01000001 Posted 14 მაისი, 2021 Posted 14 მაისი, 2021 5 minutes წინ, kvipriane said: მერწმუნეთ, ვისაც გულით უნდა იმას თავშიც დარჩება და სულშიც კეთილი ბატონოჩემო. გაუგებარია გულით უნდა - რა. მარა დაგერწმუნებით რომ იარსებებს რაღაც, რისი გულით ნდომაც გამოიწვევს შესაბამის ცვლილებებს თავშიც და სულშიც(რასაც არ უნდა ნიშნავდეს). შეკითხვა ეხებოდა ზოგადად ადამიანს (სპეციფიური გულისთქმების გარეშე). Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 15 მაისი, 2021 Author Posted 15 მაისი, 2021 (შესწორებული) 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა. * - ყოველივე მის მიერ შეიქმნა, - არ ჩასთვალო ისე, - ამბობს მახარებელი, თითქოს სიტყვა ჰაერთან შერწყმული და გამქროლავი იყოს, არამედ იგულე ყოველივე ხილულისა და უხილავის შემქმნელად, შემქმნელად გრძნობადისა და იმისაც რაც კი გონებამ შეიძლება წარმოიდგინოს. მიუხედავად ყოველივე ზემოთთქმულისა არიოზის მიმდევრები ისევ ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მაგალითად : - კარები გამოჭრილია ხერხით, ხერხი კი თავის მხრივ იარაღია, რომელ იარაღსაც ოსტატი ხმარობს რათა კარები გამოჭრას, ამას ცდილობენ რომ მოგვახვიონ თავს, თითქოს აქაც ასე იყოს, თითქოს სიტყვის მიერ ისე შეიქმნა ყველაფერი, როგორც ხერხის მიერ კარები, ხოლო ოსტატი ამ შემთხვევაში ანუ მთავარი შემომქმედი მამა-ღმერთი იყოს, რომელმაც ძე შექმნის იარაღად გამოიყენა, აქედან გამომდინარე ამტკიცებენ რომ ძეც შექმნილია და შექმნილია იმისათვის რომ ყოველივე შეექმნა, ასე ამტკიცებდა შელგი არიოზი (რის გამოც წმ.ნიკოლოზმა მსოფლიო კრებაზე კვერთხი უთავაზა თავში. - ავტ.) (მკითხველისათვის პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო, მაპატიებს უფალი, - ჩვენი წინაპრები გიჟად მოიხსენიებდნენ მას, ვინც ვერ გრძნობდა სიცივეს, არ იცოდა რა ეჭამა და ესვა, რა ჩაეცვა, როგორ მოქცეულიყო ხალხში და როგორ დაეჭირა თავი, ხოლო ვინც ძალით იბრმავებდა, იყრუებდა და მსჯელობდა საწინააღმდეგოდ, იმ დროს როდესაც მშვენივრად ესმოდა სიმართლე, როგორც არიოზს, მათ შელეგებს უწოდებდნენ. ავტ.) - საწინააღმდეგოდ აღნიშნული სიშლეგისა, ჩვენ გავცეთ უბრალო და პირდაპირი პასუხი, სახელდობრ : - თუ კი მამამ, როგორც შლეგნი ამბობთ, იმისათვის შექმნა ძე, რომ შესაქმის იარაღად გამოეყენებინა, მაშ გამოდის რომ ძე, ღირსებით შესაქმეზე დაბლა დგას, რამეთუ იმ შემთხვევაშიც ისეა, როდესაც ხერხია ოსტატის იარაღი, რომლითაც გამოიხერხა ნაკეთობა, ნაკეთობა უფრო ღირსეული და ღირებული გამოდის ვიდრე ხერხი, რადგან ხერხია ნაკეთობისთვის და არა ნაკეთობა ხერხისათვის, აქაც ასევე, შენაქმნი უფრო ღირსეული აღმოჩნდება მხლოდშობილთან შედარებით, რამეთუ როგორც ისინი ამბობენ შენაქმნისათვის შექმნა ძე ღმერთმაო, ვითომ და ღმერთი არ შობდა ძესთუ კი არ განიზრახავდა სამყაროს შექმნას. როგორ გგონიათ მახარებელმა რატომ არ სთქვა რომ ამ სიტყვამ შექმნა ყველაფერიო და რატომ გამოიყენა შექმნასთან კავშირი - მიერ ? რათა შენ არ იფიქრო, თითქოს ძე არ არის შობილი, მამაზე ადრე მყოფი და მოწინააღმდეგე მამისა, ამიტომ ითქვა, რომ მამამ ყოველივე შექმნა სიტყვით, რამეთუ წარმოიდგინე მეფე, რომელსაც ჰყავს ძე და განუზრახავს ქალაქის აშენება, ხოლო მისი მოწყობა ჩააბარა ძეს, როგორც ის, ვინც ამბობს, რომ ქალაქი აშენებულია მეფის ძის მიერ, მეფის ძეს მონად კი არ რაცხს, არამედ აჩვენებს რომ ამ ძეს მამაც ჰყავს და არა ცალკე მდგომი არს, მახარებელიც ცწორედ ამას გვეუბნება, რომ ყოველივე შექმნილია ძის მიერ და მამამ , შეიძლება ითქვას, გამოიყენა ძე შუამავლად ქმნადობია, არა როგორც უფრო მცირე, ან მასზე დაბლა მდგომი, არამედ პირიქით, როგორც თანასწორი და თანაბარ-ძალმოსილი რათა შეასრულოს ასე დიდი განაზრახი. იმასაც გეტვი, რომ თუკი გაღიზიანებს წინასართი - "მიერ" და გსურს წმიდა წერილში იპოვნო ადგილი რომელიც ამბობს, რომ თავად სიტყვამ შექმნა ყოველივე, მოუსმინე მეფე დავითს : - დასაბამსა, შენ, უფალო, ქუეყანაი დააფუძნე, და ქმნულნი ხელთა შენთანიცანი არიან (ფსალმ.101,25) არ უთქვამს მას რომ შენს მიერ შეიქმნა ცა და დამყარდა მიწამო, არამედ, შენ უფალო დააფუძნეო და ცანიც კი ხელთა შენთა ქმნულნი არიანო, ხოლო დავითი რომ მხოლოდშობილის შესახებ ამბობს ამას და არა მამის შესახებ, ებრაელთა მიმართ პავლე მოციქულის ეპისტოლედანაც ჩანს (იხილე ებრ.1, 8-10) ან იგივე ფსალმუნიდან შეგიძლია დარწმუნდე, რომ - უფალმა ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა, რაითა შეისმინოს სულ-თქუმაი შებორკილებულთაი ... და თხრობას სიონს სახელი უფლისაი (ფსალმ.101, 19-21)ვისზე ამბობს დავითი ამას ??? რა თქმა უნდა ღვთის ძეზე, რამეთუ უფალმან ზეცით ქუეყანად გარდამოიხილა, - რა მოვიაზროთ მასში, ის რომელზედაც ჩვენ ვმოძრაობთ, თუ ჩვენი გამიწიერებული ბუნება, თუ ჩვენი ხორცი (იხილე : შესაქმე 3, 19) რომელიც მან მიიღო. - განა მან არ განგვათავისუფლა საკუთარი ცოდვების ხუნდებისგან ადამისა და ევას შემორკილებულნი შვილნი და განა მან არ გვაცნობა სახელი უფლისა სიონში, რამე თუ იმყოფებოდა რა ტაძარში, იგი თავისი მამის შესახებ ასწავლიდა, ისევე როგორც თავად ამბობს, - გამოვუცხადე სახელი შენი კაცთა (იოანე 17, 6) ყოველივე ზემოთაღნიშნული ქმედებანი ვისზედ მეტყველებს, - მამაზე თუ ძეზე ??? რაღა თქმა უნდა ძეზე, რამეთუ მან მოიტანა ჩვენამდე მამის სახელი. სწორედ ამას ამბობს მეფე დავითი : - დასაბამსა შენ , უფალო ქუეყანაი დააფუძნე და ქმნულთა ხელთა შენთანი ცანი არიან (ფსალ. 101, 25) არც ახლა გახდა ნათელი, რომ მეფსალმუნე მეფე დავითი ძეს შემომქმედად წარმოაჩენს და არა შექმნის იარაღად ??? თუკი შენ ამბობ რომ წინსართ "მიერ"-ს გარკვეული სხვისადმი დაქვემდებარება ან დამცრობა შემოაქვს, რაღას იტყვი იქ სადაც მოციქული პავლე ამ წინსართს მამის მიმართ იყენებს ??? -"სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისა" (1კორინთ.1, 9) ნუთუ ახლა აქ მამაა შესრულების იარაღი ??? ან კიდევ, - პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისათა (1კორინ.1, 1)ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, და საჭიროა დავბრუნდეთ იქ საიდანაც დავიწყეთ : - ყოველივე მის მიერ შეიქმნა. - მოსე, საუბრობს-რა ხილული შესაქმის შესახებ, არაფერი განუმარტავს უხილავის შესახებ (რასაც ჩვენი გონებით შეიძლება მივწვდეთ) ხოლო მოციქული საუბრობს : - ყოველივე მის მიერ შეიქმნა , - ხილულიცა და უხილავიც !!! * - ... და თვინიერ მისა, არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა. - მახარებელმა ნათლად თქვა, რომ სიტყვამ შექმნა ყველაფერი, მაგრამ ვინმეს რომ არ ეფიქრა სულიწმიდაც მისი შექმნილიაო, დაუმატა - რაოდენი-რაი იქმნა, ანუ ეს ყოველივე ასე გამოითქმება : - "რაც კი რამ არის შექმნილი სამყაროში, ყოველივე სიტყვისაგან შეიქმნა, მაგრამ სული არ განეკუთვნება შესაქმეს, ამიტომ იგი მისგან არ არის შექმნილი". მაშ ასე, სიტყვის ძალის გარეშე არაფერს დაუწყია მყოფობა, რამაც საერთოდ დაიწყო მყოფობა. Edited 15 მაისი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 15 მაისი, 2021 Author Posted 15 მაისი, 2021 (შესწორებული) 4. მის თანა ცხოვრებაი იყო და ცხოვრებაი იყო ნათელ კაცთა . დუხობორები (სულთმებრძოლები) კითხულობენ ასე : "და თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა" - აქ სვამენ წერტილს და შემდგომ თითქოს აბზაციდან იწყებენ, - "რაოდენი-რაი იქმნა , მის თანა ცხოვრებაი იყო" , და თავიანთი აზრით ამ ადგილს განმარტავენ, თითქოს აქ მახარებელი საუბარს წარმართავდეს სულიწმიდის შესახებ, ანუ თითქოს სულიწმიდა იყო ცხოვრებაი. ასე მსჯელობდა მაკედონიოსი და ცდილობდა დაემტკიცებინა რომ სულიწმიდა შექმნილია, თუმცა რაღა თქმაუნდა ეს ასე არ არის, მოდით სასვენი ნიშანი დავსვათ შემდეგი სიტყვების ბოლოს : " რაოდენი-რაი იქმნა", ხოლო შემდეგ კი აბზაციდან დავიწყოთ, : "მის თანა ცხოვრებაი იყო", მახარებელმა ისაუბრა რა შექმნის შესახებ, რომ ყოველივემ სიტყვისაგან მიიღო არსებობა, იგი აგრძელებს აზრს და გვიმხელს იმასაც , რომ სიტყვამ არამხოლოდ შექმნა ყოველივე, არამედ კიდევაც უნარჩუნებს მას სიცოცხლეს, რამეთუ - "მის თანა ცხოვრაბაი იყო". მე (ამბობს ნეტარი თეოფილაქტე) ერთ-ერთ წმინდანთან ამ ადგილას ასეთი მსჯელობაც წამიკითხავს : " და თვინიერ მისა არცა ერთი-რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა მის თანა." აქ დასმული იყო წერტილი და შემდგომ აგრძელებდა : "ცხოვრებაი იყო" ვფიქრობ რომ ასეთი სახით წაკითხვა არ შეიცავს შეცდომას, რამეთუ შეიცავს იგივე სწორ აღქმას, რადგან ამ წმინდანსაც სწორად ესმოდა, სიტყვის გარეშე არ მიუღია არსებობა არაფერს, რასაც მასში არ მიუღია არსებობა, რამეთუ მან რამაც მიიღო არსებობა, მისით შეიქმნა და უმისოდ არსებობას ვერ მიიღებდა. - შემდეგ ეს წმინდანი აგრძელებდა : " ცხოვრებაი იყო და ცხოვრებაი იყო ნათელ კაცთა" , მახარებელი უფალს სიცოცხლეს უწოდებს, არამხოლოდ იმიტომ რომ უფალი აწმყოსა და მომავალში გვინარჩუნებს სიცოცხლეს, არამედ იმიტომაც, რომ იგი გვაძლევს სულიერ სიცოცხლესა და ნათელს ყოველ მოაზროვნე არსებას , არა იმდენად გრძნობადს, რამდენადაც გონიერს რომლითაც გვინათებს სულს !!! მოციქულს არ უთქვამს რომ იგი მხოლოდ იუდეველთა ნათელია, არამედ, - "კაცთაო" , იმდენად რამდენადაც ყველანი ადამიანები ვართ და გონება და განსჯის უნარი მივიღეთ ჩვენი შემქმნელი სიტყვისაგან და ახლაც ვიწოდებით მის მიერ განათლებულებად, რამეთუ ჩვენთვის მოცემული გონიერება, რომლის გამოც გონიერ არსებებად ვიწოდებით არის ნათელი, რომელიც ჩვენ გვხელმძღვანელობს თუ რა უნდა ვაკეთოთ და რა არა . Edited 15 მაისი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 15 მაისი, 2021 Author Posted 15 მაისი, 2021 (შესწორებული) 5. ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. - ნათელი ანუ იგივე სიტყვა ღვთისა, ბნელსა შინა სჩანს, ესეიგი გზააბნეულობასა და სიკვდილსა-შინა, რამეთუ მან მიუშვა-რა თავისთან სიკვდილი, ისე გადალახა იგი , რომ აიძულა ამოენთხია ისინიც, რომლებიც მანადე დანთქა, ასე რომ - წარმართულ გაურკვევლობაშიც კი რბწყინავს ქადაგება !!! *- და ბნელი იგი მას ვერ ეწეია. - ვერც სიკვდილმა მოიცვა იგი და ვერც ცდომილებამ, რამეთუ ნათელი ესე , ანუ სიტყვა ღვთისა დაუმარცხებელ არს !!! ზოგიერთნი ბნელში მიიჩნევენ ხორცსა და მიწიერ ცხოვრებას. სიტყვა მაშინაც კი ბრწყინავდა როდესაც განხორციელდა და მოვიდა ჩვენში, ხოლო ბნელი , ანუ საპირისპირო ძალა ცდილობდა-რა შეეცდინა იგი და ამ მიზნით სდევნიდა-რა მას (ნათელს) ეწია მას და ჰპოვა იგი გადაულახავი და დაუმარცხებელი !!! ბნელად იწოდება ხორცი არა იმიტომ, რომ თითქოს ასეთია იგი არსებით (ნუ იყოფინ!!! ნურც იქნება!!!) არამედ ცოდვისა გამო, რამეთუ მანამ სანამ ხელმძღვანელობ ბუნების კანონებით არ გააჩნია მას არანაირი ბოროტება, ხოლო გადასცდება-რა ბუნებრივ საზღვრებს და ემსახურება-რა ცოდვას, ხდება და იწოდება ბნელად . Edited 15 მაისი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 მაისი, 2021 Author Posted 16 მაისი, 2021 (შესწორებული) 6. იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. გვესაუბრა-რა ღმერთ სიტყვის მარადიული მყოფობის ირგვლივ და აპირებს -რა გადავიდეს უკვე მისი განხორციელებაზე, მახარებელი საუბარს იწყევს წინამორბედზე ... იოანე ღვთისმეტყველი წინამორბედზე ამბობს, რომ : - იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ, ესეიგი ღვთისგან, როდესაც გესმის : - იყო მოვლინებული ღვთისგან, იცოდე, რომ იგი არაფერს ამბობს თავისას არამედ საუბრობს მხოლოდ ღვთისას, რამეთუ არის ღმრთისგან. ამიტომ იწოდება იგი ანგელოზად (იხილე მათე 11:10 ; მალაქია 3:1) ხოლო უპირატესობა ანგელოზისა ისაა, რომ იგი არასოდეს საუბრობს თავისას, არამედ მხოლოდ ღვთისას. გესმა ანგელოზის შესახებ ?, - არ იფიქრო თითქოს იოვანე იყო არსებით ანგელოზი და ზეციდან დაეშვა, იგი თავისი საქმეებითა და მსახურებით იწოდება ანგელოზად. იმდენად , რამდენადაც იმსახურა ქადაგებით (იწინასწარმეტყველა უფალზე) და ეწინამორბედა უფალს. ამიტომაც , რათა იოვანე არა არსებით, არამედ საქმით და მსახურებით მიიჩნიონ ანგელოზად მახარებელი ამბობს : - იყო კაცი მოვლინებული ღვთისა მიერ Edited 16 მაისი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 მაისი, 2021 Author Posted 16 მაისი, 2021 7. ესე მოვიდა მოწამედ, რაითა წამოს ნათლისა მისთვის, რაითა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. - წინამორბედი გამოიგზავნა ღვთისგან, - ამბობს მახარებელი, რაითა წამოს ნათლისა მისთვის, - რათა შემდგომ ვინმემ არ თქვას საჭირო იყო ვინმეს დაემოწმებინა მის შესახებ რომ გვერწმუნაო, თორე მხოლოდშობილს არ ჭირდება არც დამოწმება და არც ვინმეს დადასტურება, არამედ - რაითა ყოველთა ჰრწმენეს მისგან, ანუ რათა ყოველმა მიიღოს დამოწმება , რომ ეს არის ის მომავალი მესია, ვისაც ელოდებიან. მაგრამ - რა ??? განა ყველამ ირწმუნა იგი ??? - არა. მაშ, როგორ ამბობს მახარებელი, - რაითა ყოველთა ჰრწმენეს ??? - იმდენად, რამდენადაც ეს მისგან იყო დამოკიდებული, მან დაამოწმა იმისთვის, რომ ყველანი მოეზიდა, ხოლო თუკი ვინმემ არ ირწმუნა, იგი არ იმსახურებს გამართლებას, რათა დამოწმებულ იქნა. - მზეც იმიტომ ამოდის, რათა ყოველი გაანათოს, მაგრამ თუკი ვინმე ჩაიკეტება ოთახში და არ სარგებლობს მისი სხივებით, ამაში - რაა მზეა დამნაშავე ??? იოვანე გამოგზავნილი იქნა იმისათვის : - რაითა ყოველთა ჰრწმენეს მისგან, ანუ რათა მისგან ერწმუნათ, ხოლო ვინც არ ირწმუნა იოვანე არაა ამაში დამნაშავე, არამედ ისინი ვინც არ მიიღეს მისი მოწმობა. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 მაისი, 2021 Author Posted 16 მაისი, 2021 8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამე რაითა წამოს ნათლისა მისთვის. - რათა ისე არ მომხდარიყო როგორც ხშირად ხდება, რომ მოწამე აღმოჩნდება-ხოლმე ვისზეც სწამებს მასზე მაღალი და შენ არ გეფიქრა თითქოს ქრისტეზე დამმოწმებელი იოვანე მასზე მაღალია, ამიტომ მახარებელმა უარჰყო ასეთი მზაკვრული აზრი და სთქვა : - არა თუ იგი იყო ნათელი -ო, ... როგორი პასუხი შეიძლება გავცეთ მას, რომელიც იტყვის რომ, ნუთუ არ შეგვიძლია ვუწოდოთ ნათელი არც იოვანეს და არც წმინდანებს ??? კი, შეგვიძლია. შეგვიძლია ვუწოდოთ ნათელი, მაგრამ ჭეშმარიტი ნათელი მხოლოდ ღმერთია. მაგალითად : - იოვანე არ არის ჭეშმარიტი ნათელი, მაგრამ არის ნათელი თანამონაწილეობის გამო, რომელსაც ბრწყინვალება მიანიჭა ჭეშმარიტმა ნათელმა. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 16 მაისი, 2021 Author Posted 16 მაისი, 2021 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. - მახარებელი იწყებს-რა მხოლოდშობილის განხორციელების შესახებ საუბარს, რომ იგი თავისიანებში მოვიდა და იქცა ხორცად და იმის გამო რათა არავინ იფიქროს, თითქოს იგი არ არსებობდა განხორციელებამდე , აღგვიძრავს აზრს მისი მარადიულობის შესახებ და ამბობს : - იყო ნათელი ჭეშმარიტი განხორციელებამდეცო. ამით იგი ასამარებს ფოტინას და პავლე სამარიტელის ერესს, რომელნიც უარჰყოფენ მხოლოდშობილის განხორციელებამდე მყოფობას. - და შენც, შლეგი არიოზის მიმდევარო, ძე ღმრთისას ჭეშმარიტი ღმერთობის არ მიმღებელო, გაიღვიძე სატანის იავნანისგან და წაიკითხე, იქნებ მიხვდე რას წერს მახარებელი : იყო ნათელი ჭეშმარიტი და შენც მანიქეველო, ფუჭადმეტყველო, - თითქოს ჩვენ ბოროტი შემოქმედისგან შევიქმენით, ისმინე რომ : - ... ნათელი ჭეშმარიტი ... განანათლებს ყოველსა კაცსა ... თუკი ბოროტი შემქმნელი სიბნელეა, მას ხომ არავის განათლება არ ძალუძს. ამიტომ ჩვენ შეგვქმნა ჭეშმარიტმა ნათელმა. რაოდენ ძნელია სთქვა, რომ ჭეშმარიტი ნათელი განანათლებს ყოველსა კაცსა, როდესაც ხედავ თუ როგორ არიან დაბნელებული ზოგიერთები, მაგრამ ეს ხომ არამხოლოდ ჭეშმარიტ ნათელზეა დამოკიდებული, შეძლებით რათქმაუნდა შეუძლია განანათლოს ყოველი კაცი, მაგრამ იმისათვის რათა დაგიხსნას სიბნელისგან შენი ნებაც არის საჭირო, ისეთი ნება კი არა, - რაღაც სიტყვიერი, არამედ შენი თავისუფალი და სრული სურვილის შემცველი ნება, რამეთუ ჭეშმარიტი ნათლისა და შენი თავისუფალი ნების თანხვედრა იწვევს განღმრთობას !!! ისმინე ნივთიერი მაგალითი : - როგორც ცეცხლისა და ფოლადის თანხვედრისას აენთება-ხოლმე ფოლადი, ასევე შენი თავისუფალი ნებისა და ჭეშმარიტი ნათლის თანხვედრისას განიღმთობი შენც !!! თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა