Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

1 minute წინ, kvipriane said:

რუსეთში თვითონ აირჩია, იერუსალიმში რატომ ? ვთქვათ აერჩია სხვა ნებისმიერი გაუშვებდნენ რა პრობლემა იყო ? ...

ესეიგი კათალიკოსი გადააყენეს ისე რომ არ მისცეს სიტყვის უფლება.

ბრალდება ვიღაც აზნაურის ცოლი და ვიღაც პრესსმდივანის სიტყვებზე აგებული.

არ დაასწრეს საგანგებო კრებას, არ მისცეს სიტყვით გამოსვლის უფლება რომ თავი ემართლებინა.

ამის შემდეგ გადაყენებული ანტონი კათალიკოს ყოფილი იგზავნება რუსეთში წმინდა სინოდის წინაშე წარსადგენად.

 

და ეს ყველაფერი თქვენთვის არაფერია? ჩვეულებრივი ამბავია და ამართლებთ?

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Eric said:

მე ამაზე არაფერი მითქვამს სენიორ ჯერჯერობით.

რაზე მედავებით ვერ ვიგებ.

არ გედავებით სენიორ ერიკ , მხოლო ვამბობ, რომ რატომ მაინდამაინც პროექტის ფარგლებში უნდა გაეშვათ ანტონი რუსეთში

თავად მოითხოვა ეს ერთი, და მეორეც მაშინდელ სამღვდელოებას არავისი შეგულიანება არ ჭირდებოდა-თქო, მაგალითი ცხვირ წინ ედოტ 1438-39 წლის უნიის სახით-თქო 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

ესეიგი კათალიკოსი გადააყენეს ისე რომ არ მისცეს სიტყვის უფლება.

აბა რა მოინანია იმ დალოცვილმა ?

თუ არ გაქვს დანაშაული რას მოინანიებ ? 

ცილს რომ გწამებენ გამოხვალ ამხელა პატრიარქი და ამხელ ხომ ??? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, Eric said:

არ დაასწრეს საგანგებო კრებას, არ მისცეს სიტყვით გამოსვლის უფლება რომ თავი ემართლებინა.

ამის შემდეგ გადაყენებული ანტონი კათალიკოს ყოფილი იგზავნება რუსეთში წმინდა სინოდის წინაშე წარსადგენად.

 

და ეს ყველაფერი თქვენთვის არაფერია? ჩვეულებრივი ამბავია და ამართლებთ?

ნახეთ რაშია საქმე სენიორ ერიკ, - მართლმადიდებლურ სამყაროში ეკუმენიზმზე დიდი დანაშაული არ არსებობს, ანუ განვმარტავ :

- ლოცვით-ზიარებითი კავშირი ესაა წმიდათა წმიდა და მასში სხვა კომფესიების მოხსენიება სამშობლოს ღალატზე უარესია , 

ამიტომ , ამგვარი საკითხი აღიქმება უსერიოზულესად (დღესაც იგივე ხდება) და განსაკუთრებით ამგვარი დანაშაულის ჩამდენი მაღალსამღვდელო პირი აღიქმება საკუთარი სამწყსოს დამღუპველ წინამძღვრად რომელსაც ღვთის მადლი აღარ აქვს და მისი განსჯაც შეიძლება დაუსწრებლადაც კი , ოღონდ იმ შემთხვევაში თუ თვითონ არ გამოთქვამს პროტესტს ამის თაობაზე ... 

პირადად მე თუ მეკითხებით , ვამართლებ იმას რომ სხვა კომფესიებთან ერთად ლოცვა ან მათი "აცხოვნე უფალო და შეიწყალენ" -ში მოხსენიება კატეგორიულად არ შეიძლება, და ეს ჩემი დადგენილი წესი არაა, თავად მოციქულების დადგენილია და მე მას ვეთანხმები ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ანტონის საკითხი ძალიან ზედაპირულად ვიცი და ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი გადაჭრით მაგრამ ფაქტთა შემდეგი თანმიმდევრობა, ფრიად საინტერესოა..

 

1. აირჩიეს კათალიკოსად

2. დაუხლოვდა კაპუცინელთა ორდენის სახით ცნობილ კათოლიკეებს (ეს მაშინ, როდესაც ამ დროისათვის კათოლიკე ვს მართლმადიდებლებს უკვე სერიოზული ჯახი აქვთ)

3. გადააყენეს და გაუშვეს სოფელში (მაგრამ არ დაუსჯიათ რატომღაც, როცა სხვები დასაჯეს ;)  )

4. (ეს მნიშვნელოვანია) როგორც კი პატივცემული გადააყენეს, დაერივნენ და გაანულეს კათოლიკური ფრთა

5. ანტონი "გაუშვეს" რუსეთში და არა რომში (რატომღაც :დ) სადაც "მოინანია" ჰოდა ისე კარგად მოუნანიებია რომ პირდაპირ ვლადიმირის!!! მთავარეპისკოპოსად დაუნიშნავთ (ეს ძალიან ჰგავს დავალების 5-ნზე შემსრულებელს რომნ აწინაურებენ კარიერულ კიბეზე :დ ).

6. გააჩერეს რუსეთში ცოტა ხანი (სანამ ქართლში ვნებები ჩაცხრებოდა :დ ) და გამოუშვეს უკან სადაც მშვენივრად დაამთავრა დასახული ამოცანები, ქართლ-კახეთის მასშტაბით გახსნა სემინარიები და მოამზადა ტრაქტატი :დ 

 

მეტი რაღა უნდა ექნა?! მიშნ იმფოსიბლ 2.0 ითან ჰანტ :დ

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
17 minutes წინ, Seth said:

როგორც კი პატივცემული გადააყენეს, დაერივნენ და გაანულეს კათოლიკური ფრთა

მუსიე სეტ, ნახეთ რა წერია დავითისდრინდელ რუის-ურბნისის ძაგლისწერაში : "... გარნა თუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე ! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო , რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ, - მოწამე არს ჭეშმარიტებაი !"

Фото002.jpg

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

აქ უშუალოდ ფაქტები დავდოთ რუსეთის იმპერიის წმინდა სინოდის მოქმედებების არეულობის პერიოდში.

სინოდის ობერ-პროკურორი ნ.დ ჟევახოვ(დჟავახიშვილი)) ) 1917 წლის 22 თებერვალს მიმართავს სინოდის წევრს კიევის მიტროპოლიტს ვლადიმირს რათა მან სახალხო მიმართვა გააკეთოს და მეფეს დაუჭიროს მხარი, პირადი მიმართვის გარდა თხოვნაში იყო დაბეჭდილიყო და ქალაქის ქუჩებში გაეკრათ ტექსტი,  მიტროპოლ ვლადიმირ უარს ამბობს.

 27 თებერვალს რევოლუციონერთა დაგმობა მოითხოვა მეორე ობერ პროკურორმა (არვიცი ეს რა თანამდებობაა) , წმინდა სინოდმა ეს მოთხოვნაც უარყო.

2 მარტს მოსკოვის მიტროპოლიტთან შეიკრიბა წმინდა სინოდის 6 წევრი, კიევის , მოსკოვის მიტროპოლიტები, ფინეთის , ნოვგოდორის, ნიჟეგოროდის არქიეპისკოპოსები და ყაზანის პროტოიერემი (პეტერბურგის მიტროპოლიტმა ავად ვარ და ვაბშე გადავდექი მეო)

და აქვე გადაწყდა კავშირი დაამყარონ ახალ მთავრობასთან ( ყურადღება მიაქციეთ რომ მეფე ნიკოლოზი ჯერ ისევ მეფეა)

3 მარტს რევოლუციურ მთავრობაში მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება წმინდა წინოდის ობერ პროკურორი ვ.ნ ლვოვი

4 მარტს წმინდა სინოდის ოფიციალურ სხდომაზე მიესალმაბეიან ახალ მთავრობას და ეკლესიისთვის ახალი ერის დაწყებას

ასევე სინოდის საზეიმო ოთახიდან გაიტანეს იმპერატორის სავარძელი როგორც "которое в глазах иерархов РПЦ являлось "символом цезарепапизма в Церкви Русской"

ცეზარპაპიზმი - > საინტერესო ტერმინია.

5 მარტიდან წმინდა სინოდმა ეკლესიებში მეფის და მისი ოჯახის მოხსენიება აკრძალა

....

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, kvipriane said:

მუსიე სეტ, ნახეთ რა წერია დავითისდრინდელ რუის-ურბნისის ძაგლისწერაში : "... გარნა თუ უბიწოებასა ქართველთა სარწმუნოებისასა ბიწი რაიმე შეჰხებოდა, ნუ იყოფინ ესე ! არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩვენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო , რომლისა არცა განმცემელქმნილ ვართ, ვინაითგან შემეცნებასა შენსა ღირსქმნილ ვართ, - მოწამე არს ჭეშმარიტებაი !"

გეცრუვნეთ რას ნიშნავს?

ზოგადად კი ფაქტი, ფაქტია - მას შემდეგ რაც პატ. ანტონი გაუშვეს კერ სოფელში და მერე დიდრუსეთში დაერივნენ და 2 წელი ჟუჟეს ეს ჩვენი კათოლიკები ხომ ასეა? ასეა. 

მეორე ფაქტი ისაა რომ ეს რწმენის შეურაცხმყოფელი :დ ანტონი ლოთებმა გააქანეს და პირდაპირ ვლადიმირის მთავარეპისკოპოსად დანიშნეს.

მარტო ეს 2 ფაქტია საკმარისი იმისთვის რომ რელიგიაზე მსჯელობას თავი დავანებოთ და პირდაპირ გადავიდეთ პოლიტიკაზე :დ

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share