Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

კაი ეხლა ბატონო ტანკო, პირველად მესმის თქვენგან, - მთლად ეგრე როგორ იქნება :gigi:

ახალი ამბავია ხო? :givi: :givi:

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, t-90 said:

ახალი ამბავია ხო?

ხო აბა, რავა იკადრებენ ;)

მარა, გიჟის დროს კი იყვნენ შემძვრალი და ცხვირს არ ყოფდენ გარეთ :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Eric said:

ბარონატის ბღარები, 15 -16 წლამდე ძველბიჭობენ , მერე სამსახურის დრო რო მოდის სად? სად?

სად და პალიცია

ძირითადად ხო + კოლექტიური ლეო დანდურაშვილი :D

2 minutes წინ, kvipriane said:

ხო აბა, რავა იკადრებენ ;)

მარა, გიჟის დროს კი იყვნენ შემძვრალი და ცხვირს არ ყოფდენ გარეთ :)

გიჟის დროს ჩემი უბნის ძველბიჭობის ნახევარზე მეტი სხვადასხვა ჯურის ქსივით მოძრაობდა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Eric said:

მალადეც მაგათ

აბა რა ქნას მაგალითად ოქრიაშვილმა? :დ ამბიციები აწუხებს და :დ

Edited by Seth
Share on other sites

3 minutes წინ, Seth said:

აბა რა ქნას მაგალითად ოქრიაშვილმა? :დ ამბიციები აწუხებს და :დ

ჰოდა კვეთებულის ლოცვებით რო განდევნიან მაგის ამბიციებს მერე დიანგარიშოს სენიორ ბალანსი  ))

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

კვეთებულის ლოცვებით რო განდევნიან

:roll:არც პირველი იქნება სენიორ და არც უკანასკნელი.

რას გაუგებ გურჯებს (c) შაჰ აბასი

Share on other sites

7 minutes წინ, Seth said:

რას გაუგებ გურჯებს (c) შაჰ აბასი

- უოტსონ, შემახსენეთ რატომ არ ვენდობით ადამიანებს?

- ორი მიზეზის გამო ჰოლმს, პირველი იმიტომ რომ ჩვენ მათ არ ვიცნობთ, მეორე იმიტომ რომ ჩვენ მათ ძალიან კარგად ვიცნობთ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

 

„მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.

მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.

კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.

ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ.

ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.

ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო

ბელგიის სამეფოს საელჩო

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

დანიის სამეფოს საელჩო

ესპანეთის სამეფოს საელჩო

ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო

ირლანდიის საელჩოს

იტალიის რესპუბლიკის საელჩო

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო

პორტუგალიის საელჩო

რუმინეთის საელჩო

საბერძნეთის საელჩო

საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო

სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო

უნგრეთის საელჩო

ფინეთის საელჩო

შვედეთის სამეფოს საელჩო

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო

ასლები: ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ დავით ზალკალიანს, ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს

ბ-ნ რატი ბრეგაძეს, იუსტიციის მინისტრს

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share