Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

Avatar & The new world -ს ამ ორ გრანდიოზულ აზრთა გენერატორს დავუბრუნდები სენიორეს თქვენის ნებართვით.

მაშასადამე)) გვაქვს -> ადამიანები ქმნიან სისტემას, მატრიცას გნებავთ, უფრო ღრმად წასვლა იმაზე რომ ადამიანები ქმნიან სისტემა/მატრიცას თუ ვიღაც სხვა რომელსაც თუ რასაც ვერ ვხედავთ ესეც საინტერესო თემაა და არ უნდა გამოგვრჩეს ყურადღების მიღმა მარა ამჯერად შევჩერდეთ აბსტრაქციის ამ დონეზე ადამიანი-> სისტემა.

მატრიცა ყოველთვის ცდილობს გაფართოვებას, მიძი ძირითადი მონაცემები ემთხვევა სიცოცხლის პრინციპებს, ანუ ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად ფართოვდება სპირალისებურად და მიილტვის სინათლისკენ და სითბოსკენ ავტომატურად სინათელში და სითბოში მიჰყავს თავისი შემადგენელი ელემენტები ადამიანები ვინაც შეადგნენ საწყისს.

და ამ პროცესში მატრიცას ეღობება განზრახულად ან სრულიად უნებლიეთ წინ გვერდზე ეღობება ხელს უშლის სხვა ადამიანების შექმნლი სხვა სისტემა/მატრიცა

ისევე როგორც მცენარეს რომელიც მიილტვის ფესვებით წყლისკენ ხოლო თავით მზისკენ ხელს უშლის მეორე მცენარე გვერდით

Share on other sites

და ამ დროს მატრიცის წარმატება მთლიანად დამოკიდებულია მისივე ელემენტების ხარისხზე. ჯეკ სალი იქნება თუ ჯონ სმიტი ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც დავინახეთ. ჯეკ სალლი ვიცით, აზრობრივად ადვილია მისი დანახვა აღქმა და შეფასება, რადგან ჯეკ სალი არავინაა და არავინ არის არაფერი, ნული , ნული ნულია და მეტი არაფერი.

მარა ვინაა ჯონ სმიტ?

ჯონ სმიტ არის გამარჯვებული მატრიცის კონსტანტა, არა რაღაც ცვლადი იქ არის, იქ არ არის არამედ კონსტანტა რომელიც ყველგანაა მატრიცაში.

გლობალურია მატრიცის შიგნით.

და როდის გაიმარჯვა ამ მატრიცამ? როდის შეიქმნა JOHNSMITH ?

როცა ანტიკური ელიტა მოსპო ერთიანად და დაუნდობლად გამარჯვებულმა კონტრელიტამ ქრისტიანული მონოთეიზმით, პროცესმა უამრავი სისხლი და დაფლეთილი ხორცები მოგვცა საუკუნეების განმავლობაში რომელთა ერთ გამარჯვებულ ნაწილს წმინდანებად ვიცნობთ ხოლო მეორე ნაწილი საერთოდ გადაიშალა ფაფუ

გარდა თითოროლა ოდიოზური პერსონების რომლებიც სამაგალითოდ შემოინახა გამარჯვებულმა.

Share on other sites

როგორები იყვნენ ანტიკური ცივილიზაციის კონსტანტები არვიცი, მაგრამ წააგეს და ესეიგი რაღაც დეფექტი ჰქონდათ იმავე ცივილიზაცია/ჯუნგლების კანონით რადგან გადაშენდნენ!!!

ხოლო არისტოკრატია გახდა ის რაზეც დგას თანამედროვე ეპოქამდის ევროპული ცივილიზაციის მატრიცა. და ადამიანები სასწაულებს ჩადიოდნენ ორი ათასი წელი იმისთვის რომ შესულიყვნენ არისტოკრატიაში ესეიგი გამხდარიყვნენ კონსტანტა სისტემაში.

სრულიად რკინაში ჩამჯდარნი აზიაში გადადიონდნე  უჭმელად უწყლოდ თავზე რკინის ტაშტ ჩამოცმულები უდაბნოში მიფრატუნებდნენ ებრძოდნენ უტევდნენ ხელჩართულში მუსულმანებს აგებდნენ აკრას , კრაკ დე შევალიეს ხოცავდნენ და იხოცებოდნენ , გემებით გაშლილ ოკეანეში მიდიოდნენ თვეობით წლობით ამერიკის ინდოეთის ჯუნგლებში ატას ცბიერებას თუ სიმამაცეს სჩადიოდნენ და ამაზეა მთელი სათავგადასავლო თუ სამეცნიერი  ლიტერატირა აგებული და ამ ყველაფერს ადამიანები აკეთებდნენ იმისთვის რომ გამხდარიყვნენ არისტოკრატიის პირველი საფეხური - ბარონი

რაინდი - ეს პირველია მარა არა მემკვიდრეობითი.

ბარონი - ეს უკვე მემკვიდრეობითი ტიტულია.

ბარონი ფონ ლიხტენშტეინ)  და შენი სურათი საგვარეული სასახლის (დიდის თუ მცირეს) დიდ ოთახში კედელზე ხუთასი წლის შემდეგ როცა სტუმრებს რომელიმე ფონ ლიხტენშტეინ ჯუნიორი ამაყად (თეთრი ღვინის ბოკალით ხელში) უხსნის ეს ჩემი დიდი წინაპარი იყო მონჟიზართან როცა კავალერიამ უზუსტესად დაარტყა სალადინის მამლუქებს, თვით სალადინი ამბობდა რომ ასი მეტრით უკან რომ ვმდგარიყავით კავალერიის იერიში ჩავარდებოდა მარა გადათელეს მამლუქები და სალადინმა ძლივს გაასწრო ხოლო პაპაჩემმა პირადად აჩეხა მისი მედროშე და სამი მეხმლე რის გამოც ბალდუინმა ბრძოლის სემდეგ საზეიმოდ გადასცა ბარონის ტიტული ...

დიხ, ეს იყო და არის ევროპა რომლის ცივილიზაციურმა მატრიცამ შექმნა არისტოკრატია აღორძინების ეპოქასთან ერთად.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, Eric said:

რითი ჯობია ევსტატი პლაკიადა კორნელი სულას?

არ იყო სულას დროს ქრისტიანობა თორემ ეჭვი მეპარება ვინმეს დაესწრო მისთვის

ქრისტიანობა ყოველთვის იყო სენიორ, აგერ ქვემოთ მიწერია - თავდაპირველად იყო სიტყვა ...  :)

ევსტათი პლაკიდა ღვთის მადლით სჯობს კორნელიუს სულას, ევსტათიმ ისეთ რამეში გაიარა რომ ნუ აი დარწმუნებული ვარ სულას სული და გონება ერთად გასძვებოდა ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, t-90 said:

რო ჩაბრძანდებით ჯუნგლებში შესაბამისი მომზადების გარეშე

ჯუნგლებში არ ვართ ბატონო ტანკ ??? , სადღა უნდა ჩავბრძანდე ამაზე მეტ ჯუნგლებში სადაც 9 წელია "მორწმუნე" მრევლი დგას ათეისტის დასახმარებლად ... ვახ, კაცოოო !!!  ეს როგორ დამავიწყდა ყველაზე დიდი ეკლესია რომ აგვიშენა :D

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Beqa said:

ჰოდა..ხუმრობის გარეშე მართლა, დარწმუნებული ვარ, რომ პლანეტას გიჟები მართავენ.

დიახ, თავზე და სხვა ბევრ რამეზე ხელაღებულები :დ

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, kvipriane said:

ჯუნგლებში არ ვართ ბატონო ტანკ ??? , სადღა უნდა ჩავბრძანდე ამაზე მეტ ჯუნგლებში სადაც 9 წელია "მორწმუნე" მრევლი დგას ათეისტის დასახმარებლად ... ვახ, კაცოოო !!!  ეს როგორ დამავიწყდა ყველაზე დიდი ეკლესია რომ აგვიშენა :D

ეს მოვაყოლე იმას რომ ბუნება კეთილია :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
18 საათის წინ, Eric said:

მარიამ ეგვპტელი რეალში არსებობდა თუ არა წარმოდგენა არ გვაქვს, მარა რო არსებობდაო ამაზე პირველადი ინფორმაცია გვაქვს

ვინმე სოფრომე იერუსალიმელისგან - იერუსალიმის პატრიარქისგან

მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და დაჟე ანგლიკანურ ეკლესიას წამს რომ არსებობდა ... ნუ ეს იგივეა სენიორ, ეხლა მე რომ ვთქვა ესა თუ ის 6-ე საუკუნის მმართველი არსებოდა თუ არაო ... გასაკვირი მხოლოდ ისაა სენიორ ერიკ, რომ რატომღაც ჯუნგლების მეფეთა და მათ მსახურთა არსებობაში ეჭვი არ შეგაქვთ (მიუხედავად იმისა რომ 2-3 ან 5 საუკუნის შემდეგ დადეს მათზე ინფოები, თუნდაც ჯონ სმიტი) ხოლო ქრისტიან მოღვაწეთა არსებობას კი ეჭვობთ :)  

არანაირი სოფრომ იერუსალიმელი, არამედ ზოსიმე კესარიელისაგან ვიცით მარიამ მეგვიპტელის შესახებ, რომელმაც იგი ნახა როდესაც დიდმარხვის დროს თვითონაც 40 დღე უდაბნოში მარხულობდა სენიორ ...

დიახ, ყოფილი მეძავი, რომელიც არა ფულის, არამედ სხეულებრივი სიამოვნების გამო სჩადიოდა ამას, და თქვენ წარმოიდგინეთ ზოსიმესთან ერთად ლოცვის დროს ჰაერში იწეოდა , ცოდვათაგან სიმსუბუქის გამო

დამაფიქრებელი რამ უთხრა ზოსიმეს, - უდამბოში გადმოსვლის პირველ ხანებში, სიძვის ცოდვისაგან განხურვების შესაკავებლად ცხელ ქვიშაზე ვწვებოდიო , და ბოლოს სხვანაირად რომ ვეღარ მომერია ძველიდან მეხსიერებასი მყოფი სატრფიალო სიმღერებით ცდილობდა ჩემი გონების  მიდრეკას  ძველისკენო ...

ჰმ, ქალი გემზე ავიდა , ბევრი მამაკაცი მეზღვაურები დაინახა და სხეულებრივმა ვნებამ დასძლია, იმ გემზე უქადაგეს, აცრემლებული იერუსალიმში ტაძარს მიადგა, იმდენად ცოდვილი იყო რომ ღთისმშობლის ხატმა ტაძარში არ შეუშვა, იქვე მოწყალება ითხოვა, რაღაც ლეპტები ჩაუყარეს, იმ ლეპტებით სამი პური იყიდა, ნახევარი იქვე შეჭამა, უდაბნოში გადავიდა და ორნახევარი პური 37 წელი ეყო ... 

შემიდარეთ ეხლა კორნელიუს სულას )))) 

სამყაროს შემომქმედისათვის მთავარი და მნიშვნელოვანი ქონება და ძალაუფლება რომ იყოს , მერწმუნეთ სენიორ ერიკ სულას და ან სმიტების  შესახებ ვერც კი გაიგებდით, მარიამი მეგვიპტელი, ევსტათი პლაკიდა და შემომქმედის სხვა რჩეულნი იქნებოდნენ მდიდრებიც და ყველაზე დიდნი ხელისუფალნიც :)

ამქვეყნიური დროებითი და წარმავალი სიამენი - ვს - სამუდამო სიცოცხლე ...

18 საათის წინ, Eric said:

მარა ბჯო იერუსალიმის პატრიარქი ხარ სოფრომა ხარ თუ ანდუყაფარი ხარ

მე რო მიწერ ამეებს და წასაკითხად მიტოვებ

შენ რატო არ გაიხადე ეს პატრიარქის სამოსი მოიხსენი პატრიარქის გვრიგვინი და შიშველი ფეხებით არ გაგაზე უდაბნოში?

 

რატომ სენიორ ? - დადიოდნენ უდაბნოში , მარხულობდნენ 40 დღე , ისევე როგორც ქრისტემ იმარხულა , მარიამ მეგვიპტელის მზგავსი და შეიძლება მასზე მეტიც იმდენია რომლებზეც არაფერი ვიცით, რამდენიც გნებავთ :)  - ასეთებს არ ჭირდებათ პიარი, მათ ეს არაფერს აძლევს, რადგან მათი მიზანი არაბუნებრივი მდგომარეობიდან ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნებაა და პიარი ამაში ვერ დაეხმარებათ, პირიქით ...

 

18 საათის წინ, Eric said:

რამ გააჩერა? ხო ქრისტიანი იყო? ხო სჯეროდა მარია ეგვიპტელი როგორც ცხონდა?  თუ სჯეროდა რასაც წერდა თვითონ არ უნდოდა ცხონება?

აბა რა ჯანდაბა უნდოდა?

დაწერე დაწერე, ადე გაგაზე უდაბნოში შენც

მარა ნურას უკაცრავად, )))))

სენიორ ერიკ, ნუ ეხლა ამაზე რა უნდა გიპასუხოთ :) 

როგორც ბერიდან არის შესაძლებელი ცხოვნება ისევე შესაძლებელია ერიდანაც

სხვათაშორის ბერიდან უფრო რთულია, - მოძღვრის ერთი სულიერი შვილიც თუ ვერ ცხოვნდა, მოძღვარს ძალიან გაუჭირდება ცხოვნება

პატრიარქს თავისი მორჩილება აქვს, ეპისკოპოსს თავისი, მეუდაბნოეს თავისი, დაყუდებულ (მდუმარე) ბერს თავისი და ა.შ.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   347 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 347 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(9)
    • YandexBot(2)