ და +-ს ხოხლებში პრორუსული

ხელისუფლების მოსვლის შანსებიც გაიზრდება. აქციების დევანდელი ბალანსის შეცვლა შეიძლება ნიშნავდეს რუსეთ-ბებრების

დაპირისპირებას. ამ ვერსიის მიხედვით გამოდის, ანგლო-საქსებს ომი და რუსეთის შეჭრა ხოხლენდში აწყობთ. ამითაც შეიძლება აიხსნას, რომ

მათი ყველა გზეთი ომის გარდაუვალობას იუწყება, ხოლო მეორე მხრივ თავად უკრები და აღმ. ევროპა შეჭრის საფრთხის

ამ დონეს არ იზიარებს და ცდილობს კონფლიქტის წერტილთან ახლოს არ მივიდეს.

თუ არ მოხდება ომი და რუსების შეჭრა, დღესაც მშვენივრად არიან წარმოდგენილები ხოხლებში, შლიახტებში და სამხრეთით

თურქეთში. 

ამ თვალსაზრისით ვთქვი სენიორ, რომ ერთი შეხედვით, წაუგებელს თამაშობენ თქო ))

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Say_or said:

თქვენი ვერსია ზრდის რუსეთის გაძლიერების შესაძლებლობებს

აი ეს სენიორ 99%-ით გამორიცხულია დღეის მდგომარეობით. როგორც არ უნდა დამთვარდეს ხახოლლენდის ამბავი. 

ნუ თუ არ შევარდა მაშინ გასაგებია ხომ? დიდი ალბათობით ანგლოსაქსები გადაუჭერენ უკრაინას და ლოთლენდის/ბებრების საერთო პროექტი ამ ეტაპზე დაიხურება. არის მცირე ალბათობა, რომ ნორმანდიაზე დაითანხმონ კლოუნი (საქსების გვერდის ავლით) ამ შემთხვევაში სიტუციაზე ექსკლუზიურ კონტროლს ბებრები აიღებენ როგორც გარანტორები. ამ ორივე ვარიანტში გამოირიცხება ლოთლენდის რამენარიად გაძლიერება.

 

თუ შევარდა - მიუხედავად იმისა იომებენ საკმარისად ხახოლები თუ არა, პირდაპირ შუბლში მოხვდება სერიოზული სანქციები ანგლოსაქსებისგან. აქ არის შემდეგი განვითარების გზები - ა) ბებრები ამ სანქციებს შეურთდებიან (ძალიან მცირე ალბათობა) და ლოთლენდის სიძ₾იერე კიარა, მისი არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ბ) ბებრები არ შეურთდებიან მთლიანად და ლოთს დაუტოვებენ სუნთქვის საშუალებას (უფრო დიდი ალბათობით).

ა) ვარიანტი გასაგებია და ბ) განვიხილოთ - ანგლოსაქსების სანქციები ყველა ვარიანტში სერიოზულად დააზარალებს ლოთს, ძალიან სერიოზულად. ეს კი მხოლოდ ერთ რამეს გამოიწვევს - მის აბსოლუტურ დამოკიდებულებას ბებრებზე. ფაქტიურად ბებრების პირდაპირი მნიშვნელობით მონა უნდა გახდეს, სენიორ...

 

სადაა აქ ლოთლენდის გაძლიერების შესაძლებლობების ფანჯარა? არც არსად. იმჰო.

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share