Jump to content
×
×
  • Create New...

პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ (ერთიანი თემა)


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

?

 

1 minute წინ, Seth said:

რას ეძახიან ქუთაისს

მამაქალაქი ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ამბიცია , - გიყვარდეს - დიდია !!! :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

დაიწყეთ ჰესით და დაასრულეთ ქუთაისით? :დ

არ სჭირდება ქუთაისს დედაქააქობა. (მამაქალაქობა კიდევ თვითონ არ შეურქმევია, ასე,  უწოდეს მათ, ვინამაც ქუთაისის ფასი იცის!) 

 

ესეც ჰეს-ზე ჩატარებული კვლევა

გზშ და სგშ განცხადებები
განცხადება დამატებითი ინფორმაციის წარდგენის შესახებ - წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი-333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ქვედა ნამახვანი) პროექტი.
2019 წლის 8 ნოემბერს შპს „ენკა რინიუებლზმა“ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით წარმოადგინა განცხადება, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ქვედა ნამახვანი) პროექტის შესახებ, რომელიც 2019 წლის 12 ნოემბერს განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. განცხადების ლინკი - https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17104). შესაბამისად შენიშვნებისა და მოსაზრებების მიღების ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის 13 იანვარი.

ამასთან გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის და ,,საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის N22-94 ბრძანების შესაბამისად, სამინისტრომ 2019 წლის 20 ნოემბერს უზრუნველყო საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაციის განთავსება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. განცხადების ლინკი https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17132).


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის N729/01 (იხ. დანართი წერილიN 729/01) წერილის პასუხად მდ. რიონზე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის (ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთი ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით) ექსპლუატაციის პირობების ცვლილების (ქვედა ნამახვანი) პროექტზე შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებითი ინფორმაცია და თანდართული დოკუმენტაცია (იხ. დანართი 1,2, 3, 4, 5, 6,7,8,9,10,11,12,13,14,15).

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 15 თებერვლამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/19...FQDmqsjnQb_P4k8

ესეც ზურა-გირჩის პოსტი 

Zurab Girchi Japaridze
ნამახვანის ჰესზე:
როგორც კი ბევრი ხალხი დაინახეს, ეგრევე დაიწყო პროტესტზე კაპიტალიზაციის და სათავეში მოქცევის მცდელობები
პრობლემა, როგორც ასეთი ტიპის კონფლიქტების აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევებში, საკუთრების უფლების ფორმალურ გაუმიჯნაობაში, აქტივების ფორმალურად სახელმწიფოს ხელში არსებობასა და რეალურ მესაკუთრეთა უფლებების შელახვაშია
სისტემა გვაქვს იდიოტურად მოწყობილი, მოყოლებული საბჭოთა კავშირიდან, რაც ასეთი ტიპის კონფლიქტებს გარდაუვალს ხდის
ინვესტორი მიდის მთავრობასთან, თეთრი და შავი ფულით ყიდულობს მშენებლობის ნებართვას და მთავრობა მას არწმუნებს რომ მან გადაიხადა ნებართვის შესაბამისი ფასი
სინამდვილეში რა ჯდება რეალურად ნებართვა დამოკიდებულია იმაზე რა ფასს ითხოვს ის ხალხი ვისაც იმ ტერიტორიაზე გააჩნია აქტივები, რომლებიც მათ ტრადიციულ და/ან ფორმალურ მფლობელობაშია და რომლებიც უნდა დათმონ ან რომელთა ფასიც შემცირდება ჰესის მშენებლობის შედეგად
სხვაობა ამ ორ ფასს შორის წარმოშობს კონფლიქტს
შესაბამისად, კითხვა - უნდა აშენდეს თუ არა ნამახვანი (ან რომელიმე სხვა ჰესი) უშინაარსოა
თუ არსებობს ვიღაც, ვისაც აქვს აშენების სურვილი - ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ამ ვიღაცასა და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებით, რომელთა აქტივებსაც ეხებათ მშენებლობა
დანარჩენი ყველაფერი სისულელეა:
1. დიდი ჰესები არ გვინდა არის სისულელე. რანაირად არ გვინდა ან რატომ არ გვინდა? დიდი ჰესები არის უამრავ ქვეყანაში, რომელსაც აქვს წყლის რესურსი. დიდი ანუ კაშხლიანი ჰესი ნიშნავს რომ შესაძლებელია დაგუბება და დენის მაშინ გამომუშავება როცა ის ყველაზე მეტად გჭირდება (მაგალითად ზამთარში, ჩვენს შემთხვევაში, როცა პიკური მოთხოვნა ყველაზე მაღალი გვაქვს)
2. დიდი ჰესები საშიშია არის სისულელე. ნამახვანის საინვესტიციო ღირებულება არის მილიარდ დოლარამდე. ვინმეს გულწრფელად სჯერა რომ მილიარდ დოლარს ჩადებს რომელიმე ჭკუათმყოფელი პროექტში, რომელიც დაინგრევა? ან იმის სჯერა ვინმეს რომ მილიარდი დოლარის ჩამდებზე მეტად აინტერესებს კაშხლის უსაფრთხოება რომელიმე ქართული სამინისტროს რომელიმე ბიუროკრატს ან რომელიმე მწვანე არასამთავრობოს რომელიმე თანამშრომელს?
3. გარემოს შეცვლის / დააზიანებს არის სისულელე. რა თქმა უნდა შეცვლის. ადამიანები სულ ვცვლით გარემოს. მაგით განვსხვავდებით სხვა ცხოველებისგან რომ შეგვიძლია გარემოს საკუთარ სურვილებზე მორგება და ცხოვრების გაადვილება. სხვა შემთხვევაში ვისხდებოდით ახლაც მღვიმეში, სუფთა ჰაერით და წათლილი ქვით ხელში. გარემოს შეცვლა არ არის პრობლემა. პრობლემა იმაშია რომ ეს ‘გარემო’ ვიღაცის საკუთრებაა ან ამ ‘გარემოთი’ ვიღაცა სარგებლობს. და როდესაც სხვა ამ გარემოს ცვლის, იმათ ზიანი ადგებათ და შესაბამის კომპენსაციას ვერ იღებენ.
4. ადრე გვჭირდებოდა დიდი ჰესები და ახლა აღარ გვჭირდება, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. ზემოთ უკვე დავწერე რატომ არის საკითხის ასე დაყენება (გვინდა თუ არა დიდი ჰესები) არასწორი, თუმცა ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ამ ქვეყენაში პოლიტიკოსებს სჯერათ რომ როდესაც ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, მათ უნდა წყვიტონ ადამიანების საკუთრების ბედი, მათ შორის სადმე, ვიღაცეების საკუთრებაზე უნდა აშენდეს თუ არა ჰესი ან ავტომაგისტრალი. და ამ ხედვებს იცვლიან იქიდან გამომდინარე რომელი პოზიციაა მოგებიანი პოლიტიკურად დროის კონკრეტულ მომენტში. დენი გვჭირდება, არანაკლებ ვიდრე ოდესმე გვჭირდებოდა. განვითარება მათ შორის თუ რამეს ნიშნავს, ნიშნავს იმას რომ ერთ სულ მოსახლეზე სულ უფრო მეტი ენერგია დაგვჭირდება. ანუ, ან გვექნება ენერგია და ვიქნებით მდიდრები ან არ გვექნება ენერგია და დავრჩებით წუმპეში. ასე მარტივად დგას საკითხი.
5. ბიტკოინებისთვის უნდა ბიძინას ეს ჰესი და ამიტომ არ გვინდა, რაც ასევე პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, ასევე არის სისულელე. არვის საქმე არაა დენს ვინ რაში მოიხმარს. მანდ პრობლემა იმაშია რომ ის მაინინგის ფერმა, რომელშიც ბიძინას ფონდის ფული იდო, საგადასახადო შეღავათებით სარგებლობდა (არ ვიცი ისევ მისია თუ არა და არ ვიცი ისევ აქვს თუ არა შეღავათი), ანუ ჩვენ, მოსახლეობა ვასუბსიდირებდით ირიბად. უსამართლო საგადასახადო შეღავათია პრობლემა და არა კრიპტოვალუტის მაინინგისთვის დენის გენერირება ან გამოყენება, ვინც არ უნდა აკეთებდეს ამას.
6. და ბოლოს, რაც ყველაზე ხშირად მომხვდა ყურში - თურქების აშენებული არ გვინდა, თურქებს რატომ უნდა მივცეთ მიწა 40 წლიანი იჯარით? - არის არა უბრალოდ სისულელე, არამედ ძალიან საშიში სისულელე. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ინვესტორის ეთნიკურ წარმომავლობას. მადლობა ვუთხრათ ნებისმიერს (!) ვინც აქ გადაწყვეტს თუნდაც 100 დოლარის ჩადებას, აქ, ამ საგიჟეთში. ვიღაცა შემოდის, მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებს აქ და პასპორტს ვუმოწმებთ?

Edited by Laki

...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა

Share on other sites

6 საათის წინ, kvipriane said:

რეიზა სენიორ ??? :D

ხე რომელიც ნაყოფს არ იძლევა უნდა მოიჭრას ...

Share on other sites

6 საათის წინ, Seth said:

ქუთაისისთვის მიმიცია ზუსტა 20 წელი მაშინ :დ

ჩვენს მდგომარეობაში მეტზე ვერც გავთვლით. ეგეც იდეალურ შემთხვევაში.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Eric said:

ჩვენს მდგომარეობაში მეტზე ვერც გავთვლით. ეგეც იდეალურ შემთხვევაში.

გიჟი აპირებდა ისე :დ მას მერე რაც ემირატმა გინება დაუწყო :დ 

ვერ მოასწრო მოგეხსენებათ. ისე საინტერესო სანახავი კი იქნებოდა.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, Seth said:

გიჟი აპირებდა ისე :დ მას მერე რაც ემირატმა გინება დაუწყო :დ 

ვერ მოასწრო მოგეხსენებათ. ისე საინტერესო სანახავი კი იქნებოდა.

მოგეხსენაბათ სენიორ ისტორია ფრიად უცნაურია იმით რომ ლოგიკურად განსხვავდება ოფიციალური ვერსიისგან.

 

მურვან ყრუს და ბუღა თურქის ე.წ შემოსევებმა (ოფიციოზით) და რომელთა ნამდვილი დანიშნულება ტფილისის ემირატის განადგურება იყო, შემდეგში შესაძლებელი გახადა ბაგრატიონების გამოსვლა ასპარეზზე და საქართველოს შეკვრა.

რომ არა ეგ ორი ეფენდი, ტფილისის ემირატი სრულიად კმაყოფილი გახლდათ პატოკებზე ჯდომით. და რა ფორმა გვექნებოდა დღეს ღმერთმა იცის.

Edited by Eric
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share