Jump to content
×
×
  • Create New...

ისრაელი


Recommended Posts

იყო ისრაელი და იყო იუდეა. ერთმანეთი ისევე უყვარდათ როგორც ჰაოსს და ქართლოსს :) რადგან ეხლა ყველას ერთად კი ჰქვია ებრაელი მარა მაშინ ასე არ იყო. ორთოდოქსალური იუდაიზმი ეს (როგორც ამბობენ) იუდეის ანუ სამხრეთ ებრაელების  - იუდეველების არჩევანია.

ხოლო ჩრდილოელები ისრაელის სამეფო - სამარიტელები იაჰვეს გარდა ძველ ფინიკიურ ღმერთებსაც სცემდნენ თაყვანს. ეს ორი ჯგუფი მათი საერთო სწავლების მიხედვით სხვადასხვა ბიბლიური ძმების თაობაა და მოკლედ გრიზნია ჰქონდათ ერთმანეთში სერიოზული.

ჩრდილოეთ აფრიკა და დასავლეთ ხმელთაშუაზღვა (იმჰო) აითვისა ჩრდილოელებმა ფინიკია/ისრაელი, შემდეგ მოხდა მათი საკმაო ნაწილის გადასვლა პირენეიზე სადაც წინა გვერდებზე ვახსენე, და მარანებად გარდაქმნა. აქვე მოხდა მათ მიერ ჰასკალა და ტაყია ცნებების დაამუშავება.

 

ეს ჯგუფია ძალიან საინტერესო => პირენეის მარანები. აქ მოიხარშა ძალიან ბევრი რამ.

 

ჩვენები ვფიქრობ იუდეველები არიან?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
13 minutes წინ, ASIA said:

ადამიანი ან აღიარებს ახალ აღტქმას, ან არა ანუ რჩება რჯულში და აღასრულებს ძველ რჯულს და ძველი აღთქმით განკიტხვა დამთავრდა მათთვის ვინც ქრისტე მიიღო, დანარჩენები დარჩნენცოდვისბ რჯულში და მისითვე განიკითხებიან - იმჰო, პრინციპში მთლად იმჰო-ც არ არის, ერთი მაგარი მოძღვარი მყავდა ერთ დროს და ...

იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელიც განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად  (იოანე 1-9)

განანათლებს ყოველსა კაცსა რომელიც სოფელში მოდისო და არამხოლოდ იმათო ვისაც ეს სურსო ;) 

ასე რომ ახალი აღთქმის ჭეშმარიტი ნათელი ყოველი კაცისთვის არის მიცემული რადგან ჭეშმარიტი ნათელი იყო სოფელსა შინა

რააა, ვინმე არის ებრაელთაგან რომელსაც ქრისტე არ გაუგიათ ??? ყველა ადამიანმა იცის რომ მზე არსებობს და იგი ანათებს ;)

ვიცი მათი ფსიქოლოგია და რაც უნდატ, მაგრამ იმით რომ ქრისტე არ მიიღეს და ნებავთ ძველ აღთქმაში დარჩენა ვერ გამართლდებიან ;)  მიზეზები აქვს ამას თავისი ...

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
10 minutes წინ, Eric said:

ჩვენები ვფიქრობ იუდეველები არიან?

ამ ოდესმე დიდებულს და სახელგანთქმულს ერს ბედმა ხელიდან გამოსხლიტა სამშობლო და თვითმყოფელობა და განაბნია იგი მთელს დედამიწის ზურგზე, ჩაათესლა უცხო ქვეყნებში, სადაც ებრაელებს მოელოდა ყოველგვარი ტანჯვა და წვალება“. წერს ილია ჭავჭავაძე „ებრაელთა საკითხზე“. ებრაელების მოსვლას პირველად „ქართლის ცხოვრებაში“ ვხვდებით, სადაც ლეონტი მროველი ებრაელების პირველდასახლებას საქართველოში ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას უკავშირებს ძვ. წ. VI საუკუნეში: „...და გამოჳდეს ამას შინა ჟამნი მრავალნი. მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი...“. ძვ. წ. III-II საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი მეგასთენე წერს, რომ: „ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფისგან აოხრებულ ურიათა ერთი ნაწილი შავიზღვისაკენ გადასახლდა“. არსებობსვარაუდი, რომ ებრაელები საქართველოში უფრო ადრე, ძვ. წ. X–VIII საუკუნეში დასახლდნენ, ხოლო ნაბუქოდონოსორისგან დევნილები მათ შეუერთდნენ. ძველი აღთქმის წიგნებში მოხსენიებული „მესეხი“ („მესექი“) იგივე მესხეთია და საქართველოზე მიუთითებს. ებრაელთა შემდეგი მიგრაციული ნაკადი ძვ. წ. 169 წელს შემოვიდოდა. კიდევ ერთი ნაკადი ებრაელებისა ახ. წ. I საუკუნეში მოსულა: „და მეფობდეს შემდგომად მისსა ძენი მისნი. ხოლო ამათსა მეფობასა უესპასიანოს ჰრომთა კეისარმან წარმოტყუენა იერუსალემი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს მცხეთას და დასხდეს ძუელთავე ურიათა თანა, რომელთა თანაერთნეს შვილნი ბარაბასნი, რომელი ჯუარ-ცმასა უფლისასა განუტევეს ურიათა უფლისა ჩუენისა იესოს წილ“. ისტორიკოსი რ. თოფჩიშვილი წერს: „... ებრაელები საქართველოში ყველაზე ძველად მოსული ერთ-ერთი ეთნიკური ერთობაა, რომლებმაც შეინარჩუნეს ეროვნული სარწმუნოება — იუდაიზმი. თუმცა, 26–საუკუნოვანი ცხოვრების მანძილზე ისე შეეწყვნენ ქართველებს, რომ მათ ქართველებისაგან მხოლოდ სარწმუნოება განასხვავებდა. იუდეველების დედაენა ქართული იყო“.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

37 minutes წინ, kvipriane said:

ყველა ადამიანმა იცის რომ მზე არსებობს და იგი ანათებს ;)

რა ტქმა უნდა ასეა, მაგრამ მზე დაიმზირება, რწმენაში ხომ იცით რომ ასე მარტივად არ არის!

ქრისტე რჯულის აღსასრულებლად მოვიდა . . .

44 minutes წინ, Eric said:

ჩვენები ვფიქრობ იუდეველები არიან?

კარგი იქნებოდა, საერთოდაც ისრაელის სამეფო იყო ბევრი მძიმე რაღაცეების მიზეზი ებრაელების ამბებში.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
53 minutes წინ, ASIA said:

და რა ვიცით რა წერია ებრაელების თორაში, ჩვენ ჩვენი ბიბლიით ვუდგებით და იქნებ ეს არის მიზეზი და სხვაობაც

მშვენიერი შენიშვნაა სენიორა. ზუსტად ასეა. 

თორა - ს უფრო სწორად კი თალმუდის ინტერპრეტაციასა და ამ ინტერპრეტაციის მონოპოლიის გამოა ეს განსხვავება.

Share on other sites

  • ფორუმელი
17 minutes წინ, Eric said:

იყო ისრაელი და იყო იუდეა. ერთმანეთი ისევე უყვარდათ როგორც ჰაოსს და ქართლოსს :) რადგან ეხლა ყველას ერთად კი ჰქვია ებრაელი მარა მაშინ ასე არ იყო. ორთოდოქსალური იუდაიზმი ეს (როგორც ამბობენ) იუდეის ანუ სამხრეთ ებრაელების  - იუდეველების არჩევანია.

ხოლო ჩრდილოელები ისრაელის სამეფო - სამარიტელები იაჰვეს გარდა ძველ ფინიკიურ ღმერთებსაც სცემდნენ თაყვანს. ეს ორი ჯგუფი მათი საერთო სწავლების მიხედვით სხვადასხვა ბიბლიური ძმების თაობაა და მოკლედ გრიზნია ჰქონდათ ერთმანეთში სერიოზული.

ჩრდილოეთ აფრიკა და დასავლეთ ხმელთაშუაზღვა (იმჰო) აითვისა ჩრდილოელებმა ფინიკია/ისრაელი, შემდეგ მოხდა მათი საკმაო ნაწილის გადასვლა პირენეიზე სადაც წინა გვერდებზე ვახსენე, და მარანებად გარდაქმნა. აქვე მოხდა მათ მიერ ჰასკალა და ტაყია ცნებების დაამუშავება.

 

ეს ჯგუფია ძალიან საინტერესო => პირენეის მარანები. აქ მოიხარშა ძალიან ბევრი რამ.

 

ჩვენები ვფიქრობ იუდეველები არიან?

 

 

პანდორას ყუთია სენიორ ეს ამბავი :seth:

:დ

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 minutes წინ, ASIA said:

ქრისტე რჯულის აღსასრულებლად მოვიდა . . .

დიახ !!! და ეს ნიშნავს იმას რომ მთელი რჯული ქრისტეზე ღაღადებდა, რომ მოვიდოდა მხსნელი, მან თავისი მოსვლით, განკაცებით და აღდგომით აღასრულა, გინდაც დაასრულა რჯული, ხოლო მას შემდეგ რაც ქრისტე აღსდგა რჯულის საჭიროება აღარ იყო, რადგან რჯული ქრისტესთვის იყო და მან როგორც სრულუფლებიანმა სამყაროს მეუფემ იგი შეცვალა ახალაი აღთქმით (ნეტარებებით, მცნებებით ...)

ვერ უშველით მაგნებს მჭერმეტყველება სენიორა, ... მივიდნენ ებრაელები და კითხეს უფალს, რა არის ყველაზე დიდი საკეთებელი ამ ქვეყნადო, და ხომ გახსოვთ რაც უპასუხატ : - ესე არს ყველაზე დიდი საქმე, გრწმენეს ის ვინც მან მოავლინაო ... 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Seth said:

პანდორას ყუთია სენიორ ეს ამბავი

დიახ სერ !!

ეს ისეთივე რამაა, მაგალითად : ქართველი და სომეხი ისტორიკოსები რომ დასვა ერთ ოთახში ისტორიაზე სასაუბროდ 

ცოცხალი ვერ გამოვა იქედან ვერცერთი :lool:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share