Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება ალ ქურჯში?


Recommended Posts

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Mulan said:

თუმცა კონფორმიზმს ეროვნულობასთან მგონი არც აქვს კავშირი ზოგადაადამიანური სოციალური ფენომენია კონფორმულობა...

დიდი ალბათობით ალბათ ასეა. თუმცა რადგანცაც გურჯებზე ვსაუბრობდით....

6 minutes წინ, Mulan said:

ალბათ კონკრეტული გამოცდილება დგას ამ თქვენი დასკვნების უკან

დიახ, გამოცდილება და დიდხნიანი დაკვირვება პატივცემულო.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

დიახ, გამოცდილება და დიდხნიანი დაკვირვება პატივცემულო.

ეს უფრო რეალურია ხოლმე ამიტომ მესმის...

თქვენ ალბათ 5 კგ კარტოფილით ნაყიდი ხმებიც არ გაგიკვირდებოდათ :lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Seth said:

აქ არ არის ლაპარაკი რაღაც კამპანიებზე და სამარკეტინგო ხრიკებზე.

მე კი ვფიქრობ ზუსტად სამარკეტინგო ხრიკებზეა ლაპარაკი და ვერ ყიდიან ნაცები ხელისუფლებაში მობრუნებას. 

არ უნდა სარჩული და შენიღბვა. თქვან სათქმელი პირდაპირ, დადონ ხელშეკრულება ხალხთან და სისხლით მოაწერონ  ზედ ხელი. გავრისკავთ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს)). 

უნდათ? რა უნდათ ვაბშე მე ვერ გავიგე, ესლი ჩესნა))

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
58 minutes წინ, Mulan said:

თქვენ ალბათ 5 კგ კარტოფილით ნაყიდი ხმებიც არ გაგიკვირდებოდათ

არა რა თქმა უნდა. საერთოდ უფასოდ წამოღებული ხმებიც მინახავს სენიორა. აქვე უნდა დავამატო რომ არასდროს უარყოფით კონტექსტში არ მომიხსენებია ეგ ადამიანები. არ არიან ღირსები და იმიტომ.

მათი ნაწილი მართლაც გაჭირვებულია და მართლა უღირს, მათი ნაწილი კი წმინდა გლეხური პრაქტიკულობით უყურებს საკითხს. ამ პრაქტიკულობას ყოველთვის ვაფასებდი. არაერთხელ მისაუბრია ამ კატეგორიასთან და სრულიად მისაღები/გასაგები (ჩემთვის) არგუმენტაცია გააჩნიათ.

16 minutes წინ, Beqa said:

მე კი ვფიქრობ ზუსტად სამარკეტინგო ხრიკებზეა ლაპარაკი

სხვადასხვა რაღაცეებზე ვსაუბრობთ პატივცემულო, თქვენ უყურებთ საკითხს პოლიტძალის პოზიციიდან (ინდივიდის გარედან) და მე გთავაზობთ შევხედოთ საკითხს ინდივიდის პოზიციიდან. აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა.

16 minutes წინ, Beqa said:

თქვან სათქმელი პირდაპირ, დადონ ხელშეკრულება ხალხთან და სისხლით მოაწერონ  ზედ ხელი

ამაზე ვერაფერს ვიტყვი იმიტომ რომ არ მესმის აქ რა წერია. რას ნიშნავს პირდაპირ თქმა? ან რა სათქმელი? რა ხელშეკრულება, რა უნდა ეწეროს ამ ხელშეკრულებაში? სისხლით მოწერა რას ნიშნავს? კობა ხაბაზის სისხლისგან მე პირადად ძალიან შორს მინდა ვიყო და საერთოდ არანაირი შეხება მინდა მქონდეს. :)

16 minutes წინ, Beqa said:

გავრისკავთ

თქვენ/ჩვენ იმ პოზიციაში ვართ რომ უნდა გავრისკოთ (წინააღმდეგ შემთხვევაში აგერაა კოლმეურნეობა), იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს. ამიტომ აზრიანად უნდა ვქნათ ეს, ისე რომ რაღაც მივიღოთ.

16 minutes წინ, Beqa said:

სადაც ვიწროა იქ გაწყდეს

იმჰო, ეს მიდგომა არასწორია... არასდროს უნდა გვქონდეს მსგავსი ამოსავალი პოზიცია.

16 minutes წინ, Beqa said:

მე კი ვფიქრობ ზუსტად სამარკეტინგო ხრიკებზეა ლაპარაკი და ვერ ყიდიან ნაცები ხელისუფლებაში მობრუნებას. 

ნაცები (გნებავთ მარსიანელები) თუ იყიდიან, ეს ჩვენთვის უნდა იყოს ამ პროცესის მიუღებელი აუთქამი. პირიქით, ეს ბანძები ისე უნდა წავიდნენ რომ იმ ადამიანების, ვისზეც მე ვსაუბრობ, როლი ამ წასვლაში იყოს რაც შეიძლება მეტი.

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Mulan said:

სანამ შიმშილისგან სიკვდილის საშიშროების წინაშე დგას ეგ ადამიანი მანამ არ იტყვის უარს სამი ადამიანის საქმის გაკეთებაზე თქვენც ხო ხვდებით?

რა თქმა უნდა.

მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ ეფექტი ისეთი სტრუქტურისა, რომელიც არ დაუშვებს ასეთ საძაგლობას.

ვინმე გვთავაზობს ასეთ რეფორმას?

Share on other sites

44 minutes წინ, Seth said:

ამაზე ვერაფერს ვიტყვი იმიტომ რომ არ მესმის აქ რა წერია.

მანდ ბევრი რამ წერია სენიორ

მაგალითად 40 საათიანი სამუშაო კვირა, მაგალითად მინიმალური ხელფასი რომელი პარამეტრითაც მსოფლიოში ბოლოდან მესამეზე ვართ მგონი,  400 / 500 % იან მარჟაზე რომ მუშაობენ ჯიგრები ... და ხელფასს იხდიან მინიმუმის მეოთხედს თუ მეხუთედს

რავიცი, თუ პოლიტიკოსობაზე აქვთ პრეტენზია მანდ ბევრი რამის ჩაწერა შეიძლება ხოლო ხალხის ასაფეთქებლად 20 გრანდიოზული პუნტქის შექმნა

 

მარა მერე? ვის ჭირდება ეს? არავის.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

მაგალითად 40 საათიანი სამუშაო კვირა, მაგალითად მინიმალური ხელფასი რომელი პარამეტრითაც მსოფლიოში ბოლოდან მესამეზე ვართ მგონი,  400 / 500 % იან მარჟაზე რომ მუშაობენ ჯიგრები ... და ხელფასს იხდიან მინიმუმის მეოთხედს თუ მეხუთედს

და ამას რომ ჩაგიწერთ კობა ნაყოფია, გაიქცევით ხმის მისაცემად ან ნაცების მიტინგზე ღამის სათევად?

Share on other sites

Posted (შესწორებული)
7 minutes წინ, Seth said:

და ამას რომ ჩაგიწერთ კობა ნაყოფია, გაიქცევით ხმის მისაცემად ან ნაცების მიტინგზე ღამის სათევად?

ხმა ნაცებისთვის უამისოდაც მიმიცია.

დალშე თუ ისე შეიფუთება რომ დავიჯერებ, ბათინკებსაც ამოვიცვავ ორ ხელ წინდებსაც ჩავიწყობ ზურგჩანთაში წყლის მათარას შტიკონოჟს პირველადი სამედიცინო პაკეტს და ... და კიდევ ერთხელ ვცდი.

 

მარა ნაყოფია და ხაზარა უმალ ისევ სტაფილოსთან დალაგდებიან ვიდრე ამაზე ხელს მოაწერენ. ))

Edited by Eric
Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share