Jump to content
×
×
  • Create New...

კობახიძის ინტერვიუ მთავარზე


Recommended Posts

  • ფორუმელი

ინგლისური ტექსტი აქანე

14 ივნისს შედგა ისტორიული დღე, ხელისუფლება მოვიდა ოპოზიციური არხის ტელე ეთერში და ინტერვიუ მისცა. ეს არ მომხდარა 18 წელია! თავისთავად ფაქტი ბევრს ნიშნავს და მე იმედი მაქვს, რომ ამ ფაქტს ექნება გაგრძელება. ქართულ ოცნებას ჭირდება რეაბილიტაცია და ეს მხოლოდ სახალხო მონანიებით შეიძლება. ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად გაანულა ხელისუფლების პროპაგანდა და აღიარა რომ არაეფექტური მთავრობაა. მონანეიება მიცავს არა მხოლოდ მიმდინარე კრიზისს არამედ ქართული ოცნების მმართველობას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ აღიარა:

• ოპოზიცია მართალი იყო, როცა აკრიტიკებდა ხელისუფლებას რაჭაში ხეების გაჩეხვის გამო საპროტესტო მოძრაობის ძალის გამოყენებით დაშლას;
• ოპოზიცია მართალი იყო, როცა აკრიტიკებდა ხელისუფლებას „ბასიანის“ ღამის კლუბის დაშლას;
• ოპოზიცია მართალი იყო, როცა აკრიტიკებდა პანკისის ხეობაში საპროტესტო მასის მიერ პოლიციელთა დარბევას;
• ოპოზიცია მართალი იყო როცა აკრიტიკებდა ხელისფლებას 20 ივნისის ღამის დარბევას.

მოდი ეს პუნქტი უფრო დაწვრილებით გავიაროთ. ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად აღიარა, რომ გვყავდა არაეფექტური მენეჯერი, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს. ამავე დროს ყურადსაღებია აღიარება, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა იყო „გარე ფაქტორებით“ გამოწველი, რომლის დასახელება არ შეუძლია. ეს უკანასკნელი კი რთული დასაკონკრეტებელია: გარე ფაქტორებში შეიძლება მოვიაზროთ ბიძინა ივანიშვილი, ან საგარეო ფაქტორები, ორივე არჩევანი უკიდურესად არასასურველია.

20 ივნისის ღამის ანალიზში, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების თავდაპირველი ჩვენება დაიცვა მხოლოდ მომიტინგეთა მიერ დანაშაულის ჩადენის დაფიქსირებით, რაც შეეხება ხელისუფლების რეაგირებას, მან აღიარა, რომ ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა დანაშაული, რადგან მასობრივი დარბევის აუცილებლობა არ არსებობდა.
გიორგი გახარიას დისკრედიტაციის მცდელობაში, ირაკლი კობახიძემ ნებსით თუ უნებლიედ, უფრო მეტი მოგვიყვა ქართულ ოცნებაზე.

ირაკლი კობახიძის ინტერვიუმ შექმნა ლოგიკური ოქსიმორონი, ქართული ოცნება თავს იცავდა ოპოზიციის კრიტიკისგან განსხვავებული გარემობებების დასაბუთებით. აღმოჩნდა რომ, ოპოზიციის არგუმენტები სწორი და ფაქტობრივი გარემობებით გამართული იყო. გამოდის რომ, ოპოზიცია ხელისუფლებას ადექვატურად აკრიტიკებდა და ხელისუფლების თავდაცვა, იყო მხოლოდ „გუნდურობის“ გამოვლინება. პარტია ცდილობდა გადაერჩინა არაეფექტური ლიდერი მარცხისგან! რაც ქმნის ლოგიკურ დისონანს, რატომ უნდა უჭერდეს მოქალაქე მხარს ხელისუფლებას?

ქართული ოცნების მხარდამჭერები ზემოთმოყვეენილ კრიზისებს სხვა გარემობებით ამართლებდნენ, ეხლა კი აღმოჩნდა რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე იზიარებს ოპოზიციის შენიშვნას და იგივე კითხვები აქვს გიორგი გახარიასთან.

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Mepar said:

გარე ფაქტორებში შეიძლება მოვიაზროთ ბიძინა ივანიშვილი

:lol:

 

ასევე შეგვიძლია მოვიაზროთ ზ. გამსახურდიას სული ან ნუგზარა ნებიერიძე.

Share on other sites

  • ფორუმელი

ლოგიკაზე ვსაუბრობთ? 

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Mepar said:

ლოგიკაზე ვსაუბრობთ? 

ვიფიქრე გაჩეჩილის ინტერვიუზე ვსაუბრობდით, თუმცა იყოს ლოგიკა თუ გნებავთ

Share on other sites

  • ფორუმელი

თემაში ვცდილობ  მიგანიშნოთ რა ალოგიკურ მდგომარეობაში ჩავარდა ქართული ოცნება, მე მგონი კარგად ავხსენი

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Mepar said:

რა ალოგიკურ მდგომარეობაში ჩავარდა ქართული ოცნება

პატივცემულო, თქვენ ფიქრობთ რომ აქ ვინმე სერიოზულად ფიქრობდა რომ აქამდე (სანამ გაჩეჩილი მაგ სისულელეებს იტყოდა) ქოცები ლოგიკურ მდგომარეობაში იყვნენ?

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Seth said:

პატივცემულო, თქვენ ფიქრობთ რომ აქ ვინმე სერიოზულად ფიქრობდა რომ აქამდე (სანამ გაჩეჩილი მაგ სისულელეებს იტყოდა) ქოცები ლოგიკურ მდგომარეობაში იყვნენ?

+1 :lolz:

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share