Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
12 minutes წინ, Seth said:

ძალიან პატარა შანსია ამ ყველაფრის.

მეც ასე მგონია.

12 minutes წინ, Seth said:

რომც მოხდეს, რეალური წინსვლა მაინც არ გვექნება,

აი სენიორ აქ არ მესმის დანარჩენი სენიორების ხედვა (თქვენ არ გეხებათ).

თუ რეალური წინსვლა გვინდა მაშინ რა გვიშლიდა ორგანიზებას 1 წლის წინ? 2 წლის წინ? 3 წლის წინ?

ან რა გვიშლის 1 წლუს შემდეგ? ან 2 წლის შემდეგ?

ეს გამოსვლები კი კანდიდატობის გამო დაიწყო, რომ არა კანდიდატობა არც იქნებოდა და მაშინ რატომ გვაქვს ასეთი ხედვა რომ ამ მიტინგმა თუ არ მოგვიგვარა ყველა პრობლემა სოციალური სამრთლიანობითდაწყებული ემირატით დამთავრებული წყალსაც, წაუღია ეს პროტესტი?

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი
12 minutes წინ, Seth said:

ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს, მათი აზრით. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისთვის მათ სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი.

ეს ხომ ერთხელ გავიარეთ?

ადრე ინაშვილი ჰყავდათ თავისი აზრების გამხმოვანებლად დაქირავებული.

ეხლა ისევ თვითონ გამოეყვნენ თავის თავს

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Instance said:

თუ რეალური წინსვლა გვინდა მაშინ რა გვიშლიდა ორგანიზებას 1 წლის წინ? 2 წლის წინ? 3 წლის წინ?

იგივე რაც ახლა. მიზეზების დიდი დიაპაზონია დაწყებული აპათიით და დამთავრებული კონფორმიზმით, სენიორ. 

რაც შეეხება ელემენტარულ, ინდივიდის დონეზე თვითორგანიზებას (გნებავთ დავარქვათ პოზიციის ჩამოყალიბებას), აქაც დიდი დიაპაზონია. კორუმპირებულ კონფორმისტებზე აღარაფერს ვიტყვი სენიორ განხილული გვაქვს ეს საკითხი, და ერთ საინტერესო სეგმენტს რაც შეეხება - ვფიქრობ გურჯებს გვიჭირს რეალური პრაქტიკული აზროვნება, ამის შედეგად პროცესის ჩამოყალიბება და მანუალის მიყოლა. ეს იმჰო, გამოწვეულია როგორც მენტალიტეტით, ასევე ისტორიით და ასევე ხასიათის დომინანტური შტრიხებით.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Instance said:

ეს ხომ ერთხელ გავიარეთ?

ადრე ინაშვილი ჰყავდათ თავისი აზრების გამხმოვანებლად დაქირავებული.

ეხლა ისევ თვითონ გამოეყვნენ თავის თავს

ის ალკოჰოლიკი და ჰიპოკრატე რომ ყოფილიყვნენ მარტო უინტერესო ნიუსი იქნებოდა, მაგრამ ეს ფუტბალისტი საინტერესოობის ელფერს აძლევს ამ მუვს, იმჰო.

დაველოდოთ განვითარებას.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

იგივე რაც ახლა.

მეც ამასაა რომ ვიძახი. ანუ თუ არაა სიტუაცია რომ აი ეხლა ვვორგანიზდებოდით გურჯები რომ არა ეს მიტინგი და ეხლა გამოხტა ეს მიტინგი, რომელმაც საითკენ შეიძლება წაგვიყვანოს არ ვიცით, მაშინ რატომ ვითხოვთ ამ მიტინგისგან ყველა პრობლემის მოგვარებას?

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Instance said:

მაშინ რატომ ვითხოვთ ამ მიტინგისგან ყველა პრობლემის მოგვარებას?

ვითხოვთ რო? :დ

მე პირადად ნაღდად არ მესმის, კონკრეტულად რას ითხოვენ... აი პატივცემულმა იუზერმა ბექამ კონტრაქტი დაგვიდონ ნაცებმაო, სისხლით ხელი მოაწერონ და გარანტიები მოგვცენო :დ

რო ვკითხე ესენი რას ნიშნავს მეთქი, კარგი ყველაფერი გავიგე, შეკითხვა აღარ მაქვსო :wtf:

ერიკმა დამიდო სოციალური ნარატივი, რომელიც თავისთავად გასაგებია, მაგრამ გაუგებარი მანდ სხვა რამეა - კონკრეტულად რაც მანდ ჩამოწერა ეგ რომ კობა ნაყოფიამ :givi: საჯაროდ დაიფიცოს და ამ ფიცზე ზემოდან ხაბაზს ცხვირიდან სისხლი ადინოს, ეგარი? :დ ანუ ვრელაქსდებით და ვირაზმებით მისტერ კობას გარშემო? :დ

 

რა გითხრათ აბა....

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Seth said:

ბექამ კონტრაქტი დაგვიდონ ნაცებმაო, სისხლით ხელი მოაწერონ და გარანტიები მოგვცენო :დ

ეს საინტერესოა, ზოგადად სისხლით ხელს ისეთ რამეებს აწერენ ხოლმე რაც სამუდამო ვალდებულებებს გულისხმობს.

ანუ პატივცემული იუზერი ბექა ნაცების სამუდამოდ ხელისუფლებაში მოყვანას განიხილავს?

Share on other sites

  • ფორუმელი
8 საათის წინ, Mulan said:

პოლიტიკოსების გარეშე ამ პროცესების მართვას ენჯეოშნიკები რანაირად შეძლებენ როცა ტლიკინის და სხვისი ფულის ხარჯვის მეტი არაფერი იციან?

კაი რა ნათლულო' - სხვისი ფულის კი არა თავისის დახარჯვა არ იციან მაგ უბედურებმა  :(

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share