Jump to content
×
×
  • Create New...

მეცნიერებმა ბუნების მეხუთე ძალის არსებობის მტკიცებულებები აღმოაჩინეს — ეს ყველაფერს ცვლის


Guest Paradigma
 Share

Recommended Posts

მეცნიერებმა ბუნების მეხუთე ძალის არსებობის მტკიცებულებები აღმოაჩინეს — ეს ყველაფერს ცვლის

per_606ec37c74feb.jpeg
2,697წაკითხვა173გაზიარება
   
 

ილინოისში მდებარე ამაჩქარებლის, ფერმილაბის ლაბორატორიის მკვლევრებმა ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოაჩინეს. სუბატომიური ნაწილაკი, სახელად მიუონი არ ექვემდებარება ფიზიკის ცნობილ კანონებს. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

მიუონი ელექტრონს ჰგავს, მაგრამ მასზე 207-ჯერ უფრო მასიურია. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ინტენსიური მაგნიტური ველის ზემოქმედებისას მიუონები ძალიან უცნაურად იქცევიან. ეს კვანტური ფიზიკის წყალგამყოფი მომენტია. ამ აღმოჩენის დადასტურების შემთხვევაში, ფერმილაბში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა და მისმა შედეგებმა, შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ეს ფიზიკის ფუნდამენტური გაგების გადააზრებასაც შეიძლება ნიშნავდეს.

"მონაცემები რასაც ჩვენ ვზომავთ მიუონების სამყაროსთან ურთიერთქმედებას ასახავს. თუმცა, როდესაც ამ მონაცემის გამოთვლა ხდება, შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა. არადა ამისთვის ფიზიკის ყველა ფუნდამენტს ვიყენებთ, მაგრამ მაინც არ გამოდის. ეს მიანიშნებს, რომ მიუონი მგრძნობიარეა ისეთი რაღაცის მიმართ, რაც ჩვენთვის სრულიად უცნობია." — ამბობს რენე ფატემი, კენტუკის უნივერსიტეტის ფიზიკოსი და კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ეს დიდ შეკითხვას აჩენს: ბუნების რა ძალა მოქმედებს მიუონზე?!

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს მატერიისა და ენერგიის ისეთი წყაროები, რომლებიც ჯერ ჩვენთვის ცნობილი არაა. შესაბამისად, ეს არ ისახება სტანდარტული მოდელით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საუბარია ბუნების მეხუთე ფუნდამენტურ ძალაზე, რომელიც გრავიტაციას, ელექტრომაგენტიზმს, სუსტ და ძლიერ ბირთვულ ძალებს დაემატება.

ახალი ექსპერიმენტი ბრუკავენის ეროვნულ ლაბორატორიაში ჩატარებულ, 2001 წლის ექსპერიმენტების შედეგებს ადასტურებს.

"ბრუკავენის ექსპერიმენტის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, სასიამოვნოა, რომ ამ საიდუმლოს საბოლოოდ ამოვხსნით", — ამბობს ფერმილაბის მეცნიერი კრის პოლი, რომელიც ორივე ექსპერიმენტზე მუშაობდა.

ჯერ კიდევ არსებობს შანსი, რომ ფერმილაბის ახალი გაზომვები არასწორია. თუმცა, საუბარია 40 000-დან ერთ შანსზე. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერები ოფიციალურად ჯერ კიდევ ვერ ადასტურებენ ბუნების მეხუთე ძალის არსებობას, მაგრამ როგორც ხედავთ, შანსები ძალიან დიდია.

კრის პოლიმ, ასევე აღნიშნა, რომ ფერმილაბში ჩატარებული ექსპერიმენტების მხოლოდ 6 პროცენტია გაანალიზებული.

"ეს შედეგები უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან დამაინტრიგებელია. თუმცა, მონაცემების გაანალიზება გაგრძელდება და მომავალ ორ წელიწადში ბევრად მეტი გვეცოდინება", — თქვა კრის პოლიმ.

"ეს ძალიან ამაღელვებელია და ისეთ მომავალზე მიგვანიშნებს, სადაც ახალ ნაწილაკებს, ძალებს და კანონებს აღმოვაჩენთ", — ამბობენ მეცნიერები.

წყარო: Futurism 

გაიგეთ მეტი: ფიზიკა, კვანტური ფიზიკა, კვანტური მექანიკა, ბუნების ძალები

 
Share on other sites

35 minutes წინ, Paradigma said:

ეს ყველაფერს ცვლის

ეჭვიც არ მეპარებოდა )

 

36 minutes წინ, Paradigma said:

ბუნების რა ძალა მოქმედებს მიუონზე?!

სენიორ კვიპრიანე, რას არ მოიგონებენ ოღონდ ღმერთი არ იწამონ

დაველოდოთ ამჯერად რას მოიფიქრებენ

 

 

ბატონი ალბერტი ჩავაჩოჩეთ? ძალიანაც კარგი, ))

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Eric said:

სენიორ კვიპრიანე, რას არ მოიგონებენ ოღონდ ღმერთი არ იწამონ

დაველოდოთ ამჯერად რას მოიფიქრებენ

ეჰ სენიორ, დიდი ხანია მოფიქრებული აქვთ ... 

ახალი თემის გახსნა მინდოდა სათაურით : - რა ხდება საქართველოს ეკლესიასა და მსოფლიოში

მაგრამ იყოს აქ , მაგ თემას მერე გავხსნი, ერთი-ორ მოვლენას ველოდები კიდევ და ...

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

არც გრავიტაციაა და არც მაგნიტიზმო ანუ :))

არის რაიმე ვარაუდი, რომ ბნელი მატერიის ზემოწმედებას განიცდის? 

ახალი ძალა არაა ჯერ, უბრალოდ არ ვიცით რა არის

Share on other sites

  • ფორუმელი

მილა იოვოვიჩი?

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

Guest Genetic Miracle
2 საათის წინ, Chigurh said:

არც გრავიტაციაა და არც მაგნიტიზმო ანუ :))

 

ხო, 

Quote

საუბარია ბუნების მეხუთე ფუნდამენტურ ძალაზე, რომელიც გრავიტაციას, ელექტრომაგენტიზმს, სუსტ და ძლიერ ბირთვულ ძალებს დაემატება.

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share