Jump to content
×
×
  • Create New...

პრაიდი, საპატრიარქოს აქცია და ცემატყეპა თბილისში


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

რა ამბები ყოფილა, ეხლა ვნახე

პრემიერმა თქვა, რომ თბილისი პრაიდის უკან სააკაშვილი დგას. ამის შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს

 
 

ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, რომლებიც თბილისში “ღირსების მარშის” გასაპროტესტებლად იკრიბებიან, პარლამენტის შენობის წინ ოპ[ოზიციური კარვები აშალეს.

ამ ინციდენტს წინ უძღოდა პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ თბიკლისი პრაიდის უკან ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი დგას.

_____________________________________________________________________________

პარლამენტთან დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენლები მივიდნენ და ძალადობრივად კარვების დაშლა დაიწყეს.

ამის შემდეგ ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ინციდენტის გასაშუქებლად მივიდნენ. “ფორმულას”, “რუსთავი 2”-ის “ტაბულას”, “ნეტგაზეთის”, პალიტრას ჟურნალისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დააზიანეს აპარატურა. მუშაობაში ხელს უშლიდნენ სხვა ჟურნალისტებს.

სიძულვილის ჯგუფების წარმოადგენელთა აზრით, მედია “გაუკუღმართებული ცხოვრების წესის” პროპაგანდას ეწევა.

საპროტესტო კარვები პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭეწრებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაშალეს, რადგან არ აღიარებდნენ არჩევნების ლეგიტიმურობას. ერთ-ერთ კარავზე, რომელიც მოძალადეებმა დაშალეს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დიდი ფოტო იყო გამოსახული და მისი სიტყვები, რომ იგი მალე დაბრუნდება საქართველოში.

მოძალადეებს ხელში ხელკეტები ეჭირათ. მოძალადეთა შორის არიან მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, “ქართული მარშის” წარმომადგენლები, ულტრამემარჯვენე ჰომოფობი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის პოპოილიტური ძალის წარმომადგენლები.

“გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, შემოგვახიეს ტანსაცმელი. ფიზიკურად გვისწორდებოდნენ. მათ იცია, დანაშაულს თუ ჩაიდენენ, ეპატიებათ. როდესაც არბევდნენ კარვებს, მივედით, რომ გაგვეშუქებინა. ამის შემდეგ ჟურნალისტები გავხდით თავდასხმის ობიექტი. ისინი იყვნენ თამამები თავიანთ მოქმედებებში. შსს რეაგირება იყო საკმაოდ დაგვიანებული. როდესაც პარლამენტთან მივედით, იქ პოლიციელები არ იყვნენ. უკვე არბევდნენ კარვებს და პოლიციელებს ჩვენ დავასწარით იქ მისვლა,”– ჰყვება დეა მამისეიშვილი, მთავარი არხის ჟურნალისტი, რომელიც პირადად დაზარალდა ინციდენტის დროს.

პარლამენტთან მობილიზებულია პოლიცია. როგორც მედია გადმოსცემს, დღის პირველ ნახევარში პოლიციური ძალები არასაკმარისად არიან წარმოდგენილი. ჯერჯერობით იქ არ დგანან სპეცდამიშნულების რაზმის წარმომადგენლები.

პირდაპირ ეთერში მუშაობს თითქმის ყველა ქართული არხი. პირდაპირ ეთერშივე მაყურებელი თვალს ადევნებს იმ აგრესიას, რომელსაც სიძულვილის ჯგუფები იჩენენ ჟურნალისტების მიმართ – ისნი პირდაპირი ეთერის კადრში უვარდებიან ტელევიზიებს და იგინებიან.

ვითარება რუსთაველზე დაძაბულია, რაც მოსალოდნელი იყო: დღეს თბილისში ლგბტქ აქტივისტრების მიერ ორგანიზებული “ღირსების მარში” უნდა გაიმართოს.

“თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ მსვლელობა თბილისის ცენტრში ქვიარ ადამიანების სოლიდარობის მიზნით და ჰომოფობიის წინააღმდეგ.

ეს მარში დაასრულებს პრაიდის კვირეულს, რომელიც თბილისში 1 ივლისს დაიწყო და დიდი დაძაბულობის ფონზე წარიმართა, რადგან ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური ჯგუფები, ასევე სასულიერო პირები, პრაიდის ყველა ღონისძიების ჩაშლას ცდილობენ აგრესიული აქციებით.

რადიკალების მიზანია არ დაუშვას თბილისში “ღირსების მარშის” გამართვა. ისინი დილიდან მივიდნენ “თბილისი პრაიდის” ოფისთან, ასევე სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისთან. ეს ოპოზიციციური ორგანიზაციაა, რომელიც თანაუგრძნობს პრაიდის იდეებს.

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ბოთლებს და სამშენებლო ფილებს ისვრიან.

აგრესიული ჯგუფების პოზიციას მხარს უჭერს და იზიარებს ეკლესია. სწორედ ეკლესიამ მოუწოდა თავის მრევლს ქუჩაში გამოსვლისკენ, რათა არ დაუშვან პრაიდი.

პარლამენტთან აგრესიული ჯგუფების მივარდნას წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება მთავრობის სხდომაზე. ღარიბაშვილმა “ღირსების მარშის” წინააღმდეგ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ არ მიაჩნია მიზანშეწონილად მარშის გამართვა. ღარიბაშვილის თქმით, მარშის “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორთა მიზანია ვითარების დესტაბილიზაცია და მათ უკან ოპოზიცია, კონკრეტულად კი მიხეილ სააკაშვილი დგას.

“სამწუხაროდ, დღევანდელია აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართული, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ამას, რომ ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, სწორედ მათი მიზანია დღეს ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო არეულობისა და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ”,– თქვა ღარიბაშვილმა.

 

Share on other sites

  • ფორუმელი

მიდის პოზიციების გამაგრება წინასაარჩევნოდ?

 

ჯორჯიან მენტალიტეტ დებილ (c) ბოსხკამპი

Share on other sites

  • ფორუმელი

ორივე ჯგუფი რომ ერთი წყაროდან ფინანსდება ეგ როგორ გავიგოთ ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

20 minutes წინ, kvipriane said:

ორივე ჯგუფი რომ ერთი წყაროდან ფინანსდება ეგ როგორ გავიგოთ ???

როგორ სენიორ?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   254 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 253 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(2)