Jump to content
×
×
  • Create New...

ბიბლიას ვკითხულობ და


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ქრონოლოგია სხვაგვარად გვეუბნება

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, არა სენიორ?

იყოს ქრონოლოგიურად

1. დააძალა ვაშლის ჭამა (ცოდნის მიღება)? არა ხომ? :დ პირიქით ჰომო საპიენსს მეტის ცოდნა უნდოდა და ენკიმ/ეშმაკმა/ეამ :დ ეს ცოდნა მისცა :დ, ღმერთმა/ენლილმა კიდე გამოაგდო ჰომო საპიენსი, რათა შეხება არ ჰქონოდა სამოთხესთან/ყველაზე საკრალურთან :დ

2. ჰომო საპიენსებმა ნერვები მოუშალეს ღმერთს (ეტყობა სულ პროტოგურჯები იყვნენ) და იმან წარღვნა მოუვლინა = წარღვნა მოდიოდა და ენლილმა გადაწყვიტა არ ეთქვა ჰომო საპიენსებისთვის, რადგან მათ ნერვები მოუშალეს, ჰოდა მისმა ჟოპოზიციამ/ენკიმ ერთ ჰომო საპიენსს - ზუისუდრა/ნოეს დეტალური გეგმა მიაწოდა როგორ უნდა გადარჩენილიყო :დ

ჰოდა რას ვერჩით სენიორ? ერთ შემთხვევაში ცოდნა მოგვცა და მეორეში გადაგვარჩინა :დ იესოც გვეთანხმება თან :დ როგორც სენიორ @Houston -მა აღნიშნა წინა გვერდზე :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
52 minutes წინ, Seth said:

1. დააძალა ვაშლის ჭამა (ცოდნის მიღება)? არა ხომ? :დ პირიქით ჰომო საპიენსს მეტის ცოდნა უნდოდა და ენკიმ/ეშმაკმა/ეამ :დ ეს ცოდნა მისცა :დ, ღმერთმა/ენლილმა კიდე გამოაგდო ჰომო საპიენსი, რათა შეხება არ ჰქონოდა სამოთხესთან/ყველაზე საკრალურთან :დ

საწამლავი უეჭველად მან შეამზადა მუსიე სეტ - ეტა რას 

მეორე - რა ისეთი ცოდნა უნდა მისწეს შენაქმნმა შემქმნელზე მეტი ? ან ის რაც ადამის ძეთა ეშმაკ-ენლილებისგან მიიღეს რაში არგიათ ? შემომქმედს მიყავდა ადამი თითოეულ შენაქმნთან და მათ შინაგან ბუნებას დეტალურად უხსნიდა; სახელებიც აქედან გამომდინარე ქვიათ : - მაგ.: ხორბალი; ხოხობი; ვეფხვი; აფთარი და ა.შ. არ დარდება იმდენად უმეტესი ცოდნის შეძენა დაკარგეს "დეშოვი ლუდის" გამო :(  

და მესამე  - არაა ასეთი ტიპი გამოსაგდები ყველაზე საკრალურიდან ??? 

52 minutes წინ, Seth said:

2. ჰომო საპიენსებმა ნერვები მოუშალეს ღმერთს (ეტყობა სულ პროტოგურჯები იყვნენ) და იმან წარღვნა მოუვლინა = წარღვნა მოდიოდა და ენლილმა გადაწყვიტა არ ეთქვა ჰომო საპიენსებისთვის, რადგან მათ ნერვები მოუშალეს, ჰოდა მისმა ჟოპოზიციამ/ენკიმ ერთ ჰომო საპიენსს - ზუისუდრა/ნოეს დეტალური გეგმა მიაწოდა როგორ უნდა გადარჩენილიყო :დ

ადამიანს არ მოუვლინა მუსიე სეტ ; 200 გადაგვარებული ენკი-ბენკი რომ ჩამოვიდა დედამიწაზე და ლამაზ-ლამაზი ქალები დაინაწილეს; და გენეტიკური კოდი აღრიეს; ე მაგნების გოლიათ ნაშიერთა გამო მოავლინა წარღვნა; სახელებით და გვარებით ვიცნობთ იმ 200-ვეს :) და ვინც გადასარჩენი იყო თავადვე მიაწოდა ინფორმაცია როგორ და რანაირად უნდა გადაერჩინა პატივცემულ ნოეს.

სხვათაშორის ამბობენ "ნოეს ციკლში" გარდა დედამიწის შესახებ სრული ინფორმაციისა; მისი ფაზებისა ; ასევე იმ სპეც.დავალების შესახებ იყო მოთხრობილი რაც ნოემ შემომქმედისგან მიიღო. ნუ დავალება კი ვიცით ; მადლობა უფალს; მაგრამ დედამიწის შესახებ სრული ინფოც რომ ვიცოდეთ ურიგო არ იქნებოდა. იმათ ექნებათ ეგეც დამალული მარადიული ქალაქის მახლობლად რომ ბრძანდებიან ...  

52 minutes წინ, Seth said:

ჰოდა რას ვერჩით სენიორ? ერთ შემთხვევაში ცოდნა მოგვცა და მეორეში გადაგვარჩინა :დ იესოც გვეთანხმება თან :დ როგორც სენიორ @Houston -მა აღნიშნა წინა გვერდზე :დ

ძალიან გრძელი თემაა მუსიე სეტ ...

ვერანაირად ვერ დაგვეთანხმება უფალი ეშმაკთან და მაცდურთან ჩვენს ურთიერთობაში ; რადგან მისი სიტყვებია : დასამაბიდან სიკეთეში ვერ გაჩერდაო და პირველსაწყისი მკვლელიაო (ეშმაკის მიერ პირველი ადამიანების შეცდენა იგულისხმა)

ნიკოდიმოსი; იყო ასეთი მღვდელმთავარი პონტოელი პილატეს მმართველობის დროს ისრაელში; კაიაფა და ანნას თანამღვდელმთავარი იყო ; გეცოდინებათ ; რამოდენიმე მღვდელმთავარი ყავდათ ებრალებს და ყოველ წესლ ორ მათგანს უმთავრესად ირჩევდნენ ხოლმე; ქრისტე რომ აწამეს იმ დროს იყვნენ კაიაფა და ანნა ; ეს ნიკოდიმოსიც ერთ-ერთი მღვდელმთავარი იყო და უფლის ქადაგებას რომ მოუსმინა სინედრიონში; იმ ღამით თვითონ ესტუმრა იესოს ; - საოცარი საუბარი ჰქონდატ მუსიე სეტ ; ჭკვიანი კაცი ხართ ; წაიკითხეთ და აღარ გექნებათ ასეთი აზრი იესოზე ...

იესოს ხელით შეიქმნა რაც კი რამ შეიქმნა სამყაროში და მის გარეშე არაფერი შექმნილა; საერთოდ არაფერი ; უფლისაა სამყარო; მისი ჩანაფიქრი და განხორციელებულია და ენკი/ეშმაკმა რა უნდა გვასწავლოს ისეთი უფალმა იმაზე მილიონჯერ მეტი არ იცოდეს ??? მოეთმინა ადამს ; ან მოენანიებინა და იქნებ ეხლა სხვა პლანეტებზე უნდა ვთესავდეთ სიცოცხლეს და არა ერთმანეთს ვხოცავდეთ :(

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

რა ისეთი ცოდნა უნდა მისწეს შენაქმნმა შემქმნელზე მეტი ?

სენიორ, წარმოდგენა არ მაქვს რა მისცა.

მაგრამ ფაქტია რომ პატ. ადამმა (აღთქმის ვერსიით) ჩათვალა რომ ღირდა, არა? 

3 minutes წინ, kvipriane said:

და ვინც გადასარჩენი იყო თავადვე მიაწოდა ინფორმაცია როგორ და რანაირად უნდა გადაერჩინა პატივცემულ ნოეს.

ჰოდა, შუმერების ვერსიით ინფორმაციის მიმწოდებელი ენკი იყო სენიორ :დ გამოდის რომ თქვენს პოსტში აღნიშნული შემოქმედი = შუმერების ვერსიით ენკის :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

მაგრამ ფაქტია რომ პატ. ადამმა (აღთქმის ვერსიით) ჩათვალა რომ ღირდა, არა? 

არ ჩათვალა მუსიე სეტ ; შიშმა იცის ასეთი რამეები - შეეშინდა უბედურს (მე ვიყო ნეტა ისეთი უბედური ეხლა რომ ადამია) აკრძალულნაყოფგასინჯული ევა არ წამართვას შემომქმედმაო და მიტო ჭამა :) 

2 minutes წინ, Seth said:

ჰოდა, შუმერების ვერსიით ინფორმაციის მიმწოდებელი ენკი იყო სენიორ :დ გამოდის რომ თქვენს პოსტში აღნიშნული შემოქმედი = შუმერების ვერსიით ენკის :დ

მე ამ სახელით არ ვიცნობ მუსიე სეტ ; - ჩემთვის შემომქმედი არის ის ვისაც ღვთიური ბუნება აქვს და ვინაც ყოველივე ეს განახორციელა :

ღმერთი მამა - ღვთიური ბუნებია : -  მედამ მყოფი; არ აქვს საწყისი ; არ აქვს დასასრული - მარადიული !!!

ღმერთი ძე  - ღვთიური ბუნება  - შობილი (მარადიული!!!) მამისაგან !!!

ღმერთი სულიწმინდა - ღვთიური ბუნება - გამომავალი (მარადიული!!!) მამისაგან !!!

ორონდ ეს ისეა როგორც მზეა : - მზე რაღაც ფორმისაა ; ანათებს და ათბობს; მაგრამ  მზე არის ერთი სამი სხვადასხვა თვისებით :) 

ამ სამს გარდა მე სხვა ჭეშმარიტ ღმერთს (შემომქმედს) არ ვიცნობ  ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

მ სამს გარდა მე სხვა ჭეშმარიტ ღმერთს (შემომქმედს) არ ვიცნობ  ... 

თქვენ არა სენიორ, შუმერები ეძახდნენ სხვა სახელს

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Seth said:

თქვენ არა სენიორ, შუმერები ეძახდნენ სხვა სახელს

შესაძლებელია უწოდებდნენ კიდეც მუსიე სეტ ; არ ვდაობ ამაზე ; მაგრამ მხოლოდ იმის გამო რომ რომ შუმერები ასე მოიხსენიებდნენ  მაშინ მეც ასე ვერ მოვიხსენიებ დღეს; იესომდე კი ბატონო ; შეიძლება მეც შუმერებივით მომეხსენიებინა; - და აი რატომ :

მხოლოდ ის რომ შუმერები უფრო ძველი ხალხია; არ მაძლევს მე იმის საფუძველს რომ მათ უფრო ვენდო ვიდრე იესოს ; რადგან ისეო მოვიდა მამისაგან; პირველი პირისაგან და ამიტომ მისი ნაქადაგები სწავლება მეტად სარწმუნოა ; იმის გამო რომ მან (ძემ) ღვთის (მამის) შესახებ გვამცნო ; აქ დრო უკვე მნიშვნელობას კარგავს; რადგან ვინ უნდა იცოდეს მამის შესახებ უფრო უკეთ და უფრო მეტი და უფრო სარწმუნო ვიდრე მამისგან შობილმა და მის მიერ გამოგზავნილმა ძემ ???

 

11 minutes წინ, Seth said:

შუმერები

 დიახ; ადრეც მითქვამს და ვეთანხმები თქვენსა და სენიორ ერიკის ვერსიას ჩვენი და ებრაელების; კერძოდ აბრაამის შუმერული საწყისების შესახებ ; მაგრამ ნახეთ (!) - აბრაამი იქნებოდა ჩვეულებრივი აბრაამი ; ვინმე მელქისედეკს რომ არ მიენიჭებინა მისთვის ღვთის კაცად წოდების უფლება მეათედის შეწირვის გამო და შემდგომ აბრაამს რომ არ დაემტკიცებინა საკუთარი ერთგულება ღვთისადმი (ისააკის ამბავს ვგულისხმობ)

აბრაამი მისულია; მელქისედეკი არსებული და ღვთის ნების აღმსრულებელი და მადლის მიმნიჭებელი აბრაამზე 

აი მელქისედეკის ნაწერი რომ იყოს ენკი/ენლილი და კომპანია და მათი კოსმოგონია - მაშინ შეიძლებოდა გვესაუბრა ამ ყველაფრის შედრებითობასა და დაჯერება/არდაჯერებაზე ... მელქისედეკი - იესოს პირველსახეა მუსიე სეტ ... აბრაამი და შუმერები - აჩრდილი ...

იმედია მიმიხვდით რასაც ვამბობ ... 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share