Jump to content
×
×
  • Create New...

„კავკასუს ონლაინის“ 100%-ის მფლობელი აზერბაიჯანული NEQSOL-ი გახდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

აშშ-ში რაღა ხდება? სპყ

 

25.მარტი .2021 18:00

მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დაადგინოს “კავკასუს ონლაინის” შეძენის კანონიერება - Neqsol

მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება დაადგინოს “კავკასუს ონლაინის” შეძენის კანონიერება - Neqsol
 
views124
calendar-left.svgუკან
ავტორი:სალომე მეცხვარიშვილი

 

მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, დაადგინოს “კავკასუს ონლაინის” შეძენის კანონიერება, - ამის შესახებ bm.ge-ს “კავკასუს ონლაინის” მფლობელ კომპანია “ნექსოლ ჰოლდინში” განუცხადეს.
 

როგორც “ნექსოლ ჰოლდინგის” სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი bm.ge-სთან აცხადებს, სამართლებრივი დავები კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნასთან დაკავშირებით დაწყებულია როგორც საქართველოში, ასევე აშშ-ში. მისივე ინფორმაციით, გასულ პარასკევს სხდომა ვაშინგტონში, საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალში(ICSID-ში) უკვე გაიმართა. პროცესები დაძრულია საქართველოშიც, 1 მარტს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, “კავკასუს ონლაინში” დანიშნულ სპეციალურ მმართველს უფლებამოსილება შეუჩერდა, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. 
 

“ბოლო პერიოდში მიიქცია ყურადღება კომუნიკაციების კომისიის განცხადებამ და გარკვეული კითხვებიც გააჩინა, რამდენადაც კომუნიკაციების კომისიას, ერთი მხრივ, სურდა, ეპასუხა ვენეციის კომისიის დასკვნისთვის, მაგრამ განცხადების სათაური სრულად ეხებოდა "ნექსოლ ჰოლდინგს" და სათაური ასეთი იყო, რომ “ნასიბ ჰასანოვმა უკანონოდ შეიძინა კავკასუს ონლაინის 51%-იანი წილიც”. ვფიქრობ, მხოლოდ საერთაშორისო ან ადგილობრივ სასამართლოს აქვს უფლება, დაადგინოს შეძენის კანონიერება. ამიტომ, უბრალოდ ეს სათაური არასწორად მიმაჩნია”,- აცხადებს თემურ თაგიევი.
 

შეგახსენებთ, რომ “ნექსოლ ჰოლდინგის” მიერ “კავკასუს ონლაინის” წილების შესყიდვას კომუნიკაციების კომისია უკანონოდ მიჩნევს. კომპანიამ “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა. თუმცა, ქართული მარეგულირებელი ტრანზაქციას არალეგალურად მიიჩნევს და არ აღიარებს, ამიტომ წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. აქამდე კახა ბექაურის უწყება “ნექსოლ ჰოლდინგს” “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის დაბრუნებას სთხოვდა, გუშინ კი განაცხადა, რომ “ნექსოლმა” “კავკასუსში” დარჩენილი - 51%-იანი წილიც გადაიფორმა. წილების საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად კომისიამ კომპანიაში სპეციალური მმართველიც დანიშნა, რომელიც ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით კომპანიაში მუშაობდა და ის იღებდა გადაწყვეტილებებს.

 

25.მარტი .2021 14:42

კომუნიკაციების კომისიას “კავკასუსის” 51%-იანი წილის შესყიდვაზე მივმართეთ და უარი მივიღეთ - Neqsol

კომუნიკაციების კომისიას “კავკასუსის” 51%-იანი წილის შესყიდვაზე მივმართეთ და უარი მივიღეთ - Neqsol
 
views311
calendar-left.svgუკან
ავტორი:სალომე მეცხვარიშვილი

“კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია Neqsol Holding აცხადებს, რომ კომაპნიის 51%-იანი წილის შესყიდვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიისგან მოითხოვეს, თუმცა მარეგულირებლისგან დაუსაბუთებელი უარი მიიღეს. ამის შესახებ bm.ge-სთან ექსკლუზიურად Neqsol Holding-ის სტრაგეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი აცხადებს.

კომპანიამ “კავკასუს ონლაინის” 100%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა, თუმცა ქართული მარეგულირებელი - კომუნიკაციების კომისია- ტრანზაქციას არალეგალურად მიიჩნევს და არ აღიარებს, ამიტომ წილების საწყის მდგომარეობაში დაბრუნებას ითხოვს. აქამდე კახა ბექაურის უწყება “ნექსოლ ჰოლდინგს” “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვდა, გუშინ კი განაცხადა, რომ “ნექსოლმა” “კავკასუსში” დარჩენული - 51%-იანი წილიც გადაიფორმა, კომპანიამ კი ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობა არაერთხელ დაარღვია.

თავად “ნექსოლში” განმარტავენ, რომ კომუნიკაციების კომისიისგან ტრანზაქციაზე უარის მიღების შემდეგ პროცესები დააჩქარა გასული წლის ზაფხულში “ელექტრონული კომუნიკაციების კანონში” შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლება მიეცა.

“2019 წელს, ლეგალურად შევიძინეთ კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილი, დარჩენილი 51%-ის გამოსყიდვის უფლებით. კომუნიკაციების კომისიას მივმართეთ 51%-იანი წილის შესყიდვის მოთხოვნით და მივიღეთ არამოტივირებული უარი მათგან, რომ დაედასტურებინათ ეს ტრანზაქცია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენს საკუთრებაში გადმოვიდა აქციების დარჩენილი - 51%-იანი წილიც, იყო ივლისში საქართველოში განვითარებული მოვლენები, როცა “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში” ცვლილებები შედიოდა. გავაანალიზეთ, რომ საფრთხის ქვეშ ვიყავით, შეიძლებოდა დაგვეკარგა აქტივი, რამდენადაც მისი ექსპროპრიაცია მომხდარიყო, გამოვიყენეთ შესყიდვის ოფცია და კავკასუს ონლაინის 51%-იანი წილიც შევიძინეთ 2020 წლის აგვისტოში”,- აცხადებს თემურ თაგიევი.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

2019 წელს ნასიბ ხასანოვმა კაუკასუს ონლაინის მესაკუთრე კომპანიის International Online Networks LLC-ის 49%-იანი წილი ხვიჩა მაქაცარიასგან შეიძინა. გარიგება ოფშორში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე შედგა.

2019 წლის გაზაფხულზე კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედ კომპანიებს ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციის განახლება მოსთხოვა. ასეთი მონიტორინგი დაახლოებით ორ წელიწადში ერთხელ ხდება.

კაუკასუს ონლაინმა კომისიას დადგენილ ვადებში მიაწოდა ინფორმაცია განახლებული ბენეფიციარების შესახებ, რის შემდეგაც მარეგულირებელმა 2016 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე, კაუკასუს ონლაინის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტულად კაუკასუს ონლაინი, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვალდებულია, რომ მარეგულირებელ კომისიას წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია ბენეფიციარი კომპანიის აქციონერების ცვლილების შესახებ. რადგან კაუკასუს ონლაინს კომისიისთვის ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებია, კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. 

თავის მხრივ, მხოლოდ შეტყობინების მექანიზმი კომისიას ვერ მისცემს საშუალებას, გააკონტროლოს საქართველოს იურისდიქციის მიღმა განხორციელებული გარიგებები.

კანონში ამ ბუნდოვანი ჩანაწერის ფონზე, მარეგულირებელი კოპალაძისგან მოითხოვდა, უკან დაებრუნებინა ის შეთანხმება, რაც ოფშორებში შედგა ხვიჩა მაქაცარიასა და ნასიბ ხასანოვს შორის. რევაზ კოპალაძეს ამ შეთანხმებაზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო. მარტივად რომ ვთქვათ, შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელებს არ შეუძლიათ, აიძულონ მფლობელი კომპანიის მესაკუთრეეები, უკან დააბრუნონ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ნასიბოვმა წილი მიიღო, მაქაცარიამ კი – თანხა.

კაუკასუსმა სასამართლოს სარჩელით მიმართა. პარალელურად კომპანიას ჯარიმების გადახდა უწევდა.

დავის კულმინაცია 25 ივნისს იყო. როგორც წესი, სამჯერ დაჯარიმების შემდეგ, მარეგულირებელი კომპანიისთვის ავტორიზაციის შეჩერებაზე იწყებს მსჯელობას. 25 ივნისის სხდომის მონაცემებით, კაუკასუს ონლაინი უკვე სამჯერ დაჯარიმებული და ერთხელ გაფრთხილებული იყო, შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ, შესაძლოა, კომისიას კომპანიისთვის ავტორიზაცია შეეჩერებინა, თუმცა, ეს არ გააკეთეს, ვინაიდან კაუკასუს ონლაინი ბაზრის უმსხვილესი მოთამაშეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.

საქართველოს მობილური და ფიქსირებული ბაზრის 2/3 ამ კომპანიით სარგებლობს, ისევე, როგორც სომხეთის თითქმის 100% და აზერბაიჯანის 60%. კაუკასუს ონლაინი გადამყიდველების საშუალებით ასევე ოპერირებს ახლო აღმოსავლეთშიც. კომპანია ფლობს .Ge დომეინსაც, შესაბამისად, მისთვის ავტორიზაციის ჩამორთმევა, მითუმეტეს სადავო ნორმის საფუძველზე, კომისიას არ შეეძლო.

აქედან რამდენიმე დღეში კი ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც მოიცავდა ცვლილებებს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში. ცვლილების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას კანონის დამრღვევ კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა შეეძლო, რომელიც კომპანიის დე-ფაქტო მეპატრონე ხდებოდა. 

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ. მათი შეფასებით, ცვლილება მარეგულირებელ კომისიას გადაჭარბებულ ძალაუფლებას აძლევს.

“ვენეციის კომისიას მსგავსი ძალაუფლების მქონე სხვა მარეგულირებელი ორგანო კომუნიკაციების სფეროში ევროპის ფარგლებში არ ახსენდება”. – წერია განცხადებაში.

 

 

 
Share on other sites

  • მოდერატორი

ვისი ფრონტრანერია? არის რამე ინფა? :wtf:

 

რა ქონებას ფლობს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია:
 

“თბილისი ენერჯი”

"თბილისი ენერჯი" - დედაქალაქის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფაზე არის პასუხისმგებელი. კომპანიას 450,000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს და ქალაქს ყოველწლიურად 660 მილიონ კუბურ მეტზე მეტ ბუნებრივ აირს აწვდის.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2018 წელს კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 284 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სრული ზარალი კი 17.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები 140 მილიონ ლარს შეადგენს.

2006-2018 წლებში თბილისის ბუნებრივი აირის სისტემის მესაკუთრე ყაზახური კომპანია სს “ყაზმუნაი გაზი” იყო. 2018 წლის 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ “ყაზტრანსგაზ-თბილისს” მესაკუთრე შეეცვალა. კომპანია ქართულმა ჰოლდინგმა CBS ჯგუფმა მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია WALTBAY LTD-ის მეშვეობით შეიძინა.

2018 წლის 27 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც “ყაზტრანსგაზ-თბილისს” საბიუჯეტო დავალიანება ჩამოეწერა. ჩამოწერა ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რის შედეგადაც ყაზახურ მხარესთან დაწყებული საარბიტრაჟო დავა მორიგებით დასრულდა.

2019 წლის მაისში კი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც “ყაზტრანსგაზსში” სპეციალური მმართველობის 10-წლიანი რეჟიმი დასრულდა. შედეგად ახალ მესაკუთრეს კომპანიის მართვის უფლება მიეცა.

მალევე კომპანიაში რებრენდინგი განხორციელდა და მას ამჟამად “თბილისი ენერჯი” ეწოდება.

"თბილისი ენერჯის" მიერ  საჯაროდ გამოქვეყნებულ აუდიტორულ ანგარიშში წერია, რომ კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა.

“თელასის” 24.5%-იანი წილი

სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”. საქართველო კომპანიის აქციების მინორიტარულ პაკეტს ფლობდა, ამჟამად აქციათა ეს პაკეტი ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის.

Share on other sites

  • ფორუმელი

ეს საქართველოს რომ არ ეხებოდეს, ძალიან სასაცილო იქნებოდა :)

აი ეხლა ვინმეს სჯერა რომ რომელიმე მხარე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს? :დ საქმე დაწყებულია 2016 წელს... ანუ 4 წელია არსებობს პრობლემა და ვერ მოაგვარეს :დ პირდაპირ ქოცური საქციელია :დ 

ბეჭი არ ამოიგდონ სანამ ჰასანოვს ძვრას უზამენ (სულ რომ ქოცების გარკვეული ფრთა, მის მოურავობას არ ითავსებდეს). 

პ.ს. @Ericსომხებს რომ გვეძახდნენ გახსოვთ ხომ? :დ 

პ.პ.ს. #გარეჯისაქართველოა

Share on other sites

Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, Moor said:

აშშ-ში რაღა ხდება? სპყ

რა ხდება სენიორ და იქაური სომხური ლობი გამო imas ქნდა გურჯების ბიზნეს წარმატებებით საკუთარი ქვეყნის ძარცვაში და განგაში ატეხეს.

გაგიგონია? ყველა ჩუმად ვიყავით, საქმე გაჭრეს, მარეგულირებელი დაასტოპეს და დავაი მამედ გულიაი

და სომხებმა ატეხეს და ზარები დაარისხეს

საოცარ სცენარებს ვქმნით სენიორ დანელიაპაზოლინის მიქსია

Edited by Eric
Share on other sites

1 საათის წინ, Seth said:

სომხებს რომ გვეძახდნენ გახსოვთ ხომ? :დ 

აღარ ვიცი რა ვთქვა სენიორ.

Share on other sites

  • მოდერატორი
5 minutes წინ, Eric said:

საოცარ სცენარებს ვქმნით სენიორ დანელიაპაზოლინის მიქსია

:gigi: :up: ეგ არ გვიჭირს, მაგრამ მე ასე გავიგე, აშშ-ში არბიტრაჟში ჩივის თავად ჰუსეინოვი (ნექსოლი), რომ კომისიამ სპეც. მმართველი დანიშნა მის კომპანიაში :wtf:

ჰასანოვი ყოფილა :დ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   124 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 122 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(2)