Jimmy Posted 31 მაისი, 2022 Author Posted 31 მაისი, 2022 (შესწორებული) ერთადერთი თეორიული ვარიანტი გამოძვრომის არის ხუტა. მარა მაგის იმედზე მამამისი არაა და ჩვენ? Edited 31 მაისი, 2022 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 31 მაისი, 2022 Posted 31 მაისი, 2022 (შესწორებული) სენიორებო - რატომ მომრავლდა ემირატის ტერიტორიაზე ასე თვალსაჩინოდ რუსული ენის სწავლის მსურველთა რაოდენობა ხომ არ იცით ??? რუსულის მასწალებლები აღარ ყოფნით; დღეში თითოს 5-5-ი ჯგუფი ყავთ და ვერ აუდიან ... Edited 31 მაისი, 2022 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Instance Posted 31 მაისი, 2022 Posted 31 მაისი, 2022 ერთი რაც ამ ივანიშვილს უნდა ვუმადლოდეთ ყველა ეს დეგენერატი ვინც თავის გარშემო შემოიკრიბა ყველას წაართვა რამეზე პრეტენზია. რა დრო იყო ზაზა შათირშვილი "რეჟიმთან მებრძოლი ინტელექტუალი" რომ იყო, ეხლა გამოწერილად დადასტურებულია რომ რეგვენია. ⭕️"დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი ევროკავშირის თემის გარშემო. ყველა საუბრობს იმაზე, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი შეიძლება მიიღონ და ჩვენ - არა. ხელისუფლება ასეთ შესაძლო შედეგს ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს აბრალებს, ხოლო ოპოზიციის რადიკალური ნაწილი - ხელისუფლებას. სინამდვილეში, საქმე სულ სხვა რამეშია. თავიდანვე გამიკვირდა, რაში დაჭირდათ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატობის შეთავაზება. გაჩაღებული ომის დროს უკრაინისთვის ამ სტატუსის მიცემა იმდენად არასერიოზულია, რომ მცირე სოლიდარობის აქტადაც კი შეუძლებელია ჩაითვალოს. ეს ამბავი რომ გავიგე, მეგობრების წრეში მაშინვე ვთქვი, რომ ევროკავშირის თემა ამერიკელებმა საქართველოსთვის მოიგონეს და შემოგვიგდეს. რუსეთის ეშინიათ და ამიტომ ნატოს შეთავაზება ვერც კი გაბედეს. ევროკავშირი მარტივი იყო, რადგან მათთვის არც უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული, არც ფინანსურ დანახარჯებთან და არც რაიმე სხვა დისკომფორტთან. სცენარი მარტივი იყო - მას შემდეგ, რაც უკრაინა და მოლდოვა შეიტანდნენ განაცხადს კანდიდატობაზე, საქართველოც იძულებული გახდებოდა ანალოგიური ნაბიჯი გადაედგა. ახლა კი, როდესაც ხელისუფლებამ განაცხადი შეიტანა, უკვე დაიწყეს ოპოზიციის ხელით ხელისუფლების დაშანტაჟება. ანუ ერთი ხელით ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებენ, რისთვისაც “კრედიტ სუისის” თემა მოიგონეს და გადარიცხვებს უჩერებენ, ხოლო მეორე ხელით ხელისუფლებას აშანტაჟებენ, რისთვისაც ევროკავშირის თემა მოიგონეს. რადგან ივანიშვილი ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ შვეიცარიიდან გადარიცხვების შეფერხება ისევ გრძელდება, რაც ერთი კვირის წინ მისმა ადვოკატმაც დაადასტურა. შესაბამისად, ჩანს, რომ “კრედიტ სუისი“ კიდევ დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას, როგორც ივანიშვილის დაშანტაჟების ინსტრუმენტი. ევროკავშირის კანდიდატობა ბევრს რომ არაფერს ნიშნავს, წესით, საქართველოში უკვე ყველამ უნდა იცოდეს. თურქეთი, ალბანეთი, მაკედონია, სერბეთი და მონტენეგრო დიდი ხანია კანდიდატები არიან, თუმცა, მათი უმეტესობა, უკვე 10 წელიწადზე მეტია ამაოდ ელის ევროკავშირის წევრობის ახლო პერსპექტივასაც კი. თუმცა, კანდიდატის სტატუსის ფიქტიურობის მიუხედავად, ისიც ადვილი გამოსაცნობია, რომ წინასწარ დაწერილი სცენარის აღსრულება საზოგადოებაში სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს. გათვლა ახალგაზრდებზეა, რომლებიც აღშფოთდებიან იმით, რომ ევროკავშირმა ხელისუფლებას კანდიდატობაზე უარი უთხრა, გამოვლენ ქუჩაში და მერე ნიკანორ მელიათი, მამუკა ხაზარაძითა და ნინო ბურჯანაძით დაწყებული და გიგა მაქარაშვილით, მიშა მშვილდაძითა და ვახო სანაიათი დამთავრებული, ნაციონალური მოძრაობის სრული სპექტრი ეცდება ეს მღელვარება რევოლუციაში გადაზარდოს. სრულიად აშკარაა, რომ ქართული ოცნება ამერიკელებისთვის მიუღებელია. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს - ადამიანის ბუნებაა, რომ გერს ყოველთვის საკუთარი შვილი ურჩევნია. სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია და უსუფაშვილი მათთვის შვილები არიან. ეს არის მათი აგენტურა, ახალი ქართველი ღამურები, რომლებიც წლების განმავლობაში გამოზარდეს და რომლებსაც ნებისმიერ არაპატრიოტულ ნაბიჯზე მოაწერინებენ ხელს. სწორედ ამიტომაა, რომ ამდენი წელია ამერიკელები ხელისუფლებას არ დახმარებიან. საქართველოს ვითომ წელიწადში 100 მილიონ დოლარს აძლევენ და იმასაც თითქმის მთლიანად საკუთარ ენჯეოებს ახარჯავენ. ევროკავშირის თემაც სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ ხელისუფლების აყირავების სხვა ინსტრუმენტი არ აქვთ. საქართველოს დაფინანსებას რომ აძლევდნენ, ფულით დააშანტაჟებდნენ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, რასაც არ გვაძლევენ, რას გაგვიჩერებენ. ასი პროცენტით ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები. ივნისის ბოლოს უკრაინასა და მოლდოვას არაფრისმომცემ ევროკავშირის კანდიდატობას მისცემენ, საქართველოს კი ამაზეც უარს ეტყვიან. შემდეგ, გამოვლენ ნაციონალები, აიყოლიებენ ახალგაზრდებს და მათ ირაციონალურ ემოციებს ამოფარებულები პარლამენტში შეჭრას კიდევ ერთხელ ეცდებიან. მოკლედ, ქვეყნისთვის სახიფათო მოვლენების განვითარებას უნდა ველოდოთ. დიდია იმის ალბათობა, რომ ამერიკელები ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიან. ამის შედეგები კი, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება. რაც მთავარია, ამ ყველაფრის კულმინაცია რევოლუცია არ არის. კულმინაცია საქართველოში ომია, რომელიც ახლა ამერიკას უკრაინაში რუსეთის დასამარცხებლად სასიცოცხლოდ ჭირდება. ნაციონალური მოძრაობა კი, ომისთვის უკვე გამზადებულია და ნებისმიერ დავალებაზე ხელის მომწერია, როგორი დამღუპველიც არ უნდა იყოს ეს დავალება საქართველოსთვის. ეს ომი მე პირადად საქართველოსთვის სრულიად საბედისწერო მგონია, თორემ ამერიკის გულისთვის ვინ არ იომებდა. სწორედ ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა გამოიჩნეს მისთვის ჩვეულ სულიერ სიმტკიცეს და სიბრძნეს და არ დაუშვებს ქვეყანაში ამ მძიმე სცენარის განვითარებას". - წერს ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდისტი, ზაზა შათირიშვილი. მის წერილს სამთავრობო მედია იმედი ავრცელებს Share on other sites More sharing options...
მოდერატორი Freeman Posted 31 მაისი, 2022 Posted 31 მაისი, 2022 7 minutes წინ, kvipriane said: სენიორებო - რატომ მომრავლდა ემირატის ტერიტორიაზე ასე თვალსაჩინოდ რუსული ენის სწავლის მსურველთა რაოდენობა ხომ არ იცით ??? რუსულის მასწალებლები აღარ ყოფნით; დღეში თითოს 5-5-ი ჯგუფი ყავთ და ვერ აუდიან ... არამარტო ემირატის სენიორეს, მამიდაჩემი არის ოქიუფაირების ენისა და ლიტ. პედაგოგი, დანებებული ჰქონდა თავი რამოდენიმე წელი საქმიანობისთვის, ტევა არ არის მსურველების ))) ასაკობრივი ჯგუფები დივერსიფიცირებული, 7+ კლასებიდან 45წ ასაკამდე )) 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 31 მაისი, 2022 Posted 31 მაისი, 2022 ... ლოთებმა თუ ალ-ქურჯი დაანაწევრეს მერე ვეღარც ხუტა უშველით და ვეღარც სულ რომ დიმიტრი დანსკოი ჩამოუვიდეთ ... ეგერე ე; შეხედონ ბებრებს ; საკუთარი მუზა - საბერძნეთი ხო შეინახეს ?! ... ასეთივე მუზაა ლოთებისთვის ალ-ქურჯი !!! ... ისიც გასათვალისწინებელი აქვთ სხვათაშორის ; რომ ; რაც ალ-ქურჯს დამართეს უახლესი ისტორიის განმავლობაში ბუმერანგივით ათმაგად მიუბრუნდათ უკან ... თან კარგად აქვთ გასათვალისწინებელი !!! ... ვაი მაგათ პატრონს თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 31 მაისი, 2022 Posted 31 მაისი, 2022 53 minutes წინ, kvipriane said: ... ლოთებმა თუ ალ-ქურჯი დაანაწევრეს მერე ვეღარც ხუტა უშველით და ვეღარც სულ რომ დიმიტრი დანსკოი ჩამოუვიდეთ ... ეგერე ე; შეხედონ ბებრებს ; საკუთარი მუზა - საბერძნეთი ხო შეინახეს ?! ... ასეთივე მუზაა ლოთებისთვის ალ-ქურჯი !!! ... ისიც გასათვალისწინებელი აქვთ სხვათაშორის ; რომ ; რაც ალ-ქურჯს დამართეს უახლესი ისტორიის განმავლობაში ბუმერანგივით ათმაგად მიუბრუნდათ უკან ... თან კარგად აქვთ გასათვალისწინებელი !!! ... ვაი მაგათ პატრონს რამე მოხდა, სენიორ, სანამ დებიანი მებრძოდა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 31 მაისი, 2022 Posted 31 მაისი, 2022 (შესწორებული) 52 minutes წინ, York Ge said: რამე მოხდა, სენიორ, სანამ დებიანი მებრძოდა? არა მილორდ; - წინა გვერდებზე ბატონმა ტანკმა გვანაწევრებენო (რაღაც ჩეჩნეთიო იქ ისაო აფხაზეთიო) ; სენიორ ერიკმა ევრო-აზიატსკი საიუზიო; პლიუს ამას მეზობლის ბოვშებმა : - კვიპრიანე ბიძია რუსულის მასწავლებლობას ხომ არ შეითავსებდითო და რო გადავხედე განცხადებებს რუსულის სწავლა დაუწყია ნახევარ საქართველოს სენიორ ფრიმენი დამერწმუნება; - მერე აგერ სენიორ ინსტანსმა მიმართვა დადო და ამოხეთქა უფალი რომ არ გვიფარავდეს რამდენი განსაცდელი გვაქვს ვინ მოთვლის ; კრუგომ-ბრგომ მტაცებლები და მტრები ... Edited 31 მაისი, 2022 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 31 მაისი, 2022 Posted 31 მაისი, 2022 35 minutes წინ, kvipriane said: არა მილორდ; - წინა გვერდებზე ბატონმა ტანკმა გვანაწევრებენო (რაღაც ჩეჩნეთიო იქ ისაო აფხაზეთიო) ; სენიორ ერიკმა ევრო-აზიატსკი საიუზიო; პლიუს ამას მეზობლის ბოვშებმა : - კვიპრიანე ბიძია რუსულის მასწავლებლობას ხომ არ შეითავსებდითო და რო გადავხედე განცხადებებს რუსულის სწავლა დაუწყია ნახევარ საქართველოს სენიორ ფრიმენი დამერწმუნება; - მერე აგერ სენიორ ინსტანსმა მიმართვა დადო და ამოხეთქა ჩრდილოეთ კავკასიის ელიტები კუნძების ჩაძახილს ამოიძახებენ ხოლმე. თუ გავძელით მანამ, სანამ რუსული დოტაციები შემოაკლდებათ, კარგი იქნებოდა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts