Jump to content
×
×
  • Create New...

იოანეს სახარება. თავი პირველი. - ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით.


Recommended Posts

  • ფორუმელი

ესაა იოანე ოქროპირის, თეოფილაქტე ბულგარელის და სხვა მართლმადიდებელ მამათა აზრი რომელთაც მე ვეთანხმები  

იოსებს არასოდეს "შეუცვნია" მარიამი, 25-ე მუხლში სიტყვა "ვიდრემდე" (ews.ძვ.ბერძნულად) არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს იოსებს შობამდე არ "შეუცვნია" მარიამი და მერე "შეეხო" მას, არამედ იმას ნიშნავს რომ იოსები არასოდეს "შეხებია" მარიამს. - ასეთია კომბლე საღვთო ენა, აი დაუკვირდი : ყორნის შესახებ დაბადებაში ვკითხულობთ, რომ იგი არ დაბრუნებულა ნოესთან კიდობანში "ვიდრემდე (ews) განკრთობამდე წყლისა ქუეყანისაგან" (დაბადება 8.7) მაგრამ ყორანი ხომ აღარც მერე აღარ დაბრუნებულა ;) აი კიდევ თავად უფლის სიტყვები : "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრემდე(ews) აღსრულებად სოფლისა" (მათე 28.20) და სოფლის აღსასრულის შემდეგ ჩვენთან აღარ იქნება ??? ;) ამგვარი მაგალითები ბევრია ბიბლიაში, რომელთაგანაც სჩანს რომ სიტყვები "ვიდრემდე შვა" იმ აზრითაა ნათქვამი რაც ყორანსა და სოფლის აღსრულებასთან მიმართებაში :) ანუ იოსები მარიამს არ შეჰხებია არც შობამდე და რაღათქმაუნდა აღარც სასწაულებრივი შობის შემდეგ შეეხებოდა, იოსები სახარებაში ხომ მართლად იწოდება  !!!

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, kvipriane said:

ესაა იოანე ოქროპირის, თეოფილაქტე ბულგარელის და სხვა მართლმადიდებელ მამათა აზრი რომელთაც მე ვეთანხმები  

იოსებს არასოდეს "შეუცვნია" მარიამი, 25-ე მუხლში სიტყვა "ვიდრემდე" (ews.ძვ.ბერძნულად) არ ნიშნავს იმას, რომ თითქოს იოსებს შობამდე არ "შეუცვნია" მარიამი და მერე "შეეხო" მას, არამედ იმას ნიშნავს რომ იოსები არასოდეს "შეხებია" მარიამს. - ასეთია კომბლე საღვთო ენა, აი დაუკვირდი : ყორნის შესახებ დაბადებაში ვკითხულობთ, რომ იგი არ დაბრუნებულა ნოესთან კიდობანში "ვიდრემდე (ews) განკრთობამდე წყლისა ქუეყანისაგან" (დაბადება 8.7) მაგრამ ყორანი ხომ აღარც მერე აღარ დაბრუნებულა ;) აი კიდევ თავად უფლის სიტყვები : "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრემდე(ews) აღსრულებად სოფლისა" (მათე 28.20) და სოფლის აღსასრულის შემდეგ ჩვენთან აღარ იქნება ??? ;) ამგვარი მაგალითები ბევრია ბიბლიაში, რომელთაგანაც სჩანს რომ სიტყვები "ვიდრემდე შვა" იმ აზრითაა ნათქვამი რაც ყორანსა და სოფლის აღსრულებასთან მიმართებაში :) ანუ იოსები მარიამს არ შეჰხებია არც შობამდე და რაღათქმაუნდა აღარც სასწაულებრივი შობის შემდეგ შეეხებოდა, იოსები სახარებაში ხომ მართლად იწოდება  !!!

 

პატივცემულო  ვიდრემდე(ews)-ს ანუ ამ სიტყვას აქვს უფლება იყოს ყველა დროის ბრუნვაში და წინადადებაში. როგორც შინაარსობრივად დამთავრებული ისე დროის მიხედვით.  ის რომ სხვა წინადადებაში სხვა აზრს და დროის გადმოცემას გვაძლევს არ შეიძლება მისი არსი ამოჭრა და სხვა წინადადებაში ჩასვა. ეს არც არგუმენტია არც განხილვის მცდელობა. ეს არის სისტემის ინტერპრეტაცია.

ქართული ეკლესიის დიდი მტერი

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, KOMBLE said:

ვიდრემდე(ews)-ს ანუ ამ სიტყვა

მიაკითხეთ ფილოლოგებს ... იმედია ისინი აგიხსნიან

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 9/22/2021 at 10:32 PM, მძინავს said:

იესოზე რომ ამბობენ ხოლმე უცხოპლანეტელი იყოო რამდენად შეიძლება სიმართლე იყოს ? 

აპოკრიფულ სახარებებშია "უცხოპლანეტური ფრაზები"

ეს სახარებები ააშკარავებს მნიშვნელოვან მოვლენებსა და იესოს სწავლებებს, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე დაფარული იყო

მეორე საუკუნის ბოლოს ლიონელმა ირინეოსმა დაწერა, რომ მათ, ვინც ქრისტიანობას განუდგა, ჰქონდა „უამრავი აპოკრიფული და შეთხზული წერილები“, მათ შორის სახარებებიც, რომლებიც „თვითონ შეთითხნეს, რათა უგუნური ხალხისთვის თავგზა აებნიათ“. ამიტომ, აპოკრიფული სახარებების არათუ წაკითხვა, მათი შენახვაც სახიფათოდ ითვლებოდა

სახარებაში ჩვენ არ გვხვდება იესოს ბავშვობის წლები  12 წლოდან და 29ამდე

აპოკრიფულ სახარებებში იესოს ბავშვობის შესახებ ისტორიებია ჩაწერილი

თუ აპოკრიფულ სახარებებს კარგად გამოვიკვლევთ, დავინახავთ, რომ ისინი ჭეშმარიტებისგან შორს არის. კანონიკურ სახარებებთან შედარების შემდეგ აშკარად ჩანს, რომ აპოკრიფული სახარებები ღვთისგან არ არის შთაგონებული.  ( ჩაეჭიდე იმ ჯანსაღ მოძღვრებას, რომელიც ჩემგან მიიღე რწმენითა და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფს გაქვს. ( 2 ტიმოთე 1:13 ) .შეუძლებელია, რომ იმ ადამიანების მიერ დაწერილი სახარებები, რომლებიც არც იესოს იცნობდნენ და არც მოციქულებს, დაფარულ სიმართლეს გვიმჟღავნებდეს იესოსა და ქრისტიანობის შესახებ.

მოკლედ დავდებ იესოს ქადაგებებს აპოკრიფული სახარებებიდან

 

1.იესომ თქვა: დაე ვინც ეძებს, არ შეწყვიტოს ძიება, ვიდრე არ ჰპოვებს, და რაჟამს ჰპოვებს, იქნება შეძრწუნებული

 

2. იესომ თქვა: ნეტარია ლომი, რომელსაც ადამიანი შეჭამს, და ლომი ადამიანად იქცევა. და წყეულია ის ადამიანი, რომელსაც ლომი შეჭამს, და ლომი ადამიანად იქცევა

 

3. იესომ თქვა: მე ჩავაგდე ცეცხლი ქვეყანაზე, და აი მე ვიცავ მას, ვიდრე იგი არ აგიზგიზდება

 

4. იესომ თქვა: რაჟამს დაინახავთ კაცს, რომელიც ქალისგან არ არის ნაშობი, პირქვე დაემხეთ (და) თაყვანი ეცით მას: ის – თქვენი მამაა

 

5. იესომ თქვა: იქნებ, ხალხს ჰგონია, თითქოს ქვეყანაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი და არ იციან, რომ მიწაზე გათიშულობის, ცეცხლის, მახვილის, ომის მოსატანად მოვედი. რამეთუ ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამნი იქნებიან ორის წინააღმდეგ და რონი სამის წინააღმდეგ. მამა ძის წინააღმდეგ და ძე მამის წინააღმდეგ, და ისინი იდგებიან როგორც ერთადერთნი...

 

6. იესომ თქვა: თუ ხორცი იშვა სულისათვის, ეს – საოცრებაა. თუ სული იშვა ხორცისათვის, ეს – საოცრებათა საოცრებაა. მაგრამ მე მაკვირვებს, როგორ თავსდება ეს უზარმაზარი სიმდიდრე ამ სიღატაკეში

 

7. იესომ თქვა: სადაც სამი ღმერთია, იქ ღმერთებია. სადაც ორი ან ერთი ღმერთია, მე მათთან ვარ

 

8. იესომ თქვა: მანახე მე ქვა, რომელიც მშენებლებმა გადააგდეს! ის – მთავარი ქვაა

 

9.იესომ თქვა: მე დავანგრევ (ამ) სახლს, და არავინ არის, ვინც შეძლებს მის (კიდევ ერთხელ) აშენებას

 

10. იესო ღამე გადის მოწაფეებისგან და გვიან მოდის. მას მოწაფეები ეკითხებიან   მასწავლებელო, სად იყავი და რას აკეთებდი, რაც ჩვენგან წასული იყავი? იესომ უპასუხა: "მე ვიყავი სხვა დიდ და წმინდა მოდგმასთან"   უფალო, რა მოდგმაა ეს, ჩვენზე დიდი რომ არის და ჩვენზე წმინდა, ამ ქვეყნისა არ არის?"
იესომ ეს რომ მოისმინა, გაიცინა და სთქვა: "რა გესაქმებათ თქვენ ამ მძლავრ და წმინდა მოდგმასთან?  ჭეშმარიტად გეუბნებით  თქვენ, რომ ვერავინ ამ დროში დაბადებული ვერ იხილავს მას , ვერავინ ვარსკვლავთა ანგელოზების ჯარიდან ვერ იმბრძანებლებს მათზე, ვერცერთი მოკვდავი ვერ მიეახლება მას, რადგან ეს მოდგმა არ მოდის

 

Edited by KOMBLE
Share on other sites

  • ფორუმელი

                                                                     1. პირველი ქრისტიანები !!! 

იოანე ღვთისმეტყველის გარდაცვალებით დასრულდა ქრისტიანობის პირველი საუკუნე, რომელსაც მოციქულთა საუკუნე ეწოდა. ყველამ, ვინც იხილა განხორციელებული სიტყვა ღვთისა - იესო ქრისტე - და მოუსმინა მას, უფალში განისვენა, მაგრამ მაცხოვრისგან მიღებული ძალაუფლება მოციქულებმა თავიანთ მოწაფეებს გადასცეს. ამიერიდან მათ უნდა ექადაგათ სახარება დედამიწაზე, აღესრულებინათ საიდუმლონი და ღვთის სიტყვის შემწყნარებელნი ყოვლადწმინდა სამების სახელით მოენათლათ.

იესო ქრისტემ თავის მორწმუნეთ აღუთქვა, რომ მუდამ მათთან იქნებოდა. ამ აღთქმის სასოებით განმტკიცებული ეკლესია იმთავითვე უშიშრად შეხვდა თავდასხმებს. დევნა და შევიწროება კი არ აუძლურებდა, პირიქით, ზრდიდა და ძალას მატებდა მას. ქრისტიანთა მოთმინება და იმ სახელმწიფოს კეთილმოქალაქეობა, რომელიც მათ უმოწყალოდ დევნიდა, წარმართებსაც კი აოცებდა.

პირველ ეკლესიას, რომელშიც მოციქულები და მათი მოწაფენი მოღვაწეობდნენ, უკვე ჰქონდა თავისი ადათ-წესები, რომელთა შესახებაც „საქმე მოციქულთა“ და ეპისტოლენი მოგვითხრობენ. მოციქულთა სწავლებას ეკლესია უდიდესი მოკრძალებით ეპყრობოდა და მოწიწებით იცავდა.

პირველი სამი საუკუნის მანძილზე შეკრებილი „წესები და დადგენილებანი მოციქულებისა“ უაღრესად მნიშვნელოვანი წყაროა ძველი ეკლესიის იერარქიისა და ღვთისმსახურების შესასწავლად. ამ წყაროს თანახმად, ახალმოქცეულს ნათლისღების წინ ქრისტეს მოძღვრებას განუმარტავდნენ. ამ რიტუალს „განმზადება“ ეწოდებოდა. ამას მოჰყვებოდა რწმენის აღიარება. თავდაპირველად მრწამსის გადმოსაცემად საყოველთაო, დადგენილი ტექსტი არ არსებობდა, მორწმუნე წრმენას გულიდან ამოსული სიტყვებით გამოხატავდა. მაგალითად, ასე: „მწამს, რომ იესო ქრისტე ღმერთის ძეა“. ნათლობა წმინდა სამების სახელით, ჩვეულებრივ, წყალში სამგზის შთაფვლით აღესრულებოდა, რაც სიმბოლურად ძველი კაცის დასაფლავებას, მისი ცოდვების მოკვდინებასა და ახალი ცხოვრებისთვის დაბადებას განასახიერებდა. „საქმე მოციქულთაში“ ხშირად იხსენიება მთელი ოჯახების მონათვლა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვილებს ქრისტიანობის პირველსავე საუკუნეებში ნათლავდნენ. ახალმონათლულნი ცოდვებისგან განბანისა და სულიერი განწმენდის ნიშნად თეთრი, სპეტაკი სამოსლით იმოსებოდნენ. ზოგიერთ ეკლესიაში არსებობდა ადათი, რომლის მიხედვითაც მათ, როგორც ახალი ცხოვრებისათვის დაბადებულ ჩვილებს, თაფლსა და რძეს ასმევდნენ. ნათლობის შემდეგ მოციქულები მონათლულებს ხელდასხმით სულიწმიდის მადლს ანიჭებდნენ. „საქმე მოციქულთადან“ ვიცით, რომ მონათლულმა სამარიელებმა მადლი სულისა წმიდისა მანამდე ვერ მიიღეს, სანამ მათთვის პეტრემ და იოანემ არ ილოცეს და ხელი არ დაასხეს. იგივე მოხდა ეფესოშიც - აპოლოსის მომხრეებს სულიწმინდის მადლი და ენების ცოდნა მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც მათ პავლე მოციქულმა დაასხა ხელი. ასე რომ, ხელდასხმის საიდუმლო იმთავითვე იყო გამოყოფილი ნათლისღების საიდუმლოსგან. შემდეგში - მოციქულთა დროშივე - ამ მიზნით მირონცხებაც გამოიყენეს (მორწმუნეები ისე გამრავლდნენ, რომ მოციქულებს, უბრალოდ, აღარ შეეძლოთ, თითოეული მათგანისთვის დაესხათ ხელი, ამიტომაც მოხარშეს და აკურთხეს მირონი).

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხასაც უწოდებდნენ. თავდაპირველად ევქარისტია მორწმუნეთა სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, მაგრამ „საქმე მოციქულთაში“ გვხვდება მრავალი მითითება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისათვის  ცალკე ოთახი იყო გამოყოფილი, რომელსაც შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა და ამის გამო ეკლესიას უწოდებდნენ (მოგეხსენებათ, „ეკლესია“ ბერძნულად შესაკრებელს ნიშნავს). პურის განტეხა, ანუ ევქარისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით სრულდებოდა, როგორც უფალმა აღასრულა. მისი თანმხლები რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. მოციქულები მათ მხოლოდ პურსა და ღვინოზე სულიწმიდის გარდამოსვლისთვის ვედრება მიუმატეს.

ღმრთისმსახურების ნაწილი იყო წმინდა წიგნების კითხვა, ფსალმუნებისა და სხვა საგალობლების გალობა და ლოცვები, რომლებშიც მორწმუნენი კურთხევას გამოითხოვდნენ ღვთის საიდუმლოს აღსასრულებლად შემოწირულ პურსა და ღვინოზე (უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის საჭირო ძღვენი თავად მორწმუნეებს მოჰქონდათ). პური და ღვინო, მას შემდეგ, რაც სულიწმიდის გარდამოსვლით იკურთხებოდა, რომელნიც ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ, მათთან კი, ვისაც ავადმყოფობის გამო არ შეეძლო ლიტურგიაზე დასწრება, ის დიაკვნებს მიჰქონდათ.

საიდუმლოს აღსრულების წინ დამსწრენი ერთმანეთს ამბორისყოფით ესალმებოდნენ ნიშნად იმ სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს შვილებს უნდა აერთებდეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა (როგორც ჩანს, მორწმუნეთა კრებულის რიცხოვრივი ზრდის გამო), მაგრამ მისი ხსოვნა აქამდე შემორჩა სიტყვებში: „ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა“. საკურთხეველში მდგარი მღვდელმსახურნი ამ წესს ახლაც ძველებურად აღასრულებენ და ერთმანეთს ეამბორებიან.

პირველი ქრისტიანები ყოველდღე ეზიარებოდნენ, მაგრამ როცა ქრისტიანთა დევნის გამო ღვთისმსახურების ყოველდღე აღსრულება შეუძლებელი გახდა, ზიარება უფლის დღეს - კვირას - დაადგინეს.

თავიდან, ვიდრე ყველა მოციქული იერუსაილმში იმყოფებოდა, ისინი სალოცავად ძველი აღთქმის ტაძარში დადიოდნენ, მაგრამ იქ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება, რა თქმა უნდა, არ შეეძლოთ. ლოცვისთვის განსაკუთრებით მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამი იყო დადგენილი: მესამე ჟამს სულიწმიდა გარდამოხდა ზეცით, მეექვსე ჟამს უფალი ჯვარს აცვეს, ხოლო მეცხრე ჟამს მაცხოვარი ჯვარზე აღესრულა.

მგზნებარე სიყვარულითა და მადლიერებით აღსავსე გული პირველ ქრისტიანებს განუწყვეტელი ლოცვის ძალას აძლევდა, მაგრამ როგორ ევედრებოდნენ, როგორ ადიდებდნენ ისინი უფალს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, ერთი რამ ცხადია: მსახურების წესი და რიგი იმთავითვე ყოფილა დადგენილი. როგორც გარდამოცემა გვამცნობს, იაკობისა და მარკოზის ლიტურგიის წესები მოციქულთა დროიდანვე არსებობდა. არსებითად, ეს ერთი ლიტურგია იყო და ერთმანეთისგან მხოლოდ დეტალებით განსხვავდებოდა. ღვთისმსახურებას ქრისტიანები თავიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. ამაზე მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომელშიც ის კორინთელებს ლიტურგიის წესის მიხედვით აღსრულებისკენ მოუწოდებს.

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ „მამაო ჩვენოსთან“ ერთად „უფალო, შემიწყალეც“ მოციქულების დროიდანვე იგალობებოდა. თავიდანვე უნდა ყოფილიყო ლიტურგიაში შეტანილი აგრეთვე ანგელოზთა გალობანი: „წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა მისითა; დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“, - და ქერუბიმთა გალობა: „ალილუია“ და „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“. მეორე საუკუნის დასაწყისიდან წერილობითი ძეგლები უკვე ამ სიტყვებით სრულდება.

ადრევე უნდა შეეტანათ ღვთისმსახურებაში გალობანი ღმრთისმშობლისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა“ და სვიმეონ მიმრქმელისა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო მშვიდობით“.

როგორც „საქმე მოციქულთადან“ ვიგებთ, გარდა დადგენილი საათებისა, ქრისტიანები ღამის ლოცვაზე იკრიბებოდნენ. ევქარისტიის საიდუმლო დევნის პერიოდში ან ღამით, ან ცისკრისას აღესრულებოდა. შეკრების ადგილი ხშირად მიწისქვეშა აკლდამა და მღვიმე (კატაკომბა) იყო.

ღვთისმსახურებისას იყენებდნენ სანთლებსა და ჩირაღდნებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სიბნელის გასაფანტად; მათი ანთება სულიერ ზეიმსა და სიხარულს გამოხატავდა და სიმბოლურად იმ ნათელზე მიანიშნებდა, რომელიც განკაცებულმა უფალმა სამყაროში მოიტანა.

პირველ ქრისტიანთა ეპისკოპოსს არაჩვეულებრივად რთული და მნიშვნელოვანი მოვალეობა ჰქონდა: გარდა მღვდელმსახურებისა და საიდუმლოთა აღსრულებისა, მას უნდა განესაჯა ყველა ის საქმე, რომელიც ქრისტიანთა შორის აღიძვრებოდა, რადგან ქრისტიანები გასაგები მიზეზების გამო სამოქალაქო სასამართლოს არ მიმართავდნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ წარმართული სულით გაჟღენთილი კანონები სრულიად არ შეესაბამებოდა ქრისტეს მცნებებს; მეორეც, სამოქალაქო სასამართლოზე წარმართულ ფიცს ან წარმართული რიტუალის აღსრულებას მოითხოვდნენ, რასაც ქრისტიანები, ცხადია, ვერ შეასრულებდნენ. ეპისკოპოსი კი სახარების სულითა და სინდისით სჯიდა. პავლე მოციქული კორინთელებს საყვედურობს, წარმართების სამსჯავროს რატომ მიმართეთო და არწმუნებს, რომ საერთოდ არიდონ თავი ჩხუბსა და კამათს, რამეთუ ისინი ქრისტიანული სიყვარულის სულს არ შეესაბამება.

ქრისტიანებს ქორწინებისთვის უთუოდ ეპისკოპოსისგან უნდა მიეღოთ კურთხევა. მოციქულთა სწავლება ცოლისა და ქმრის მოვალეობათა შესახებ ადასტურებს, რამოდენა პატივს სცემდნენ ისინი ამ საიდუმლოს. წარმართებისაგან განსხვავებით, სადაც ქორწინება ნაკლებად პატივსაცემი იყო, ქრისტიანებს ეკლესიის მიერ კურთხეული საქორწინო კავშირი ქრისტეს ეკლესიასთან მარადიული კავშირის სახედ მიაჩნდათ. ცოლ-ქმარს ერთობით უნდა ემსახურა ღვთისა და ერთმანეთისთვის და ურთიერთს უფლის წმინდა მცნებათა აღსრულებაში დახმარებოდა. საზოგადოდ, იმ რწმენის საფუძველზე, რომ მიწიერი ცხოვრება მხოლოდ დასაწყისია მარადიულისა და მისთვის მზადებას წარმოადგენს, ნებისმიერი სახის ოჯახურმა ურთიერთობამ და მოვალეობამ ქრისტიანულ ზნეობაში ახალი, უფრო მაღალი მნიშვნელობა შეიძინა.

პირველი ქრისტიანები გულწრფელად აღასრულებდნენ უფლის მცნებას: „შეიყვარეთ ერთმანეთი ისე, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ“. ერთმანეთი მათ მართლაც ძმებივით უყვარდათ. მდიდრები ქონებას ღარიბებს უნაწილებდნენ. თუ რომელიმე მხარეში შიმშილობა ჩამოვარდებოდა, ქრისტიანები ფულს აგროვებდნენ და იქაურ ძმებს უგზავნიდნენ. ასეთი საქციელი, ბუნებრივია, უცხო იყო წარმართებისთვის, რომელნიც მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობდნენ, ბრწყინვალე სასახლეებსა და ცირკებს აშენებდნენ და ნადიმებისა და ზეიმებისთვის უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ. მათ საპირისპიროდ, ქრისტიანული ეკლესიები შეძლებულ წევრთა შემწეობით თავშესაფრებისა და საავადმყოფოების აშენებისთვის ზრუნავდნენ და თუმცა მათ ლხინსა და ზეიმებში არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა, უბედურების ჟამს წარმართებსაც უანგაროდ ეხმარებოდნენ.

პირველ ქრისტიანებს ჰქონდათ ადათი, რომლის მიხედვით კვირის პირველ დღეს (ე.ი. კვირას) ეკლესიის ხარჯებისთვის და ღატაკთა დასახმარებლად, ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენს გაიღებდა ხოლმე. ამ ჩვეულებას პავლე მოციქულიც მოიხსენიებს, რომელიც სამართლიანად მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი მოძღვრების მქადაგებელნი და ეკლესიის მსახურნი ქრისტიანთა საზოგადოებას უნდა შეენახა. თუმცა თვითონ თავის შენახვა საკუთარი შრომით ერჩივნა. შემოწირულობანი ეპისკოპოსებს ან ხუცესებს ბარდებოდა; მორწმუნეებს მოჰქონდათ ასევე ღვთისმსახურებისთვის საჭირო პური, ღვინო, ზეთი, თაფლი და რძე (ეს ორი, როგორც აღვნიშნეთ, ნათლობის დროს იხმარებოდა).

ღვთისმსახურების შემდეგ ქრისტიანები საერთო ტრაპეზს მიუსხდებოდნენ, რომელსაც აღაპები - სიყვარულის საღამოები - ეწოდებოდა. აღაპები ხშირად უწესრიგობის მიზეზად იქცეოდა ხოლმე, ამიტომ შემდეგში ეს ტრადიცია დათმეს, მაგრამ „სიყვარულის საღამოები“ გაგრძელდა მიცვალებულთა მოხსენიებისას, როცა წლისთავზზე მათ საფლავზე შეიკრიბებოდნენ ხოლმე.

ქრისტიანთა წეს-ჩვეულებებზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის წარმართი რომაელი მოხელე. მისი თქმით, ქრისტიანები დანიშნულ დღეს, განთიადის დადგომამდე, იკრიბებოდნენ და ქრისტეს, ვითარცა ღმერთს, გალობით ადიდებდნენ. მათ ფარულ შეკრებებში არავითარი დანაშაულებრივი განზრახვა არ შეიმჩნეოდა. პირიქით, ისინი პირობას დებდნენ, რომ არ იქურდებდნენ, ტყუილს არ იტყოდნენ, სხვის ქონებას არ მიითვისებდნენ  და აღთქმას წმინდად იცავდნენ.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

იულიუს კეისარმა მიიწვია რომში ალექსანდრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი სოზიგენე, რომლის რეკომენდაციითაც ქრისტეს შობამდე 46 წელს შემოიღო ე.წ. იულიუსის კალანდარი, რომლის წლიური ხანგრძლივობა 365 დღეს ითვლიდა. დარჩენილი დრო 5 საათი 48 წუთი და 47 წამი 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა, ხოლო 1460 წლის შემდეგ სრული ბრუნვა მოხდებოდა. ამიტომ ყოველი მესამე წლის შემდეგ ნაკიანი (366 დღიანი) წელიწადი შემოიღეს.
325 წელს ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან, აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები. პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, საეკლესიო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში.
დროის ბიბლიური ორიენტირებით. ბიბლიამ დროის გაზომვის ერთდროულად სამი ორიენტირი მიგვითითა: მზე, მთვარე და ვარსკვლავები.
იულიუსის კალენდარი ვარსკვლავურ-მზისიერი წლის კალენდარია. იგი შეთანხმებულია, აგრეთვე, მთვარის ფაზებთანაც. ამრიგად იულიუსის კალენდარი, რომელიც დროის ამ სამ ორიენტირს ეყრდნობა, მათი ჰარმონიზაციის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს და ამ მხრივ ბადალი არა ჰყავს არც წარსულში, არც აწმყოში.
მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე - დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაა 532 წელი - წლების რაოდენობა, რომელსაც ვღებულობთ მზიური წლის (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28x19=532.
იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე.წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში.
გრიგორიანული კალენდრის (ახალი სტილის) შემოღება ასე დაიწყო:
რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი (პარასკევი). დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. პარასკევი უწევდა 5, 12 და 10 ოქტომბერს, პაპის ბრძანებით კი 15 ოქტომბერი გახდა. რეფორმამ სრულიად არია ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები საერთოდ ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ ხოლმე.
საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი კალენდარია უფრო ზუსტი, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე კალენდარს ექნებოდა ერთი ორიენტირი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრიგორიანულ კალენდარში მხოლოდ მზის ფაქტორია გათვალისწინებული. მთვარის ფაზებს არავითარი კავშირი მასთან არა აქვს. იგი გულისხმობს მხოლოდ მზის დამოკიდებულებას დედამიწასთან, რის გამოც მას შეიძლება ვუწოდოთ გეოცენტრული; იულიუსის კალენდარს კი - კოსმიური, რადგანაც იგი ითვალისწინებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ფაქტორებს.
შეხედულება, თითქოს იულიუსის კალენდარი ზუსტი არ არის და მასთან შედარებით უპირატესობა აქვს გრიგორიანულ კალენდარს, სიმართლეს მოკლებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი არ არსებობს და თუ შედარებით სიზუსტეზე გვაქვს საუბარი, ვარსკვლავური კალენდარი უფრო მდგრადია, ვიდრე მზისა. სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის, რომელიც შეადგენს მე-20 საუკუნეში 13 დღეს, არის არა ვარსკვლავური კალენდრის ცდომილება, არამედ განსხვავება აღნიშნულ კალენდრებს შორის და იგი გაიზრდება მომდევნო საუკუნეში 14-მდე, შემდეგ 15-მდე და ა.შ., რადგან მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობდა თანდათანობით ნელდება.
გრიგორიანული კალენდარი გაუბრალოების გზას დაადგა: კოსმიური ორიენტირებიდან მან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებაში პრიმიტიულ გეოსეზონურ კალენდრად იქცა.
ახალი კალენდრის ყველაზე ენერგიული გამავრცელებლები იმ დროს მეცნიერები კი არ იყვნენ, არამედ იეზუიტები.
გადავხედოთ ბიბლიას
როგორი საზომით იზომება მასში ერთი დღე?
„და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე ერთი. ... და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე მეორე. ... და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე მესამე“... და ა.შ.
სად გაქრა 13 მწუხრი და 13 განთიადი, ანუ 13 დღე?
პასუხი სავალალოა - ეს დღეები რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შესწირა რაციონალისტურ აზროვნებას. ჰქონდა თუ არა მას ასეთი მსხვერპლშეწირვის უფლება - ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ მსხვერპლს დიდი ზარზეიმითა და კარნავალებით სწირავს.
 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს 17 დეკემბერია , ბარბარობას გილოცავთ !!! ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

დღეს 19 დეკემბერია , ნიკოლოზობას გილოცავთ !!! ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share