Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

ვინმემ დაუშალა დანარჩენებს მოეძებნათ ბურბონების ან სტიუარტების სიძე? )

სიძის გამო კი არა პატივცემულო, დედოფლის კანდიდატის გამო :დ რაღა მაჩაბლის ქალი? სადაური ტახტის მემკვიდრე ეგ იყო, ბაგრატიონების არსებობის შემთხვევაში? :დ

 

მაჩაბელს უნდოდა დედოფლად მაჩაბელი :დ

Share on other sites

Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, Seth said:

ბაგრატიონების არსებობის შემთხვევაში? :დ

მე არ ვიცი სენიორ, გყვავდა კი 'გერმანელი' ბაგრატიონის ქალი შესაფერისი?

თორემ მაჩაბელი რომ შებერტყილი იყო ეტყობა კიდეც ბიოგრაფიაზე.

3 minutes წინ, Seth said:

მაჩაბელს უნდოდა დედოფლად მაჩაბელი :დ

გამოსულიყო და ყოფილიყო მაჩაბელი

ყოველშემთხვევაში დანარჩენი არისტოკრატიისგან წინააღმდეგობის ან წუწუნის ფაქტებს არ შევხედრილვარ

თორემ ისე გაგიხარია))) სახლებში აიკლებდნენ ჭორაობით :gigi:

 

მე იმას ვამბობ სენიორ რომ გაეხერხებინათ ანდრონიკოვებს ჭავჭავაძეებს ორბელიანებს დადიანებს სხვა პროექტი დაედოთ რამე ვინმე გაქცეული გადარჩენილი ბურბონი ან წითელი / თეთრი ვარდი მოეძებნათ

მარა ნურას უკაცრავად

მზამზარეულზე გვიყვარს გურჯებს სენიორ ))))

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, Eric said:

გამოსულიყო და ყოფილიყო მაჩაბელი

რანაირად იქნებოდა სენიორ? ეს ჩვენი ბედოვლათები :დ ბაგრატიონებს ვერ (ძლივს) იტანდნენ და ვინმე მაჩაბელს აიტანდნენ? :დ მაგის რეალური შანსი რომ ყოფილიყო დადიან/გურიელი იჯდებოდა სადმე ფაშას და ჭავჭავაძე/ანდრონიკაშვილი როსტოვის გუნერნატორის მისაღებში :დ ეგრევე წუწუნ-წუწუნით :დ

ამიტომაც არ გამოვიდა.

20 minutes წინ, Eric said:

მე იმას ვამბობ სენიორ რომ გაეხერხებინათ ანდრონიკოვებს ჭავჭავაძეებს ორბელიანებს დადიანებს სხვა პროექტი დაედოთ რამე ვინმე გაქცეული გადარჩენილი ბურბონი ან წითელი / თეთრი ვარდი მოეძებნათ

მარა ნურას უკაცრავად

მზამზარეულზე გვიყვარს გურჯებს სენიორ

:დ აქ სურვილში გეთანხმებით :დ

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)

საფრანგეთი - ბრიტანეთი - რუსეთი = ანტანტა

გერმანია ავსტრია = დას რეიხ)

 

ჩვენი პოლიტიკური პარტიები წინა გვერდებზე ასევე ამ სქემით უნდა იყვნენ განაწილებულნი.

დავაკოპირებ

On 6/25/2021 at 2:11 PM, Eric said:

საინტერესოა.

 

ფაქტია გვაქვს მემარცხენე მემარჯვენე და ეთნიკური პარტიები. ეთნიკურები ამოვაგდოთ რუსები სოხმები აზერები და ბერძნები.

 

აქ უკვე სათითაოდ გაცხრილვაა საჭირო, ინდივიდუალურად))

 

რასაც დავუკვირდი სენიორეს

მემარცხენეების ბექგრაუნდი ყველასი ერთნაირია ტიპა:

დაიბადა სოფელ ჭყვინკეთში, წერა კითხვა სოფლის მღვდელმა ასწავლა, დაამთავრა სასულიერო სემინარია, მერე ტფილისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს, აღადგინეს , გარიცხეს, აღადგინეს, გარიცხეს ?!

გარიცხეს? არ გარიცხეს?

ან კლასიკური გიმნაზია -> პეტერბურგის იურიდიული - > გარიცხეს, აღადგინეს, გარიცხეს აღადგინეს ...

შემდეგ ეგრევე ჟენევა მონპელიე რომი გერმანია ავსტრია

აი ეს ტიპები, სემინარიიდან გარიცხული ხალხი ისე დადიან ევროპაში დღეს ვერ დადის ეგრე ხალხი.

რა სახსრებით? შემდეგ

ესწრებოდა ჟენევაშის უნივერსიტეტში ლექციებს, შემდეგ მონპელიეს უნივერსტიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ...

შემდეგ ....

რა ლექციებს ეწსრებოდა? არვიცი ეგრე შესაძლებელი იყო მაშინ ვისაც სურდა ეგრე შებღოტიალდებოდა სორბონაში და ლექციებზე დაჯდებოდა?

ან რას ნიშნავს ლექციებს ესწრებოდა ჟენევაში მერე იქიდან ბერლინში ....

გაუგებარია

რა ცოდნა გამოიტანა? ან იქ ან იმის იქით? არაფერი 0

 

როგორც ჩანს და სხვა არც არაფერი არ ჩანს ამის გარდა, ეს ტიპები გადიოდნენ სელექციას აქ გურჯისტანში და აქედან როგორც აქტიური ნჯოშნიკები )) იგზავნებოდნენ ევროპაში სოციალისტურ რევოლუციურ ცენტრებში სადაც ტრენინგებს გადიოდნენ მასებთან მუშაობის კონსპირაციის მოკლედ რევოლუციური საქმიანობის.

დანარჩენი არის ბლა ბლა ბლა

ჟენევის უნივერსიტეტი არა მოხარშული გოგრა:gigi:

 

მემარჯვენეები გაწი გამოწი ბევრად აკადემიური ხალხია.

მათ შორის რამდენიმე ბრილიანტიც პროექტული თვალსაზრისით

მარა რა გინდა

ეს რო გეყოლება სიაში -> "ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა" აი რა უნდა ქნა? ვერაფერი, წაგებული ხარ

ამას ისევ ეს ჯობია -> "საქართველოს სოციალისტ ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია" ))

 

 

Edited by Eric
Share on other sites

ტფილისის სასულიერო სემინარია არის სოციალისტების ბუდე.

ფაქტია.

ამასთან ამას ისე გვთავაზობენ თითქოს და სემინარია ამ ყველაფრის წინააღმდეგი იყო და რიცხავდნენ

ოღონდაცა რა

ოღონდაც.

ვინც დედამ დაწყევლა ყველამ სემინარია გაიარა, უკლებლივ.

საინტერესოა ეს ფაქტი სენიორას და სენიორეს.

მივუბრუნდებით მალევე.

Share on other sites

  • ფორუმელი
44 minutes წინ, Eric said:

ტფილისის სასულიერო სემინარია არის სოციალისტების ბუდე.

სენიორ ერიკ, თხოვნა მექნება თქვენთან :

- მოდით, თქვენ მოკლედ ამიხსენით ტიფლის-ემირატის (რასაც ამ ტიტრის ქვეშ გულისხმობთ) წარმოშვება, განვითარების მიზეზები და დღევანდელი მათი რაობა , მოკლედ როგორც თქვენ იცით-ხოლმე, - ფსიქო-პორტრეტის გემრიელ-იუმორისტულად დახატვა ... და მაგ სემინარიის თემას ერთად გავყვეთ მეც ბევრი რამ ვიცი მაგათზე, რასკოლნიკებზე და 1923-ის თემებზე ...

გონივრული ეჭვი მაქვს რომ, ტიფლის-ემირატის და სემინარისტ-რასკოლნიკების თემა ბოლოს შეიკვრება და ერთ ჯგუფად ჩამოყალიბდება ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

საფრანგეთი - ბრიტანეთი - რუსეთი = ანტანტა

გერმანია ავსტრია = დას რეიხ)

 

ჩვენი პოლიტიკური პარტიები წინა გვერდებზე ასევე ამ სქემით უნდა იყვნენ განაწილებულნი.

დავაკოპირებ

საინტერესოა.

 

ფაქტია გვაქვს მემარცხენე მემარჯვენე და ეთნიკური პარტიები. ეთნიკურები ამოვაგდოთ რუსები სოხმები აზერები და ბერძნები.

 

აქ უკვე სათითაოდ გაცხრილვაა საჭირო, ინდივიდუალურად))

 

რასაც დავუკვირდი სენიორეს

მემარცხენეების ბექგრაუნდი ყველასი ერთნაირია ტიპა:

დაიბადა სოფელ ჭყვინკეთში, წერა კითხვა სოფლის მღვდელმა ასწავლა, დაამთავრა სასულიერო სემინარია, მერე ტფილისის სასულიერო სემინარიიდან გარიცხეს, აღადგინეს , გარიცხეს, აღადგინეს, გარიცხეს ?!

გარიცხეს? არ გარიცხეს?

 

:lool:

1 საათის წინ, Eric said:

ან კლასიკური გიმნაზია -> პეტერბურგის იურიდიული - > გარიცხეს, აღადგინეს, გარიცხეს აღადგინეს ...

შემდეგ ეგრევე ჟენევა მონპელიე რომი გერმანია ავსტრია

აი ეს ტიპები, სემინარიიდან გარიცხული ხალხი ისე დადიან ევროპაში დღეს ვერ დადის ეგრე ხალხი.

რა სახსრებით? შემდეგ

ესწრებოდა ჟენევაშის უნივერსიტეტში ლექციებს, შემდეგ მონპელიეს უნივერსტიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ...

შემდეგ ....

რა ლექციებს ეწსრებოდა? არვიცი ეგრე შესაძლებელი იყო მაშინ ვისაც სურდა ეგრე შებღოტიალდებოდა სორბონაში და ლექციებზე დაჯდებოდა?

ან რას ნიშნავს ლექციებს ესწრებოდა ჟენევაში მერე იქიდან ბერლინში ....

გაუგებარია

რა ცოდნა გამოიტანა? ან იქ ან იმის იქით? არაფერი 0

 

როგორც ჩანს და სხვა არც არაფერი არ ჩანს ამის გარდა, ეს ტიპები გადიოდნენ სელექციას აქ გურჯისტანში და აქედან როგორც აქტიური ნჯოშნიკები )) იგზავნებოდნენ ევროპაში სოციალისტურ რევოლუციურ ცენტრებში სადაც ტრენინგებს გადიოდნენ მასებთან მუშაობის კონსპირაციის მოკლედ რევოლუციური საქმიანობის.

დანარჩენი არის ბლა ბლა ბლა

ჟენევის უნივერსიტეტი არა მოხარშული გოგრა:gigi:

 

მემარჯვენეები გაწი გამოწი ბევრად აკადემიური ხალხია.

მათ შორის რამდენიმე ბრილიანტიც პროექტული თვალსაზრისით

მარა რა გინდა

ეს რო გეყოლება სიაში -> "ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა" აი რა უნდა ქნა? ვერაფერი, წაგებული ხარ

ამას ისევ ეს ჯობია -> "საქართველოს სოციალისტ ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია" ))

 

 

სტალინი ვენაში ტურისტი ჰიპივით დაიოდა ხოლმე.

ნიჭიერი კრიმინალი, დამრტყმელი და მსროლელი იყო, რა უნდოდა ვენაში :)

 თეოლოგიურ საკითხებზე მსჯელობის გარდა, თავისუფალ დროს ბანკების გატანით იქცევდა თავს ))

რა ვენა?

და თუ უნდოდა რამე  ეხლა რაღას გვიხნავენ ტვინს მომპარავებს ნუ უშვებთ მაქედანო :)

თავად დაუწყიათ ეგ ტრადიცია...

 

Share on other sites

ბრიტანეთის ხომალდი ბათუმში შემოვიდა.

 

დაბლა როგორც ყოველთვის ტანცებით ხვდებიან.

გეყოთ! ამოვიდა ყელში, მორჩა საბჭოთა ერა, ცოტა აზრზე მოდით თქვე ველურებო რა XVIII საუკუნის პოლინეზიელი ველურებივით დახტიხართ ყოველი მოსული უცხოელის წინ? თვალები გაახილეთ ან ცოტა დაფიქრდით სულ ცოტა რა, ხო არ შეიძლება ერთსაუკუნიანი პროტოკოლებით მოძრაობდეთ ? სად გინახიათ ამერიკის პორტში შესული ბრიტანულ ხომალდს კოვბოები ხვდებოდნენ ქანთრით და გიტარებით თქვე სირებო?

ესე ყველგან სიმღერა ცეკვა არ გამიგია ტვინი წაიღეს უკვე, იასნია სხვა არაფერი იცით და არაფაერი გეხერხებათ მარა ეს ამოვიდა ყელში

ქუჩში ას მეტრაზე შვიდი ბენდი მღერის, ხიდზე ასასვლელში ერთი ბენდი კივის ჩასასვლელში მეორე და შუა ნაწილში ცეკვებია მუხლებზე დახტომებით, აეროპორტში მღერიან და რო აფრინდები დაჟე რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზეც ახერხებს ზოგი და კივის თვითმფრინავის სალონში და ტაში თუ დაუკრეს კივილს უმატებენ უფრო და უფრო

235193_600.jpg

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share