Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

1 minute წინ, Seth said:

ეს ასე არ იყო სენიორ, კომუნისტებს ზუსტად და მკაცრად ჰქონდათ გაწერილი ვასალიტეტ/იერარქია,

ეს ეხლა მეორე დეფინიცია - ვასალი.

 

ცკ -ს მდივნის შიდა პარტიული დაგუფებს წვერი, მეგობარი ამხანაგი თანამებრძოლი კომილიტიონ )

არ არის ვასალი.

 

ვასალი და სუზერენი სხვა რამეა.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, Eric said:

პლებსი მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვაში

რომში, რომში და არა აპულიაში, მარტო რომში. და ეს იყო პლებსის ერთ-ერთი მახასიათებელი მარტო რომში . არც ბრუნდიზიუმში არც არსად მარტო რომში :დ

პლებსს პლებსი იმიტომ კი არ ერქვა რომ მართვაში მონაწილეობდა :დ პლებს პლებსი იმიტომ ერქვა რომ პლებსი იყო :დ ისევე როგორც ქალებს ყოველთვის ქალები ერქვათ, მაშინაც როცა ხმას არ აძლევდნენ და მაშინაც როცა ეს უფლება მოიპოვეს :დ

9 minutes წინ, Eric said:

ეგენი ვასალები არ იყვნენ.

რატომ? რადგან ვასალი არ ერქვა და ერქვა მაგალითად რაიონის უმფროსი? :დ

Edited by Seth
Share on other sites

 

4 minutes წინ, Seth said:

პლებსს პლებსი იმიტომ კი არ ერქვა რომ მართვაში მონაწილეობდა :დ ოლებს პლებსი იმიტომ ერქვა რომ პლებსი იყო :დ ისევე როგორც ქალებს ყოველთვის ქალები ერქვათ, მაშინაც როცა ხმას არ აძლევდნენ და მაშინაც როცა ეს უფლება მოიპოვეს :დ

)) პლებს პლებსი ერქვა იმიტომ რომ ფლობდა გარკვეულ მინიმალურ ქონებრივ ცენზს და ასევე უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა რომში.

პლებეის ტიტული ასევე მემკვიდრეობით გადაეცემოდა.

და ქალებისგან განსხვავებით როცა ყველა ქალია რომაელიც და სპარსიც

რომში შესული დავუშვათ ებრაელი ვაჭარი პლებეი არ ხდებოდა ავტომატურად.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

პლებს პლებსი ერქვა იმიტომ რომ ფლობდა გარკვეულ მინიმალურ ქონებრივ ცენზს და ასევე უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა რომში.

პლებეის ტიტული ასევე მემკვიდრეობით გადაეცემოდა.

და ქალებისგან განსხვავებით როცა ყველა ქალია რომაელიც და სპარსიც

რომში შესული დავუშვათ ებრაელი ვაჭარი პლებეი არ ხდებოდა ავტომატურად.

ვახ. რომშია ეგ რომში. მარტო რომში. 2ად იყო გაყოფილი პატრიციებად და არაპატრიციებად ანუ პლებსად. ამ პლებსს რ ო მ შ ი ჰქონდა უფლება აერჩია ვიღაცეები. სხვაგან მაგ პლებსს ამის უფლება არ ჰქონდა. მორჩა და დამთავრდა. მეტიც, მაგ რომში მცხოვრებ ყველა პლებეის არ ჰქონდა არჩევანის უფლება, ჰქონდა პლებსის მხოლოდ იმ ნაწილს რომელიც რომის მოქალაქე იყო. თქვენი ლოგიკით გამოდის რომ რადგან ბურგუნდიაში რომის მოქალაქე პლებსი არ არსებობდა, ე.ი. პლებსი საერთოდ არ იყო :დ

 

 

Share on other sites

5 minutes წინ, Seth said:

თქვენი ლოგიკით გამოდის რომ რადგან ბურგუნდიაში რომის მოქალაქე პლებსი არ არსებობდა, ე.ი. პლებსი საერთოდ არ იყო :დ

ოკ

მაშინ ესე გავაკეთოთ.

რომაული პლებსის წევრები ვიცით მათ შორის ბევრი ლეგენდარული. რომი ბურგუნიის საჰერცოგოზე ბევრად უკან იყო.

 

ვინ ვიცით ბურგუნდიის პლებსიდან?

Share on other sites

  • ფორუმელი

ამას გვეუბნება მერიემ-უებსტერი 

the general populace

Plebs | Definition of Plebs by Merriam-Webster

ამას სხვა რესურსი

(in ancient Rome) the common people, as contrasted with the patricians; the common people; the populace.

ეს ოქსფორდის ლექსიკო

PLEB | Meaning & Definition for UK English | Lexico.com

An ordinary person, especially one from the lower social classes.

როგორც ხედავთ არანაირ ხმის მიცემაზე და მემკვიდრეობაზე არაფერი არსად არ წერია.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

რომაული პლებსის წევრები ვიცით მათ შორის ბევრი ლეგენდარული. რომი ბურგუნიის საჰერცოგოზე ბევრად უკან იყო.

 

ვინ ვიცით ბურგუნდიის პლებსიდან?

აბა ეხლა რა შუაშია ეს? რომი იმიტომ იყო რომი და მსოფლიო იმპერია რომ სისტემა ჰქონდათ ბურგუნდიაზე უკეთესი, თორემ საპირისპირო შემთხვევაში ბურგუნდია იქნებოდა მსოფლიოს ჭიპი და ბურგუნდიის ჰერცოგი კეისარზე და სულაზე უფრო ცნობილი :დ და მისაბაძი, და ლოთებიც მესამე ბურგუნდიობას დაიბრალებდნენ :დ

ის ფაქტი რომ რომაელების სისტემა ითვალისიწნებდა პლებსიდან ვიღაცეების წამოწევის სისტემას, საერთოდ არ ნიშნავს რომ ბურგუნდიაში პლებსი არ იყო :დ ეს უბრალოდ ნიშნავს რომ პლებსს ბურგუნდიაში ამის უფლება არ ჰქონდა :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

+ მე ვიცი პლებსის სერიოზული წარმომადგენლები

ოლივერ კრომველი, ადოლფა, სოსო, აბრაჰამ ლინკოლნი გავაგრძელო?

 

Edited by Seth
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   157 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 157 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(3)