ფორუმელი kvipriane Posted 14 მაისი, 2021 Posted 14 მაისი, 2021 ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი დაიბადა 1050-1060 წლებს შორის ევბეის კუნძულზე, ქალაქ ქალკისში. კონსტანტინეპოლის წმიდა სოფიას ტაძარში მიიღო სადიაკვნო ხელდასხმა (1071-1081 წლებს შორის) იგი მსახურობდა მეფის კარზე მიხეილ პანაპინაკის დროს და მიხეილის გარდაცვალების შემდეგ დადგენილ იქნა 4 წლის უფლისწულ კონსტანტინე დუკას აღმზრდელად. ნეტარი თეოფილაქტეს საღვთისმეტყველო შემოქმედებას მიაწერენ ალექსი კომნენოსის დროს (1081-1118) როდესაც ნეტარი თეოფილაქტე იკურთხა ორქიდეს ქორეპისკოპოსად , - აქედან მომდინარეობს მისი თიკუნი - ბულგარელი, იმდენად რამდენადაც იმ დროს ორქიდე შედიოდა ბიზანტიის იმპერიის ბულგარეთის პროვინციაში ( დღევანდელი მაკედონია) მიიჩნევა რომ სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მისი ნაშრომი - წმიდა წერილის განმარტება, რომელიც გამოირჩევა ღვთივსულიერი ჭვრეტით, უბრალო ადამიანებისათვის გასაგები ენით და იმ დროისათვის არსებული სხვადასხვა კომფესიების მცდარი შეხედულებების მხილებით ... სადიდებლად უფლისა გთავაზობთ : ერთ-ერთ საინტერესო მონაკვეთს წმიდა წერილიდან , ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის მიერ განმარტებულ იოანეს სახარების პირველ თავს. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 14 მაისი, 2021 Author Posted 14 მაისი, 2021 1. პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმრთისა-თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი . პირველითგან იყო სიტყვა - რაიცა წინასიტყვაობაში ვთქვი, მასვე ვიმეორებ ახლაც, სახელდობრ : - მაშინ როდესაც დანარჩენი მახარებლები იუწყებიან უფლის მიწიერი განკაცების, წელთა მატების და აღზრდის შესახებ, იოანე ღვთისმეტყველი ტოვებს აღნიშნულ მოვლენას, რამეთუ ამის შესახებ საკმაოდ ისაუბრეს მისმა თანამოწაფეებმა და საუბარს იწყებს ჩვენთვის განკაცებული ღვთაების შესახებ. თუკი გულისყურით ჩაუკვირდები დაინახავ, რომ როგორც მათემ, მარკოზმა და ლუკა მახარებლებმა არ იყუჩეს მხოლოდშობილის ღვთაებრიობის შესახებ და მოიხსენიეს იგი, თუმცა არა ფართოდ, ამიტომ იოანემ თავისი სულიერი მზერა შეაჩერა უზენაეს სიტყვაზე, ისე რომ არ გამორჩენია აგებულება განხორციელებისა, რამე თუ ერთიდაიგივე სული ხელმძღვანელობდა მათ სულებს (საუბარია მახარებლებზე). იოანე გვესაუბრება რა ძეზე, იხსენებს მამასაც, მიგვანიშნებს მხოლოდშობილის უსასრულობაზე როდესაც ამბობს : პირველითგან იყო სიტყვა, - ესეიგი იყო პირველითგან, რამე თუ, მას რომელიც არსებობს პირველითგან ვერ მოუძებნი დროს როდესაც ის არ არსებობდა. - საიდან სჩანს, იტყვის მავანი, რომ გამოთქმა პირველითგან აღნიშნავს თავდაპირველს ??? (ანუ მას წინათ რომ არაფერი იყო???) საიდან ? და , იქედან, რომ საერთოდ ამ სიტყვის მასობრივი გაგებიდან, ისე თავად იოანე მახარებლის ამ სიტყვისადმი დამოკიდებულებიდან, რომელიც სჩანს მისი კატოლიკე (საყოველთაო) წიგნიდან სადაც ამბობს : რომელი იყო პირველითგან, რომელი გვესმა და ვიხილეთ თვალთა ჩვენთა (1იოან1,1), - მავანი იტყვის, რომ მე მაინც ისე გავიგებ როგორც მოსესთან არის : - პირველითგან შექმნა ღმერთმა ... (შესაქ.1,1) როგორც მოსესთან , გამოთქმა პირველითგან არ გვაძლევს იმ აზრს რომ, თითქოს ცა მარადიულია, ასევე გავიგებ აქ, რომ სიტყვა პირველითგან არ აღნიშნავს მხოლოდშობილის მარადიულობას. ასე იაზროვნებს მხოლოდ ერეტიკოსი. ამ უგუნურ გახელებაზე ჩვენ ვერაფერს ვიტყვით გარდა ამისა : "ბრძენო ბოროტებისავ!!! რატომ სდუმხართ არ ორი წინადადების განსხვავებაზე ??? თუმცა შენი ნების მიღმა ჩვენ ვიტყვით ამის შესახებ, აბა გვისმინე : - იქ მოსე საუბრობს რომ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა, ხოლო აქ ნათქვამია რომ პირველითგან იყო სიტყვა, განა აქვს რაიმე საერთო "შექმნასა" და "იყოს" ??? თუ კი აქაც იქნებოდა დაწერილი რომ, ღმერთმა პირველითგან შექმნა ძე, მაშინ მე გავჩუმდებოდი, მაგრამ ახლა, როდესაც აქ ნათქვამია რომ პირველითგან იყო სიტყვა, მე ვხვდები რომ სიტყვა არსებობდა მუდამ და არა შემდგომ მიიღო არსებობა, როგორც შენ ფუჭმეტყველებ. რატომ არ სთქვა იოანემ პირველითგან იყო ძე , და რატომ თქვა - სიტყვა ??? ისმინე !!! - ეს ყველაფერი ითქვა მსმენელთა გონებრივი არასრულყოფილების გამო, რამე თუ ჩვენ, თავიდანვე გავიგებდით რა ძეზე, არ გვეფიქრა ხორციელ და ვნებიან შობაზე. იმისათვის უწოდა მას (ძეს) სიტყვა, რათა შენ იცოდე, რომ როგორც გონებისაგან იშვება სიტყვა ყოველგვარი ვნების გარეშე, ასევე ძე იშვება მამისაგან ვნების გარეშე. - და კიდევ : უწოდა მას სიტყვა, რათა, როგორც სიტყვა განგვიცხადებს გონების მდგომარეობის შესახებ, ასევე ძემ განგვიცხადა მამის თვისებების შესახებ; - და უფრო იმისთვის, რათა გვაჩვენოს, რომ ძე თანაარსია მამისა, რამეთუ როგორც არ შეიძლება ითქვას, რომ გონება ხანდახან არსებობს სიტყვის გარეშე, ასევე მამა-ღმერთი არასოდეს ყოფილა ძის გარეშე. ბევრია ღვთის სიტყვანი, მაგალითად : წინასწარმეტყველნი, მცნებანი, როგორადაც ნათქვამია ანგელოზების შესახებ : აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძალნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყვასა მისსა, სმენად ხმაი სიტყვათა მისთა (ფსალმ.102.20) ანუ აქ ნათქვამია, რომ ანგელოზნი ჰყოფენ ანუ ასრულებენ ღვთის ნებას. ხოლო თავად სიტყვა პიროვნული არსებაა. და სიტყვა იყო ღმთისა თანა - აქ მახარებელი კიდევ უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ ძე თანაარსია მამისა, შენ რომ არ იფიქრო თითქოს მამა ოდესმე ყოფილა ძის გარეშე, იგი ამბობს, რომ სიტყვა იყო ღმრთისა თანა, ესეიგი მამის წიაღში იყო ძე ღმრთისა თანა, რამეთუ შეუძლებელია რომ ღმერთი ოდესმე ყოფილიყო სიტყვის, სიბრძნის და ძალის გარეშე. აქედან გამომდინარე ჩვენ გვწამს რომ ძე, რამეთუ იგი არის სიტყვა, - სიბრძნე და ძალაა მამისა (იხილეთ 1კორინთელთა 1,24), ამიტომ ძე ყოველთვის იყო ღმრთისა თანა, ანუ მუდამ იყო თანამდები და თანაარსი მამისა. ისწავლე ნივთიერი მაგალითისგან, მზის ბრწყინვალება თავად მზისგან არ არის ??? დიახ, ასეა. განა იგი მზის შემდგომ არის ??? თითქოს არსებობდეს ისეთი დრო როდესაც მზე არ გამოსცემდა სხივებს ??? შეუძლებელია, რადგან როგორ იქნება იგი მზე სხივების გარეშე ??? , თუ კი ასე ვაზროვნებთ მზის შესახებ, მაშ უფრო უმეტესად უნდა ვიაზროვნოთ ასე მამასა და ძეზე. უნდა გვჯეროდეს, რომ ძე, რომელი იგი არს ბრწყინვალებაი დიდებისა მამისა, როგოც პავლე მოციქული ამბობს (იხილეთ, ებრაელთა 1.3) ყოველთვის ბრწყინავს მამისა თანა და არა მამის შემდეგ. - სწორედ ამ გამონათქვამით არის უკუგდებული საბელიანოზი, იგი ასწავლიდა, რომ მამა, ძე და სული ერთი პირია და დროდადრო გვევლინება როგორც მამა, სხვა დროს როგორც ძე და სხვა - როგორც სულიწმიდა. აი ასე ფუჭმეტყველებდა სიცრულის მამის შვილი საბელიანოზი, აღვსებული არაწმიდა სულით, მაგრამ სიტვებით : - და სიტყვა იყო ღმრთისა თანა , იგი ნათლად იმხილა. მახარებელი აქ ნათლად ამბობს, რომ სხვაა სიტყვა და სხვაა მამა, იგივე ღმერთი, რამეთუ, თუ კი სიტყვა იყო ღმერთთან, მაშ შემოდის უკვე ორი პირის მცნება, თუმცა-ღა მათ არსება ერთი აქვთ, ხოლო რა არის ერთი არსება ანუ ერთარსება ისმინე : - და ღმერთი იყო სიტყვაი იგი , - ხედავ, რომ სიტყვაც ღმერთია ?!!!! ეს კი უკვე ნიშნავს რომ მამას და ძეს ერთი არსება აქვთ, როგორც ერთი ღვთაება. მაშ ასე !!! - შერცხვენილნი იყვნენ არიოზი (ე.წ. ეიჰოვას მოწმეთა მამა!!!) და საბელიანოზი. - არიოზი, რათა იგი ძეს ქმნილებად მოიხსენიბდა, აქ დაინთქმება იგი იმით, რომ - პირველითგან იყო სიტყვა ... და იყო ღმერთი !!! ... ხოლო საბელიანოზი, როგორც არამიმღებელი სამებისა ერთარსებისა, იგი დაინთქმება იმით, რომ სიტყვაი იგი იყო ღმრთისა თანა, რამეთუ აქ იოანე მახარებელი ნათლად გვიცხადებს, რომ სიტყვა სხვაა და სხვაა მამა, თუმცა ისინი არასხვადასხვანი არიან, - ისინი სხვადასხვანი არიან პირით, ხოლო ერთნი არიან არსებით, მაგალითად რათა აზრი უფრო ნათლად გადმოგცეთ, ასე ვიტყვი : - პეტრე და პავლე სხვადასხვა პირი არიან, თუმცა ისინი ერთნი არიან, რათა მათ ერთი საერთო არსება აქვთ - ადამიანური. ასე უნდა ვიცოდეთ მამისა და ძის შესახებ : - ისინი განსხვავდებიან პიროვნულად, ანუ ორი სხვადასხვა პირნი არიან, მაგრამ არსება აქვთ ერთი - საღმრთო. თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 14 მაისი, 2021 Posted 14 მაისი, 2021 ხოსპაძი ბოჟემოი სადღაც შუამდე გავქაჩე. მაინც ვერ გავიგე. მოკლედ შეგიძლიათ კონცეპცია მოხაზოთ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 14 მაისი, 2021 Author Posted 14 მაისი, 2021 ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 14 მაისი, 2021 Author Posted 14 მაისი, 2021 48 minutes წინ, ChariotGod said: შუამდე გავქაჩე. მაინც ვერ გავიგე. რა ვერ გაიგეთ ? დაწერეთ კითხვა და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ ... 50 minutes წინ, ChariotGod said: მოკლედ შეგიძლიათ კონცეპცია მოხაზოთ? აქ კონცეფციები და რამე არ არის, - ესაა იოანეს სახარების განმარტება თეოფილაქტე ბულგარელის მიერ შესრულებული 11-ე საუკუნეში ნათარგმნია ძველ ბერძნულიდან და სლავურიდან , მართლმადიდებლებისთვის ან მათთვის ვისაც მართლმადიდებლური დოგმატიკა აინტერესებს აქ ბევრი საინტერესო ინფორმაციაა ასე რომ ... თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
01000001 Posted 14 მაისი, 2021 Posted 14 მაისი, 2021 5 minutes წინ, kvipriane said: აქ კონცეფციები და რამე არ არის იქნება აუცილებლად. რა უნდა დარჩეს ადამიანს თავში ამხელა ტექსტის წაკითხვის შემდეგ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 14 მაისი, 2021 Author Posted 14 მაისი, 2021 (შესწორებული) 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა ღმერთი სიტყვა განუყოფელია მამისა ღმრთისა, რათა იოანემ სთქვა - სიტყვა იყო ღმერთიო, რომ, ნურც იყოს ნურავის გაუჩნდება ისეთი სატანური აზრი, რომ თუ სიტყვა არის ღმერთი, ხომ არ აღმდგარა იგი ოდესმე მამის წინააღმდეგ, როგორც წარმართთა ღმერთები თავიანთ სატანურ ნაწარმოებებში, და თუ გამოჰყოფია მას, ხომ არ გახდა იგი მამის მოწინააღმდეგე. - რათა არ გაჩნდეს ასეთი საზიზღარი სატანური აზრი, იოანე მოციქული გვეუბნება, რომ თუმცა სიტყვა არის ღმერთი, მაგრამ იგი არასოდეს გამოჰყოფია მამა ღმერთს და არის მუდამ მისი თანმაყოფი, თანაარსი და თანამოაზრე. დროა ესეც ვითხრათ მათ, ვისაც არიოზის სწავლება უპყრიათ : " ისმინეთ ყრუნო, რომელნიც ღვთის ძეს საქმედ და ქმნილებად მოიხსენიებთ; დაფიქრებულხართ თუ როგორი სახელი მიაკუთვნა ღვთის ძეს მახარებელმა ??? იოანემ მას სიტყვა უწოდა, თქვენ კი ნათლავთ მას საქმედ და ქმნილებად. ის არა საქმე და ქმნილებაა არამე დ სიტყვაა იგი, რომელიც ორგვარი არსებობს : ერთი - შინაგანი, რომელიც, თუნდაც არ ვლაპარაკობდეთ მაინც ვფლობთ (უნარი საუბრისა), რამეთუ მას ვისაც სძინავს და არ საუბრობს აქვს უნარი უნარი თავის თავში სიტყვიერებისა და არ დაუკარგავს უნარი მეტყველებისა, ასე რომ ერთია შინაგანი სიტყვა, ხოლო მეორე წარმოსათქმენი, რომლითაც ჩვენ ვსაუბრობთ მას შემდეგ რაც მოქმედებაში მოვიყვანთ მეტყველების უნარს, ანუ უნარს აზროვნებისა და შინაგანი სიტყვის ამოთქმისა. მართალია სიტყვა ორგვარია, მაგრამ არც ერთი არ მიესადაგება ძე ღმრთისას , რამეთუ სიტყვა ღმრთისა არ არის არც შინაგანი და არც წარმოთქმული, ეს სიტყვები ბუნებრივია და ჩვენ გვეკუთვნის, ხოლო სიტყვა მამისა ზე-ბუნებრივია და არ ექვემდებარება შემდგომ სიტყვათა თამაშს. სწორედ ამით განიბნევა წარმართი პორფიროგენეს მზაკვრული ნააზრევი, - იგი ცდილობდა რა უარეყო სახარება, მოჰყავდა ასეთი სიტყვათა თამაში : თუკი, ამბობდა ის, - ძე ღვთისა არის სიტყვა, მაშ იგი ან შინაგანი სიტყვაა ან წარმოთქმული, მაგრამ იგი არც ერთია და არც მეორე, ამიტომ , ასკვნის დასასრულში ფუჭმეტყველი პორფიროგენე, იგი არ არის სიტყვა ... მახარებელმა წინასწარ განჭვრიტა ამგვარი მზაკვრობა და თქვა, რომ შინაგანი და წარმოთქმული შეიძლება მოგვესადაგოს ჩვენ ან ბუნებრივ საგნებს, მაგრამ არა ზებუნებრივს. - ესეც უნდა ითქვას, რომ წარმართი მზაკვარმეტყველის ინტერპრეტაცია მაშინ იქნებოდა მისაღები , თუ კი, ზემოთაღნიშნული სახელი - სიტყვა - მთლიანად , თავიდან ბოლომდე ღირსი იქნებოდა ღმრთისადმი წოდებისა, ანუ თუკი სახელი - სიტყვა, ამომწურავად გამოსახავდა და დაიტევდა ღმერთს. მაგრამ დღევანდელ დღემდე, ჯერ არავის არსად და ვერსად , არანაირად და ვერანაირად ვერ უპოვნია ისეთი სახელი , რომელიც სრულად, ნათლად და ამომწურავად მიესადაგებოდა და დაიტევდა ღმერთს. არც ეს სახელი - სიტყვა, ზუსტად და ამომწურავადარ მიესადაგება ღმერთს, არამედ მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ ძე იშვა მამისაგან ისევე უვნებოდ და უხორცოდ, როგორც გონება შობს სიტყვას და რომ ძე გახდა განმცხადებელი მამის ნებისა. შენ კი, უბედური პორფიროგენევ, მიტმასნილხარ სახელს და მამისა, ძისა და სულიწმიდის გაგონებაზე, მაგივრად იმისა რომ ძრწოდე, ვნებიანი და ხორციელი შობა თუ მამ-შვილობა წარმოგიდგენია შენს ნიავივით ამჩატებულ გონებაში, ვინ იცის საიდან გიქრის ეგ ნიავი, ხან სამხრეთიდან და ხანაც ჩრდილოეთიდან ???, მაგრამ თუ მართლაც გინდა რომ შეიტყო თუ რა სიტყვაა - ღვთის სიტყვა, მაშ ისმინე რა სწერია შემდგომ ... Edited 14 მაისი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი kvipriane Posted 14 მაისი, 2021 Author Posted 14 მაისი, 2021 (შესწორებული) 22 minutes წინ, ChariotGod said: იქნება აუცილებლად. რა უნდა დარჩეს ადამიანს თავში ამხელა ტექსტის წაკითხვის შემდეგ. მერწმუნეთ, ვისაც გულით უნდა იმას თავშიც დარჩება და სულშიც ... Edited 14 მაისი, 2021 by kvipriane თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა