Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Seth said:
12 minutes წინ, kvipriane said:

ესაა აბორიგენი ურთიერთობა დედამიწაზე

რატომ სენიორ? საიდან ვიცით ეს?

როგორც ჩანს, ანტროპოლოგები  ადრე ემყარებოდნენ მოგზაურების მონაყოლს, - მოგზაური სადღაც იმოგზაურებდა, დაწერდა რა ნახა , რა მოისმინა და შემდგომ ანტროპოლოგები მის ნაწერს/მონათხრობს ემყარებოდნენ

ერთ-ერთი პირველი ანტროპოლოგი რომელმაც არა მოგზაურთა მონათხრობს დაეყრდნო, არამედ თვითონ გარისკა აბორიგენებთან ურთიერთობა გახლდათ პოლონური წარმოშვების ინგლისელი ჯენტლმენი ბრონისლავ მალინოვსკი, რომელმაც მოგზაურობა დაიწყო ახალი გვინეის კუნძულ ტრობრიანდიდან, ასევე იმყოფებოდა კნარის კუნძულებსა და ავსტრალიის აბორიგენებთან და პირად დაკვირვებებსა და აბორიგენად პირადი ცხოვრებით იცხოვრა, რამაც მისცა საშუალება სრულად შეესწავლა მათი ყოფა-ცხოვრება და ბევრი რამ 

როდესაც ჩავიდა ტრობრიანდის კუნძულზე მეგზურებთან  ერთად ,  როგორც სჩანს მიიღო ადგილობრივმა მოსახლეობამ, ყველას არ იღებენ ცოტა "სტრანნი" ხალხია ;) და დაიწყო იქ აბორიგენი მოსახლეობის გამოკითხვა , ორი დღე მათთან იყო, შემდეგ ბრუნდებოდა მუდმივი დისლოკაციის ადგილას მახლობელ ცივილიზებულ სამყაროში, მერე ისევ მიდიოდა (მიცურავდა) თანმხელბებთან ერთად მათთან და ასე ... მაგრამ, თავიდან კი მიიღეს მალინოვსკი, მაგრამ როგორც "სულელს" ასე უყურებდნენ :) აბა წარმოიდგინეთ, ადგილობრივები შეშვლები დადიან და მოვიდა ეს ვიღაც "სულელი" და დაიარება აქ ჩაცმილ-დახურული , რატომ უნდა გეცვას პაპანაქება სიცხეშიო ადგილობრივების აზრით ;)  ზუსტად შესაბამისად პასუხობდნენ ამ "უცნაური უცხოელის" შეკითხვებს, - რას აკეთებ ? აი გოჭს ვაჭმევ ! რას მეტყვით თქვენს ცხოვრებაზე, საქმიანობაზე ??? კაია ცხოვრება , ღორებს ვზრდით, ვთევზაობთ :)  აი ასე არაფრისმომცემად პასუხობდნენ, მოკლედ მალინოვსკიმ ვერაფერიც ვერ გაარკვია წესივრად , რისი გარკვევაც სურდა, რადგან "სულელს" სერიოზულად ვინ დაელაპარაკება ან სერიოზულ , მნიშვნელოვან თემებზე ... 

მოკლედ , ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Posted (შესწორებული)
10 minutes წინ, Seth said:

აი ამას ასე რატომ თვლით სენიორ?

ძველ წესრიგზე დიდი ფული იჯდა სენიორ, წარმოიდგინეთ რომ მოდიან და ამბობენ, იცი ჩვენ ახალი რაღაც მოვიფიქრეთ, მოდი ესე ვქნათ

ახალს ყოველთვის ის ფიქრობს ვინც შედარებით ცოტას შოულობს ))))

ამიტომ ეს ახალი არასოდეს აწყობს ძველს რადგან ის მეტს შოულობს

რათქმაუნდა იმ ძველშიც გამოერევა ბევრი ვინც მიხვდება რომ ახალზე გადასვლა აუცილებელია და დათანხმდება (და ეს დათანხმება და ახლა სქემაში შესვლა რათქმაუნდა დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული )მაგრამ ასევე ბევრი იქნება ვინც წინააღმდეგობას გასწევს.

საბოლოოდ ახალზე ადრე თუ გვიან ყველა გადადის მაგრამ გადასვლის ხარჯების 80% ს წაგებული იხდის

დღესაც ასე არ ხდება სენიორ?

10 minutes წინ, Seth said:

როგორ ფიქრობთ, ცეხებს იგივე სასტავი ვერ გააკეთებდა აღმოსავლეთ იმპერიის რომელიმე ნაწილში? 

ჩემი აზრით ცეხები კონტრელიტის შემოქმედებაა,

ამიტომ არ გაკეთდა აღმოსავლეთში რადგან იქ ლატიფუნდია იჯდა და რაც იცოდა იმას აკეთებდა

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი

მოკლედ, მალინოვსკიმ პირველ ორ თვეში ვერაფერიც ვერ გაარკვია, 

მერე გადაწყვიტა საერთოდ აბორიგენების კუნძულზე გადასულიყო და მათთან ეცხოვრა რომ მეტი ინფორმაცია მიეღო 

გადავიდა, გაიძრო ტნსაცმელი და დროებით მათნაირი გახდა, თუმცა იქ რომ რაღაც რიტუალებს ატარებდა მთელი კუნზული , დასწრებაზე უარს ეუბნებოდნენ , შენთვის არ შეიძლებაო 

ერთ დღესაც მალინოვსკი ხედავ რომ , ორი აბორიგენი შეხვდა ერთმანეთს და ერთმანეთში რაღაც გაცვალეს : ერთმა წითელი ძეწკვი მისცა , მეორემ თეთრი ნიჟარისგან დამზადებული სამაჯური :D და აი აქ დაიწყო ყველაზე საინტერესო 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

ძველ წესრიგზე დიდი ფული იჯდა სენიორ, წარმოიდგინეთ რომ მოდიან და ამბობენ, იცი ჩვენ ახალი რაღაც მოვიფიქრეთ, მოდი ესე ვქნათ

ახალს ყოველთვის ის ფიქრობს ვინც შედარებით ცოტას შოულობს ))))

ამიტომ ეს ახალი არასოდეს აწყობს ძველს რადგან ის მეტს შოულობს

რათქმაუნდა იმ ძველშიც გამოერევა ბევრი ვინც მიხვდება რომ ახალზე გადასვლა აუცილებელია და დათანხმდება (და ეს დათანხმება და ახლა სქემაში შესვლა რათქმაუნდა დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული )მაგრამ ასევე ბევრი იქნება ვინც წინააღმდეგობას გასწევს.

საბოლოოდ ახალზე ადრე თუ გვიან ყველა გადადის მაგრამ გადასვლის ხარჯების 80% ს წაგებული იხდის

დღესაც ასე არ ხდება სენიორ?

იმჰო, დასავლური ელიტების სიძლიერე აქამდე იმაშ მდგომარეობდა სენიორ, რომ ისინი (მათი უმრავლესობა) ყოველთვის, დროზე გაცილებით ადრე გრძნობდნენ მოსალოდნელი ცვლილელების აუცილებლობას.

ისევე როგორც დღეს მაგალითად მათი უმრავლესობა შეთანხმდა რომ მომავალი "რელიგია" იქნება მწვანე რელიგია, მაშინაც ზუსტად იგივენაირად მათი უმრავლესობა შეთანხმდა რომ ქრისტიანობა იქნებოდა ახალი რელიგია.

ისევე როგორც მაშინ დღესაც, მწვანე რელიგიაზე გადასვლა დაფინანსდება ძველი რელიგიის ფულით (როიალ დაჩ შელ, ექსონ მობილ, ბიპი და ა.შ.)

ისევე როგორც მაშინ დღესაც, რა თქმა უნდა ამ პროცესს ჰყავს მოწინააღმდეგეები ელიტაში. სხვანაირად ვერც იქნება. უბრალოდ გადამყვეტ როლს თამშობს ფაქტი, თუ სადაა ელიტის რესურსებისმფლობელი უმრავლესობა. თუ მაშინაც ეგრე იყო როგორც დღესაა რომ უმრავლესობა დგას ახალი რელიგიის რელსებზე, ეგაა და ეგ. 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Eric said:

ჩემი აზრით ცეხები კონტრელიტის შემოქმედებაა,

კონტრელიტა ტერმინი უნდა დავაზუსტოთ მაშინ. ეჭვი მაქვს ერთი და იგივეს ვამბობთ :დ

კონტრელიტა ვერ იქნება ვერავინ, გარდა არსებულის ელიტის ნაწილისა. ასეა?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

როდესაც კითხა ამ გაცვლის ერთ-ერთ მონაწილეს , რომ - რას წარმოადგენს შენთვის ეს ნივთი რომელიც გაგიცვალესო (თეთრი სამაჯური) იმან აუხსნა რომ ესაა ჩემთვის უძვირფასესი რამო, როდესაც შეეცადა დაედგინა მისი ღირებულება , როგორც ინგლისელი ჯენტლმენი და ჰევროპული კულტურის თანაზიარი, მიხვდა რომ რაიმე ფინანსურ ღირებულებას ეს ნივთი არ წარმოადგენდა , მაგრამ იმ პიროვნებისათვის ეს იყო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი რა !!! :) 

დაიწყო ამ ყველაფრის გარკვევა და აღმოჩნდა საოცრება ;) 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

მაგრამ იმ პიროვნებისათვის ეს იყო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი რა

და რა იყო ეს? 

Share on other sites

Posted (შესწორებული)
8 minutes წინ, Seth said:

იმჰო, დასავლური ელიტების სიძლიერე აქამდე იმაშ მდგომარეობდა სენიორ, რომ ისინი (მათი უმრავლესობა) ყოველთვის, დროზე გაცილებით ადრე გრძნობდნენ მოსალოდნელი ცვლილელების აუცილებლობას.

ისევე როგორც დღეს მაგალითად მათი უმრავლესობა შეთანხმდა რომ მომავალი "რელიგია" იქნება მწვანე რელიგია, მაშინაც ზუსტად იგივენაირად მათი უმრავლესობა შეთანხმდა რომ ქრისტიანობა იქნებოდა ახალი რელიგია.

ისევე როგორც მაშინ დღესაც, მწვანე რელიგიაზე გადასვლა დაფინანსდება ძველი რელიგიის ფულით (როიალ დაჩ შელ, ექსონ მობილ, ბიპი და ა.შ.)

დიახ რათქმაუნდა. ასეა.

 

მწვანე რელიგიაზე ყველა კი შეთანხმდა სენიორ და იმაზეც რომ გადასვლის ხარჯები მესამე ქვეყნებმა უნდა დაფარონ , მარა მაინც არ ყოფნის .

ამიტომ აურზაური და გაწევ გამოწევა მაინც გვაქვს ხომ?

5 minutes წინ, Seth said:

კონტრელიტა ვერ იქნება ვერავინ, გარდა არსებულის ელიტის ნაწილისა. ასეა?

დიახ, ერთი ნაწილი დომინანტია პირველადგილოსანი.

მეორე მეორეზეა ))

 

მაგალითად მეფის , იმპერატორის გვერდით ყოველთვის ელიტაა (არსებულ ფორმაციაში)

ხოლო ტახტის მემკვირდეეების გვერდით უკვე კონტრელიტა ორგანიზდება.

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 33 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(17)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)
    • t-90