Jump to content
×
×
  • Create New...

ისრაელი


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, ChariotGod said:

სიტყვამ მოიტანა და დარწმუნებული ხართ რომ არაბული სისხლი არ გირევიათ?

:lool: ... ხვამლის მთის კვლევისას აღმოჩნდა უძველესი, მოცსფრო ფერის სამკაულები, რომელიც არნისნული რაოდენობისა აღმოჩენილია მხოლოდ მანდ და ეგვიპტეში, - ასე რომ კაცმა არ იცის დაზუსტებით ვინ და საიდან ვართ, თუმცა ამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო მოსაზრება მოვისმინე და შევეცდები ჩემეული ვერსია გადმოგცეთ ... მე რაც შემეხება სუფთა კოლხური გენის მატარებელი ვარ და ეჭვქვეშ არასოდეს დავუყენებივარ ჩემს მოთხოვნილებებს ;)

 

1 საათის წინ, ChariotGod said:

ეყოთ მაგათ რაც იმავნებლეს. ტყუილად მისტირიხართ, არ არიან ეგენი თქვენი მეგობრები.

ჩინეთზე რასაც ვავილოვი ამბობს ნამეტანი არ დაეჯერება. შეზავებული პროპაგანდაა.

დიდ ბიძიებს ვისაც ეძახით ეგენი კალაჩაკრას ყვითელ იმპერატორს ელოდებიან, გარეკილი აქვთ მაგიაზე. ნამეტანი რაციონალურ ტელადვიჟენიებს ნუ მოთხოვთ.

ჯერ ერთი არავის მივსტირივარ, მართლადიდებელი ქრისტიანი ვარ და როგორ უნდა მივტიროდე მავნებლებს როგორ წარმოგიდგენიათ ??? თუმცა, ის რომ ისინი მავნებლები არია, ეს არ ცვლის მათ გავლენებს და შეხედულებებს სამყაროზე ...

ვავილოვისთვის არ მომისმენია და მართალი გითხრატ არც ვიცი ვინაა

კალაჩაკრა არ ვიცი მაგრამ დამერწმუნეთ ჩემზე კარგად არ გეცოდინებათ ვისაც ელოდებიან ...

1 საათის წინ, ChariotGod said:

ერთი სიტყვა არ მჯერა მე ბიბლიური მითოლოგიის. დევების და ასურების არსებობას უფრო დავიჯერებ ვიდრე მოსეს და ეგვიპტის ამბებს.

დევების რომ გჯერავთ ეს უკვე კარგია ;)  როგორც ჩანს სინამდვილეში მართლაც არსებობდნენ "დევები" , ოღონდ არა ისე ზღაპრული წარმომავლობისანი როგორადაც ხატავენ ...

რაც შეეხება არაბებს , ბიბლიას (ძველ აღთქმას) და ჩვენს წარმომავლობას : (ვიმეორებ, რომ ეს ჩემი ინტერპრეტაცია არ არის, ერთ-ერთი კრიტიკული აზროვნების მქონე ჩვენი მეგობის ვარაუდია, მაგრამ საკმაოდ საინტერესო და არსებობის უფლების მქონე)

- ალბათ დამეთანხმებით, რომ რამდენადაც კაცობრიობისთვის არის ცნობილი, ყველაზე ადრეული ცივილიზაცია, ორ მდინარეს შორის, - ტიგროსსა და ევფრატს შორის აღმოცენდა, ამ ადგილს მესოპოტამიას ეძახიან, პირველი დამწერლობაც (ლურსმული) მათია ნაპოვნი და პირველი მხატვრულ-ეპიკური ნაწარმოებიც მათ დაუწერავთ : - "თქმულება გილგამეშზე" , ამ ხალხს რომელნიც მესოპოტამიაში ცხოვრობდნენ შუმერებს ეძახდნენ.

პოლიტიკური წყობა შუმერეთში ამგვარი იყო : - ორ მდინარეს შორის, ნოყიერ მიწებზე განბნეული გახლდათ რამოდენიმე ქალაქ-პოლისი, რომლების დიახ ერთი არეალი, შუმერეთ იყო, თუმცა თითოეულ ქალაქს საკუთარი მმართველობა ქონდა, მმართველობის ფორმა შუმერეტის ქალაქ-პოლისებში სრულიად იდენტური გახლდათ.

დავახასიათოდ როგორი გახლდათ ეს მმართველობის ფორმა და რა კატეგორიის და წარმომავლობის ხალხი ცხოვრობდა იქ, : - როგორც ვიცით, შუმერეთი მოიაზრება 4000 წლის წინ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე, როდესაც ეთნოსები იმ ფორმით რაც დღესაა არ არსებობდა, შუმერეტის ქალაქ-პოლისებში დაყოფა მაცხოვრებლებისა არსებობდა კასტების მიხედვით ... მოდით ჩამოვთვალოთ როგორი კასტები შეიძლება ყოფილიყო იქ :

1. მშრომელთა კასტა (მიწათმოქმედები, მებაღეები, მექოთნეები, კალატოზები, ხუროები და ა.შ) ანუ დოვლათის შემქმნელი კასტა, ანუ "მეწველი ძროხა"

2. "მწველავთა კასტა" - ელიტარული ჯგუფი, ანუ მთავრობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმაცია მშრომელთა კასტაზე, რომელ ლეგიტიმაციასაც იძლეოდა ქურუმთა დაჯგუფება, ამ ორს ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეეძლოთ, ეს მიახლოებიტ ასე ჟღერს : - აი, ხალხო, 5 დღე ვილოცეთ და ენკიმ ან ენლილმა (ესენი შუმერების ღმერთებია) გვითხრა ეს სიმპათიური თეთრწვერა აბრეშუმით შემოსილი ჭარმაგი კაცი არის მათი წარმომადგენელი რომელსაც მმართველობის ლეგიტიმაცია აქვს თქვენზე ;) სამაგიეროდ თეთრწვერა ჭარმაგი კაცი ქურუმთა ჯგუფს ელიტარულ ჯგუფად რაცხდა :gigi:

3. ამ ორ ზემოთხსენებულ კასტას დაცვა ჭირდება ??? - ანუ მესამე კასტა აუცილებლად უნდა ყოფილიყო დამცველთა, - ანუ  სახედროების კასტა (რომელიც საკუთარ ხელოვნებას , ისევე როგორც ზემოთა ორი კასტა, გადასცემდა მომავალ თაობას)

4 . კიდევ რომელი კასტა უნდა ყოფილიყო , რას გვეუბნება ლოგიკა ??? - ანუ, მოვიდა მოსავალი, ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული კულტურა, იქეთ თიხის ჭურჭელი დამზადდა, აქეთ სხვადასხვა სამკაული, ვინმე მეჯოგე აბრამმა ცხვარ-ძროხა წაასხა საძოვარზე , ძოვებ-ძოვებით ჩავიდა სხვა ხალხებამდე და სხვა დასახლებებამდე და იქ ნახა რომ ვთქვათ 10 მეშოკ ბანანში ერთი ცხვარი გამოართვეს, როდესაც შუმერეთში დაბრუნდა სადაც ბანანი არც კი ენახათ, ერთ მესოკ ბანანში ორი ცხვარი მისცეს ;) - თავიდან მეჯოგე-ვაჭრების, ანუ შემდგომ უკვე ფინანსისტების კასტა, რომლების სხვადასხვა ზედმეტ დოვლათს არ აფუჭებენ, ყიდიან, ვაჭრობენ და მათი დავალება ერთადერთი გახდა დროთა განმავლობასი, ფულს ფული აშოვნინონ  ...

დანარჩენი უკვე ადვილი ... :) 

იმედია მიხვდებით დღესდღეობით ვინ რომელი კასტიდანაა წარმომავლობით ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

@kvipriane

კასტებზე ვიფიქრე ერთი პერიოდი და არ ვარ მაგ კლასიფიკაციის მომხრე. რამდენადაც ვიცი პორტუგალიელების მოფიქრებულია, ვარნების სისტემა ერთულათ და გაამარტივეს თავის ჭკუაში. კონცეპცია შეიცვალა ამ დროს. მერე ინგლისელებმა იზრუნეს რომ ინდოელებსაც დაეჯერებინათ 4 კასტის არსებობა.

4 საათის წინ, kvipriane said:

როგორც ჩანს სინამდვილეში მართლაც არსებობდნენ "დევები" , ოღონდ არა ისე ზღაპრული წარმომავლობისანი როგორადაც ხატავენ

ეს ჩვენი დევები არა. ესენი რომ არსებობდენ მაგაში დაუჯერებელი არაფერია. გიგანტიზმის რაღაც ფორმა ექნებოდა ვინმეს და - ო დევი!

სხვა დევებზე ვამბობ. ინდური მითოლოგიაა უცხოპლანეტელებზე. ასურების და დევების დაპირისპირებაზე. არქიტექტურაში ბევრგან აქვთ გამოსახული. შეიძლება მართლა რაღაც იყო xz.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, ChariotGod said:

კასტებზე ვიფიქრე ერთი პერიოდი და არ ვარ მაგ კლასიფიკაციის მომხრე

ჩვენს შემთხვევაში კასტები ვუწოდეთ იმ ჯგუფებს რომლებიც გაერთიანებულები იყვნენ ასე ვთქვათ ერთიდაიგივე ხელობით, არ არის მანდ ძირეული შეუთანხმებლობა, შეგიძლიათ ჯგუფი, გუნდი, ან უბანი უწოდოთ, მთავარი ისაა რომ ერთი ხელობის ხალხი შუმერულ ქალაქ-პოლისებში ერთმანეთთან მეზობლობაში ცხოვრობდა, ანუ უბნებად იყო დაყოფილი, აქეთ მშრომელთა ჯგუფი, იქეთ ელიტარული (მთავრობა+ქურუმები) , მარჯვნივ სამხედროები, მარცხნივ ფინანსისტები, ან პირიქით, მთავარი ისაა რომ აღნიშნული 4 ჯურის ხალხია სახელმწიფოს შემადგენელი შუმერული ცივილიზაციით რომელიც დღემდე გრძელდება , ასე რომ, - შუმერში ჩვენს მიერ დახასიათებულად, ანუ პრიმიტიულად გამოისახებოდა, ხოლო დღესდღეობით, ანუ სადღაც 6000 წლის შემდეგ განვითარდა-გართულდა, თუმცა მაინც იმ 4 ჯგუფამდე დაიყვანება ყველა ვარიანტში ;) აქედან გამომდინარე დღევანდელობა შუმერების ცივილიზაციის გარკვეულწილად განვითარებული ერთ-ერთი სტადიაა, ამიტომაც მკვლევართა აზრით - "შუმერეთიდან იწყება ისტორია" :)

1 საათის წინ, ChariotGod said:

სხვა დევებზე ვამბობ. ინდური მითოლოგიაა უცხოპლანეტელებზე. ასურების და დევების დაპირისპირებაზე. არქიტექტურაში ბევრგან აქვთ გამოსახული. შეიძლება მართლა რაღაც იყო xz.

მეც სხვა დევები ვიგულისხმე, ოღონდ არანაირი უცხოპლანეტური :gigi: - ყოფნით, რათქმაუნდა იყო, მაგრამ არა ისე როგორც ეს დღეს ბევრს წარმოუდგენია ...

უბრალოდ ვერ მივედით აქამდე ... როგორც მოგეხსენებათ , მხოლოდ სადღაც 100 წლის წინ დაკანონდა (ასე ვუწოდოთ) მთავრობისადმი ხალხისგან მინიჭებული ლეგიტიმაციის აუცილებლობა, მანამდე კი მართვის ლეგიტიმაცია ღვთიურ ნებას უკავშირდებოდ და ღვთისმახურნი გამოითხოვდნენ ხოლმე მეფისათვის ან მთავრისათვის ხალხის მართვის ლეგიტიმაციას, რომელიც უმთავრესად მემკვიდრეობითობაზე იყო დაფუძნებული, მაგალითად ბიზანტიაში როგორც დღევანდელი სინოდია, მზგავსი კრება ანიჭებდა ლეგიტიმაციას იმპერატორს ან მეფეს, მანდ შესაძლებელი იყო სულაც იმპერატორის ვაჟი კი არა , არამედ სხვა , ღირსებით აღჭურვილი პირი გამხდარიყო იმპერატორი თუ კი საეკლესიო კრება ამას დაადასტურებდა, რომში სენატი იყო და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ...

მაგრამ რატომ და ვინ მოიფიქრა ასე, რომ ლეგიტიმაცია ღვთისაგან გამოეთხოვათ ??? - ორი მოსაზრებაა ამის თაობაზე , ერთნი ამტკიცებენ რომ ეს თემა ქურუმთა კასტის/ჯგუფის მოფიქრებულია საკუთარი უზრუნველყოფის და ელიტარულ ჯგუფში არსებობის გამოო, ხოლო მეორენი რელიგიურ საკითხს უდებენ საფუძვლად, - პირადად მე რელიგიური საკითხისკენ ვიხრები, ოღონდ ისე რომ , ადამიანთა სიხარბის გამო ხშირად ხდებოდა ღვთის ნების იგნორირება, ანუ სახელმწიფო მაშინ ხდებოდა ძლიერი და უძლეველი, როდესაც ღვთის ნებით მირონცხებული მეფე მართავდა მას ...

რატომ ვისაუბრე ამ საკითხზე, - რათა ნათლად წარმოჩენილიყო უძველესი ხალხების დამოკიდებულება ცხოვრების წესის მიმართ, - შუმერებს , ისევე როგორც სხვა ხალხებს, საკუთარი ღმერთები ყავდათ, წარმართული ღმერთები, - ადამიანმა ცაში ყუება რაც დაიწყო მისი ინტერესი მუდამ იყო ასტროლოგია, კოსმოგონია და რელიგიური საკითხები, ასე რომ ადამიანის შინაგანი ბუნების შემადგენელი ნაწილია რელიგია , რადგან მისი შექმნიდან გამომდინარე , ადამიანის სულს ადრე თუ გვიან მაინც უჩნდება სურვილი კოსმოგონიასთან ურთიერთობისა, - ძალიან შორს წავალთ ამ თემას რომ ბოლომდე ჩავუღრმავდეთ, მოკლედ ვიტყვი : - შუმერების და ებრაელების თორა (ჩვენი ძველი აღთქმა) ძალიან წააგავს ერთმანეთს , ამის მიზეზიც ალბათ 2-3 შეიძლება იყოს, თუმცა არც შუმერების კოსმოგონიაში და არც ძველი აღთქმის წერილში ფართოდ არ არის გაშლილი ერთი მნიშვნელოვანი საკითხი : - ესაა წარღვნის მიზეზები !!!  - რის გამო მოახდინა ეგზომ უდიდესი მოვლენა შემოქმედმა ??? განა რა დააშავეს ადამოანთა მოდგმამ ისეთი რომ საჭირო გახდა წარღვნა ???  ... და აი აქ შემოდის სასაუბრო თემაში მნიშვნელოვანი ფაქტები თქვენს მიერ ნახსენებ "დევებზე" ...

 რატომ აკრძალეს ებრაელებმა "ევნუქის წიგნი", როდესაც მთელი სამყაროს არსებობის განმალობაში სულ ორი პიროვნება იქნა ღვთის (შემომქმედის) მიერ ატაცნილი ზეცად სიკვდილის განუცდელად (ანუ ცოცხლად), ესენი არიან, - ელია თესბიტელი და ენუქი ?????????? რა წერია განა ასეთი ამ ენუქის წიგნში რომ ის ვატიკანის საცავებშიც კი გასაიდუმლოებული ინახება ????????? საინტერესოა არააა ???? ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

კასტების კონცეპციას აქვს ნაკლი. აი მაგალითად ჩვენთან ითვლება რომ მიწათმოქმედი ამავდროულად მებრძოლს წარმოადგენდა. მეორეს მხრივ ქურუმების კასტა შეიძლება სულაც არ ყოფილიყო ერთიანი ანუ ცალკე ყოფილიყვნენ კულტის მსახურები ცალკე ადმინისტრაციული აპარატი სიტყვაზე. შეიძლება საერთოდ ეგოლიტარული საზოგადოება იყო და არჩევნებით წყვეტდნენ ვინ რა მოვალეობას შეასრულებდა კონკრეტულ დროს. 5000 წლის წინანდელს კი არა გუშინდელ გაზეთს არ დაეჯერება.

 

დევებში ალბათ ნეფილიმებს გულისხმობთ.

42 minutes წინ, kvipriane said:

ვატიკანის საცავებშიც

გაასაჯაროებენ მაგას ადრე თუ გვიან. იმედი მაქვს მოვესწრებით.

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, ChariotGod said:

ქურუმების კასტა შეიძლება სულაც არ ყოფილიყო ერთიანი ანუ ცალკე ყოფილიყვნენ კულტის მსახურები ცალკე ადმინისტრაციული აპარატი სიტყვაზე

დიახ, ქურუმები ცალკე დაჯგუფება იყო , ადმინისტრაციული აპარატი ანუ მთავრობა ცალკე, თუმცა ქალაქი-პოლისის ერთიდაიგივე პრესტიჟულ რაიონში ცხოვრობდნენ, რადგან მმართველ ჯგუფთან ერთად ელიტარლ გუნდად ითვლებოდნენ ...

 

11 minutes წინ, ChariotGod said:

დევებში ალბათ ნეფილიმებს გულისხმობთ.

კი ... ენოქის წიგნში არის დამაჯერებელი ინფორმაცია ამის შესახებ

საქმე იმაშია, რომ შეუძლებელია სამყაროს შემომქმედს ადამიანთა დიდი ცოდვების და თუგინდ სხვა ადამიანური უძლურებისა თუ სისუსტეების გამო მოეხდინა წარღვნა, - ასეთ გრანდიოზულ მოვლენას მიზეზიც გრანდიოზული უნდა ჰქონიდა, და ესაა სწორედ რაც ენოქის წიგნში ნათლად ჩანს და რის გამოც აიკრძალა, ჩანაცვლდა, დაიმალა, გასაიდუმლოვდა თუ მიჩქმალულ იქნა ...

ენოქის წიგნი ამბობს, რომ - ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილება მოხდაო ;)  (ნუ დაახლოებით ასეთი, - ვთქვათ ლომი და არწივი რომ შევაჯვაროთ) ... 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

8 minutes წინ, kvipriane said:

სამყაროს შემომქმედს

არ ვიზიარებ ბიბლიურ კონცეპციას. ერთი რომ გადამოწმებადი არ არის, მეორე - თავის თავში წინააღმდეგობრივია, მესამე (ვთქვათ დავხუჭეთ მაგ წინა ორ ფაქტორზე თვალი) - დესტრუქციულია, ვნებს მატარებელს. ვინც იზიარებს იმათ რომ ვუყურებ ნამეტანი სურვილი არ მიჩნდება რამით დავემსგავსო.

წარღვნას რაც შეეხება ნამეტანი არ სჭირდება მაგას ზებუნებრივი ჩარევა. ნოეს კიდობანი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად ამისა რამოდენიმეგან 'აღმოაჩინეს' უკვე. :)

Share on other sites

  • ფორუმელი
38 minutes წინ, kvipriane said:

დიახ, ქურუმები ცალკე დაჯგუფება იყო , ადმინისტრაციული აპარატი ანუ მთავრობა ცალკე, თუმცა ქალაქი-პოლისის ერთიდაიგივე პრესტიჟულ რაიონში ცხოვრობდნენ, რადგან მმართველ ჯგუფთან ერთად ელიტარლ გუნდად ითვლებოდნენ

მართალია სენიორ, თუმცა ერთი სერიოზული განსხვავება იყო ამ 2 -ს შორის პერიოდების მიხედვით.

უფრო ადრინდელი პერიოდში ქურუმები იყვნენ ე.წ. მთავარი ტიპები, იმის გამო რომ მათ Ჰქონდათ ექსკლუზიური საშუალება ემუშავათ პირდაპირ ღმერთებთან.

მოგვიანებით ეს შეიცვალა და ღმერთებმა დანიშნეს მეფე რომელსაც ქურუმებთან ერთად მისცეს იგივე ექსკლუზივი. (სხვათაშორის მეფე ღმერთის ხელდასხმულია- კონცეფცია, სათავეს სწორედ აქედან იღებს).

 

ზევით რაც გიწერიათ ე.წ. "კასტებზე" გეთანხმებით. ეგ ვერსია ასევე ნაწილობრივ დადასტურებულია ივ. ჯავახიშვილის მიერაც. რაც მან გამოიკვლია, მივიდა იქამდე რომ პროტოქართველური ტომები ცხოვრობდნენ მესოპოტამიაში, ქალაქ ურთან ახლოს ;)

 

Share on other sites

  • ფორუმელი
45 minutes წინ, kvipriane said:

ენოქის წიგნი ამბობს, რომ - ადამიანის გენეტიკური კოდის ცვლილება მოხდაო ;)  (ნუ დაახლოებით ასეთი, - ვთქვათ ლომი და არწივი რომ შევაჯვაროთ) ... 

არამარტო სენიორ. ენოქის წიგნში ეს ამბავი მოხვდა უძველესი შუმერული წყაროებიდან.

ნინევიას გათხრების დროს, აშურბანიპალის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს მათ შორის 7 თიხის ფირფიტა უძველესი შუმერული ტექსტებით. ამ ფირფიტებს დღეს ქვია Seven tablets of Creation. ჰოდა ეგ ამბავიც მაქედან იღებს სათავეს. ატრაქაზისთან, გილგანემეშის ეპოსთან და ენკკის წიგნთან ერთად ეს კიდევ ერთი დადასტურებაა რომ ძველი აღთქმის საფუძველს სწორედ ეს წყაროები წარმოადგენდა.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share