Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
26 minutes წინ, Moor said:

 

„მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.

მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.

კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.

ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ.

ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.

ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო

ბელგიის სამეფოს საელჩო

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

დანიის სამეფოს საელჩო

ესპანეთის სამეფოს საელჩო

ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო

ირლანდიის საელჩოს

იტალიის რესპუბლიკის საელჩო

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო

პორტუგალიის საელჩო

რუმინეთის საელჩო

საბერძნეთის საელჩო

საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო

სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო

უნგრეთის საელჩო

ფინეთის საელჩო

შვედეთის სამეფოს საელჩო

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო

ასლები: ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ დავით ზალკალიანს, ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს

ბ-ნ რატი ბრეგაძეს, იუსტიციის მინისტრს

:დ ეპისტოლარული ჟანრის ნიმუშია ფაქტიურად.

 

აი მეორე ნიმუში

აშშ-ს საელჩო - 6 მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - სამწუხაროა, რომ ვერ შესრულდა მმართველი პარტიის მიერ აღებული 19 აპრილის შეთანხმების კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულება | საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" (interpressnews.ge)

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Seth

1 minute წინ, Seth said:

:დ ეპისტოლარული ჟანრის ნიმუშია ფაქტიურად.

 

აცადეთთქო, ვამბობდი :old:

მარა დროშაზე აქცენტი მეზედმეტა :დ რა დროშა, ხალხი დაინვალიდდა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Seth said:

ეპისტოლარული ჟანრის ნიმუშია ფაქტიურად.

მუსიე სეტ, რა უნდა გკითხოთ : - ბრიტანეთში ლგბტ პრაიდი და ამგვარი აღლუმები თუ რაც ქვია, ოდესმე ჩატარებულა ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Moor said:

აცადეთთქო, ვამბობდი

მე არ ვაცდი ვინმეს რამეს? :დ აგვიანდებათ ბებრებს მაგრად, ამათა ეპისტოლარულ ჟანრში ივარჯიშონ და ბანძები მათსავე დოკუმენტს მათვე იმასუშვებიან :დ ამათმა დანიშნეს ვითომმოსამართლეები და გამოიძახონ მიშელი და იყვნენ :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, რა უნდა გკითხოთ : - ბრიტანეთში ლგბტ პრაიდი და ამგვარი აღლუმები თუ რაც ქვია, ოდესმე ჩატარებულა ???

ყოველწლიურად ტარდება სენიორ. ბრიტანეთის მოსახლეობას ამასთან არანაირი პრობლემა არ აქვს და უკვე როგორც ჩვეულებრივი თემა (არამარტო აღლუმი, თვითონ მთლიანი თემა) ისე აღიქმება.

თუმცა ეგრედ წოდებული ჰეით ქრაიმი ბრიტანეთშიც არის, მაგრამ ძირითადად ონლაინ.

Share on other sites

8 minutes წინ, Seth said:

უკვე როგორც ჩვეულებრივი თემა (არამარტო აღლუმი, თვითონ მთლიანი თემა) ისე აღიქმება.

რამდენად "ჩვეულებრივი თემაა" ეს სხვა საქმეა . . . 

მოვა დრო და ჩვენთანაც ჩატარდება .

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, ASIA said:

რამდენად "ჩვეულებრივი თემაა" ეს სხვა საქმეა .

ჩვეულებრივია. 

რამდენიმე კვირის წინ თავყრილობაზე ვიყავი, სადაც იყვნენ მათ შორის მშობლები, რომლებიც ძალიან მშვიდად განიხილავდნენ მათი შვილებიდან ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გეი/ლესბოსელი.

4 minutes წინ, ASIA said:

მოვა დრო და ჩვენთანაც ჩატარდება .

ჩატარდება, ადრე თუ გვიან.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
52 minutes წინ, Moor said:

 

„მოგმართავთ წერილით, რომ გაგიზიაროთ შეშფოთება დაკავშირებული ბოლოდროინდელ მოვლენებთან, რომლებმაც ჩრდილი მიაყენა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და საქართველოს, როგორც ადამიანის ძირითადი უფლებების დამცველი ქვეყნის იმიჯს. ვაღიარებთ რა საქართველოს მთავრობის უფრო ფართო პასუხისმგებლობას, ამ წერილის ასლებს პრემიერ–მინისტრსა და იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებსაც ვუგზავნით.

მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი, საყოველთაო უფლებებია და მათ საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მიუხედავად ამისა, 5 ივლისს, ლგბტქი+ თბილისი პრაიდის მონაწილეებმა ვერ შეძლეს ამ უფლებებით სარგებლობა, რადგან მათი უსაფრთხოებისთვის გარდაუვალი რისკი შეიქმნა.

კონტრაქციის მონაწილეებმა განახორციელეს ორგანიზებული ძალადობა, რომლის სამიზნე სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები იყვნენ. ორივე ჯგუფის წარმომადგენლების უსაფრთხოების ფიზიკური ხელყოფა საგანგაშო იყო. ამ კონტექსტში შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, უსაფრთხოდ და უვნებლად შეასრულონ თავიანთი სამუშაო. ძალადობა მიუღებელია და მისი პატიება დაუშვებელია. მწუხარებას გამოვთქვამთ ტელეოპერატორის ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული დაღუპვის გამო და დაველოდებით გარდაცვალების მიზეზების დამდგენი გამოძიების შედეგებს.

ვწუხვართ, რომ ხელისუფლებამ საჯაროდ არ მოუწოდა დაეცვათ ისინი, ვინც მშვიდობიანად აღნიშნვდა პრაიდთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ასევე, არ მიიღო სხვა აუცილებელი ზომები, რომ თავიდან აეცილებინა ან აღეკვეთა სიძულვილის გაღვივებაზე მიმართული გამოსვლები. დაბოლოს, არ უზრუნველყო საკმარისი დაცვა, როდესაც აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდა.

ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ და ერთგულნი არიან პრინციპისა, რომ ადამიანის უფლებები საყოველთაო და განუყოფელია და შეეხება ყველა ადამიანს, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა. ჩვენ ვიზიარებთ ფუნდამენტურ რწმენას, რომ უნდა დავიცვათ კონსტიტუციით გარანტირებული თითოეული მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. ეს საზიარო ღირებულებები გაცხადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. ეს ღირებულებები გვაერთიანებს და სიამაყის საფუძველსაც გვაძლევს, თუმცა, ასევე, გვავალდებულებს, რომ ვიმოქმედოთ მათ დასაცავად და ისინიც დავიცვათ, ვინც ყველაზე დაუცველია ჩვენს საზოგადოებაში.

ამ ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული აქტიური რიტორიკა ეროვნულ უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს და ზრდის დაუცველობას ქართული დემოკრატიისა, რომელიც უკვე დგას დეზინფორმაციით გამოწვეული მნიშვნელოვანი რისკების პირისპირ.

ამ ფონის გათვალისწინებით, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ შემდგომი ნაბიჯები და მიიღოთ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. ყველა ძალადობრივი ინციდენტი და დანაშაულებრივი ქმედება ეფექტიანად და სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული და სათანადოდ დასჯილი, კანონის სრული სიმკაცრით. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას, დაიცვას კანონის უზენაესობა და იმოქმედოს მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებების ეფექტიანი პრევენციისთვის მომავალში. ამ ძალისხმევის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს სიძულვილის ენის, სიძულვილის გაღვივებასა და შეუწყნარებლობის აღკვეთაზე მიმართული შემდგომი ქმედებები.

ამავდროულად, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პასუხისმგებლობით იმოქმედონ და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. და ბოლოს, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ევროპის საბჭოს/ ევროკავშირის დროშის შებღალვას საგანგაშოდ მივიჩნევთ. ეს დროშა განასახიერებს იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება. დროშაზე ორჯერ თავდასხმა საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მისწრაფებებზე პირდაპირი შეტევაც არის“, - აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

ავსტრიის რესპუბლიკის საელჩო

ბელგიის სამეფოს საელჩო

ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო

დანიის სამეფოს საელჩო

ესპანეთის სამეფოს საელჩო

ესტონეთის რესპუბლიკის საელჩო

ირლანდიის საელჩოს

იტალიის რესპუბლიკის საელჩო

ლატვიის რესპუბლიკის საელჩო

ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საელჩო

ნიდერლანდების სამეფოს საელჩო

პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო

პორტუგალიის საელჩო

რუმინეთის საელჩო

საბერძნეთის საელჩო

საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩო

სლოვენიის რესპუბლიკის საელჩო

სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო

უნგრეთის საელჩო

ფინეთის საელჩო

შვედეთის სამეფოს საელჩო

ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო

ასლები: ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრს

ბ-ნ დავით ზალკალიანს, ვიცე პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს

ბ-ნ რატი ბრეგაძეს, იუსტიციის მინისტრს

 

სამაგიეროდ ჩრდილოეთში დუგინს უხარია, აქ შიოს და რაინდყოფილს :boli: 

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   383 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 381 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(2)
    • Deutschland
    • YandexBot(1)
    • Facebookexternalhit(2)