ფორუმელი kvipriane Posted 17 მაისი, 2021 Author Posted 17 მაისი, 2021 10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. 11. თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს. - იყო სოფელსა შინა როგორც ყველგანმყოფი ღმერთი, მისი გააზრებისა და შენარჩუნების მხრივ. აქ მახარებელს საუბარი მიჰყავს ხორცში ხსნის, ანუ გადარჩენის ფუნდამენტირების შესახებ და აზრის თანმიმდევრობა ასეთია : - ჭეშმარიტი ნათელი ხორცის გარეშე, ანუ არამატერიალიზებული იყომყისიერ სამყაროში, ამიტომ არ იყო შეცნობილი, შემდეგ თვისთა თანა მოვიდა უკვე ხორცით, ანუ განხორციელებული სახით. თვისთა თანა - შეგიძლია მიიღო როგორც მთელი მსოფლიო, ასევე იუდეა, როგორც მისი სამემკვიდრეო ადგილი. თვისთა იგი არა შეიწყნარეს - ან იუდეამ, ანდაც ყოველმა მის მიერ შექმნილმა ადამიანმა. ამით გამოიგლოვა-რა მახარებელმა ადამიანთა უგუნურობა, უკვირს ყოვლისმპყრობელის კაცთმოყვარეობა. მომავალმა მისიანებმა არაყველამ მიიღო იგი, რამეთი უფალი არავის აიძულებს ძალმომრეობით მიიღონ იგი, არამედ სტოვებს ამ გადაწყვეტილებას მათი შეხედულების და მიხედვით. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Dude Posted 17 მაისი, 2021 Posted 17 მაისი, 2021 @kvipriane თეოფილეს განმარტებებით რატო გვაკითხებ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 18 მაისი, 2021 Author Posted 18 მაისი, 2021 (შესწორებული) 9 საათის წინ, Dude said: თეოფილეს განმარტებებით რატო გვაკითხებ? სხვადასხვა წმიდა მამას აქვს წმიდა წერილისთვის განმარტება გაკეთებული, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიერ დაწერილი განმარტება. იგი, სახარებაში არსებული ტექსტის თითოეული მცირე წინადადების აზრსაც კი განმარტავს, - ასევე ამხელს სხვადასხვა ერესებს და ცდომილებებს - ამიტომ პლიუს ამას საინტერესო საღვთისმეტყველო ნაშრომია ... Edited 18 მაისი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი mikheil Posted 22 მაისი, 2021 Posted 22 მაისი, 2021 მოვა დრო და ადამიანები ჭკუაზე შეიშლებიან. როდესაც ისეთ ვინმეს ნახავენ, ვინც საერთო სნეულებით არ იქნება დაავადებული, დაუპირისპირდებიან და ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან ჩვენნაირი არ ხარ“. (წმიდა ანტონი დიდი) ხომ არ გეცნობათ ეს დრო? ______________________________________________________________________ თუკი გაიგონებ, რომ ეპისკოპოსები ეპისკოპოსებს დაუპირისპირდნენ, მღვდლები – მღვდლებს, ერისკაცები – ერისკაცებს, და საქმე სისხლამდეც კი მიდის, ნუ შეძრწუნდები, რადგან ამის შესახებ წინასწარაა დაწერილი. იმას კი ნუ მიაქცევ ყურადღებას, რაც ახლა ხდება, არამედ იმას დაუკვირდი, რაც დაწერილია. თუკი მე ვიღუპები, შენი მასწავლებელი, ჩემთან ერთად შენც ნუ დაიღუპები. შეიძლება, რომ მსმენელი მასწავლებელზე უკეთესი იყოს. (წმ. კირილე იერუსალიმელი) ფაქტია ეს დროც დადგა. _____________________________________________________________________ დააკვირდით ადამიანებს. სიტყვით რთულია ავხსნა რას ვგრძნობ. ეს თავად უნდა იგრძოთ და გაარჩიოთ სიმართლე სიყალბისგან. მე ვხედავ ნათლად: ადამიანები შეიცვალნენ სულ სხვაგვარად, ბოლო ერთი წელია. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 29 მაისი, 2021 Author Posted 29 მაისი, 2021 12. ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად რომელთა სწამთ სახელი მისი. ხოლო რაოდენთა იგი შეიწყნარეს - მონები იყვნენ თუთავისუფალნი, განდგომილნი თუ ბრძენნი, ბარბაროსნი თუ ბერთძენნი , ყველას მისცა ხელმწიფებაი გამხდარიყვნენ შვილნი ღმრთისანი. ვინ არიან ისინი ?, მორწმუნეები სახელითა მისითა, ესეიგი ისინი რომელთაც მიიღეს სიტყვა და ჭეშმარიტი ნათელი, - და მიიღეს რწმენითა და სასოებით. რატომ არ სთქვა მახარებელმა , რომ მან შექმნა ისინი ღმრთის შვილებად, არამედ - მოსცა მათ ხელმწიფებაი იქმნენ შვილ ღმრთისათა ? ისმინე : - რათა სიწმიდის შესანარჩუნებლად საკმარისი არ არის მონათვლა, არამედ საჭიროა დიდი ძალისხმევა, რათა განურყვნელად შეინახო სახე შვილღმრთისად წოდებისა, რომელიც სწორედ ნათლობაში იკვეთება. ამისა გამო, ბევრმა შეიძლება მიიღო შვილღმრთისად წოდების მადლი, მაგრამ რადგან ვერ შენივთდნენ მასთან, ამიტომ ვერ იქცნენ საბოლოოდ შვილებად ღმრთისა. შეიძლება კიდევ ბევრმა თქვას, რომ ბევრნი მიიღებენ მას მხოლოდ რწმენით, მაგალითად კატაკმეველნი, მაგრამ ვერ იქმნენ ესენიც შვილებად ღმრთისად, თუმცა თუ კი უნდათ მოინათლონ , ამის ხელმწიფება აქვთ რომ მიიღონ შვილ ღმრთისად გახდომის მადლი. კიდევ ვინმე იტყვის, რომ თუმცა ჩვენ მადლით ვიღებთ ძეობის მადლს, მაგრამ სრულყოფილებას მივიღებთ აღდგომისას და ვიმედოვნებთ, რომ მაშინ მივიღებთ უსრულყოფილეს ძეობას, როგორც პავლე მოციქული ამბობს : შვილებასა მას მოველით (რომაელთა 8:23) ამიტომაც არ უთქვამს მახარებელს, რომ ისინი შექმნა შვილებად ღმრთისად ვინც სცნა იგი, არამედ - მოსცა მათ ხელმწიფებაი, იქმნენ (გარდაიქმნენ) შვილ ღმრთისათა, ესეიგი მიიღონ ძეობის მადლი მომავალსა მას საუკუნესა. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 29 მაისი, 2021 Author Posted 29 მაისი, 2021 13. რომელნი არა სისხლისაგან, არცა ნებითა ხორცთაითა, არცა ნებითა მამაკაცისაითა, არამედ ღმრთისაგან იშვნენ. გარკვეულ წილად ადარებს საღმრთო და ხორციელ შობას, რომელიც მიზნად ისახავს გაგვახსენოს ჩვენი ხორციელი დაბადება და ამავე დროს რათა შევიმეცნოთ არაკეთილშობილება, უღირსება ხორციელი შობისა , რათა ვისწრაფოდ საღმრთო მადლისაკენ. რატომ არაკეთილშობილება და უღირსება ? - ისმინე : მახარებელი ამბობს, რომელნი არა სისხლისაგან ... იშვნენ, - ანუ არა დედათა წესისაგან არიან, რამეთუ ამით იკვებება და იზრდება ცოცხალი ჩანასახი დედის წიაღში. ასევე ამბობენ, რომ გამნაყოფიერებელი პირველად სისხლში მიემართება და მხოლოდ შემდეგ ყალიბდება ხორცად და ამგვარი მოწყობილობა, ეს ყოველივე იმისათვის ავღნიშნე, რომ ვინმემ არ სთქვას თითქოს ისააკის დაბადებაც ასეთი იყო როგორადაც იბადებიან ქრისეტეს მორწმუნეები. ისააკი ხომ დაიბადა არა სისხლისაგან, რამეთუ თითქოს სარრას შეუჩერდა დედათა წესი (იხილეთ დაბადება 18.11) ზოგიერთებს ასე რომ არ ეფიქრათ ამიტომ მახარებელმა დაამატა : არცა ნებითა ხორცთაითა, არცა მამაკაცისაითა. ისააკის დაბადება მართლაც არ იყო სისხლისაგან, მაგრამ იყო ნებითა ... მამაკაცისაითა, რამეთუ ქმარს ნამდვილად ნებავდა რომ სარრას შესძენოდა ყრმა ( დაბადება 21:8) . ხოლო ნებითა ხორცთაითა , მაგალითად ანნასაგან დაიბადა სამუელი, ასე რომ შეიძლება ითქვას , ისააკი არის ნებითა ... მამაკაცთაითა, ხოლო სამუელი ნებითა ხორცთაითა, რამეთუ ანნა იყო ბერწი და ძლიერ სურდა რომ ჰყოლოდა ძე (1 მეფეთა 1.6) ხოლო თუ კი შენ ამაზე მეტი გინდა იცოდე , მაშ ისმინე : ხორციელი შერწყმა არსებობს , ან ბუნებრივი განხურვებისაგან, რამეთუ მავანს ეძლევა ძლიერ-მხურვალე აგებულება და ამის გამო ძლიერ იხრება შერწყმისაკენ, ამას მახარებელმა უწოდა ნებითა ხორცთაითა. ან დაუოკებელი სწრაფვა შერწყმისაკენ კიდევ შეიძლება იყოს ცუდი თვისებისა და მოუთმენელი ყოფითი ცხოვრებისაგან, ამ სწრაფვას მახარებემა უწოდა ნებითა ... მამაკაცისაითა, რათა იგი არის საქმე არაბუნებრივი აგებულებისა, არამედ მოუთმენელობითა მამაკაცისაითა. ამიტომ ძლიერი გადახრა შერწყმისაკენ ვლინდება ხან ქმარში , ხან ცოლში. კიდევ ასე შეიძლება ითქვას, ქმრის ნებელობა მახარებელმა მოიხსენია ნებითა...მამაკაცისაითა, ხოლო ნებელობა ცოლისა მოიხსენია - ნებითა ხორცთაითა. სამართლიანად შეგიძლია მიიჩნიო - ნებითა ხორცთაითა ხუშტურად , რომელიც აღაგზნებს ხორცს შეწყვილებისაკენ, ხოლო ნებითა...მამაკაცისაითა - შეეფერება ხუშტურს აყოლილ თანხმობას შეწყვილებისაკენ, რომელი თანხმობაც ქმედების დასაწყისია. მახარებელმა ეს ორი აზრი იმიტომ შემოიტანა, რომ - ბევრს მოსდის ხუშტური, თუმცა ვერ იტაცებს მას ხორცი, ანუ სჯაბნიან რა ხორცს აღარ ვარდებიან ქმედებაში, ხოლო ისინი რომლებიც თავად იჯაბნებიან, დადიან შეწყვილების სურვილამდე, იმიტომ რომ პირველსაწყისად ისინი განხურდნენ ხორცის მიერ რომელშიც მოქმედებდა ხუშტური. მაშ ასე, მახარებელმა მართლგონიერად , მამაკაცის სურვილის წინ ხორცის მოსურვილება დააყენა, რადგან შერწყმას მართლაც წინ უსწრებს ზემოთაღნიშნული ხუშტური. ყოველივე ზემოთთქმული განმარტებულია მათთვის რომელნიც ხშირად იძლევიან დაუფიქრებელ შეკითხვებს, თორემ პირდაპირ თუ ვიტყვით ყოველივე ამას მივყავართ იმისაკენ საიდანაც დავიწყეთ; - რომ საკმაოდ მკაფიოდ იკვეთება ხორციელი დაბადების უღირსება. რა გვაქვს ჩვენ ქრისტეს მორწმუნეებს , აღთქმაში მცხოვრებ ებრაელებზე აღმატებული ??? მართალია ისინიც იწოდებოდნენ ღვთის ძეებად, მაგრამ მათსა და ჩვენს შორის დიდი სხვაობაა , ისმინე : რჯული ყველაფერში იყო მომავლის აჩრდილი (ებრაელთა 10-1) როგორც მათთვის ნათლობა იყო მხოლოდ ნიმუში და აჩრდილი შვილადღებისა და ბოლომდე არ უცხადებდათ მათ შვილებას ღმრთისას, არამედ მხოლოდ ნიმუში იყო ღმრთისადმი შვილებისა და მხოლოდ აზრობრივად მიიჩნეოდა ამად. ხოლო ჩვენ, ნათლისღებით სინამდვილეში ვიღებთ სულსა ღმრთისასა და ვღაღადებთ : აბბა მამაო !!! (გალ. 4 - 6) მათი ნათლობა მხოლოდ ნიმუში იყო, ხოლო ჩვენი ნათლობა ჭეშმარიტ ნათელში ხდება. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 30 მაისი, 2021 Author Posted 30 მაისი, 2021 14. და სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა მას შემდეგ რაც ითქვა, ჩვენ ქრისტეს მორწმუნეებს, სურვილის შემთხვევაში გვაქვს ხელმწიფება შვილღმრთისად გახდომისა, მახარებელი აჯამებს ამ უდიდეს მადლს და ამბობს იცოდე ვინ მოგვფინა ჩვენ ეგზომ დიდი წყალობა, - ღვთისადმი მიშვილება : - იმან რომ, სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა. როდესაც გესმის რომ სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა, არ იფიქრო რომ მან დატოვა თავისი საკუთარი ბუნება და ასე იქმნა ხორცად, რამეთუ არ იქნებოდა ღმერთი თუ კი იგი გარდაიქმნებოდა, - ღმერთი ხომ უცვალებელია, მაგრამ იგი თან რჩებოდა იმად ვინც იყო და თანაც იქმნდა იმად რაიცა აქამდე არ ყოფილა ანუ ხორცად. მაგრამ აი ლაოდიკიელმა აპოლინარმა შეადგინა აქედან ერესი, იგი ასწავლიდა, რომ უფალმა და ღმერთმა ჩვენმა მიიღო არა მთლიანად ადამიანური არსება, ესეიგი სულიცა და ხორციც, არამედ მახოლოდ ხორცი, - ანუ სიტყვიერი და გონიერი სულის გარეშე. რა საჭიროებას წარმოადგენდა ღმრთისათვის სული თუკი ხორცს მართავდა ღვთაება როგორც ჩვენი სული მართავს ხორცს ??? - და საცოდავი აპოლინარი ზემოთაღნიშნულს პასუხობდა სიტყვების : და სიტყვაი ხორციელ იქმნა, პირდაპირი მნიშვნელობის გაგებით. აპოლინარი ამბობდა, რომ არ უთქვამს მახარებელს სიტყვა ადამიანად იქცაო, არამედ - ხორცადო, ე სეიგი მან მიიღო არა სიტყვიერი და გონიერი სული, არამედ უსიტყვო და უგონო ხორცი. მართლაც საცოდავი კაცი სჩანს აპოლინარი, არ იცოდა უბედურმა , რომ წმიდა წერილი ხშირად იხსენიებს ნაწილს მთელად, მაგალითად : - სურს მას რომ მოიხსენიოს მთლიანად ადამიანი , მაგრამ იხსენიებს მის მხოლოდ ნაწილს - სიტყვით სული (შესაქმე 17-14) , ასე რომ , მაგივრად იმისარომ მთლიანად ადამიანი მოიხსენიოს დასახელებულია მხოლოდ სული. ასევე , წმიდა წერილი მთლიანად ადამიანს იხსენიებს როგორც ხორცი )იხილეთ ესაია 40-5) უნდა თქვას მთელი ადამიანი და ამბობს - ხორცი. იგივე პრაქტიკას მიმართა მახარებელმაც, რადგან იგი წმიდა წერილს ადგენდა, სადაც დასვებულია ამგვარი რამ, მაგივრად იმისა რომ ეთქვა სიტყვა იქცა ადამიანდა, სთქვა - სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა, - და ამით მოიხსენია მთლიანად ადამიანი (რომელიც შედგება სულისა და ხორცისაგან) მის ერთ ნაწილად - ხორცად. იმდენად რამდენადაც ხორცი უცხოა საღმრტო არსებისათვის, შესაძლოა მახარებელს ამით სურდა ეჩვენებინა ჩვენთვის ღმრთის საოცარი მოქმედება, რომელთანაც ჩვენ დავინახავდით თუ რაოდენ დიდია მისი ჩვენდამი სიყვარული, რომლისთვისაც, ანუ ჩვენი გადარჩენისთვის მიიღო საკუთარი საღმრთო არსებისათვის უცხო - ხორცი, რამეთუ სული კიდევ ენათესავება ღმერთს, ხოლო ხორცს არანაირი მზგავსება არ აქვს ღმერთთან. მე ვფიქრობა (ამბობს ნეტარი თეოფილაქტე), მახარებელმა გამოიყენა აქ სიტყვა "ხორცი", არა იმისათვის რომ სული არ მონაწილეობდა განხორციელებაში, არამედ იმისათვის რომ უფრო ღრმად დაგვანახოს თუ რაოდენ საოცარი და საშინელია განხორციელების საიდუმლო, რამეთუ სხვაგვარად ფრიად გაუგებარი ხდება : - თუ კი განხორციელებულ სიტყვას არ მიუღია ადამიანის სული, მაშ , რა, ჩვენი სულები ჯერ არ არიან ხსნილნი ??? თუ არ მიიღო სული არც ხსნა მომხდარა მისი , ხომ ??? ... და რა საოცრად სასაცილოა ყოველივე ეს!!!... მართლაც უბედურნი არიან ისინი ვინც ასე ფიქრობენ. რადგან, მაშინ როდესაც პირველი დაავადდა სული ( გაიხსენე ჩემო მკითხველო, განა სამოთხეში პირველად სული არ დაჰყვა გველს და მოტყუვდა ??? მხოლოდ ამის შემდეგ ჩაუდგა მას კვალში ხორცი, როგორც ქალბატონს ჩაუდგება ხოლმე კვალში მოსამსახურე, დააა ხელმაც წაატანა ნაყოფს) . როგორ ??? - ესეიგი მიიღო, გაანათლა და უმკურნალა ხორცს, ანუ მოსამსახურეს , ხოლო ქალბატონი წამლობის გარეშე დატოვა ??? ... მაგრამ დაე ეშლებოდეს აპოლინარს , ჩვენ კი როდესაც გვესმის: სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა, გვწამდეს რომ იგი იქმნა სრულყოფილ ადამიანად, იმდენად რამდენადაც წმიდა წერილს აქვს ასეთი წესი რომ ნაწილი მოიხსენიოს მთელად. - ამ სიტყვათა წყობით დაინთქმება ნესტორიც, რომელიც ამბობდა, რომ : არა თვითონ ღმერთი სიტყვა იქმნსა სრულყოფილ ადამიანად მიდგომილი (ჩასახლებული) სულითა წმიდითა ყოვლადწმიდა მარიამ ქალწულის წმიდა სისხლთა ზედა, არამედ ქალწულმა შვა ყრმა და ყრმამა ამან (სრულყოფილმა ადამიანმა) ყოველგვარი სიკეთით მიმადლებულმა მიიღო უკვე სიტყვა ღმრთისა და შეუერთდა რა სიტყვა ყრმას, მისცა მას ძალაუფლება არაწმიდა სულებზე, და ამიტომაც ასწავლიდა, რომ : - ერთია ქალწულის შვილი იესო, ადამიანი, ხოლო მეორე ძე ღმრთისა - სიტყვა, რომელიც ვითომდა შეუერთდა პირველს და ახლა არიან განუყოფელნი ღვთის მადლით, ურთიერთობით და სიყვარულით, რამეთი ეს ადამიანი ანუ ყრმა უკვე იყო ყოველგვარი სიკეთით მიმადლებულიო. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 1 ივნისი, 2021 Author Posted 1 ივნისი, 2021 14. ... და ვიხილეთ დიდებაი მისი, დიდებაი ვითარცა მხოლოდშობილისა მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. - მას შემდეგ რაც მახარებელმა დაწერა, რომ სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა, ამატებს : - და ვიხილეთ დიდებაი მისი, - ანუ მისი ვინც იმყოფებოდა ხორცში. აბა გაიხსენეთ ებრაელებმა ხომ ვერ შეძლეს შეეხედათ სახეში მოსესათვის, რომელიც გაბრწყინებულ იყო ღმერთთან საუბრის შემდეგ. ამიტომ მოციქულები უფრო და უფრო ვერ შესძლებდნენ ეცქერათ წმიდა მხოლოდშობილის საღმრთო სიწმიდისათვის, თუ კი იგი ხორცის გარეშე მოევლინებოდა მათ. და ჩვენ ვიხილეთ არა ისეთი დიდება, რომელიც იხილა მოსემ, ან როგორადაც წარმოუდგებოდნენ წინასწარმეტყველებს ქერუბიმები და სერაფიმები, არამედ ისეთი დიდება, რომელიც სათანადოდ შეეფერებოდა მხოლოდშობილ ძეს, ასე ვთქვათ, რომელიც ბუნებით თანაზიარია მამა ღმერთთან. აქ კავშირი, - ვითარცა, აღნიშნავს არა შედარებას, არამედ დამაჯერებლობას, უეჭველ გამოვლინებას. ისევე, როგორც ვიხილავთ მეფეს, მომავალს აღმატებული დიდებით, ვამბობთ, რომ იგი მოდის ვითარცა მეფე, აქაც მზგავსად ამისა, ვითარცა მხოლოდშობილისა, უნდა გავიგოთ, როგორც : - დიდება რომელიც ჩვენ ვნახეთ, იყო ნამდვილი დიდება ჭეშმარიტი ძისა, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებისა. სავსე მადლითა , - რადგან მისი სწავლება , ასე ვთქვათ , მადლმოსილი, როგორც დავითი ამბობს : განეფინა მადლი ბაგეთა შენთა (ფსალ 44:2) და მახარებელიც აღნიშნავს : ... და უკვირდათ სიტყვათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდნენ პირისა მისისაგან (ლუკა 4:22) და კიდევ იმიტომ რომ იგი აძლევდათ კურნებას ყველა მსაჭიროებელს ამაში. სავსე ... ჭეშმარიტებითა, - რადგან, ის რასაც ამბობდნენ თუ იქმოდნენ წინასწარმეტყველნი და თავად მოსეც, იყო მხოლოდ ნიმუში, ხოლო რასაც ამბობდა და იქმოდა ქრისტე იყო სავსე ჭეშმარიტებით, იმდენად რამდენადაც თავად არის მადლი და ჭეშმარიტება, და სხვებსაც ურიგებდა ისე და იმგვარად როგორადაც სურდა. სად იხილეს ეს დიდება მოციქულებმა ??? ჩვენი აზრით აღნიშნული დიდება მისი მოციქულებმა იხილეს თაბორის მთაზე, ასევე სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მათ იგი იხილეს არამხოლოდ თაბორზე, არამედ ყველაფერ მასში რასაც ამბობდა და სჩადიოდა უფალი. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა