Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

ჩვენს წინაშეა ნუმერო შვიდი! -> საქართველოს რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტია.

მემარჯვენე პოზიცია

ჰმმ

ეს რაღაც თავზეხელაღებული ბუნტოვშიკი სოფლელების პარტიას ჰგავს სახელით , მარა ნურას უკაცრავად ))

თედო სახოკია - ტბილისის სასულიერო სემინარია

(მოკლედ რა იყო ეს ტფილისის სასულიერო სემინარია?  სემინარია იყო თუ ალამუთელი ასასინების ორგანიზაცია? ყველა ვინვ დედამ დაწყევლა მანდ ისწავლა, ტერორისტების ბუდე! )

სემინარიის შემდეგ ბნ თედომ გაქუსლა ჯერ ჟენევაში შემდეგ სორბონაში, მშვიდად გარდაიცვალა თბილისში თავისი პროფესიული საქმიანობით.

სანდრო ახმეტელი ! დახვრიტეს 37 ში

შიო არაგვისპირელი, ესეც პატერბურგ / ვარშავა

 

საინტერესოა რომ ამ რადიკალ გლეხები და ეროვნულ დემოკრატები ერთად გასულან არჩევნებზე 1919 ში !

Share on other sites

11 - დამოუკიდებელთა (უპარტიოთა )პარტია,

ესეიგი ვინც სხვა არცერთ პარტიაში არ იყვნენ აქ შეიკრიბნენ :gigi:

რაზე იყვნენ ასე გულდათუთქულები და გამწარებულები კი მარა?

კოტე აფხაზი - გენერალ მაიორი, ქართლკახეთის თავადაზნაურთა წინამღზოლი და დახვრიტეს 1923 ში.

კოტე მაყაშვილი, პეტერბურგის იურუდიული შემდეგ საქართველო

ზურაბ ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, ეს საკმაოდ სერიოზულია საქართველოსთვის გაწეული ღვაწლით. პრაქტიკული ღვაწლით და არა ფიმფომფა ლაყბობიტ

ივანე ჯავახიშვილი.

 

ეს პარტიაც აშკარად მემარჯვენეა

 

მარა ამ ხალხმა 10% ზღვარი ვერ გადალახეს ))

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, Eric said:

ილიას „სულიერ მკვლელებად“ მოიხსენიეს ქართველი სოციალ-დემოკრატები. ამ ბრალდებას მძაფრი კრიტიკით უპასუხა ნოე ჟორდანიამ[1]"

რამდენიმე დღის წინ ასე არ ვთქვით ჩვენც? :დ

Share on other sites

Posted (შესწორებული)

და ნომერი 14

 

"ესტეტიური პარტია პატრიოტებისა" - არ შემიძლია (შუბლზე ხელი მაშინალურად)

პაოლო იაშვილი

ტიციან ტაბიძე

იაკობ ნიკოლაძე

პავლე ინგოროყვა

ლადო გუდიაშვილი

 

ვერც პოლიტიკური პოზიცია გავიგე და ინდივიდუალურად რა უნდოდათ ვერც ეგ, ნუ ვეფხისტყაოსანი , თამარის სახე და მსგავსი ბლა ბლა -ები ახალგაზრდულ პერიოდის უნივერსიტეტებში გვაქვს და შემდეგაც ზოგიერთმა ბოლომდე

ზოგი მათგანი ახალგაზრდები დახვრიტეს

 

მემარჯვენეები ჩანან რადგან იკვეთებიან ეროვნულ დემოკრატებთან.

 

 

Edited by Eric
Share on other sites

ნომერი 10 - შოთა რუსთაველის ჯგუფი

ერთადერთი კანდიდატით ევგენი დვალი

ოო ეს ვიღაც ჩანს ვინც არ ვიცით სერიოზულია თუ არა , რადგან არ ვიციტ ესეიგი ძალიან სერიოზულია მარა არავინ რო არ იცის ეგეთი

ამიტომ არვიცით და ვსე

ფარცაგს არ გადავეყაროთ შევეშვათ

უბრალოდ ზღვარი ვერ გადალახა

Share on other sites

12 minutes წინ, Seth said:

რამდენიმე დღის წინ ასე არ ვთქვით ჩვენც? :დ

დიახ სენიორ.

 

ნომერი 8 - საქართველოს მიწის მესაკუთრთა ეროვნული პარტია

ეს რაც გავიარეთ ერთადერთ ჯერჯერობით მართლა პარტიას ჰგავს , ნუ ფინანსურ ეკონომიური პლატფორმით

გიორგი მაჩაბელი - ბერლინის სამთო აკადემია, ტევტონთა ორდენი ,

"გიორგი მაჩაბელი მომხრე იყო გერმანელი პრინცის იოახიმის, კაიზერ ვილჰელმ II-ის უმცროსი ვაჟისა და რომელიმე ქართველი პრინცესას დაქორწინებით, გერმანული დინასტიით სათავეში ქართული მონარქიის აღდგენისა. კანდიდატიც შერჩეული ჰყავდა მიშო მაჩაბლის ასული მარინა. ამის შემდეგ გერმანიაში გადავიდა, სადაც კავშირი დაამყარა 1914 წელს შექმნილ „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტთან". 21 ოქტომბერს მაჩაბელი თბილისში ჩავიდა და გახსნა კომიტეტის ფილიალი. ის იყო გერმანული წყალქვეშა ნავებით იარაღის საქართველოში შეტანის ინიციატორი და შემსრულებელი. ნოემბერში გიორგი მაჩაბელი ვენაში ჩავიდა და გერმანიასა და ოსმალეთთან დადებული შეთანხმების ანალოგიური შეთანხმება დადო ავსტრია-უნგრეთთან.

შემდეგში ამერიკაში გადასახლდა და პარფიუმრეული კომპანია "Prince Matchabelli" დაარსა რომელიც 1920 - 1930 წლებში წარმატებული კომანიების ათეულში შედიოდაო. მერე გაცივდა და მოკვდა, მისმა ცოლმა

ნორინა ჯილიმ გახსნა ბრწყინვალე სადემონსტრაციო სალონი, სადაც გამოფენილი იყო გიორგის პორტრეტი სამეფო რეგალიებით, 1936 წ. კი ბრენდი "Prince matchabelli" სუნამოების მწარმოებელ სოლ გენცს 250 ათას დოლარად მიყიდა. ფირმა კონექტიკუტის შტატში დღესაც არსებობს, პროდუქცია მისი დამფუძნებლის სახელით და რეცეპტით გამოდის და საფირმო ნიშანიც იგივეა – ქართულჯვრიანი სამეფო ოქროს გვირგვინები. დღესდღეობით „პრინცი მაჩაბელი“ ითვლება მსოფლიო პარფიუმერიის კლასიკად.

 

დავით ვაჩნაძე - პალკოვნიკ, დაკრძალულია ესენში

რევაზ გაბაშვილი - გარდაიცვალა პარიზში

გრიგოლ ვეშაპელი - მოკლეს პარიზში გრუზინების რაზბორკაზე

სარგის კაკაბაძე

გიორგი ლეონიძე

ნიკოლოზ ლორთქიფანიძე

 

ესენიც შემდეგში ეროვნულ დემოკრატებს შეუერთდნენ

Share on other sites

5 - სოციალისტ რევოლუციონერთა პარტია.

ვიკიზე არავითარი სახეები არ ჩანს, არცერთი სახელი გვარი

5 მანდატი აუღია

"მისი წევრები ძირითადად რუსულ ესერთა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო განაყოფში მუშაობდნენ. პარტიის 73 კაციან საარჩევნო სიაში 5 ქალი კანდიდატი იყო. საარჩევნო სუბიექტმა არჩევნებში 5 მანდატი მიიღო. "

სასწაულ

Share on other sites

2 - ეროვნულ დემოკრატიული პარტია.

 

ვინმემ იქნებ უთხრას დღეს ამათ რო აგერ ლინკზე გადასვლისას უწერიათ რომ პარტია დაარსდა 1981 წელს გიორგი ჭანტურიას მიერ. ))

მონ დიე?  ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი ბოლობოლო და არ შეიძლება სიბრუყვე იყოს უსაზღვრო, არ შეიძლება.

https://ka.wikipedia.org/wiki/ეროვნულ-დემოკრატიული_პარტია

 

სპირიდონ კედია , ტულიზა მონპელიე

" სტუდენტობისას ფულად შემწეობას ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოსაგან იღებდა." -> ეს საინტერესოა.

მისი პედაგოგი იყო ვინმე - იოსებ ოცხელი - საკმაოდ საინტერესო პიროვნება ჩანს მისივე მოსწავლეების სიით.

მნიშვნელოვანი სერიოზული წვლილით საქარტველოს ისტორიაში.

ექვთიმე თაყაიშვილი

ნიკო ნიკოლაძე

შალვა ამირეჯიბი

 

მემარჯვენეები

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share

  • Who's Online   362 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 362 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(1)