ფორუმელი Moor Posted 29 მარტი, 2021 Posted 29 მარტი, 2021 ქვეყანაში სალომბარდე სესხი 307 000 ადამიანს აქვს აღებული - საქსტატი ეკონომიკა პუბლიკა12:40, 29 მარტი, 2021 საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 307 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99.9%) ფიზიკური პირია. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს მსესხებელთა პროცენტულ განაწილებას რეგიონების მიხედვით: სტატისტიკის სამსახურის ცნობით, სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8% შეადგინა. საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში – 27.9%, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 24.3% შეადგენდა. საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0% – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით 2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან 46.1% თბილისში მდებარეობს, 14.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0% – იმერეთის რეგიონში, 12.4% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ. 2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 322.8 მლნ. ლარი შეადგინა (მათ შორის 87.1 პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 12.9 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი – იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 29.7 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 264.8 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 60.8 პროცენტი ეროვნულ ვალუტაშია ნასესხები. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 მიახლოებით რამდენი იქნება მოსახლეობის სრული დავალიანება? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 30 მარტი, 2021 Author Posted 30 მარტი, 2021 @Eric ვის მიმართ? :დ მარტო კომერციულ ბანკებთან 20 მილიარდი + სესხია. სახელმწიფოს შიდა და გარე ვალი 30 მილიარდი + ამას დაუმატე ეს ლომბარდები და ა.შ. ბიძინას ქონება მაქს შავი სიის გასუფთავებას ეყოს :დ https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304 https://www.geostat.ge/ka/single-news/2210/lombardebis-statistikuri-gamokvlevis-dziritadi-shedegebi-2020-tseli Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 6 minutes წინ, Moor said: ის მიმართ? :დ მარტო კომერციულ ბანკებთან 20 მილიარდი + სესხია. მოსახლეობის დავალიანებას ვგულისხმობ , არა ბიზნესის. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Moor Posted 30 მარტი, 2021 Author Posted 30 მარტი, 2021 1 minute წინ, Eric said: მოსახლეობის დავალიანებას ვგულისხმობ , არა ბიზნესის. ეგ როგორ უნდა დავითვალოთ/გავმიჯნოთ? Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 7 minutes წინ, Moor said: ეგ როგორ უნდა დავითვალოთ/გავმიჯნოთ? წარმოდგენა არ მაქვს, მაგიტომ ვიკითხე. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 9 minutes წინ, Moor said: ეგ როგორ უნდა დავითვალოთ/გავმიჯნოთ? რთულია. ფიზიკური პირის სესხები + ლომბარდი ეს მინიმუმ. + იურიდიული პირების სესხების და სახ. სესხის კონკრეტული % (რაღაც ფორმულები არსებობს ორივეზე). Share on other sites More sharing options...
მოდერატორი Freeman Posted 30 მარტი, 2021 Posted 30 მარტი, 2021 @Seth 1 საათის წინ, Seth said: ფიზიკური პირის სესხები + ლომბარდი ეს მინიმუმ ფიზიკურ პირებზე გაცემული ბიზ. სესხები იქნება გამოსაკლები კარგა ბლომად პორტფელია, სმოლ ენდ მიდკეპში Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა