Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
20 minutes წინ, kvipriane said:

ფილოლოგთან კი იმის გამო გადაგამისამართეთ, რომ სიტყვა ვიდრემდე -ს მნიშვნელობა განემარტა

გავიარე ეგ თემა ფილოლოგთან და მაგ სიტყვას არანაირი საფუძველი არ გააჩნია სხვა მოცემული დროის მხრივ დაუმთავრებელი პროცესის  წინადადებიდან გადმოიტანოთ უკვე ჩამოყალიბებულ დროის მხრივ დამთავრებულ წინადადებაში. ეგ არის კატასტროფა. იმ თემაში გეახლებით აქ აღარ გავაგრძელებ. 

სადამდე გასტანს "მართლების" ინტერპრეტაციები და საშინელი არაბიბლიური დოქტრინები ვნახოთ.

ამ თემას აღარ გავაოფებ

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

გადავამყნოთ სენიორ? :lolz:

:rolf: დაახლოებით :დ

ის რასაც ბატონო კვიპრიანე ამბობს არ გამოვა, იმიტომ რომ მაგ ხეს თუ იგივეს დატოვებ არაფერი ახალი და კარგი არ გამოვა მაქედან. დარჩება იგივე.

რასაც თქვენ ამბობთ ფიზიკურად ვერ განხორციელდება სენიორ, გარდა ამისა რომც იყოს შესაძლებელი არც არავინაა მაგის გამკეთებელი. განვლილი ათასწლეულებს ვერ მოვჭრით სენიორ და ვერც გადავაგდებთ. მითუმეტეს ახალს ვერ დავრგავთ.

 

სამკურნალოა სენიორ ეგ ხე, სერიოზულად სამკურნალო. და რადგანაც ვისაც ევალება, იმას მკურნალობის არაფერი გაეგება :დ და პირიქით უფრო აზიანებს... ყველაფერი დადის კონკრეტულ ინდივიდამდე. კონკრეტულმა ინდივიდმა საკუთარ სივრცეში უნდა უმკურნალოს სენიორ. თუ გაიზრდება ასეთი ადამიანების რიცხვი მერე მთლიანად ხის მკურნალობის დროც დადგება, მანამდე კი გადარჩენის ამოცანა დგას სენიორ. იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი

 

 

1 საათის წინ, kvipriane said:

1. ის ხე ისეთად უნდა დარჩეს როგორიც დგას (ხარისხიანი თედოებისა და ზაურების ბრალი არაა მათი უსწავლელობა, უხარისხო მასწავლებლის ბრალია) 

 

33 minutes წინ, Eric said:

ძირში უნდა მოიჭრას და ახალი დაირგოს.

 

არცერთი არ ხართ სწორი.

ხე უნდა გადაიბელოს და გაისხლას.

და რატომ ეხლა:

ხის ძირი თავისთავად საკმაოდ ხარისხიანია, 4000 წელი რო იზრდებოდა იმ ხეს ძლიერი ძირი აქვს, მაგრამ იმის გამო რომ გაუსხლელგადაუბელავია ნაყოფს ისხამს ცუდს.

თუ გადაბელავ, გასხლავ და შეამლი მაშინ ეს ხე გაიხარებს.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

მამეწონა ეს ბოტანიკური წიაღსვლები . . . ხე, ფესვი, მყნობა, დაბელვა! :lool:

1 საათის წინ, Seth said:

თუ გაიზრდება ასეთი ადამიანების რიცხვი მერე მთლიანად ხის მკურნალობის დროც დადგება, მანამდე კი გადარჩენის ამოცანა დგას სენიორ. იმჰო.

ამაშია საქმე ...:up::up:

 

სისტემა ყველა სახელმწიფოში ერთნაირად ან თითქმის ერთნაირად მუშაობს, ყველგან არის რიგითი უწიგნური ზაურა ან კაზიმირი ან ჯუან კან შუ. მარააა ჩვენი საბრალო ზაურა ყველაზე დაჩაგრულია და თან ყველაზე ჯიგარიც. ამხნევებენ ზაურას - მომავალი შენიაო, მარა ზაურა უწიგნურია სულელი კი არა, ხოდა მიყვება დინებას ეს ჩვენი საბრალო ზაურა, გზადაგზა  ვისაც როგორ მოესურვება ისე მოიხსენიებს - ზოგჯერ განგებ აჩმორებენ, მარააა .... რა ქნას ზაურამ - წილხვედრელია, მარაა რას ნიშნავს მთლად კარგად არ იცის, მარა კაი როა, ეს იცის და მეტი რა ქნას. სახლში პატარა ზაურიჩები ელოდებიან, ხოდა ჯახირობს ზაურა - დაყავს პატარა ზაურიჩები რეპეტიტორებთან - სწვლა საჭირო როა, მაგდენი ქე იცის ზაურამ, მარააა .... ეჰ, საბრალო ზაურა და კიდევ უფრო მეტად საბრალო ზაურიჩები ...

დაასხით - ზაურას გაუმარჯოს ამის დედაც ვატირე!

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

გამოძვრომა გვინდა ზაურებს რთული სიტუაციიდან?  ;(

არ გამოვა ასე.

ქვეცნობიერი გასასამართლებელი საშუალება არაა

სისტემაშიც ზაურებს უძღვით გარკვეული წილი...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Seth said:

სამკურნალოა სენიორ ეგ ხე, სერიოზულად სამკურნალო. და რადგანაც ვისაც ევალება, იმას მკურნალობის არაფერი გაეგება :დ და პირიქით უფრო აზიანებს... ყველაფერი დადის კონკრეტულ ინდივიდამდე. კონკრეტულმა ინდივიდმა საკუთარ სივრცეში უნდა უმკურნალოს სენიორ. თუ გაიზრდება ასეთი ადამიანების რიცხვი მერე მთლიანად ხის მკურნალობის დროც დადგება, მანამდე კი გადარჩენის ამოცანა დგას სენიორ. იმჰო.

ჭეშმარიტად...ეს,უტყუარი გზაა!

 

1 საათის წინ, t-90 said:

ხე უნდა გადაიბელოს და გაისხლას.

და რატომ ეხლა:

ხის ძირი თავისთავად საკმაოდ ხარისხიანია, 4000 წელი რო იზრდებოდა იმ ხეს ძლიერი ძირი აქვს, მაგრამ იმის გამო რომ გაუსხლელგადაუბელავია ნაყოფს ისხამს ცუდს.

თუ გადაბელავ, გასხლავ და შეამლი მაშინ ეს ხე გაიხარებს.

დიახ!:up:

ამაზე ჩვენი ლეღვის ხე  გამახსენდა....

2000 წელს გადავბარგდით მცხეთაში და იქ ეზოში დაგვხვდა ლეღვის ხე.
ზამთარი იყო,არაფერი ეტყობოდა და გაზაფხულზე გამოჩნდა,რომ დაავადებული ყოფილა 1375-ნაირსახეობის პარაზიტით.
ტოტები - გამხმარი,ფოთლები- ალაგ-ალაგ ,ნაყოფი- შიგა და შიგ....
ხე მოსაჭრელია, მოსაჭრელიაო...
მოკლედ,შევუდექი მის განკურნვას,შევიძინე ყველა საშუალება,ყველანაირი ანტიპარაზიტი,
მე თვითონ შევწამლე როგორც საჭირო იყო,სქემის მიხედვით,
მოვაცილე გამხმარი ტოტები,აგრონომმა ლეღვის გასხვლა არ შეიძლებაო.
ჰოოდა,მომავალ წელს ეს ლეღვი გადაიქცა არაჩვეულებრივ "ბაობაბად".:love:
მოსავალს იმდენს ისხამდა წელიწადში ორჯერ,დარიგებას ვერ ვასწრებდი.
ან რა ჯემებს ვაკეთებდი?!
 
მაგრამ ,ახლა უჩემოდ მოიწყინა თურმე...ისევ მისახედია.;(
ზუსტად 12 წელია არ ჩავსულვარ.
 
აჰაა ჩემი ბაობაბი :lena:
 

1Mcxeta ezo Legvis xe.jpg

1 საათის წინ, ASIA said:

ზაურას გაუმარჯოს

ძუკუსაც რაა!  :yes:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 საათის წინ, Eric said:

ლევანა წეროებს მოყავთ და მაგ ხეზე სვავენ?

ლევანაც მაგ ხეზე იბადება, ესეიგი ვერ ლავეს არის ეგ ხეა თუ ბუჩქი

ლევანა კი არა სენიორ ერიკ, ილია მოიყვანა მაგ ხემ, ლევანას ტოტმა ამოიყარა იოსებოვიჩის გასხლულზე, - მე ასე მახსოვს, ხო და ეხლაც მაგ ლევანას ამონაყარზე ისხავს გაჩეჩილებს და ბივში ოპერევს  ... 

3 საათის წინ, Eric said:

ძირში უნდა მოიჭრას და ახალი დაირგოს.

მაგის შანსი არის ნულს დაბლა !!!

რომელი ხის მოჭრას მთავაზობთ სენიორ, მარტო ლევანაა მაგ ხეზე ამოსული, - ვაჟა, აკაკი, დავითი, ჭყონდიდელი, ხანძთელები და მთელი ეს სიყვარული მაგ ხეზე დამწიფდა !!! -  ის მაინც მითხარი პარალელურად ამოსული ჯერ გარსევანა ჭავჭავაძის და მერე იოსებოვიჩის დამპალი ნამყენი ჩამოვაჭრათო :( 

მაგ ხეშია ქრისტიანობაც სენიორ და რანაირად ?! ჩემთვის და ბევრი ჩემნაირისთვის მაგ ხის მოჭრა იგივე სიკვდილია (და არ უნდა გიკვირდეთ წინააღმდეგობას რომ გიწევთ)...

ახლის დარგვა გაზრდაშიც ჯერ საუკუნეები გავა სანამ გაიზრდება, მერე რა გაიზრდება კაცმა არ იცის ... 

3 საათის წინ, Seth said:

სამკურნალოა სენიორ ეგ ხე, სერიოზულად სამკურნალო. და რადგანაც ვისაც ევალება, იმას მკურნალობის არაფერი გაეგება :დ და პირიქით უფრო აზიანებს... ყველაფერი დადის კონკრეტულ ინდივიდამდე. კონკრეტულმა ინდივიდმა საკუთარ სივრცეში უნდა უმკურნალოს სენიორ. თუ გაიზრდება ასეთი ადამიანების რიცხვი მერე მთლიანად ხის მკურნალობის დროც დადგება, მანამდე კი გადარჩენის ამოცანა დგას სენიორ. იმჰო.

:up: 

ენის ტოტიც სამკურნალოა, 

მამულის (სახელმწიფოებრიობის) ტოტს ხომ საერთოდ დამტვრეული აქვს ხელ-ფეხი,

 სარწმუნოების ტოტი საერთოდ რეანიმაციაშია დასაწვენი !!! 

და იოსებოვიჩის ნასხლავის სასწრაფო ამპუტაციია კიდევ საჭირო !!!

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share