Guest Merlin Posted 18 მარტი, 2021 Posted 18 მარტი, 2021 მასმედიის ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken 2022 წელს საფონდო ბაზარზე პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით გასვლის შესაძლებლობას განიხილავს. Fox Business-ის რეპორტიორის, ჩარლზ გასპარინოს (Charles Gasparino) ცნობით, კრიპტოვალუტის ბირჟა Kraken, მომავალ წელს შესაძლოა სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანიის (SPAC) ან პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO)- ს მეშვეობით საფონდო ბაზარზე გავიდეს. Kraken-ის პრესს-მდივანმა დაადასტურა, რომ მომავალ წელს, ბირჟამ შესაძლოა აქციების საჯარო შეთავაზების საკითხი განიხილოს. თუმცა აღნიშნა, რომ შეთავაზება განხორციელდება მხოლოდ პირდაპირი ლისტინგის მეშვეობით და არა SPAC-ით, რადგან კომპანია ამისთვის „ზედმეტად დიდია“. უნდა აღინიშნოს, რომ Kraken მრავალპროფილიანი ფირმაა, გააჩნია ვაშინგტონის შტატის მარეგულირებლისგან მინიჭენული საბანკო საქმიანობის წარმოების ლიცენზია და ინდუსტრიის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს. აშშ-ის საფონდო ბაზარზე გასვლა ჯერ-ჯერობით ვერცერთმა მსხვილმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ვერ მოახერხა. იანვარში, საფონდო ბაზარზე პირდაპირი განთავსების წესით გასვლის გეგმები Coinbase-მაც დაადასტურა. კრიპტოვალუტის კომპანიების ბუმისა და ამერიკულ ბაზარზე ბიტკოინის ETF-ის არარსებობის გათვალისწინებით, უოლ-სტრიტის ინვესტორები შესაძლოა დაინტერესებულნი იყვნენ საფონდო ბაზარზე არსებულ ბირჟებში ინვესტიციების დაბანდებით. Kraken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯესი პაუელმა (Jesse Powell) ადრე მიანიშნა, რომ დაინტერესებულია 2022 წელს საფონდო ბაზარზე გასვლით, თუმცა მხოლოდ „გონივრულ“ ფასად. მან განაცხადა, რომ 10 მილიარდი დოლარი ძალიან ცოტაა. შედარებისთვის, Coinbase Kraken-ის პირდაპირი კონკურენტია და მისი სავარაუდო შეფასება 100 მილიარდი დოლარია. წყარო: https://www.coindesk.com The post 2022 წელს Kraken შესაძლოა საფონდო ბაზარზე გავიდეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა