Jump to content
×
×
  • Create New...

„კავკასუს ონლაინის“ 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანული NEQSOL-ი გახდა


Recommended Posts

15 minutes წინ, Seth said:

:roll::roll:

რეალურად სენიორ ესენი აღარავის ჭირდება ,  გარეთ ვგულისხმობ და შიგნით მითუმეტეს.

ფაქტიურად დასაკლავი გოჭებივით არიან, დროის ამბავია მხოლოდ. ისე დააგორებენ ჭყვიტინსაც არ აცლიან. ულვაშს ვდებ ))

კოლექტიური დასავლეთისთვის მათი მქკ განულებულია.

Share on other sites

  • ფორუმელი

ისე რა გინდა პირველმა რესპუბლიკამ 3 წელი გაძლო, ამან 30 შეასრულა და ვნახოთ აწი კიდე რამდენს გაქაჩავს. 

ისე, საინტერესოა 89 წელს, აი ვინც იქ იდგა აქციებზე 30 წლის მერე საქართველო როგორი წარმოედგინათ. 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Deutschland said:

ისე რა გინდა პირველმა რესპუბლიკამ 3 წელი გაძლო, ამან 30 შეასრულა

 

იმის დაშვებაც შეიძლება, პირველს რომ 30 გაეძლო შედეგი დღევანდელის ანალოგიური იქნებოდა :boli:

Life is serious.

Share on other sites

  • ფორუმელი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 25 მარტს განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა NEQSOL ჰოლდინგმა, რომელმაც 2019 წელს საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიის, „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი შეიძინა, 2020 წლის აგვისტოში დანარჩენი 51% ისევ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე იყიდა და კომპანიის 100%-იანი წილის „უკანონო“ მფლობელი გახდა.

კომუნიკაციების კომისიის თქმით, აზერბაიჯანულმა კომპანიამ აქციები „დაჩქარებული წესით“, იქამდე შეიძინა, სანამ კომისია „კავკასუს ონლაინში“ სპეციალურ მმართველს, მარიამ სულაბერიძეს დანიშნავდა, 2019 წელს „კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში“ დასაბრუნებლად.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომუნიკაციების კომისიის მიერ 2019 წლის ოქტომბრიდან მიღებული არაერთი გადაწყვეტილების მიუხედავად, შპს „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევა არ აღმოუფხვრია.

აღსანიშნავია, რომ სანამ სპეციალური მმართველი 2019 წლის გადაწყვეტილებას გააუქმებდა, „კავკასუს ონლაინის“ ყოფილმა მფლობელმა, International Online Networks-მა სპეციალური მმართველის დანიშვნის წინააღმდეგ ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა წარუმატებლად, შემდეგ კი – სარჩელი ზემდგომ ინსტანციაში შეიტანა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე სულაბერიძეს უფლებამოსილება შეუჩერა და ამის მიზეზად მარეგულირებლის დანიშვნის კანონიერების შესახებ „დასაბუთებული ეჭვი“ დაასახელა.

სასამართლომ დასძინა, რომ სპეციალური მმართველის საქმიანობის შედეგები და შპს „კავკასუს ონლაინისთვის“ მიყენებული შესაძლო ზიანის მასშტაბი, შესაძლოა, არაპროგნოზირებადი იყოს.

პასუხი ვენეციის კომისიას

კომუნიკაციების კომისიის განცხადებას წინ ვენეციის კომისიის მოსაზრება უძღვოდა, რომელშიც კომისია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებში „ფართო და გადაჭარბებული“ ძალაუფლების მქონე სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილების გამოა გაკრიტიკებული.

„ვენეციის კომისია აცნობიერებს კანონში ცვლილების შეტანის მიზანს – სახელმწიფოს ჰქონოდა უფრო ეფექტური და ნაკლები ზიანის მომტანი ინსტრუმენტი, ვიდრე ავტორიზაციის შეჩერება/ლიცენზიის გაუქმება და მილიონობით აბონენტის ინტერნეტის და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გარეშე დატოვება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომისია ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომ ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში 2020 წლის ივლისში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილება მიენიჭა, „საკუთრების უფლებასა და მედიის თავისუფლებაზე, ასევე სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე უარყოფითად აისახება“. კომისიამ აღნიშნა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით არ რეგულირდება და განმარტა, რომ მას ის საქართველოს კონსტიტუციით, ასევე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონებით არის გარანტირებული.

ასევე წაიკითხეთ:

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Say_or said:

 

იმის დაშვებაც შეიძლება, პირველს რომ 30 გაეძლო შედეგი დღევანდელის ანალოგიური იქნებოდა :boli:

რავიცი აბა, იმას ინტელექტუალური რესურსი მაინც ქონდა ამას ეგეც არ აქვს. 

თუმცა მე მჯერა, რომ იმ რესპუბლიკას თუნდაც მეორე მსოფლიომდე გაეძლო ახლა საერთოდ სხვა რეალობა იქნებოდა. 

Share on other sites

  • ფორუმელი
44 minutes წინ, Eric said:

რეალურად სენიორ ესენი აღარავის ჭირდება ,  გარეთ ვგულისხმობ და შიგნით მითუმეტეს.

ფაქტიურად დასაკლავი გოჭებივით არიან, დროის ამბავია მხოლოდ.

რა თქმა უნდა სენიორ. 

ერთი ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნეა საჭირო და ეგარი :დ

Share on other sites

Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, Instance said:

უსაფრთხოებას იმდენად არამედ რამდენადაც ეკონომიკურ ინტერესს.

კაცო, იაპონია და ამერიკა ხან ტიკტოკს ძირავს და ხან ჰუავეის, მაქსიმალურად აკონტროლებს, ნეთვორქზე და კავშირგაბმულობაზე წვდომას ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებზე აპელირებით და ეკონომიკაა მთავარი? 

აზერების ხელში გადავიდა GE დომეინი, უნიკალური კაბელი თავისი ქსელით, დათა ცენტრებით.  ის ფასებს როგორ დაადებს ან გაანაწილებს არ ვიცით. რა ინფორმაციაზე მიიღებს წვდომას, არ ვიცით. 

მილსადენის გაყიდვაზე მნიშვნელოვანია ბევრად. 

Edited by Civilian
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   50 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 48 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(1)