Jump to content
×
×
  • Create New...

პოზნერის ჩამოსვლა

Guest Genetic Miracle
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ეს მაგრადაა შენახული ;დ.

88 წლისაა მასტი და 60 ჰგავს. 

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ 88 წლამდე ვერ მივაღწევ, ეს კიდე ჩამოდის და შარაფობს, ილხენს :დდ

ისე ტიიპს ძალიან მარტივად შეეძლო, ბევრად ძვირიან ქვეყანაში და ბევრად მაგარ ლაუნჯში მოელხინა, მარა ბანძება დაეტაკა მაინც და მაინც დდ

Share on other sites

ჩცდ -ში როგორ ერთი ერთზე დაასვეს

ნუ გაზმანოვი ვეღარ მოიფიქრეს

Share on other sites

  • ფორუმელი

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „საფუძვლიანი ეჭვი“ არსებობს იმისა, რომ პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, ასევე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტები – შოთა დიღმელაშვილი და გიგა მაქარაშვილი „რუსეთის აგენტები“ არიან.

კობახიძემ ამგვარი ეჭვების არსებობა იმით ახსნა, რომ რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ აქტივისტებმა პირველებმა შეიტყვეს.

პოზნერმა, რომელიც თბილისში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ქვეყანა დღეს დილით მას შემდეგ დატოვა, რაც მისი ვიზიტის წინააღმდეგ გუშინ ღამით საპროტესტო აქცია გაიმართა. ქართული ოცნების ხელისუფლება აქციის მონაწილეებისა და სოციალური მედიის მომხმარებლების მწვავე კრიტიკის სამიზნე იმის გამო გახდა, რომ მან „კრემლის პროპაგანდისტი“ ქვეყანაში შემოუშვა.

ელენე ხოშტარიამ ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მას ინფორმაცია იმ წრიდან ჰქონდა, რომელიც პოზნერს მასპინძლობდა. ხოშტარიას თქმით, მისი მიზანი არა „იმ ქართველების გაშავება და დამუნათება“ იყო, რომლებიც მას მასპინძლობდნენ, არამედ ხელისუფლების ინფორმირება, რომ პოზნერის ვიზიტი პრობლემური გახდებოდა.

„მაყურებელი კარგად ხედავს, რომ თუკი რამე არ მოსწონს ქართულ ოცნებას, ყველაფერს იქით [სხვას] აბრალებს“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმს და დასძინა, რომ მმართველი პარტია აქტივისტების მიმართ წილისწამებითაა ცნობილი.

„არ ვიცი, რა რეაქცია უნდა მქონდეს, ალბათ, უნდა ვუჩივლო და დაველოდო სასამართლო როდის გათავისუფლდება, რომ ამ სიტყვებზე პასუხისგება მოუწიოს“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Eric said:

ბავშვებმა რო იციან, ღრმა ბავშბობაში ხო მოგისმენიათ -

- შენ კიტრი ხარ

- შენ კიდევ კიიტრი მიიტრი თაავის ბიიტრი

ესეთი დიალოგი აქვთ ამ რა დავუძახო აღარ ვიცი ამათ:gigi:

რაც არ უნდა დაუძახო ეგრე გიბრუნებენ უკან - კიიტრი მიიტრი თაავიის ბიიტრი

ფსიქოანალიზს თუ გავაკეთებთ, ასეთი სავალალო რამ შეგვრჩება ხელში :

ეგ ხალხი ხელისუფლებაში მოსვლამდე რით იყო დაკავებლი თუ იცით ? - აი, სახაჭაპურეს რომ გახსნი და კარგად რომ ამუშავდები და გვერძე 9 სახაჭაპურეს რომ გიხსნიან, ეგ ხალხია , - ანუ დაკავებულნი იყვნენ ლიოგკი-ბიზნეს-გადაკოპირებით, ნუ მეტზე ტვინი რო არ ყოფნით ეგ სასტავია

ხო და, შერჩათ ეგ თვისება მაგ უბედურებს და ეხლაც, საკუთარი პოლიტ-უფროსობისგან აკოპირებენ-ხომე ბევრი ტვინი რომ არ ჭირდება ისეთ პასუხებს (ბევრი ტვინი რომ ჭირდება მაგის კოპირება იავნად არ შეუძლიათ) 

ეხლა ის გავიხსენოთ, ჯოზეფამ რა თქვა ლოთების კოლმეუნეობის თავმჯდომარეზე ? - სულ უბიცა უძახა ... იმან რა უპასუხა ??? - ვინც იძახის-იძახის, თავის თავზე იძახისო , ანუ უბიცა თავი გაბიაო ...

ჰოდა ჩვენმა გადაკოპირებას შეჩვეულმა სასტავმაც მიბაძა თავის "ნაჩალნიკს" და : - კიტრი მიტრი თავის ბიტრიო 

მორდორი და ესენი ერთი სასტავია იდეაში !!!  - წყალი არ გაუვა ამ ამბავს უკვე ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Chigurh said:

ისე ტიიპს ძალიან მარტივად შეეძლო, ბევრად ძვირიან ქვეყანაში და ბევრად მაგარ ლაუნჯში მოელხინა, მარა ბანძება დაეტაკა მაინც და მაინც დდ

ადრე, ჩვენი ბავშობიდან ასეთი კითხვა გახსოვთ ??? , - რომელი ჯობია , ქურდებში სირი იყო თუ სირებში ქურდი ??? 

მაგ "სავეცკი" სასტავს ეს კითხვა მაგრა აქვთ შეთვისებული, თავისი "რაზნოაბრაზნი" პასუხებით :lool:

და ჩვენთან რამდენია ეგეტი სავეცკი სასტავი ჯერ კიდევ ??? დაჟე ახალი კომკავშირლების სასტავია , მაგალითად კობახიძე ძალიან გავს პავლიკა მოროზოვს და ა.შ. 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა და ნებისმიერი ადამიანის შეხედულება, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია.

ამასთან, კვირიკაშვილი ზღვარგადასულ რეაქციას უწოდებს წუხელ განვითარებულ მოვლენებს.

ყოფილი პერემიერი ასევე განმარტავს, რომ ქვეყანაში შემოსული ვიზიტორებიდან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდანაა, შესაბამისად, წუხანდელი საღამო გარდაუვალად დააზიანებს ვალუტის შემოდინებას.

„პოზნერის ვიზიტზე - თავშივე ვიტყვი: ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.

ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს - ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:

1.ექსპორტი

2.უცხოური ინვესტიციები

3.ფულადი გზავნილები

4.ტურიზმი

მეხუთე - არამატერიალური ფაქტორი - რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე.

უცხოურ ინვესტიციებში არსებული მნიშვნელოვანი ჩავარდნის ნაწილობრივ მაინც დასაკომპენსირებლად მთავრობას გააჩნია ერთადერთი მოკლევადიანი ინსტრუმენტი - ტურიზმი, ვინაიდან ექსპორტზე ზეგავლენა მოკლე ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ფულადი გზავნილების რაოდენობაზე მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. პრივატიზაციის გზით ინვესტიციების მიღებაც არსებულ სიტუაციაში ურთულესი ამოცანაა. მეხუთე, არამატერიალურ ფაქტორს რაც შეეხება, მოსახლეობის ოპტიმიზმშიც ვერ გვაქვს საქმე კარგად.

დარჩა ტურიზმი, რომლის დაბრუნებაც პანდემიამდელ მაჩვენებელზე გლობალური გამოწვევაა; იმ მწირი დებეტიდან, რაც საქართველოს ტურიზმში შემორჩა, ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც სახმელეთო საზღვარი გაგვაჩნია. ამ ოთხი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთაგან ტურისტის პროპორციული შემადგენელი ყველაზე მაღალი რუსეთიდან გვაქვს. ეს ყველაფერი მშრალი ფაქტებია.

შესაბამისად, წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან.

სამწუხაროდ, შედეგი სავალალო იქნება: საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება“, - წერს კვირიკაშვილი.

:uyhuhu:

https://www.instagram.com/p/CNHm0bOj8d4/?utm_source=ig_embed

შიგნიდან ნახეთ ;დ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

რამხელა პოსტი დაუწერია ლეონიდ ილიჩს :seth:

მედალი ეკუთვნის.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share