Jump to content
×
×
  • Create New...

Bond, James Bond


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Beqa said:

ის რაც ზემოთ მოყვანილ ციტატაში ნათლად ახსენით, ჯუნგლების კანონია,

ფიქრობთ რომ ადამიანს, მეტი პოტენციალი არ აქვს? 

ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება,

სისტემაში შეუძლებელია :boli:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი

რადგან ამ საკითხზე ვართ...

 

მეინსტრიმელების საყვარელი არგუმენტია რომ მონოთეიზმის დამკვიდრება იმიტომ უნდოდათ ელიტებს რომ ერთი ღმერთი - ერთი მეფე (სიუზერენი) ბმით უზრუნველყოთ აბსოლუტიზმის/მონარქიის დომინაცია ისტორიის იმ ეტაპზე.

 

რატომღაც ამ კონტექსტში არავინ ახსენებს რომ (ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია) მანამდე პოლითეიზმის პირობებში გადასარევად ხარობდა მეფეების და ფარაონების "აბსოლუტიზმი" :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Alfred Albion said:

ბუნებასთან ჰარმონიას სენიორ @kvipriane ემხრობა. :დ  :*
მაგრამ მოაზროვნე და მამაცი ადამიანი უნდა დაუპირისპირდეს სამყაროს, შეებრძოლოს მას და დაიმორჩილოს, მაშასადამე, იგი უნდა განისმჭვალოს რევოლუციური სულისკვეთებით. :დ :მად:

განა ვინმეს იცნობთ ასეთს ისტორიიდან ქრისტეს გარდა პატივცემულო ალფრედ ? :)

თვით სიკვდილის მკვლელი !!!  - სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი !!!

დაუპირისპირდა - შეებრძოლა - დაამარცხა !!!

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Say_or said:

ინდივიდუალურ დონეზე შეიძლება,

სისტემაში შეუძლებელია :boli:

სისტემა დგას პოპულაციაში ყველაზე ძლიერზე და არა მარტო ძლიერზე არამედ გიჟზე, ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით.:)  უშიში, ვითარცა უხორცო, ზღვა ენერგიით და ჟინით სავსე,  ვეფხვი ..კი არა და ლომი, მიწაზე ლომი, ცაში არწივი...

ასეთი გიჟი, (მეზობელ თემაში რომ ჯენტლმენი ქვია) აღფრთოვანებას იწვევს. აი ისეთ აღფრთოვანებას რომ თავს ვეღარ ერევი,  გინდა მის წინაშე დაემხო და თაყვანი სცე. 

არადა რაიმე მანქანებით ამ აღფრთოვანების ექსტაზიდან თუ გამოხვედი და უცებ დააკვირდი ხედავ რო ვაა..გიჟია.. სრული. 

 მაგალითად როცა ნორმალური, ტირის ვინ ვარ, რატო ვარ, სად ვარ?

გიჟი კვდება სიცილით, ვერ გაიგებ რას ფიქრობს, თან არც მოეკითხება.

ან მაგალითად თუ ნორმალური იცინის, გიჟი ბრაზდება და ა.შ.

ეს ყოველივე, ხანდახან აუტანელი ხდება ნორმალურისთვის, მაგრამ ნორმალურს გიჟის  ეშინია, იმიტო რო გიჟი, საშიშია, სასტიკი განრისხება იცის.

ამასთან ერთად , მაგალითად ნორმალურისთვის, "ძალაუფლების ხელში ჩაგდება" დაუძლეველი სიმაღლეა. არ ყოფნის არც ენერგია, არც ჟინი, არც გამბედაობა და ბოლოს არც სურვილი. 

 ამიტომ ძირითადად გიჟები , კონკურენციას არ განიცდიან ნორმალურებისგან. ცალკე კასტად ყალიბდებიან , ნაშიერებს ბავშობიდან აგიჟებენ (გიჟობას ასწავლიან) თუ ვინიცობაა და შემთხვეით გვარში ვინმე ნორმალური გამოვიდა, დარდობენ, განიცდიან, და  კლავენ. იმიტო რომ ნორმალური გიჟისთვის მიუღებელია ცნებაა. :) 

არის რომ  მაგალითად წამყვან გიჟს რემისიის პერიოდი აქვს, რაც ავტომატურად  იქვე შორიახლო მობორიალე დანარჩენი გიჟების რეციდივს იწვევს (მყისიერად), ასეთ პირობებში, სასტიკი დროება დგება. გარდა იმისა, რომ გიჟები ერთმანეთს თავებს აცლიან, რატომღაც ნორმალურებიც სასტიკად ისჯებიან და იტანჯებიან. 

 

რას მოვაყოლე ეხლა ეს ყველაფერი,  :)

 

აღარ მახსოვს :) ჰოდა..ხუმრობის გარეშე მართლა, დარწმუნებული ვარ, რომ პლანეტას გიჟები მართავენ. არანაირი მეტაფორა და ობრაზი, პირდაპირი გაგებით.

დააკვირდით კარგად

156141259_1544017683_20512(1).jpg.7e85d8f262233c4d968fabf26a9b4df6.jpg

Share on other sites

  • ფორუმელი
On 9/18/2021 at 5:23 PM, kvipriane said:

სენიორ წაგართმევთ თქვენ 1000 ფუნტს და გადმოგიგდებთ იქედან 100-ს , - ესაა გაცემა ????

 

ხალიავა , როგორც ასეთი, ანუ "პოტლაჩზე" არიან ეგენი გაზრდილები, მაგათთან ადამიანად ის ითვლება ვინც გასცემს, დადგენილია ეს, ანუ თუ გინდა რომ ადამიანად მიგიჩნიონ "პოტლაჩი" (გაცემა) უნდა ჩაატარო, იყო შემთხვევები როდესაც ყველაზე დიდი ადამიანები მათ შორის მთელ ქონებას გასცემდნენ რაც კი ებადათ ... 

 

ასე ყველა ერთხმად სენიორ ? ჩრდილოეთ ამერიკის, ავსტრალიის, ახალ ზელანდიის, სხვადასხვა კუნძულების ხალხები ასე ერთ ჭკუაზე რამ დააყენათ არ გიკვირთ ? მათ ხომ ერთმანეთთან კონტაქტი არასოდეს ქონიათ ... პლიუს ამას , როდესაც ეკითხებოდნენ ვინ გასწავლათ, საიდან ასეთი რიტუალიო? - ყველა ერთხმად აღიარებდა რომ ღმერთი ასეთია, უანგაროდ გამცემი და ჩვენ ამ რიტუალით მას უნდა მივემსგავსებითო ...

 

ჩამაგდებ და ცოტა ხანში იმ ჯუნგლების გაქრისტიანებული ხალხით რომ დაგადგები ალილუიას ძახილით მერე ნახამ  :D :up: 

ვღადაობთ სენიორ?

რა უანგაროდ გაცემა?

საინტერესო კვლევებია თუ როგორ მუშაობდა ინდიელების საზოგადოებები. სრულიადაც არ იყო არავინ არაფრის გამცემი.

პირიქით ქონების, საქონლის, ცოლის ამხევი რამდენიც გინდათ :D

პოტლაჩი იყო ჩვეულებრივი მაფიოზური ტრადიცია, აი მაფიოზებ ერთმანეთს რო ბრიდავენ და მერე დასაფლავებაზე მოთქმით რომ ტირიან. :D

On 9/18/2021 at 7:25 PM, Eric said:

ეს იერუსალიმში გაშლილი დროშები ბულგარეთში და საბერძნეთში ქართული ტაძრები ასე რომ ვამაყობთ

ფსალმუნების კითხვით არ მოსულა სენიორ.

განჯა ერევან არზრუმ ირან ავღანეთ ტრაპიზონის ველებზე სისხლის ქცევით და ხმლის ქნევით მოვიდა.

ხმლის ქნევით მიღებულ მაყუთს აგზავნიდნენ მეფეები მაგ მონასტრების შესანახად და აურაცხება მაყუთი იგზავნებოდა

როგორც კი ხმლის ქნევა ვეღარ შევძელით გასაგზავნი მაყუთიც გაქრა და მაგ მონასტრებშ ეხლა ისინი სხედან ვისაც მაყუთი ჰქონდა და აქვს.

თორემ ფსალმუნებს წესიერად კიდევ კაი ხანს ვკითხულობდით ))

)))

საიდან და როდის ჩაგვიდეს ეს ბაგი თავში და ვინ დაიდო ჩვენი ცოდვა?

ეგ ბაგი მეოცე საუკუნის 60იანებიდანაა დაწყებული.

თორე მანამდე მშვენივრად იცოდნენ ქართველებმა ხელის გამოღებაც და სხვა რამეებიც.

14 საათის წინ, Eric said:

რითი ჯობია ევსტატი პლაკიადა კორნელი სულას?

არ იყო სულას დროს ქრისტიანობა თორემ ეჭვი მეპარება ვინმეს დაესწრო მისთვის

სულა გაცილებიტ უფრო მაღალი დონე იყო.

ევსტათი პლაკიდასნაირი რომაელი მხედართმთავრები სულას არც ეჯდა.

11 საათის წინ, Alfred Albion said:

პოლითეისტურ იმპერიებს უარსებიათ, რასაკვირველია, მაგრამ იმპერიალიზმის კულმინაცია სწორედ მონოთეიზმია.

ამ უკანსკნელს დიდხანს ავითარებდნენ რომში. მაგალითად, ქრისტიანობამდე ისიდას კულტი და მისტერიები იყო ფრიად გავრცელებული, რომელიც მონოთეისტური იდეებითაა დახუნძლული:

"შენს წინაშე ვარ ბუნების ნივთთა დასაბამი, ყველა სტიქიონთა ქალბატონი, მარადიულობის წინამორბედი, ყველა ღმერთთა და ქალღმერთთა ერთსახეობა. ჩემი ერთარსება მრავალგვარი სახეობით, სხვადასხვა მორთულობითა და სხვადასხვა სახელითაა სამყაროს მიერ პატივდებული... ძველი ცოდნით მდიდარი ეთიოპელები და ეგვიპტელები მიწოდებენ ჩემს ნამდვილ სახელს - მფარველ ისიდას." :)

აპულეუსი, მეტამორფოზები, წიგნი 11.

ისიდას კულტს დიდი გავლენა ჰქონდა ქრისტიანობაზე.

ქალღმერთი ისიდა ყრმა იესოსთან... უკაცრავად, ჰოროსთან ერთად:

Isis-nursing-Horus-seventh-century-BCE.jpg.2d2b9fd9431a3c8a54297f4ab5ceea23.jpg

ეგვიპტეს მაშინ ეტირა დედა მონოთეიზმს რომ მიაწვა.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

კოსმოსი ხილული თუ უხილავი ბნელია და ცივი, ჩაბნელებულია და ალაგ ალაგ ანთია გალაქტიკები.

ესეიგი სიბნელე და სიცივე სიშავე ეს სამყაროში ბაი დეფოლტ დომინანტი მდგომარეობაა

 

პრინციპში რადგან და რაღაცნაირად ასეა მჯერავს რომ ასევე რაღაცნაირად შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, მაგალითად განათებულ გაბრწყინებული და პირიქით, სიშავე და სიბნელე ალაგ ალაგ ყოფილიყო რაიმე ობიექტების სახით. მაგრამ ასე არაა

და სამყარო ბნელია და საშინელებებით სავსე

ხოლო სინათლე ენერგიის ხარჯვაა და განლევადი

 

ესეიგი ცივი და ჩაბენელებული ეს სამყაროს მდგომარეობაა თავად, ხოლო განათებული თბილი ადგილები მხოლოდ ადგილები.

 

ესეიგი კონკურენცია თბილ ადგილებზე ყოველთვის იქნება რადგან სიცივე და სიბნელე არავის უნდა.

 

ესეიგი კონკურენციის ჯუნგლების კანონიც ყოველთვის იქნება სანამ ადამიანები თავად არ მოიგონებენ კონკურენციის რაღაც ახალ მეთოდს სადაც მოხალისეები თუ წაგებულები სიბნელეში და სიცივეში იჯდებიან და კმაყოფილები თუ არა, ჩუმად იქნებიან

რადგან ცოტა ხნით კიდევ შეიძლება გაჩერდე მარა სამუდამოდ შენი ადგილი სიბნელეშიაო ეს არამგონია თავისით ვინმემ დაიჯეროს და შეეგუოს

ამისთვის უხსოვარი დროიდან ორი მეთოდი გამოუყენება

ა) კომბლის ძგერება

ბ) სიტყვის თქმა

და რაც უფრო ვითარდებოდა ცივილიზაცია მეორე მეთოდი უფრო მეტად გამოიყენებოდა რადგან პირველ მეთოდს ხარვეზები ჰქონდა, ეს იყო ფინანსური ხარჯები მორალური ზიანი და  მოკლედ გაუმართლებელი დანახარჯები რადგან ადამიანები წარმოადგნენდნენ აქტივს, რესურსს

და ამიტომ მეორე მეთოდი სიტყვის თქმა განსაკუთრებით დაფასდა და საჭირო გახდა ასობით ათასობით მწერალი რეჟისორი მხატვარი ინტელიგენტი და ლოკალური თუ გლობალური დონის ექსპერტები ფუკუიამა)) გნებავთ თუ სოფრომ იერუსალიმელი ))

აგერ ათი წელი მთელი საქართველო სიცივეში და სიბნელეში იჯდა და ეგონა რო მეცხრე თუ მეათე ბლოკის ბრალი იყო )))

წარმოიდგინეთ ეს რომ ძალით გაეკეთებინათ რათქმაუნდა შესაძლებელი იყო სრულად მარა ზედმეტი დანახარჯები იქნებოდა საჭირო ფინანსებშიც და მორალშიც.

აგერ მეორე წელია პლანეტა ნიღბებით მოძრაობს და იმიტომ რომ ღამურამ რაღაც შეჭამა რაც არ უნდა შეეჭამა,

დიახ. მილიონი წლებია ღამურებია პლანეტაზე და მაინცდამაინც ეხლა წაუცდა კბილი

და წარმოიდგინეთ ამის გაკეთება კომბლის ძგერების მეთოდით?

ესეიგი თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ

ა) კომბლის ძგერების მეთოდი -> ჯუნგლების კანონი კაცობრიობამ მიატოვა

ბ) სიტყვის თქმა - ცივილიზაციურ მეთოდზეა გადასული ისედაც.

თუმცა სენიორეს, რობოტიზაციის ეპოქა აუცილებლად და ყოველგვარი "ნუთუ" -ს გარეშე დაგვაბრუნებს უკან პირველ მეთოდთან რადგან ადამიანები აღარ წარმოადგენენ ძირითად რესურსს, პირიქით ზედმეტი ხორცის გროვა გახდა პლანეტაზე

ამიტომ უახლოეს მომავალში აუცილებელად დაბრუნდება - კომბლის ძგერება საწყის მეთოდად.

სიტყუვის მეთოდი დარჩება პლანეტის მცირე ნაწილში რომელიც ბედნმიერი იქნება რომ არაა პლანეტის მეორე ნაწილში სადაც კომბლის ძგერება იქნება პრიორიტეტი.

 

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მთავარი დამავიწყდა.

სენიორ @kvipriane რო ჩაბრძანდებით ჯუნგლებში შესაბამისი მომზადების გარეშე და გაჩერდებით ასე ორი დღე ან რაღაცა გიკბენთ ან რაღაცა შეგჭამთ ან რაღაცას შეჭამთ და მოიწამლებით. 

მერე შეგიძლიათ ალილუიაც იძახოთ. :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share