Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი

  სოციალური რასიზმი, რომელიც ბოლო კვირებია განსაკუთრებით ღვივის და განსაკუთრებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფოსთვის -- ესეც ემირატის დისკურსია.

 მათ არ სჭირდებათ, რომ რეგიონებმა მის გარეთ რაიმე პროექტი შექმნან.

ამიტომ არევისთვის საჭიროა როგორც ფინანსებზე მონოპოლია ასევე ფაშისტური მითები.

  მითები იმერლებზზე, კახელებზე, ქართლელებზე, მეგრელებზე და ა.შ. მითები რომლის მიზანია --- "აი იმდენად არ შეგიძლიათ ჩემს გარეშე არსებობა, იმდენად ცუდები ხართ და დეფექტურები, რომ რანდენადაც არ უნდა გეზიზღებოდეთ საჭირო ვარ" :)))

 მათთვის რეგიონები სეგრეგირებულნი უნდა იყვნენ ერთმანეთისგან, ყველა პროექტი, რომელიც იარსებებს, უნდა იარსებოს ემირატთან ერთად))

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, Seth said:

და? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს რას ცვლის? აქ ლაპარაკია ხელისუფლების მიერ ტერიტორიის გასხვისებაზე

როგორ არ აქვს?

ტერიტორიის გასხვისებისას (თუ ტერიტორიას საკრალული მნიშვნელობა აქვს) რისკავ დელეგიტიმაციას. სოსოს ეს არ ეხებოდა. ამირატს ეხება მაგრამ უნდა რომ არ ეხებოდეს

Edited by Instance
Share on other sites

მოკლედ იმჰო

როდის ყალიბდება ე.წ ცენტრალური ხელისუფლება?

მნიშვნელობა არ აქვს მის პოლიტიკურ მოდელს, იქნება მემარჯვენე თუ მემარცხენე მეფით თუ პრეზიდენტ/პრემიერებით?

 

შექმნის პროცესი იწყება ძალაუფლების ჯგუფებს შორის კონკურენციით პირველობისთვის, ასე იყო საუკუნეების წინ, ეს ჯგუფები გარკვეულ გეოგრაფიულ არეალზე ებრძოდნენ ერთმანეთს დაუნდობლად აკონტროლებდნენ რა საკუთარ სივრცეებს, გარკვეული დროის შემდეგ დანაკარგების გადათვლის შემდეგ (და ეს დანაკარგები არტილერიის გამოგონებამდე იყო ძალიან მძიმე) ეს ძალაუფლების ჯგუფები მიდიან დასკვნამდე რომ ჯობია მოხდეს შეთანხმება , საერთო წესების დადგენა ყველასთვის, ეს უფრო მომგებიანია (როგორც იქნა დაშლო :)) )

 

ამის შემდეგ იწყება ერთიანი ე.წ ცენტრალური ხელისუფლების შექმნა , საქართველოს სამეფო იქნება თუ გერმანია. რეალში მეფე არის მხოლოდ და მხოლოდ უზენაესი არბიტრი ამ ჯგუფებს შორის. უფრო სწორედ ახლად შექმნილი მაგიის სამინისტროს პრესს ატაშე.

 

ამის შემდეგ პროცესი არ წყდება, რადგან პოლიტიკური ევოლუცია გულისხმობს მუდმივი დომინაციის ფაქტორს რაც ასევე პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღისთვის საჭიროა ამ პოპულაციაში მიდის ისევ ბრძოლა მხოლოდ დადგენილი წესებით

ვინც წესებს გადადის მაგიის სამინისტრო სჯის

 

ამ სისტემაში არეულობის შეტანა შეიძლება გარედან როცა ერთი მაგიის სამინისტრო ებრძვის მეორეს შესაძლეებლია ერთერთ აქტორის ყიდვა დანარჩენების წინააღმდეგ და სისტემის რღვევის გამოწვევა (განდგომილი ერისთავები მაგალითად)

ან თავად სისტემაში არასწორი მოქმედებების შედეგად დებილი მაგების მიერ . და დებილი მაგებიც არსებობენ იმის მიუხედავად რომ მაგები არიან ეს არის ჰარი პოტერში ))

 

ესეიგი მთავარი ე.წ ცენტრალური ხელისუფლების ჩამოყალიბებაში არის ძალაუფლების ჯგუფების შეთანხმება საერთო თამაშის წესზე

 

როგორ შეიქმნა ცენტრალური ხელისუფლება ძველ საქართველოში?

დასავლეთ და აღმოსავლეთის ძალაუფლების ჯგუფები შეთანხმდენნ საერთო არბიტრზე (ბაგრატიონები) დავანებოთ თავი რა წერია ისტორიაში

რეალურად მეფე აარფერს წარმოადგენგდა და ერთი ძალაუფლების ჯგუფის კონტროლიდან გასვლის მცდელობის აღმოფხვრას აუცილებლად ჭირდებოდა სხვა ჯგუფების გამოყენება, დამოუკიდებლდა ეს მეფეს არ შეეძლო.

 

რატომ არ შეიქმნა იტალია გარიბალდამდე მიუხედავად გრანდიოზული ვენეცია გენუა მილანი ფლორენცია რომი ნეაპოლის? იმიტომ რომ ვერ შეთანხმდნენ საერთო თამაშის წესზე ვერც ერთად ვერც კოოპერაციებში ერთმანეთს ვერ აჯობეს და საბოლოოდ საერთოდ წავიდნენ იტალიიდან ))))

 

ესეიგი რა გვაქვს,

 

ე.წ ცენტრალური ხელისუფლების შესაქმნელად საჭიროა

1 რამდენიმე ძალაუფლების ცენტრი

2 ამ ცენტრებს შორის შეთანხმება საერთო თამაშის წესზე.

3. შეთანხმება არ ნიშნავს რომ გვრიტები გახდებიან, მათ შორის მუდმივი კონკურენციაა

4. მუდმივი კომკურენცია ნიშნავს მუდმივ ბრძოლას პირველობისთვის სისტემის შიგნით

5. ბრძოლა სისტემის შიგნით არაა აპრიორი, ძალაუფლების ჯგუფები პირველობისთვის ბრძოლაში მზად არიან გავიდნენ სისტემიდან.

6. ესეიგი შეთანხმება საერთო თამაშის წესზე არაა მუდმივა და კონსტანტა და დამოკიდებულია ყველა მოთამაშეზე ინდივიდუალურად და შესაბამისად მაგიის სამინისტტროს ხარისხზე

 

რამეს ხომ არ დაამატებდით?

 

ესეიგი ეს არის ნორმალური ე.წ ცენტრალური ხელისუფლება

მუდმივი კონკურენციით სისტემის შიგნით და ეს კონკურენცია მისასალმებელია როგორც სისტემის ჯანსაღი ევოლუციის წინაპირობა მაგრამ ზედმეტი აარფერი რო არ ვარგა ))) ამის კონტროლი უკვე ერთიანაად მაგიის სამინისტროს საქმეა. და მისი წევრების ინდივიდუალურ უნარებზეა დამოკიდებული.

 

 

Share on other sites

სენიორეს განვაგრძობ თქვენის ნებართვით

ესეიგი რა გვაქვს:

1. ძალაუფლების ჯგუფები

2. ქარტია შეთანხმება თამაშის საერთო წესებზე. => რესპუბლიკა, მონარქია, და ა.შ

3. მაგიის სამინისტრო

 

აქ საინტერესოა მაგიის სამინისტროს ფუნქცია, რადგან ძალაუფლების ჯგფები თუ ფლობენ აბსოლუტურ ძალაუფლებას თავის კონტროლირებად სივრცეებში, შემდეგ თუ ეს ჯგუფები თანხმდებიან საერთო თამაშის წესებზე ერთხმად, რაღა საჭიროა მაგიის სამინისტრო? )))

ეს საჭიროა 2 პუნქტის ანუ შეთანხმება თამაშის საერთო წესებზე - დაცვისთვის მაგიური მეთოდებით)))

რადგან

რადგან ძალაუფლების ჯგუფს ვერანაირი სხვა ფარული თუ ღია შეთანხმების პატიოსნად შესრულებას ვერ აიძულებ

ეს შეუძლებელია.

ძალაუფლების ჯგუფის მუდმივი სურვილი არის მუდმივი წინსვლა მუმდიმად სხვების განულება და საკუთარის წინგაწევა.

თუ რომელიმე ძალაუფლების ჯგუფი ასე არ მოიქცევა დავუშვათ ქრისტიანული გულმოწყალეობის ) ან რაიმე ახირების გამო მას მის ადგილზე აუცილებლად ჩაანაცვლებს საკუთარი სივრცის კონტრელიტა.

ესეიგი ეს ის მომენტია რომ მგელს აუკძრალო ხორცის ჭამა, ალბათ ესეც შესაძლებელია რაღაც მაქინაციებით და იძულებით მაგრამ საბოლოოდ მიიღებ მომაკვდავ მგელს ან ხელოვნური კვებაზე გადაყვანილ დებილ მგელს საბოლოოდ დაცვენილი კბილებით და აკანკალებული ფეხებით

ხოლო მაგიის სამინისტროს მომაკვდავი მგლები არ ჭირდება

სისტემას ჭირდება ნამდვილი მგლები მხოლოდ ისე რომ ერთმანეთი არ შეჭამონ, ამით თავად სისტემა ხეირობს

წარმოიდგინეთ ჰარი პოტერი რომ რაც იყო იმაზე დებილი ყოფილიყო და ჯოხის ხელში დაჭერაზე მუხლების კანკალი ატყდომოდა ან დრაკო მალფოის მკვდარი ბეღურის დანახვაზე გული არეოდა? ესეთები მაგიის სამინისტროს აარ ჭირდება.

პრინციპში ესეთებიც ჭირდება მარა სხვაგან )))

და არა ძალაუფლების ჯგუფებში.

ანუ გვაქვს რთულად კონსტრიურებული სისტემა რომელიც ერთმანეთს ექაჩება წინ! მხოლოდ წინ!

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ყურადღებით წავიკითხე თქვენი ბოლო პოსტები პატივცემულებო, ჰოდა მინდა გითხრათ გაუგზავნეთ ეგ პოსტები ავტორს, გადააკეთოს თავისი ნააზრევი მათ შესაბამისად და აღარ გამოვა ისეთი სისულელე რაც დაწერა :დ

თქვენ ინტერპრატაციას ახდენთ მის ნაწერში არსებული ფრაზებისა, ისეთს რომ ავტორს არც კი დასიზმრებია :დ  ა,ასთანავე ვაბრალებთ რაღაცეებს, მაგალითად პატივცემული ინსტანსი ჯერ ამბობს რომ ავტორი თანმიმდევრულია, რეპლიკის შემდეგ ამბობს რომ "რაღაც" ნაწილში თანმიმდევრულია :დ ასე არ გამოვა. ორსულობასავითაა ან ხარ ან არ ხარ :დ

მეორე, ერიკმა აგერ ჩამოაყალიბა თავისი ხედვა ცენტრალური ხელისუფლების ჩამოყალიბების თაობაზე, მას შეიძლება დაეთანხმო, შეიძლება არ დაეთანხმო მაგრამ ა) მწყობრი და ლოგიკურია და ბ) საერთო არაფერი აქვს გამცემლიძის დაწერილ სისულელესთან ანუ მას მსგავსი არაფერი უთქვამს :დ

მესამე, როგორც ცხადად ვნახეთ რომ მთლიანი ბაზისი რაზეც ის აგებს თავის თეორიას :დ არის 100%-ით არასწორი. შეიძლება ის თეორია რომლის ყველა :დ შემადგენელი არის არასწორი, იყოს სწორი და მუშა?:დ ვფიქრობ ეს ბუნებაში გამორიცხულია :დ

მეოთხე, პატივცემულმა @Freeman-მა და @Chigurhფრიად მართებულად ისაუბრეს ცენტრის მიერ რეგიონების ჩაგვრაზე და ისევ, არაფერი მსგავსი (ნუ ძალიან შორეულად ყურით მოთრეულ :დ "სოციო ურბანისტულ ცენტრს" არ ჩავთვლით :) ) ავტორს ისევ არ უთქვამს :დ შევჩერდეთ ამ მეოთხე პუნქტზე რომელიც საინტერესოა თავისთავად.

ჩიგურმა მშვენივრად აღწერა კოლონიზატორების ტიპები, დიახ ასე შვებიან კოლონიზატორები გარეთაც და შიგნითაც, მაგრამ განა 100%-იანი თანხვედრა გვაქვს ემირატსა და აღწერილ შიდა კოლონიზატორს შორის? ჭიათურა, ფერო და საქნახშირი ამბობს რომ გვაქვს. არის სხვა საპირისპირო მაგალითი? თუ არის ეს ნიშნავს რომ 100%-იანი თანხვედრა არ გვაქვს, არა?

იმჰო, ემირატი შიდა კოლონიზატორის მხოლოდ ნაწილ მახასიათებელს აკმაყოფილებს. რაც არის პარაზიტირება ადგილობრივ რესურსზე. შემდეგ ნაწილს, უკვე ვეღარ. შევეცდები ავხსნა. ემირატი შიდა კოლონიზატორი ამ გაგებით უბრალოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ ემირატის სიძლიერე გადის მის მიერ არსებული ცენტრალური ხელისუფლებასთან ალიანსზე. ეს ცენტრ. ხელისუფლებაა ვინც აძლევს ემირატს პარაზიტირების საშუალებას, თვითონ ემირატს სხვა ინსტრუმენტი ამისთვის არ გააჩნია. ცენტრალური ხელისუფლება კი უბრალოდ არ/ვერ იარსებებს თუ არ იქნება ცენტრი და ცენტრი თავისთავად ვერ იქნება თუ არ იქნება ფიზიკური "შემოხაზულობა". ტერიტორიის დანაწევრება ასუსტებს ცენტრ. ხელისუფლებას და შესაბამისად ასუსტებს ემირატს. ამიტომაა ემირატის სასიცოცხლო ინტერესი რომ მის კონტროლქვეშ არსებული ცენტრ. ხელისუფლება იყოს ცენტრი რაც შეიძლება დიდი ტერიტორიისა, რომ უფრო დიდ ტერიტორიაზე იპარაზიტიროს :დ

მეორე საკითხია, ამ სასიცოცხლო ინტერესის უზრუნველყოფის ერთი ადგილი აქვს თუ არა საერთოდ ემირატს და თუ აქვს რა მასშტაბითა და ოდენობით. ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე და აღრევა დღეს ჩვენ. თვითონ ის ფაქტი რომ ემირატი არის უბანძესი და ვერ ახერხებს თავის სასიცოცხლო ინტერესის მასშტაბურად გატარებას ცხოვრებაში, გვერევა იმაში რომ თითქოს ემირატს უნდა რესურსგამოცლილი რეგიონების "მოშორება". მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის საპირისპირო მაგალითი გვქონდა ჯავახეთის სახით. რეგიონი რომელიც ფაქტიურად სომხეთი იყო, გიჟმა რამდენიმე წელიწადში შეუდარებლად შეუდარებლად ქართული გახადა. და აქედან ემირატმა საკუთარი წილი წაიღო. მეორე უდიდესი მაგალითი არის 93 წელი და ბაბუ, იგივე გააკეთა ბაბუმ და ემირატმა მაშინ, და ემირატმა ისევ წაიღო თავისი წილი.

 

ეს ყველაფერი ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავზე, თუმცა ზუსტად ამიტომ მგონია რომ ავტორის ეგ თეორია ყველანაირ საფუძველს მოკლებულია, არც არის და ფიზიკურად ვერც იქნება  ემირატის სტრატეგია.

 

ბოდიშს ვიხდი ამხელა ესესთვის პატივცემულებო.

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Instance said:

ეს რა აუცილებლობას წარმოადგენს?

რა ვიცი, საკრალური გლდანი სასაცილოა და თუ სასაცილოა საკრალური ვერ იქნება :დ

Share on other sites

Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, Seth said:

საერთო არაფერი აქვს გამცემლიძის დაწერილ სისულელესთან ანუ მას მსგავსი არაფერი უთქვამს :დ

ბოლოში ექნება საერთო სენიორ ((

ამიტომ თუ რამეს ალოგიკურს ვწერ მიმითითეთ, თუ დრო და სურვილი გაქვთ რათქმაუნდა.

 

 

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

ამიტომ თუ რამეს ალოგიკურს ვწერ მიმითითეთ, თუ დრო და სურვილი გაქვთ რათქმაუნდა.

 

10 minutes წინ, Seth said:

ა) მწყობრი და ლოგიკურია და ბ) საერთო არაფერი აქვს გამცემლიძის დაწერილ სისულელესთან ანუ მას მსგავსი არაფერი უთქვამს :დ

 

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share