Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული რაგბი და შემოდგომის რვა ერი


York Ge
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
On 1/6/2021 at 12:53 PM, York Ge said:

აბუს რაქებიდან ბურთი გვიან გამოაქვს :)

ხომ ვამბობდი: https://sportall.ge/ragbi/skhvadaskhva/145299-sajaro-reestrma-abuseridze-ragbis-kavshiris-prezidentad-ar-daaregistrira.html

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, York Ge said:

 

 

მერამდენე  სპორტი ისპობა?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
[განახლებული. რაგბი ევროპა. VIDEO] ნაკლები ემოცია და კმაყოფილება... ტრადიცია გრძელდება, რუსეთი ისევ დავამარცხეთ, მაგრამ...
 
Play Video

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისგან შეჩვეულნი ვართ, რაც არ უნდა ნაკლები სატურნირო მნიშვნელობა ჰქონდეს, რუსეთის ნაკრებს გამარჯვებას არდაანებებს. ეს კანონზომიერება ახლაც გაგრძელდა, მაგრამ „ბორჯღალოსნები“ მაინც არ ჰგავდნენ იმ გუნდს, ცოტა ხნის წინ, „შემოდგომის თასზე“, ბობოლებთან დაპირისპირებებში ბევრი რამ რომ ესწავლათ. ეს არ იყო ექსპერიმენტული შემადგენლობა, რომ რაღაცები მას დავაბრალოთ. მოულოდნელად, სათანადო ჟინი და განწყობა არ ჩანდა და გამარჯვებამაც ნამდვილად ვერ დაგვიტოვა ის კმაყოფილება, რაც ასეთი რანგის შეხვედრებს ახლავს...

 

პირველი ტაიმი

 

ამ შეხვედრის საწყისი ტაიმი იყო ისეთი, როგორიც არასდროს უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა. რუსებმა მოახერხეს და მეტოქის ნახევარზე მეტი დრო გაატარეს. შერკინებაში თუ ამდენჯერ დაგვაჯარიმებდნენ, ამას მეტოქის ნაკრების ოპტიმისტი მთავარი მწვრთნელიც ვერ წარმოიდგენდა. ბურთი ვერ შევინარჩუნეთ, თუკი ვფლობდით, მრავალფეროვნებისა და სისხარტის არაფერი გვეტყობოდა. სულ ერთი-ორჯერ ვცადეთ მრავალფაზიანი შეტევა და ისიც ბოლო მომენტებში წარუმატებლად სრულდებოდა...

 

 

დავით ნინიაშვილი

 

იმ პატარა ასაკში, რაც დავით ნინიაშვილს აქვს, შეცდომების დაშვება ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს მაშინ, როცა ცდილობ შემოქმედებითად ითამაშო. იგი ძალიან ცოცხლად გამოიყურებოდა. ნინიაშვილი, ალბათ, ყველაზე კარგად თამაშობს ჩვენთვის ერთ-ერთ კრიტიკულ კომპონენტ, საჰაერო ბურთების მოპოვებაზე. 19 წლის მოთამაშე სწორად მოძრაობს ბურთთან ერთად და კონტაქტის არეშიც ძალიან პრაგმატული და პროდუქტიულია. ჩვენებიდან სხვების გამორჩევაც შეიძლება, თუნდაც გიორგი ჯავახიას მონდომება და მობილიზება უნდა აღვნიშნოთ....

 

მეორე ტაიმი

 

ლევან მაისაშვილმა ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო და გამოცვალა პირველი ხაზი, რომლებიც თამაშის დინამიკაში ვერ ჩაერთვნენ სათანადოდ. როგორც გამოჩნდა, ზურაბ ჟვანიას თამაშს დაღი დაასვა იმ გარემოებამ, რომ დიდი ხანია ეროვნულ გუნდთან ერთად არ ყოფილა. შეხვედრის განახლებიდან მალევე ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელო ვიხილეთ. ეს ნაკლებად იყო გუნდური ერთიანობის შედეგი, „ბრივის“ მორაგბე კი მშვენივრად გაისარჯა... აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ გელა აფრასიძის შემოსვლის შემდეგ, ტემპი უფრო მაღალი გახდა, ამას რა თქმა უნდა, რუსების დაღლაც უწყობდა ხელს.

http://lelo.ge/media/uploads/2021/02-07/lobjanidze-1612706188.jpg

საბოლოოდ კი სტუმართა მგეზავმა, რომან გაისინმა, თედო აბჟანდაძისგან განსხვავებით, ძალიან ცუდად შეასრულა საჯარიმო დარტყმები და ამან განაპირობა კიდეც ჩვენი გამარჯვება - 16:7.

 

ბევრი რამ გამოჩნდა...

 

სამუშაო რომ სხვადასხვა მიმართულებით არაერთია, ეს აქამდეც ვიცოდით. გარკვეულ კომპონენტებში მოკოჭლებას თუკი ძლიერ მეტოქეებს ვაბრალებდით, დღეს ეს არგუმენტი ხელიდან გამოგვეცალა. მწვრთნელი უკეთ დაინახავდა, სად შეიძლება უფრო მეტი სითამამის გამოვლენა. თვალნათლივ ჩანდა, სად იქნა დაშვებული შეცდომები და რომელი წერტილები რჩება მუდმივად პრობლემურად...

http://lelo.ge/media/uploads/2021/02-07/geo-rugb-1612704993.jpg

ფოტოები: თიბისი-ს ფეისბუკის გვერდიდან

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 1/5/2021 at 11:13 PM, Seth said:

გეგონოთ :sylar:

აქ რა ამბები აწეულა

 

 

საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, რომლის რაგბის კავშირის პრეზიდენტობა საჯარო რეესტრმა არ დაადასტურა, 24 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, აბუსერიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

ხვალ, 2021 წლის 24 თებერვალს, ქართული რაგბისთვის არაკეთილის მოსურნე ხალხი, ყველა ჩვენი წარმატების, ყოველი დადებული ლელოს, გულშემატკივრის სიხარულის, მუხლჩაუხრელი შრომის, ვარჯიშის, ბრძოლის წყალში ჩაყრას შეეცდება!

ერთ, რაგბთან არაფერ შუაში კაცს - მშენებელ იოსებ ტყემალაძეს, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის უკანონოდ გაფორმება სურს (ალბათ ისიც კი არ იცის, ლელო რამდენი ქულაა).

მივმართავ ყველა იმ სარაგბო კლუბს, ვინც მშენებელი იოსებ ტყემალაძე კანდიდატად წარადგინა. მივმართავ ამ კლუბების ადმინისტრაციას და მორაგბეებს: მე და ჩემი გუნდი გაგებით ვეკიდებით თქვენს გადაწყვეტილებას, რადგან კარგად ვიცით როგორი ზეწოლის და მუქარის პირობებში გიწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: ყველასთვის საბედნიეროდ, მშენებელი იოსებ ტყემალაძე, ხვალ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ვერ გახდება!

მშენებელი იოსებ ტყემალაძე ვერ და არ დააკომპლექტებს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს! ვერ და არ გადაწყვიტავს საქართველოში საკლუბო რაგბის განვითარების ბედს, ახალგაზრდებში რაგბის პოპულარიზაციის ბედს, ქართველ მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს, რადგან მშენებელი იოსებ ტყემალაძის წინააღმდეგ დგას ქართული რაგბი! მე, ბორჯღალოსანი კაპიტანი, საქართველოს რაგბის კავშირის ლეგიტიმური პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე, ჩემი გუნდი და საქართველოს 18 სარაგბო კლუბის წარმომადგენელი! ჩვენ არ ვაპირებთ ხვალინდელ უკანონობაში მონაწილეობის მიღებას. ხვალ, არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ქვორუმი ვერ შედგება!

თხოვნით მოგმართავთ ჟურნალისტებს, სათითაოდ გამოკითხეთ ყველა სარაგბო კლუბის წარმომადგენელი ვინც ხვალ, რაგბის კავშირში, მშენებელი იოსებ ტყემალაძის მხარდასაჭერად მივა. გამოკითხეთ და აჩვენეთ ქართული რაგბის გულშემატკივრებს ვიღაც, ასევე რაგბთან არაფერ შუაში ხალხი, რომლებმაც კლუბებს ძალით გააფორმებინეს მინდობილობები და მათ მაგივრად აპირებენ ხმის მიცემას. ზოგს საერთოდ ნანახიც არ აქვს რაგბი, არ იცის რამდენი კაცი თამაშობს.

მივმართავთ მშენებელ იოსებ ტყემალაძეს: იოსებ, ხვალ შენ ქართულ რაგბს ხელში ვერ ჩაიგდებ! ეხლა დაჯექი და იფიქრე რამდენი ბოდიშის მოხდა მოგიწევს და რა ზომა-წონის ხალხი გადაგვიმტერე. იფიქრე! შენი პროფესიის კაცი, ორ აგურს სადმე იშოვნის!

და ბოლოს, მინდა ვკითხო ბაჩო ხურციძეს: ამ მშენებელი კაცის მოსაყვანად იბრძოდი ბაჩო?! ბოლომდე სამშენებლო კომპანიად გინდოდა რაგბის კავშირის გადაკეთება?!

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ვინაა პატივცემული ტყემალაძე? 

ისე კი... რე ვიცი, რე ვიცი... სადაც ეს ვაიიურისტი იყო რაგბის შეფი, იქაც მშენებელი :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Seth said:

ვინაა პატივცემული ტყემალაძე? 

 

არ ვიცი. მედიას თუ დავუჯერებთ, ივანიშვილის ახლოგარემოცვაა. 

აბუ გადააგდეს ანუ :დ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   285 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 283 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(2)