Jump to content
×
×
  • Create New...

ქართული რაგბი და შემოდგომის რვა ერი


York Ge
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

@Moor

 

სამიდან 2-ს ვიცნობ. ასე რომ სჯობს მე-3 აირჩიონ. ბილივ მი. 

 

ნუ თუ უნდათ რომ რაგბს იგივე არ დაემართოს რაც ფეხბურთს.

Share on other sites

  • ფორუმელი

=====

 

გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტი დატოვა. მიზეზად ქართული რაგბის სამყაროში არსებული კრიზისი დასახელდა. კერძოდ, ის, რომ ვერ მოხერხდა საქართველოს ჩემპიონატის განახლება.

რაგბის კავშირს ყრილობამდე დროებითი საბჭო უხელმძღვანელებს.

რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ორშაბათს, 3 აგვისტოს გაიმართება, სწორედ იქ უნდა მიიღონ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა. ბევრი რამ სწორედ ორშაბათს გაირკვევა.

 

2016 წელს გოჩა სვანიძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტის პოსტზე გია ნიჟარაძე შეცვალა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში თბილისში ჩატარდა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი, საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა მსოფლიოს თასზე, სადაც ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირთან გაფორმებული სტრატეგიული ხელშეკრულება, რაც პრაქტიკაში უკვე ხორციელდება.

ეპოქალური ხელშეკრულება ქართული რაგბისთვის - ბორჯღალი და ქურციკი დაძმობილდნენ

რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წელსაა დაგეგმილი და აქამდეც უნდა გამართულიყო, თუმცა 30 იანვარს დანიშნული არჩევნები, 24 თებერვლისთვის გადაიდო. რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის, დიმიტრი კალანდაძის განცხადებით, იანვარში არჩევნების ვადის გადაწევის თხოვნით მათ ორმა საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმართა:

"საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სახელზე ორი საპრეზიდენტო კანდიდატის - ბაჩო ხურციძის და ირაკლი აბუსერიძის განცხადება შემოვიდა. გამგეობის სხდომა გუშინ ჩატარდა და იმისათვის, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს თავიანთი კამპანიის ჩასატარებლად მეტი დრო ჰქონდეთ, წესდებით გათვალისწინებულ ვადებში, მივიღეთ საპრეზიდენტო არჩევნების 24 თებერვალს გადატანის გადაწყვეტილება".

პრეზიდენტობის კანდიდატი იყო მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძეც.

[VIDEO] რატომ ჩაიშალა რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები?

მოვიდა 24 თებერვალი და არჩევნები მაინც არ შედგა - ჩაიშალა. ამის მიზეზი ქვორუმის არარსებობა გახლდათ. კენჭს ზემოთ დასახელებული 3 კანდიდატი იყრიდა. არჩევნები გაზაფხულისთვის იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ ჩაშალა.

გოჩა სვანიძის 30 ივლისის განცხადების შემდეგ კი, ცხადია, მომავალ არჩევნებში ის მონაწილეობას აღარ მიიღებს და გადადგომის მიზეზზე კომენტარსაც ჯერ არ აკეთებს. როგორც აღვნიშნეთ, 3 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს რაგბის კავშირს არჩევნებამდე და როდის გაიმართება ეს არჩევნები. ერთი რამ გარკვეულია - რაგბის კავშირის არჩევნები 2020 წელს ჩატარდება.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

რა ფულს ელოდებიან ასეთს: https://sportall.ge/ragbi/skhvadaskhva/145086-qcockhebith-gavyri-magathq-dapirispireba-ragbis-kavshirshi-video.html

[განახლებული. რაგბი. VIDEO] არჩევნების თარიღი ჯერჯერობით ძალაშია, გამგეობა კვირას ისევ შეიკრიბება...

17:12 2020.12.25

 

„ლელო სარასენსის“ ბაზაზე მიმდინარე, რაგბის კავშირის გამგეობის სხდომას, საბოლოოდ, ორი კანდიდატი - ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე დაესწრნენ. ამის გარდა, რამდენიმე მორაგბემაც მოახერხა სხდომაზე შესვლა.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ძალაში დარჩა გადაწყვეტილება, არჩევნების 30 დეკემბერს გამართვის თაობაზე, თუმცა კვირას, 27 დეკემბერს რაგბის კავშირში გამგეობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება და საბოლოო გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი...

n n n

...მანამდე კი რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა ხმაურისა და გაძლიერებული დაცვის ფონზე მიმდინარეობდა. 14 საათის ნაცვლად, იგი, დაახლოებით, ერთი საათის დაგვიანებით, ხმაურითა და ტერიტორიაზე გაძლიერებული დაცვით დაიწყო. სხდომაზე შეშვებას ითხოვდა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, გოჩა სვანიძე. ადრე გაცნობებთ, რომ მისი გამგეობაზე დასწრება დარღვევად მიიჩნია ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, ლაშა (ბაჩო) ხურციძემ, თავად სვანიძე კი ამტკიცებდა, რომ ამის უფლება მისთვის არ შეუჩერებიათ. “ცოცხებით გავყრი მაგათ“ - ასეთი იყო სვანიძის კომენტარი.

კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, თორნიკე გოგებაშვილმა, თავად შეიყვანა სხდომაზე გოჩა სვანიძე და განაცხადა, რომ გამონაკლისის სახით, დღევანდელ გამგეობას, საპრეზიდენტო კანდიდატები დაესწრებიან...

Share on other sites

  • ფორუმელი

აურჩევიათ ბატონი აბუსერიძე პრეზიდენტად, ხოლო მისტერ სვანიძე გამგეობის წევრად. :seth:

კიდევ კარგი შუა საუკუნეები არ არის :sylar:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/30/2020 at 11:22 PM, Seth said:

აურჩევიათ ბატონი აბუსერიძე პრეზიდენტად, ხოლო მისტერ სვანიძე გამგეობის წევრად. :seth:

კიდევ კარგი შუა საუკუნეები არ არის :sylar:

 

 

შენს ნაცნობებს ჩემმა აჯობა ;( :დ

111-1024x576.png

აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტია

 

 

ბორჯღალოსნების ექს-კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტია.

გადადებული არჩევნები დღეს თბილისის ‘ლოკომოტივის’ სარაგბო ბაზაზე გაიმართა და მასზე 20 კლუბის წარმომადგენელი გამოცხადდა, რომელთა ხმების საერთო რაოდენობა 43-ს შეადგენდა.

არჩევნებზე გამოცხადდა, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ‘გორდას’, რომელსაც ორი ხმა ჰქონდა.

კენჭისყრის შედეგად 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო და რაგბის კავშირის პრეზიზდენტად აირჩიეს.

„ყველას დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის ბზარი, რომელიც ბოლო დროს რაგბში გაჩნდა და მზად ვართ თანამშრომლობისთის ყველასთან, რადგან თქვენი გვერდში დგომის გარეშე ქართული რაგბი წინ ვერ წავა“ – განაცხადა კენჭისყრის დასრულების შემდეგ აბუსერიძემ.

პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, მოხდა გამგეობის წევრების არჩევა, რომელიც ასე გამოიყურება:

მამუკა ნამიჩეიშვილი, ალექსანდრე საკანდელიძე, აკაკი ქოპილაშვილი, დავით კაკაბაძე, კახა მხეიძე, სოსო მაისურაძე, ბობა კვინიხიძე, გოჩა სვანიძე, გიორგი სოსელია, გივი ჩხარტიშვილი.

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/30/2020 at 11:22 PM, Seth said:

აურჩევიათ ბატონი აბუსერიძე პრეზიდენტად, ხოლო მისტერ სვანიძე გამგეობის წევრად

სტანდარტული ტრაგედია გურჯისტანშI.

ახლა აქაც ყაყას ჩაასხამენ დიიიდი დოზით.

სროლები ხო უკვე იყო არა? :D ჯერ სად ვართ აი ცოლები რო პალაჟენიას დააყენებენ მანდამდეც მივა საქმე (ა ლია ძიუდო :D ) \

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   285 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 283 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(4)
    • Googlebot(2)