ფორუმელი kvipriane Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 7 minutes წინ, Eric said: რადგან როცა იესომ ეს გააკეთა არ არსებობდნენ ქრისტიანი მღვდელმსახურები და მათი ცეცხი (არვიცი რა არის), არ არსებობდნენ ორთოდოქსები და კათოლიკეები , არ არსებობდნენ ეპისკოპოსები და კარდინალები და ა.შ დიახ არ არსებობდა, და დასაბამი მღვდელმსახურებას სწორედ მაგ ნაწყველის გაგრძელებით ჩაუყარა, - და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ. 23. უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ. - ანუ ნახეთ რისთვის მიუცია თავისი სული , - იმისათვის რომ მიუტევოს და ან შეკრას ანუ ღვთისმსახურებისათვის 1 თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 2 minutes წინ, kvipriane said: ანუ ნახეთ რისთვის მიუცია თავისი სული , - იმისათვის რომ მიუტევოს და ან შეკრას ანუ ღვთისმსახურებისათვის "თავისი სული" არ წერია სენიორ გარკვევით წერია 15 minutes წინ, Eric said: და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ." აი ეს წერია 15 minutes წინ, Eric said: მიიღეთ სული წმიდაჲ." მაშინ ეწერებოდა - მიიღეთ ჩემი სული თქვენ ფიქრობთ რომ უფალ იესოს აერია სიტყვები? სხვა რამის თქმა სურდა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 (შესწორებული) 11 minutes წინ, Eric said: თქვენ ფიქრობთ რომ უფალ იესოს აერია სიტყვები? სხვა რამის თქმა სურდა? მე რათქმაუნდა არ ვფიქრობ , რომ უფალს რამე შეეშალა ეს თქვენ ფიქრობთ ასე, რადგან მიეტმასნეთ ერთ სიტყვას "სულიწმიდას", ნუთუ არ აქვს უფალს საკუთარ სულს, რომელიც ადამს შთაბერა და რომელსაც მოციქულებს განსანახლებლად აძლევს სულიწმიდის მიღების შესამზადებლად, - უწოდოს სულიწმიდა ??? - ანუ მაშინ რა გამოდის : - რომ კარგად ვერ ჩაათარა სულიწმიდის გადაცემა, 10 დღის შემდეგ (ანუ 50-ე დღეს) რომ ისევ სულიწმიდის გარდამოსვლა გახდა საჭირო ??? Edited 7 აგვისტო, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 ონლაინ, kvipriane said: მე რათქმაუნდა არ ვფიქრობ , რომ უფალს რამე შეეშალა ეს თქვენ ფიქრობთ ასე, ოო, არა სენიორ. ესე არ გამოვა )) 1 minute წინ, kvipriane said: ნუთუ არ აქვს უფალს საკუთარ სულს რომელსაც მოციქულებს აძლევს სულიწმიდის მიღების შესამზადებლად უწოდოს სულიწმიდა ??? - )))) 1 minute წინ, kvipriane said: ანუ მაშინ რა გამოდის : - რომ კარგად ვერ ჩაათარა სულიწმიდის გადაცემა, 10 დღის შემდეგ (ანუ 50-ე დღეს) რომ ისევ სულიწმიდის გარდამოსვლა გახდა საჭირო ??? ))) სენიორ ღრმად პატივისცემის მიუხედავად, როგორც ვხვდები ჩვენ მართლმადიდებლები გაცილებით მეტ დროს ვუთმობთ სხვადასხვა ინტერპრეტაციებს და არა თავად სახარებას. იმის მაგივრად რომ წავიკითხოთ და გავიაზროთ, ვცადოთ მაინც ჩვენ ვკითხულობთ სხვების წაკითხულს და ნააზრევს , შემდეგ ეს იმდენად ღრმად გვიჯდება რომ ვეწინააღმდეგებით უკვე სახარებას და ვიგონებთ ათასნაირ ინტერპრეტაციებს უკვე იმ ვიღაცეების ნაწერების გასამართლებლად )) არადა ძალიან მარტივი ლოგიკაა გადმოცემული. 1.იესო არ ფლობდა სასწაულ ძალას სანამ არ მოინათლა და მასზე მტრედის სახით არ გადმოვიდა სულიწმინდა. მხოლოდ და მხოლოდ ნათლობის და სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ ჩადის საწაულებს იესო. 2. მოციქულები არ ფლობდნენ სასწაულ ძალას სანამ იესომ არ გადასცა მათ სულიწმინდა, მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს სასწაულების ჩადენა. 3. სულიწმინდის გადაცემის პროცესი აღწერილია მარტივად და ზედმეტი აზრების გარეშე თავად იესოს სიტყვებით. ბოდიშს ვიხდი მაგრამ ეს ჩემი საბოლოო აზრია და ვერანაირი ათანასეს და გრიგოლის ნაწერები ამ აზრს ვერ შემიცვლიან და უფრო მეტიც , საერთოდ რისთვის გახდა მოგვიანებით საჭირო იესოს ამ სიტყვების რევიზია? ))) მხოლოდ და მხოლოდ ცალკე ბანაკის შესაქმნელად სენიორ რესურსები! ესაა ჩვენი რამდენიდღიანი პოლემიკის ჩემებური ხედვა სენიორ. დანარჩენი სენიორები თუ სურთ დაწერენ. თქვენი და სენიორა ასიას აზრი ვიცი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 (შესწორებული) 7 minutes წინ, Eric said: 1.იესო არ ფლობდა სასწაულ ძალას სანამ არ მოინათლა და მასზე მტრედის სახით არ გადმოვიდა სულიწმინდა. მთელი სამყრო შექმნა ძემ და როგორ არ ფლობდა, ყველაფერს ფლობდა, იოანე სახარებაში წერია "ცანი ხელთა შენთა ქმნულნი არიანო" ჩემი საბოლოო ხედვა აღნიშნულ სულიერ საკითხში შემდეგია : ის სულიწმიდა რომელიც უფალმა შთაბერა სხვა ყოფილა და ის რომელიც 50-ე დღეს მიიღეს სხვა და - ის რომელიც მიიღეს 50-ე დღეს არის საღვთო ჰიპოსტასის მესამე პირი სულიწმინდა, რომელიც ასევე ესწრებოდა ქრისტეს ნათლობას მტრედის სახით და რომელიც მამისაგან გამოვალს . ეს გამოვალს არის, სწორედ რომელიც განასხვავებს საღვთო ჰიპოსტასის მესამე პირს , რადგან ესაა იგივენაირი საიდუმლო, როგორი საიდუმოცაა მამისაგან ძის შობა, - ეს ის საიდუმოებებია, ძის შობა და სულიწმიდის გამომავლობა (სხვანაირი სიტყვა არ არსებობს თორე გამომავლობაც არაა ის სიტყვა რომელიც სრულად ასახავდა ამ საიდუმლოსეს) რომლის ანალოგებიც სამყაროში არ არსებობს !!! ამ საიდუმლოებებით არიან ძე და სულიწმიდა მამასთან ერთად საღვთო პირნი , შეურევნელნი მამასთან და ერთმანეთთან და განუყოფელნი მამასთან და ერთმანეთთან - ამიტომაა სამება და არა ოთხება ან ათება და ა.შ. პილიტიკურ რაკურსში გეთანხმებით : - ამა თუ იმ დროს გამოიყენეს "ნესტორას ბიჭების" მზგავსმა ანგარმა და პოლიტიკურად მოტივირებულმა ბოოორონმა ძიებმა Edited 7 აგვისტო, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ASIA Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 (შესწორებული) @Eric @kvipriane 12რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. დიახთ! Edited 7 აგვისტო, 2021 by ASIA Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 (შესწორებული) პატივცემულებო, ბოდიშის მოხდით, რა კონკრეტული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ადამიანისთვის (რელიგიის სფეროს გარეთ მყოფი) იმ საკითხს რაზეც თქვენ კამათობთ? რელიგიური გადმოსახედიდან: დავუშვათ მართლმადიდებლური ინტერპრეტაცია არის მართალი. ამიტომ რა კონკრეტული, ჩვეულებრივი კათოლიკეები რომ დაიხოცებიან ღმერთი არ შეუშვებს სამოთხეში, ან ნებისმიერი ფორმით მათ დისკრედიტაციას მოახდენს თუ რა? :დ პოლიტიკური გადმოასახედიან: ამ საკითხის რეალურ მნშვნელობას აზრი არ აქვს, ნებისმიერი ინტერპრეტაცია გამოყენებული იქნება შესაბამისი პოლიტ. სტრატეგიის შესაბამისად. მისი წარმატებულება დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა რესურსს ფლობს გამომყენებელი მხარე. ჩვეულებრივი (რელიგიის სფეროს გარეთ მყოფი) ადამიანის გადმოსახედიდან: ჩემთვისაც არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობ არ აქვს, რატომ? მე წარვმართავ ჩემს ცხოვრებას ჩემი საკუთარი შეხედულებების შესაბამისად. თუ ეს შეხედულებები ემთხვევა რომელიმე რელიგიის შეხედულებებს მთალიანად ან ნაწილობრივ ძალიანაც კარგი და თუ არ ემთხვევა (მთლიანად ან ნაწილობრივ) ამაზე მე არ და ვერ ვიდარდებ. რატომ? იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ რომ ღმერთი მხედველობაში მიიღებს იმას ვაკმაყოფილებდი თუ არა (მთლიანად ან ნაწილობრივ) რომელიმე რელიგიის მესვეურებთა შეხედულებებსა და კრიტერიუმებს. რატომღაც ვფიქრობ რომ ის უფრო მხედველობაში მიიღებს რას ვაკეთებდი და რას არა :დ Edited 7 აგვისტო, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 7 აგვისტო, 2021 Posted 7 აგვისტო, 2021 @Moor @NataNostalgia მწერლები ვს მწერლები ვოლ 2. "ყველა იზიარებდა ტექსტს, მათ შორის ხარხელაური და საღარაძე... ახლა შეეშინდათ და უარყვეს" - რას ამბობს წულუკიანთან გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორი | Ambebi.GE გაგრძელება იქნება :დ Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა