ფორუმელი Seth Posted 12 ივლისი, 2021 Posted 12 ივლისი, 2021 ონლაინ, Instance said: ემირატს ამ ავტორის გაცნობამდეც ამას არ ვედავებოდით ამ ფორუმზე რომ ამ მიზანს მიჰყვებდოა? ემირატიც ამიტომ არ დავარქვით? მე პირადად არაფერი მსგავსი არ მითქვამს და ასევე სხვისი პოზიცია რაც მახსოვს არც არავის. ამ ბოლოს ერიკი ამბობდა იდეაში მიახლოებულ რაღაცას (სხვათაშორის უფრო მწყობრს და გამართულს). 2 minutes წინ, Instance said: ასევე, ეს აფხაზეთი ვაღიაროთ თემა ემირატული ენჯეობიდან პირველად გესმით ემირატის ნჯო არ არსებობს. ყველა ენჯეო (ნუ უმეტესობა) არის გურჯლიბერალური. დიდი შეცდომა იქნება ამის არევა. 3 minutes წინ, Instance said: ოღონდ ამ კაცმა შეაჯამა ემირატის მოდელი ერთად ამის მტკიცების საფუძველს რა გაძლევთ? ტიპმა აიღო არარსებობის თეორია იერუსალიმის შესახებ და დაუკავშირა თბილისს. რატომ? იმიტომ რომ დედაქალაქებია. ჯერ ერთი ეს საერთოდ სისულელეა არასდროს ჰქონიათ ებრაელებს მსგავსი რამ. თორაც და თალმუდიც საუბრობს აღთქმულ მიწაზე რაც არის ისრაელი და იერუსალიმი. ნებისმიერი ებრაელი დაგიდასტურებთ ამას. 7 minutes წინ, Instance said: დაიწყო მტკიცება, რომ სხვა ალტერნატიულუ მოდელის შემთხვევაში სისტემის მდგრადობისთვის რესურსები არ გქვყოგა ეგ მტკიცება არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი. რატომ? ა) ებრაელებისთვის აღთქმის მიწა იყო ისრაელი და პალესტინა (ეს ვთქვით); ბ) მთელი ეს ჰისტორია შექმნეს ლევიტებმა რათა 1. გადაერჩინათ ებრაელი ერის იდენტობა; 2. საკუთარი გავლენა შეენარჩუნებინათ ამ ერზე. (სხვათაშორის ებრაელი ერის არსებობა ძირშივე ანგრევს მეინსტრიმელი მეცნიერების გაბატონებულ თეორიას ნაციონალიზმის რაობაზე). გ) სომხეთი და ეჩმიაძინი არის ზღაპარი. სომხეთის არარსებული სახ-ფო საუკუნეების მანძილზე და არარსებული სომხური ერის ბმა ამ კონკრეტული ადგილისადმი. შემიძლია ბოლომდე ჩავყვე მაგას, მაგრამ რა ვიცი. მემგონი ნათელია. ან მარტო ის რად ღირს - თბილისი დავიტოვოთ ზღვაზე გასასვლელით :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 12 ივლისი, 2021 Posted 12 ივლისი, 2021 15 minutes წინ, Seth said: მე პირადად არაფერი მსგავსი არ მითქვამს და ასევე სხვისი პოზიცია რაც მახსოვს არც არავის. ამ ბოლოს ერიკი ამბობდა იდეაში მიახლოებულ რაღაცას (სხვათაშორის უფრო მწყობრს და გამართულს). არ მახსოვს პირველმა ტერმინი ემირატი ვინ დაამკვიდრა აქ. ჩვენი (სენიორების) დამკვიდრებულია, მაგრამ პირველი ვინ იყო არ მახსოვს. თუმცა ემირატს ემირატი პირველ რიგში სწორედ იმიტომ დავარქვით, რომ თბილისის იქით საქართველო მთავრდება. რამე სხვას დავარქმევდით სხვა პრეტენზია რომ გვქონოდა როგორც მთავარი პრეტენზია. 19 minutes წინ, Seth said: ემირატის ნჯო არ არსებობს. ყველა ენჯეო (ნუ უმეტესობა) არის გურჯლიბერალური. დიდი შეცდომა იქნება ამის არევა. გურჯლიბერალები ემირატის ერთერთი ფრაქციაა. ერთადერთი ფლანგი არა, მაგრამ ერთერთი მნიშნვნელივანი 21 minutes წინ, Seth said: ა) ებრაელებისთვის აღთქმის მიწა იყო ისრაელი და პალესტინა (ეს ვთქვით); ბ) მთელი ეს ჰისტორია შექმნეს ლევიტებმა რათა 1. გადაერჩინათ ებრაელი ერის იდენტობა; 2. საკუთარი გავლენა შეენარჩუნებინათ ამ ერზე. (სხვათაშორის ებრაელი ერის არსებობა ძირშივე ანგრევს მეინსტრიმელი მეცნიერების გაბატონებულ თეორიას ნაციონალიზმის რაობაზე). გ) სომხეთი და ეჩმიაძინი არის ზღაპარი. სომხეთის არარსებული სახ-ფო საუკუნეების მანძილზე და არარსებული სომხური ერის ბმა ამ კონკრეტული ადგილისადმი. არა აქ ა და ბ, საერთოდ არ ეხება ავტორის ნაწერს, მიუხედავად იმისა რომ ორივეში გეთანხმებით - განსაკუთრებით ნაციონალიმზმის გაბატონებული თეორია ერთად არ ვაკრიტიკეთ მე და თქვენ? აქ მთავარი რასაც ავტორი ცდილობს დაამტკიცოს არის რომ დღეს ებრაელისთვის იერუსალიმის იქით ტერიტორიას ფუნქციურობის იქით დანიშნულება არ აქვს. ანუ როგორც ეს ეძახის ზნეობრივი მნოშვნელობა არ აქვს. როცა ქართველისთვის მორალური მნიშვნელობა აქვს იმ ისტორიულ მიწებს რომელსაც ვერ აკონტროლებს. აფხაზეთს და ცხინვალს აქვს ქართველისთვის როგორც მის ისტორიულ მიწებს, ხოლო როგორც ავტორი ამტკიცებს ეს იწვევს საქართველოს მოუქნელობას და "სისტემური უკმარისობის კრიზისს", ხოლო რადგან ისრაელს ასეთი "ზნეობრივი დილემა" არ უდგას (ნუ აქ არ გამოტოვა რომ იერუსალიმი დილემაა), ისრაელს მეტი flexibility აქვს და ეს ანიჭებს მეტ სისტემურ მდგრადობას. ანუ მთავარი ხაზი რაც ამას გაჰყავს ის არის რომ 1) აპრიორი არ გვაქვს მდგრადი ერი სახელმწიფოს რესურსი და ემირატი ბუნებრივი მდგომარეობაა 2) სანამ ვიქნებით გაჭედილი ემირატს და ისტორიული ერის სისტემებს შორის მუდმივად დავმარცხებით. ამიტომ ისტოურიულ პრინციპზე უარი რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვთქვათ სომხეთზე ბოდავს აშკარად. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 12 ივლისი, 2021 Posted 12 ივლისი, 2021 19 minutes წინ, Instance said: თბილისის იქით საქართველო მთავრდება ეს არ ნიშნავს რომ თბილისს იქით საქართველო არ სჭირდებათ. თბილისს იქით მაგათთვის საქართველო მათ შორის იმიტომ მთავრდება რომ თბილისი არის მათთვის ე.წ. "პატალოკი". მათი გაქანებისთვის. უმეტესობა ან თვითონ ან მათი მამა/ბაბუა არის სოფლელი ანუ სოფლიდან წამოსული და თბილისში დამკვიდრების შემდეგ, სოფელი მათ ახსენებს რეალურად ვინ არიან. ეს არის და ეს. თორემ კახეთის, სვანეთის, იმერეთიც, აჭარაც და აფხაზეთიც მშვენივრად უნდათ, მაგრამ უნდათ თბილისის ქვეშ. 23 minutes წინ, Instance said: აქ მთავარი რასაც ავტორი ცდილობს დაამტკიცოს არის რომ დღეს ებრაელისთვის იერუსალიმის იქით ტერიტორიას ფუნქციურობის იქით დანიშნულება არ აქვს ჰოდა სისულელეს ამტკიცებს. ნებისმიერი განათლებული ებრაელი უბრალოდ გაიცინებს ამაზე. მითუმეტეს დღეს როდესაც პალესტინელების მიწაზე აშენებენ და აშენებენ სახლებს. 25 minutes წინ, Instance said: სისტემური უკმარისობის კრიზისს" ნუ მაინცდამაინც გინდათ ჩამითრიოთ ამ ვითომ თეორიის განხილვაში ხომ? :დ პატივცემულო, შეუძლებელია ეს და რატომ გეტყვით. ის ამოსავალი წერტილები საიდანაც ეგ ტიპი იწყებს მსჯელობას ან მცდარია და/ან შერჩევით აღებული. რანაირად უნდა ვიმსჯელოთ მაგ ძალით თეორიაზე როდესაც საფუძვლებია არასწორი? ან თუნდაც მისი მტკიცება რომ ავიღოთ რუსეთსა და თურქეთზე :დ ჯერ ერთი ირანი სად წაიღო? მეორე, რუსეთამდე საქართველო არ არსებობდა? და თუ არსებობდა მაშინ მთელი მაგის თეორია ამ ნაწილში ხომ ნონსენსი გამოდის? ან თუნდაც სავაჭრო გზების მნიშვნელობის უგულებელყოფა. მაშინ როდესაც ამ გზების გამო ხდებოდა აბსოლუტურად ყველაფერი. ამ გზების გამო და გარშემო იქმნებოდა და უქმდებოდა მთელი იმპერიები (და ამაზე მშვენივრად წერდნენ აქაური იუზერებიც) ამ პატივცემულისთვის არაფერს წარმოადგენს და ეფემერულ, სულიერ სუბსტანციებს :დ დასდევს. რანაირად ვიმსჯელოთ ამაზე? :დ მითუმეტეს რომ მთელი მსოფლიო ისტორია მკაცრად მატერიალური მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მქონე რკინის "საჭიროებით" გამოწვეული გადაწყვეტილებების კრებულია? :დ ემირატს რაც შეეხება აქაც ურევს, არავითარ ემირატს არ გულისხმობს. მაგ პატივცემულს იერუსალიმი აქვს მოდელად აღებული და ამიტომ აქვს აღებული თბილისი, თორემ სომხეთი რომ აეღო (ალბათ არ აიღო იმიტომ რომ იცის არაპოპულარული იქნებოდა) აიღებდა იქ ეჩმიაძინს და აქეთ აიღებდა სვეტიცხოველს. ზუსტად ამის გამო, შეუძლებელია ეგ პატივცემული ემირატს გულისხმობდეს იმ გაგებით, რასაც ჩვენ აქ ვგულისხმობდეთ. იერუსალიმის და თბილისის შედარება ისეც კი სისულელეა როგორც თვითონ ცდილობს გააკეთოს. როგორც სულიერი მიზიდულობის წერტილი, რაღაც წმინდა ადგილი :დ მსგავსი არაფერი და არასდროს ყოფილა თბილისთან მიმართებაში :დ თბილისი რელიგიური/სულიერი კუთხით არასდროს ყოფილა მიზიდულობის წერტილი. და ბოლოს ერთადერთი კითხვა მთლიანად ხაზს უსვამს მთელს მაგ ბოლოთქმას - თუ ასეთი საკრალური/წმინდა/აღთქმული ადგილია რატომ არ იღებდა დათო თბილისს დიდი ხნის განმავლობაში? :დ არ ესმოდა იმას ეტყობა მნიშვნელობა. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 12 ივლისი, 2021 Posted 12 ივლისი, 2021 (შესწორებული) 45 minutes წინ, Instance said: გურჯლიბერალები ემირატის ერთერთი ფრაქციაა. ერთადერთი ფლანგი არა, მაგრამ ერთერთი მნიშნვნელივანი რომელია მნიშვნელოვანი სენიორ? მოდით გავყვეთ გვარებით. ბუღაძე მნიშვნელოვანი, კაკაბაძე, ტურიკა თუ ლაშა ბაქრაძე? Edited 12 ივლისი, 2021 by Seth Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 12 ივლისი, 2021 Posted 12 ივლისი, 2021 2 minutes წინ, Seth said: და ბოლოს ერთადერთი კითხვა მთლიანად ხაზს უსვამს მთელს მაგ ბოლოთქმას - თუ ასეთი საკრალური/წმინდა/აღთქმული ადგილია რატომ არ იღებდა დათო თბილისს დიდი ხნის განმავლობაში? :დ არ ესმოდა იმას ეტყობა მნიშვნელობა. არა ვერ გაიგეთ. საკრარული არისო არ უთქვამს აწი ისე უნდა გავხადოთო. ამ კუთხით წაიკითხეთ შეხედეთ და მერე დაწერეთ თქვენი წინა პოსტი Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 12 ივლისი, 2021 Posted 12 ივლისი, 2021 ონლაინ, Instance said: არა ვერ გაიგეთ. საკრარული არისო არ უთქვამს აწი ისე უნდა გავხადოთო. :დ იერუსალიმი საკრალური როგორ გახადეს მაგაზე არაფერს წერს? :დ და რომ არ არის ებრაელებისთვის აღთქმული მიწა იერუსალიმი მაგას რა ვუყოთ? :დ აღთქმული მიწა არის ისრაელი/პალესტინა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 12 ივლისი, 2021 Posted 12 ივლისი, 2021 უბრალოდ არ შეიძლება ასე :დ არასწორ მონაცემებზე ვერაფერ ღირებულს ვერ ააწყობ. ნებისმიერი ოდნავ კრიტიკულად მოაზროვნე, განათლებული ადამიანი დაამთავრებს მაგ თეორიას. პ.ს. კორუფცია გამოიყვანა ქართული სახელმწიფოს არსებობის ხელისშემშლელ ისტორიულ პრობლემად :დ :დ :დ . კარგით რა, ასე არ შეიძლება. :დ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 12 ივლისი, 2021 Posted 12 ივლისი, 2021 (შესწორებული) მე არ ვიძახი სწორს იძახის-მეთქი. მე ვიძახი, რომ ის ემირატის იდეოლოგიას იძახის. იერუსალიმი მოჰყავს რომ სიმწვავე დაუგდოს საკითხს. მე რომ წავიკითხე გავიგე მისი ნაწერი რეალური სათქმელი ესე თბილისის კი არ უნდა საკრალული გახადოს, არამედ თბილისს იქით ტერიტორია აღარ იყოს საკრარული. ცხადია ამას ღიად ვერ იტყვის და ამიტომ მიმოედება. 14 minutes წინ, Seth said: თორემ კახეთის, სვანეთის, იმერეთიც, აჭარაც და აფხაზეთიც მშვენივრად უნდათ, მაგრამ უნდათ თბილისის ქვეშ. ოღონდ ამათი საკრალულობა არ უნდათ ნამახვანის პროტესტის ხაზი მათ შორის ესეც არ იყო? ამიტომ გვგონია მე და ერიკს რომ იმ ემირატს გულისხმობს რასაც ჩვენ Edited 12 ივლისი, 2021 by Instance Share on other sites More sharing options...
Recommended Posts