Jump to content
×
×
  • Create New...

ვის როგორი ურთიერთობა გხიბლავთ


 Share

Recommended Posts

ვისაუბროთ ამაზე

აქვე პატარა ისტორიას მოვყვები
მოკლედ სამსახურში ძალიან ბევრნი ვართ, და არის ჯგუფი სადაც ანონიმურად რაღაცეებს წერენ
ჰოდა ერთ ერთი ანონიმური პოსტი იყო სადაც გოგო წერდა ჩემზე რომ ფბზე ვერ ვნახულობ ფოტოები არ უდევსო 
და მეც დავუკომენტარე გამოჩნდი თქო

ჰოდა მიმატებს ეს გოგო
ვიზუალურად კარგი გოგო, საუბარიც კარგი გვქონდა, სანამ შევხვდებოდით რამოდენიმე დღე მიმოწერა გვქონდა
შეხვედრის დროსაც გამართლდა ის იმედი რომ რეალობაშიც ის იყო რაც სურათებში
კარგად ვისაუბრეთ, ვისეირნეთ, ჩავეხუტეთ ერთმანეთს, გავცვალეთ ემოციები

და რომ დავბრუნდით სახლებში
გავიდა რამოდენიმე დღე და მივხვდი რომ ეს არ იქნებოდა ჩემთვის სასურველი ურთიერთობა
როცა გავაანალიზე რომ გოგოს ინიციატივა იყო ჩემი გაცნობა და ასე მარტივად "დავიკერე" თუ როგორცაა
მივწერე რომ ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდებოდა და ჩემგან მასთან ხვევნა პროშნა იქნებოდა ტყუილი და მისი გრძნობებით თამაში

ამ ფაქტის მერე უკვენ ნათლად ვხედავ თუ გოგო იწყებს ჩემთან რაიმე სახის კონტაქტებს, ზედმეტად, ყველანაირი სურვილი მიქრება მისადმი როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს

თითქოს მამაკაცად ვერ ვგრძნობ თავს რადგან მგონია რომ მთელი ინიციატივები კაცზეა და არა პირიქით
ერთგვარი კომპლექსია ალბათ, მაგრამ მეორეს მხრივ წარმოიდგინეთ როგორი არაბუნებრივია ის რომ გოგო ირგებს ბიჭის როლს ბევრ საკითხში

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, მფრინავი.სამურაი said:

თითქოს მამაკაცად ვერ ვგრძნობ თავს რადგან მგონია რომ მთელი ინიციატივები კაცზეა და არა პირიქით
ერთგვარი კომპლექსია ალბათ, მაგრამ მეორეს მხრივ წარმოიდგინეთ როგორი არაბუნებრივია ის რომ გოგო ირგებს ბიჭის როლს ბევრ საკითხში

დაახვევინე მაგ გოგოს? 

მეც ვფიქრობ რომ კაცი უნდა იყოს ინიციატორი მარა ამ ინიციატივას უნდა ქონდეს ქალიდან გამომდინარე მიზეზები... 

ჩემთვის მეგობრობაა მთავარი. სულ ასე იყო და ასე იქნება. თუ ადამიანი არ მომწონს მეგობრად და მასთანა რ ვიმეგობრებდი არც ის მომინდება რამე მქონდეს მასთან, უფრო მეტი ვიდრე მეგობრობაა... ეს უნდა იყოს გულწრფელი, თავხედურად გულწრფელი კომუნიკაცია, როცა არ გრცხვენიათ საკუთარ სიმახინჯეებზე საუბარი, ნდობით სავსე  და ძალიან საინტერესო და ჭკვიან ადამიანთან. სხვანაირისთვის არ მემეტება საკუთარი თავი. სიყალბეს და დეკორაციებს ვერ გადავიტან! თანაც მიუხედავად ჩემი თავისუფლებისმოყვარე ბუნებისა მე მჭირდება ისეთი ადამანი გვერდით რომელიც რაღაც მომენტებში დამამუხრუჭებინებს ოღონდ ისე რომ თავმოყვარეობა არ შემელახოს და ფორმა იყოს ადეკვატური. თუ ავუშვი ოფოფები მსდიოს მერე! 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
Quote

ვის როგორი ურთიერთობა გხიბლავთ

გააჩნია ვისთან.

Edited by eL

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

  • ფორუმელი

მე პირადად რაღაცნაირად მეგოიმება ეს "ინიციატივა იმან უნდა გამოიჩინოს თუ ამან უნდა გამოიჩინოს" მიდგომა.

რაც რამე ურთიერთობა მქონია ყველგან ერთნაირი მიდგომა მქონდა: გადადგამს ვინმე ერთ ნაბიჯს (მაგრად მკიდია ვინ) და ელოდება სანამ მეორეც გადმოდგამს და ასე მონაცვლეობით, ჯერ ერთი მერე მეორე. თუ ორიდან რომელიმე აღარ გადადგამს, სანამ ოფიციალურად შედგება ურთიერთობა, ესეიგი "გაიმაზა" თემა.

ერთადერთი არეულობა რაც შემოდის არის როცა მე ერთ ნაბიჯს ვდგამ და სხვა ნამეტნავად ბევრს, და მაგ დროს ზრდილობიანად დავამუხრუჭებინებ ხოლმე :nope:

შედეგებს რაც შეეხება მგონი სხვას არავის ვიცნობ ისე ყველა ურთიერთობა რომ ჯანსაღად და ადამიანურად დაეწყოს და დაემთავრებინოს როგორც მე. ალბათ თუ ჭკვიანურად მივუდგები თეორიულად უნდა შემეძლოს ექსების უმრავლესობის (თუ ყველასი არა) ორგიის მოხოდვა :gigi:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, მფრინავი.სამურაი said:

@Mulan დაახვიე თქო არ მითქვამს, სიმართლე ვუთხარი და სწორედაც მოვიქეცი.

უი

გაუტყდებოდა  :scared:

 

3 საათის წინ, eL said:

გააჩნია ვისთან.

და ვისთან გაააჩნია?

1 საათის წინ, Damnoc said:

ალბათ თუ ჭკვიანურად მივუდგები თეორიულად უნდა შემეძლოს ექსების უმრავლესობის (თუ ყველასი არა) ორგიის მოხოდვა

ცუდად ვარ :rolf:

 

:lol::lol::lol::lol::lol::lol:

 

2 საათის წინ, Damnoc said:

მე პირადად რაღაცნაირად მეგოიმება ეს "ინიციატივა იმან უნდა გამოიჩინოს თუ ამან უნდა გამოიჩინოს" მიდგომა.

 

როგორც წესი ქალისგან წასული იმპულსის მერე ხდება ხოლმე მაგ ინიციატივის გამოჩენა მოდერ. შენ არაფერს აკეთებ და ზიხარ ვაშლს ჩირავ ეგრე არ ხდება :givi: ნუ მე კლასიკური შაბლონი მაქვს და ძალიანაც მომწონს ეს ვარიანტი. 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Mulan said:

და ვისთან გაააჩნია?

მეუღლესთან,  შეყავრებულთან  და აშ.

 

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, eL said:

მეუღლესთან,  შეყავრებულთან  და აშ.

 

მეუღლესთან როგორი?

 

შეყვარებულთან?

 

ფორმატი ბევრ რამეს ცვლის?

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share

  • Who's Online   19 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 19 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(4)
    • Chrome(19)
    • Googlebot(2)