Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Eric said:

ეს ნიშნავს რომ მოგვები არაბულად შეიმოსნენ მაგრამ სიღრმეში ისევ მოგვებად დარჩნენ.

ჯეკობსებიც მოგვებია ??? (მოგვების რომელი განშტოებაა ნეტავ ?)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, kvipriane said:

რას ამბობთ მუსიე? ვახოს დროს უკვე კარგა ხნის ნაპართიაყოფილები იყვნენ

დაჟე ფარნავაზის თუ არა, ფარსმან ქველიდან 100%-იანი "დამოუკიდებელი იგროკების" სახელიც ქონდათ და რამოდენიმე საკუთარი "ტრიუკიც" (დარიალის ონკანის ჩათვლით)

ჰოდა მაგ დროს ბედუინები სად იყვნენ თქო. და ვახო კიდევ დიდწილად პართიული პროდუქტი იყო.

Share on other sites

  • ფორუმელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილობრივებთან მეტი კომუნიკაცია გამართონ. დეპუტატმა ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მისი თქმით, ინფორმაციის ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად უნდა მოგვარდეს.

„2010-დან 2020 წლის ჩათვლით 8-ჯერ გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება, რადგან იზრდება ეკონომიკა, იზრდება მოხმარება და, ბუნებრივია, ეს საჭიროებს ელექტროენერგიის დამატებით წყაროს. 2019 წელს ჩვენ მილიარდ 600 მლნ კილოვატზე მეტი ენერგიის იმპორტი განვახორციელეთ და ეს იზრდება; ისევე, როგორც 2012 წლის 25 მილიარდიანი ეკონომიკა დღეს უკვე 50 მილიარდი ლარი გავხადეთ.

ნამახვანჰესი, რომელიც გარდა იმისა, რომ 800 მილიონიან ინვესტიციას გულისხმობს, 30 მლნ უკვე დაურიგეს მოსახლეობას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვისაც. ალბათ, მეტი კომუნიკაცია გვმართებს არა მხოლოდ ადგილობრივებთან... 1500-მდე ადგილობრივი დასაქმდება მუდმივად“, - განაცხადა ზარქუამ.

დეპუტატი ირწმუნება, რომ გარემოს დაცვითი საკითხები სრულად არის გათვალისწინებული და ჰესის შენებლობის ნებართვაც ასე გაიცა.

„იქ უნდა აშენდეს ჰესი. ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ალბათ მეტი კომუნიკაცია გვმართებს. მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დავიწყოთ კომუნიკაცია, ჩვენც ჩავერთვებით, მზად ვართ, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მოსახლეობას. როგორც ჩანს, ეს პრობლემა გვაქვს და უნდა მოვაგვაროთ“, - აღნიშნა დეპუტატმა.

 

უკაცრავად, მაგრამ ეს მოხმარება რის ხარჯზე იზდება ? რამდენადაც ვიცი საქართველოში არც მერსედესის კონცერნია და არც რაიმე ჰაიტექ ფირმების საწარმიები და რა ზრდის ამ მოხმარებას რომ დაგვიზუსტოდ იქნებოდეს. 

Share on other sites

  • ფორუმელი
25 minutes წინ, Deutschland said:

უკაცრავად, მაგრამ ეს მოხმარება რის ხარჯზე იზდება ? რამდენადაც ვიცი საქართველოში არც მერსედესის კონცერნია და არც რაიმე ჰაიტექ ფირმების საწარმიები და რა ზრდის ამ მოხმარებას რომ დაგვიზუსტოდ იქნებოდეს. 

1. კრიტპოვალუტის მაინინგი

2. ექსპორტი. 

ამ ნამახვანჰესის კონტრაქტში ერთი მთავარი კაბალურობა ისიცაა, რომ რაღაც პერიოდის მერე ვალდებულება აღარ აქვთ ადგილზე გაყიდონ ენერგია და შეუძლიათ მთლიანად გაიტანონ

 

 
Share on other sites

1979 წელს დაწყებული 'საბჭოთა ენერგეტიკული ოცნება - აღსრულდება _ საქართველო ხუდონჰესის მშენებლობას იწყებს!

 

ბატონი ვოვა საუბრის დასაწყისში 1989 წელს იხსენებს, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის პარალელურად, ხუდონის პროექტზე მუშაობა შეწყდა: 'ეს კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო და არა ის, რომ მართლა არ უნდოდათ ხუდონი', _ ამბობს ის. ამჟამად იგი განახლებული ხუდონის პროექტში კომპანია Trans Electrica Limited-მ დაასაქმა. _ 'მაშინ ხუდონი რომ აგვეშენებინა, ენერგოკრიზისი აღარ გვექნებოდა'

 

ხუდონჰესი  ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 1985 წლიდან შენდება საქართველოში, ხაიშის თემში, მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე ენგურზე. მისი სიმძლავრე 704 მეგავატი ხოლო გამომუშავება წელიწადში 1,5 მილიარდი კვ/სთ იქნება. კაშხლის სიმაღლე კი 202 მეტრი.[1]

 

90-იან წლებში გამარჯვებად თვლიდა ზოგიერთი პოლიტიკოსი ხუდონის შეჩერებას. . . . 

 

6 საათის წინ, Moor said:

ერთი მთავარი კაბალურობა ისიცაა, რომ რაღაც პერიოდის მერე ვალდებულება აღარ აქვთ ადგილზე გაყიდონ ენერგია და შეუძლიათ მთლიანად გაიტანონ

ხოდა ძაანაც კაი რომ აპროტესტებენ  . . .

 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

https://www.facebook.com/realurisivrtse.1tv.ge/videos/433853174548241

 

მგონი ერთ-ერთ იმ მცირეთაგანია, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ

საუბრობს თბილისის ემირატზე :boli:

Edited by Say_or

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Say_or said:

https://www.facebook.com/realurisivrtse.1tv.ge/videos/433853174548241

 

მგონი ერთ-ერთ იმ მცირეთაგანი ტიპია, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ

საუბრობს თბილისის ემირატზე :boli:

როგორ დაბერებულა პატივცემული :) არ იყო ცუდი კაცი კიარადა კაი კაცი იყო ადრე... მერე აღარ ვიცი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share