Jump to content
×
×
  • Create New...

ევთანაზია - სიცოცხლის უფლება

რედაქცია
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რამდენიმე დღის წინ სასწრაფოს რომ გადავყავდი მხარმოტეხილი და ტკივილს დამატებული ყოველი მანქანის "ჩარტყმა" უარესად მხდიდა და იმ წუთებში ვფიქრობდი - ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იტანჯებიან გაუსაძლისი ტკივილებით ხოდა მართლმადიდებლობა ხომ კრძალავს სიცოცხლის დროზე ადრე შეჩერებას, ისე კანონიც . რა თქმა უნდა უარყოფითი მხარეებიც აქვს რომ დაკანონდეს მაგრამ ასეც არ შეიძლება რა.

ჩემმა მეგობარმა რამდენიმე წლისს წინ ნოტარიულად დაამოწმა, რომ თუ იქნება გამოუვალ მდგომარეობაში დააძინონ, რისი მოწმე და ხელმომწერიც მე გავხდი ნოტარიუსთან.

ღმერთმა დაიფაროს მაგრამ აი ეგ კი არ ვიცი რო რამე რამდენად აღსრულდება.

რას ფიქრობთ ბადცი თქვენ? 

უნდა გვქონდეს თუ არა სიცოცხლის არჩევანის უფლება,ხაზგასმით - მუდმივი გაუსაძლისი ტკივილების , თუნდაც კომის დროს (ეს ნოტარიულად შეიძლება დამოწმდეს, მაგრამ რამდენად აღსრულდება ვიმეორებ, რომ არ ვიცი ) ან სხვა დროში გაწელილი , უიმედო, სერიოზული დაავადებების დროს?

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, რედაქცია said:

აი კომაში მყოფს, ტუჩგადმობრუნებულს, გონებაარეულს,  დამახინჯებულს, გატანჯულს, რაღაცა არსებად ქცეულს, რომელსაც აღარც ტუჩის ფანქარი მომიხდება, აღარც გასწორებული თმა, აღარც სიცილი და სისულელეებზე ფიქრი აღარ შემეძლება, საყვარელი ადამიანებით ტკბობა, სეირნობა, შოკოლადების ჭამა და სხვებსაც დავტანჯავ, რა თქმა უნდა უნდა მქონდეს მაგის უფლება რო გამიშვან და გამანებონ საერთოდ თავი რაა! 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ჩვენთან 'აქტიური ევთანაზია' აკრძალულია, ანუ ექიმი ვერ გაგიკეთებს ნარკოტიკს ან რამე სხვა პრეპარატს რო დაგაძინოს, მაგრამ თუ უიმედოა მკურნალობა, შეიძლება აღარ გააგრძელონ თერაპია. პაციენტს აქვს უფლება, უარი თქვას სამედიცინო მომსახურებაზე. 

როგორი ტკივილითაც არ უნდა იტანჯებოდე, თუ ვინმე თუნდაც თვითმკვლელობაში დაგეხმარა, სისხლის სამართლის დანაშაულია. ნუ, ზოგჯერ შეიძლება არ მივიდეს საქმე პატიმრობამდე, მარა ნასამართლეობას ვერ აცდებით. 

პაციენტებს არ მგონია პრობლემა ქონდეთ განსაკუთრებით ტკივილის მომენტში, ექიმები უფრო უნდა იყვნენ წინააღმდეგები. როცა ჯანდაცვის სისტემას, როგორც ყველაფერს ამ ქვეყანაში უნდობლობით უყურებენ, ეს კიდევ უფრო დაარტყავს. მერე მორალურადაც, ექიმს სთხოვ, რომ მკვლელობაში  მიიღოს მონაწილეობა, რაც მარტივი არაა. 

რელიგიურადაც სანამ თავის ტვინი მუშაობს, აპარატიდან  გამორთვა არ მოსულა. მერე კი

ხოდა, როგორც წესი, ევთანაზია მაშინ კეთდება როცა არჩევანი არ შეგიძლია. (თუ მანამდე არ გააკეთე ნოტარიალურად)

Edited by Moor

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, რედაქცია said:

ჩემმა მეგობარმა რამდენიმე წლისს წინ ნოტარიულად დაამოწმა, რომ თუ იქნება გამოუვალ მდგომარეობაში დააძინონ, რისი მოწმე და ხელმომწერიც მე გავხდი ნოტარიუსთან.

რანაირად, თუ აკრძალულია? კანონის დარღვევა გააფორმა ნოტარიუსმა? 

ან გამოუვალი მდგომარეობა როგორ უნდა დააიდენტიფიცირო? ის, რომ ოფიციალური მედიცინა რაღაცას ვერ შველის, გამოუვალი მდგომარეობა არაა. ახლოსაც კი არ. უამრავი შემთხვევა ამტკიცებს ამას.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, რედაქცია said:

რას ფიქრობთ ბადცი თქვენ? 

ჩემი სიცოცხლე ან ჩემია ან არ არის ჩემი. როგორც ფული მაგალითად.

თუ ჩემია უნდა შემეძლოს რომ თუ მინდა სტრიპტიზიორშას ჩავუტენო ტანგაში და თუ მინდა zen garden გავაკეთო ოღონდ სილის მაგივრად კოკაინით და მერე შევიყნოსო მთლიანად.

სიცოცხლეც თუ არ შემიძლია ისე განვკარგო როგორც მინდა ნებისმიერ მომენტში, ესეიგი მთლად ჩემი არ არის, ხოდა ეგეთი სიცოცხლის კარგიც.

რომ შევადაროთ ორი ადამიანი, ერთი რომელიც ჯანმრთელია ასეთუისე და თავის მოკვლა უნდა და მეორე რომელიც იმდენადაა დასუსტებული რომ უბრალოდ ვერ მოახერხებს.

პირველის თვითმკვლელობის პრევენცია ხო რეალურად არ არის გაკონტროლებადი? თუ რბილ ოთახში არ ჩაკეტავ მთელი სიცოცხლე, ნებისმიერი აივანის, ხიდის ან შუშის ნაჭერის გამოყენება შეუძლია.

ხოდა იმ დასუსტებულის ნების შესრულებას სხვას რომ უკრძალავ, ამით ისედაც მოწყვლად ტიპზე კიდე უფრო წიხლის ჩაჭერა არ გამოდის?

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

რანაირად, თუ აკრძალულია? კანონის დარღვევა გააფორმა ნოტარიუსმა? 

ან გამოუვალი მდგომარეობა როგორ უნდა დააიდენტიფიცირო? ის, რომ ოფიციალური მედიცინა რაღაცას ვერ შველის, გამოუვალი მდგომარეობა არაა. ახლოსაც კი არ. უამრავი შემთხვევა ამტკიცებს ამას.

ანდერძი დაწერა და ეგეც შეიტანა, რა ვიცი რანაირად ? ვერ ვერკვევი კანონში მაგ დონეზე.

არ ნიშნავს რომ შესრულდება თუ მოხდა მსგავსი.

ხოდა კაცმა მაგიტომაც დაწერა, რომ არ უნდა, რო რამე თვეები იყოს კომაში.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

ან გამოუვალი მდგომარეობა როგორ უნდა დააიდენტიფიცირო? ის, რომ ოფიციალური მედიცინა რაღაცას ვერ შველის, გამოუვალი მდგომარეობა არაა. ახლოსაც კი არ. უამრავი შემთხვევა ამტკიცებს ამას.

ეს არის უარყოფითი მხარე ოფიციალურად თუ გახდა დასაშვები, ანუ ექიმსაც შეუძლია უკვე ლეგალურად დაგბრიდოს, მაშინ როცა არაა აუცილებლობა.

Share on other sites

  • ფორუმელი

აბა ჯაბა ბოჯგუასთვის გეკითხათ უნდოდა თუ არა ერთი თვე მაინც ისე ყოფნა როგორც იყო არა თუ წლები

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share