Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

იმჰო, 

ნამდვილი ქრისტიანობა (როგორც რელიგიური მიმდინარეობა) მორჩა მაშინ როდესაც კონსტანტინემ გადაწყვიტა ეს რელიგია გამხდარიყო რომის იმპერიის (ორივე ნაწილის) ოფიციალური რელიგია. ზუსტად მაგ მომენტში შეწყვიტა ქრისტიანობამ რელიგიობა :დ და გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი. მისი პოლიტიკურ ინსტრუმენტად ჩამოყალიბების პროცესი დასრულდა ნიკეაში, სადაც კოწიას მომხრეებმა გააფორმეს მათთვის მისაღები ტექსტი და ოფიციალურად დაამარცხეს მოწინააღმდეგეები (მაგალითად არიანიზმის მომხრეები).

ამხელა იმპერიაში (მითუმეტეს უკვე დაღმავალ გზაზე მყოფის) მსგავსი მასშტაბის ცვლილელების გატარების ცვლილება არ იქნებოდა მარტივი კიარადა, თითქმის შეუძ₾ებელი უნდა ყოფილიყო. რატომ? იმიტომ რომ იმჰო, ეს ცვლილება უკვე დაგვიანებული იყო. ანუ, იმჰო ჯერ კიდევ დიოკლეტიანეს რეფორმამდე რომ მომხდარიყო ქრისტიანობის (ან რომელიმე სხვა ნებისმიერი, ერთი რელიგიის) ოფ. რელიგიად შემოღება, გაცილებით უკეთესი შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო. უკვე ოთხად გაყოფილ იმპერიაში, ჩამოყალიბებული იყო 4 კლანი, 4 ელიტით, და 4 ერთმანეთთან დაპირისპირებული ინტერესებით.

ზუსტად ამ დაპირისპირებულმა ინტერესებმა უზრუნველყო ის რომ მე-11 საუკუნეში გაიყო ქრისტიანული ეკლესია. ამ კონფლიქტურმა ინტერესებმა ეგრევე იჩინა თავი (დიდი ხნით ადრე გაყოფამდე), პატარ-პატარა სქიზმები სულ იყო და ამაში პირდაპირ იკითხება ბერძნული ფილოსოფიური სკოლების გავლენა. ყველაზე დიდი და სერიოზული სქიზმა (დიდ სქიზმამდე) იყო ჩვენთვის კარგად ცნობილი ნესტორას :დ ეპოპეა, რომელმაც ფაქტიურად აღმოსავლეთ იმპერიის ქრისტიანული ეკლესია გახადა მრავალპოლუსიანი, განსხვავებით დასავლეთ რომის იმპერიის ეკლესიისგან, სადაც როგორც მოგეხსენებათ თითქმის ერთპიროვნული დესპოტია ჰქონდა პაპს :დ

სხვათაშორის ეს არის ძალიან საიტერესო თემა, რომლის ანალიზიც მე არ შემხვედრია ჯერჯერობით, კერძოდ რა იყო იმის მიზეზი რომ დასავლეთში ცენტრალიზებული იყო ქრისტიანული მმართველობა და აღმოსავლეთში - დეცენტრალიზებული? ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს იყო დასავლეთის გამიზნული პოლიტიკა ჯერ კიდევ კონსტანტინეს პერიოდიდან დაწყებული რათა დაშლის შემდეგ გარკვეული გავლენა შეენარჩუნებინათ ბიზანტიაზე?

  • გახსოვთ ალბათ წინა თემებში ნაწილობრივ შევეხეთ კონსტანტინეს პრეიმპერატორულ პერიოდს, სადაც გამოჩნდა რომ კონსტანტინე აღმოსავლეთში წასვლამდე უკვე "შეკრული" იყო ქრისტიანულ სექტასთან და იყენებდა მათ დასავლეთ რომის იმპერიაში. აქ საქმის დამთავრების შემდეგ დაიძრა პატივცემული აზიისკენ (არადა წესით პირიქით უნდა ყოფილიყო);
  • ისიც გემახსოვრებათ რომ ნესტორას ბიჭები მჭიდროდ ურთიერთობდნენ რომთან ყველანაირ ასპექტში;
  • + აბრეშუმის გზის ბოლო (ან პირველი :დ) პუნქტი გახლდათ იტალია, კონსტანოპოლი მხოლოდ შუამავლის როლს თამაშობდა;
  • + არც დიდ სქიზმამდე და არც მის მერე 4-5 საუკუნის განმავლობაში დასავლეთ რომის იმპერიის (და მის შემდგომ აქტორების) ქრისტიანულ ეკლესიას არავითარი დიდი პრობლემა აღარ ჰქონია კონსტანტინოპოლის აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში)
Edited by Seth
Share on other sites

3 minutes წინ, Seth said:

სხვათაშორის ეს არის ძალიან საიტერესო თემა, რომლის ანალიზიც მე არ შემხვედრია ჯერჯერობით,

აბა ჩვენ რისთვის ვართ სენიორ?

 

4 minutes წინ, Seth said:

ერძოდ რა იყო იმის მიზეზი რომ დასავლეთში ცენტრალიზებული იყო ქრისტიანული მმართველობა და აღმოსავლეთში - დეცენტრალიზებული?

ჩემის აზრით ძირითადად იმიტომ რომ აღმოსავლეთში ბევრად მეტი დამოუკიდებელი რესურს ცენტრი იყო ვიდრე იმ დროის დასავლეთში.

დასავლეთი მხოლოდ ჯერ სწავლობდა როცა აღმოსავლეთში ყომარს აგორებდნენ სენიორ )))

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ჩემის აზრით ძირითადად იმიტომ რომ აღმოსავლეთში ბევრად მეტი დამოუკიდებელი რესურს ცენტრი იყო ვიდრე იმ დროის დასავლეთში.

ჰმ, ასე ფიქრობთ? დიახ ლოგიკურად წესით ასე უნდა ყოფილიყო. მაგრამ მოდით ასე დავსვათ კითხვა - დიოკლეტიანემდე სად იყო (გეოგრაფიულად) რომის "მაყუთი" , სახ. აპარატი და ცოდნა?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, ASIA said:

აააააააააააააა .....

 

ღადაობ (სხვა სიტყვა ცერ ვიპოვე)????:scared:

რათა ადამიანო?

რაღაცა პროექტი მამეცით არ შემიზლია ეს უსაქმურად ჯდომაჲ რა. :D

1 საათის წინ, kvipriane said:

ამიტომაა სენიორ ერიკ, ეხლა თქვენ უკვე იცით რა დოგმატურ განსხვავებაზეა საუბარი, და თუ კი გადასედავთ იმ პერიოდის ისტორიას ადვილად გაერკვევიტ რასი იყო საქმე და ვის ჭირდებოდა, - ყოველივე ეს დაიწყო 7-ე, 8-ე საუკუნეებში რომისა და კონსტანტინეპოლის კონკურენციიას საფუძველზე , რომი ბევრ რამეს კარგავდა ... გადახედეთ მაგ პერიოდის იდტორიას, ... და ტყუილად უარყოფთ ილია მინიატისის "ლოდი საცთურისას" ძალიან მაგარი ისტორიული ფაქტებია კონსტანტინეპოლის მხარესაც მოყვანილი და რომის მხარესაც , მაგ კაცს როგორც ჩანს ვენეციელი მეგობრის თხოვნით "ის" არქივი გაუხსნეს ... პროსტო წაიკითხეთ ... 

ხოდა ამაშია საქმე.

ფილიოკვე არის რიგითი მიზეზი საკუთარი რელიგიის დაცვისა.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Chigurh said:

დიახ, აუცილებლად. ძალიან კარგი ტექსტია.

ძალიან კარგი. ხომ არ იცით ელექტრონული ვერსია ხომ არ იყიდება სამდე ონლაინ შოფში? 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

21 minutes წინ, Seth said:

ძალიან კარგი. ხომ არ იცით ელექტრონული ვერსია ხომ არ იყიდება სამდე ონლაინ შოფში? 

https://saba.com.ge/books/details/32/ობოლე

ესაა

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

სად წასულხართ. სქიზმა ერესის გამო არ მომხდარა, ძალაუფლების გამო მოხდა. განსხვავებებზე დავა საუკუნეები გრძელდებოდა თან, თუ ერესში იყო საქმე, რას ელოდებოდნენ

Edited by Moor

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share