Jump to content
×
×
  • Create New...

თბილისის შემუშავებულ გენგეგმაში მაჭავარიანის ქუჩა მეწყერსაშიშ ზონაშია


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

თბილისის შემუშავებულ გეგნგეგმაში მაჭავარიანის ქუჩა მეწყერსაშიშ ზონაშია admin Wed, 03/24/2021 - 20:09

თბილისის მერიას თითქმის 5 წელი და 2.8 მილიონი დასჭირდა გენგეგმის შესამუშავებლად, რომლის მიხედვითაც თბილისი გეოსაშიშროების მქონე ზონებად დარაიონდა.

მაჭავარიანის გზა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც მეწყერის საშიშროება არსებობს, მაღალი და საშუალო გეოსაშიშროების მქონე ზონებია, რაც მერიამ გზის მშენებლობის დაწყებამდე იცოდა.

მაჭავარიანის გზის სამშენებლო სამუშაოებს ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული კომპანია “ბლექ სი გრუპი” ასრულებს, რომლის ერთ-ერთი მეწილე გიორგი კალანდაძე დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო დირექტორის ოჯახის წევრები ქართული ოცნების შემწირველები არიან.

ბლექ სი გრუპმა 2011-2020 წლებში 490 მილიონილარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით.

16 მარტს თბილისის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მეწყერის საშიშროების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იზღუდებოდა. მალევე ინტერნეტში გავრცელდა მეწყერსაშიში ტერიტორიის ამსახველი ფოტო მასალა. აღნიშნულ ტერიტორიის მიმდებარედ მიმდინარეობს გზის მშენებლობა.

მშენებლობის ნებართვების გაცემის ეტაპზე, ასევე სხვა სამუშაოების განხორციელების ეტაპზე მნიშვნელოვანია, შესაბამისმა ორგანოებმა იმოქმედონ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გათვალისწინებით.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის (მგგ) ისტორია 2015 წლის 21 მაისს დაიწყო. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. აღნიშნულმა ორგანიზაციამ გამარჯვებულისათვის გათვალისწინებული 50,000 ლარიც მიიღო და შემდეგ მას პირდაპირი შესყიდვის წესით გაუფორმდა ხელშეკრულება 2,800,000 ლარის მომსახურებაზე. თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გენერალური გეგმა მხოლოდ 2019 წლის მარტში დაამტკიცა. შესაბამისად გენგეგმის შემუშავება/დამტკიცებას თითქმის 5 წელი და 2,850,000 ლარი დაჭირდა.

გენგეგმის დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გეოსაშიშროებიდან გამომდინარე განხორციელდა თბილიის არეალის დარაიონება კატეგორიების მიხედვით, კერძოდ: დაბალი, საშუალო და მაღალი კატეგორიები, სადაც თავის მხრივ გათვალისწინებულია ტერიტორიის მორფოლოგიური (რელიეფი), ჰიდროგეოლოგიური და ჰიდროლოგიური(დატბორვა) პირობები, გეოლოგიური აგებულება, თანამედროვე სტიქიური პროცესები და ანთროპოგენური ფაქტორი.

თბილისის გენგეგმის თანახმად, აღნიშნული მეწყერსაშიში მონაკვეთი და მიმდებარე ზონა მაღალ და საშუალო კატეგორიებს მიეკუთვნება.

მაღალი კატეგორიაში ექცევა ტერიტორია, სადაც რელიეფი დახრილი და ძლიერ დანაწევრებულია, ამგვარი გრუნტები სხვადასხვა მზიდი თვისებებით გამოირჩევიან და ქანების წოლის ელემენტები ძირითადად თანხვედრილია ფერდობის დახრილობის მიმართულებასთან, წყალსადინარების, ჭალა-კალაპოტების ზონები გამოირჩევიან სტიქიური პროცესების მასშტაბური განვითარებით.

თბილისის გარემოსდაცვითი 2015-2020 წლის სტრატეგიის მიხედვით, სტიქიური ეგზოგეოლოგიური პროცესების განვითარების მაღალი რისკის ზონაშია მოქცეული საქართველოს საავტომობილო გზების თითქმის 30%. მათ შორის მეწყრული პროცესებით დეფორმირებული და მწყობრიდან გამოსულია თბილისის შემოვლითი საავტომობილო გზის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აღნიშნული ზონის მიმდებარედ მიმდინარეობს მარშალ გელოვანის გამზირისა და მუხრან მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც 15 მილიონი ლარით დაფინანსდა. მოსალოდნელი საფრთხის გამო 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

საინტერესოა, რომ აღნიშნული გზის მშენებლობის ტენდერში (NAT190009097) სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის ხარჯზე გაიმარჯვა ბლექ სი გრუპმა. თბილისის მერიასა და შპს კომპანია ბლექ სი გრუპს შორის ხელშეკრულება 2019 წლის ივლისში გაფორმდა, ხელშეკრულების ღირებულებად კი 15 მლნ ლარი განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულებიდან ასევე ვიგებთ იმასაც, რომ პროექტი ორ ნაწილად დაიყო, პირველ ეტაპზე კომპანია ვალდებული იყო წარედგინა საპროექტო დოკუმენტაცია და თუკი შემსყიდველი დააკმაყოფილებდა წარდგენილ პროექტს, შემდეგ დაიწყებოდა მშენებლობა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ” გასცა დადებითი დასკვნები კომპანიის პროექტთან დაკავშირებით და შესაბამისად, დაიწყო გზის სამშენებლო სამუშაოები. აღსანიშნავია ისიც, რომ ვინაიდან პროექტირებისა და გეოლოგიური კვლევების ეტაპზე გამოიკვეთა გაუთვალისწინებელი გარემოებები, ხელშეკრულების ღირებულება 16,478,362 ლარამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ შემსრულებელ კომპანიას დღევანდელი მონაცემებით უკვე მიღებული აქვს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის 73% ანუ 11,952,646 ლარი, საიდანაც 4,5 მლნ ლარი მან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ავანსის სახით მიიღო.

რაც შეეხება თბილისის მერიის მეორე ელექტრონულ ტენდერს, 2020 წლის ივლისში თბილისის მერიამ გამოცხადა ელ.ტენდერი, რომელიც კვლავ მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირებს შეეხებოდა, თუმცა ამჯერად ტენდერი ითვალისწინებდა მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობის სამუშაოების შესყიდვას, რომელიც 3 წელში უნდა დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 9,802,735 ლარს შეადგენდა. აღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – შპს კომპანია ბლექ სი გრუპი იღებდა მონაწილეობას და შესაბამისად 2020 წლის სექტემბერში ხელშეკრულება სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა, ხელშეკრულების ღირებულებად 9,802,714 ლარი განისაზღვრა. მოგვიანებით, კომპანიამ წარმოადგინა საპროექტო დოკუმენტაცია და გარკვეული გარემოებების გამო ხელშეკრულების ღირებულება 9,469,089 ლარამდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ამ თანხის 74% ანუ 7,039,757 ლარი უკვე მიღებული აქვს.

ბლექ სი გრუპმა 2011-2020 წლებში 489,994,921 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, კომპანიის დირექტორის თანამდებობას ამირან მამუჭაძე იკავებს, ხოლო წილს შპს ბლექ სი როუდი და გიორგი კალანდაძე ინაწილებენ: ბლექ სი როუდი 75%-იან წილს ფლობს, ხოლო გიორგი კალანდაძე-25%-ს. კომპანიას ასევე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც სამი წევრისგან შედგება, საბჭოს თავმჯდომარე გიორგი კალანდაძეა, ხოლო წევრები ამირან მამუჭაძე და მარიამ მშვიდობაძე.

მართალია, ამირან მამუჭაძე უშუალოდ არ უკავშირდება მმართველ პარტიას, თუმცა მისი ოჯახის წევრები ქართული ოცნების შემომწირველები არიან: მაგალითად, ამირან მამუჭაძის ძმამ, ნუგზარ მამუჭაძემ 2016 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შეწირა, ნუგზარ მამუჭაძე ასევე შპს ბლექ სი როუდის ყოფილი პარტნიორია. შემომწირველია ასევე ამირან მამუჭაძის მამა, გურამ მამუჭაძე, რომელმაც 2016 წელს ასევე 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას.

რაც შეეხება გიორგი კალანდაძეს, პირდაპირი კავშირი კალანდაძესა და ქართულ ოცნებას შორის არ იკვეთება, მაგრამ საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კალანდაძე 16 კომპანიაში ფლობს წილს და ხელოვნების ნაციონალური ცენტრის რეგისტრირებული კავშირის დირექტორია. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ კომპანიაში, შპს ძველ დედაქალაქში გიორგი კალანდაძე 90%-იან წილს ფლობს, ხოლო დანარჩენი 10% ბექა ოდიშარიას ეკუთვნის. კომპანიის დირექტორი და ბექა ოდიშარიას წილის მმართველი კი თეონა კვინიკაძეა. ბექა ოდიშარიამ 2016-2018 წლებში ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 100,000 ლარი შეწირა.

თავად თბილისის მერიის საიტზე განთავსებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “გასული წლების განმავლობაში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა”.

თბილისის მერმა 19 თებერვალს მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროცესი მოინახულა. მერის ლაივ ჩართვაში ნათქვამია, რომ გზის მშენებლობა მიმდინარეობდს მეწყერსაშიშ ზონაში, თუმცა საფრთხეების აღმოსაფხვრელად დამატებითი ღონისძიებები განხორციელდა, რაც გარანტირებულად იძლევა გრძელვადიანი ექსპლოატაციის შესაძლებლობას.

მიუხედავად გენგეგმის არსებობისა, რომლის თანახმადაც წინასწარ ცნობილი იყო ქალაქ თბილისის მერიისათვის გეოსაშიშროებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეები, მერიამ 15,000,000 ღირებულების გზის მშენებლობა დაიწყო მეწყერსაშიშ ზონასთან.

წყაროები:

შესყიდვა CMR150180020

შესყიდვა CMR150182835

მერიის განცხადება https://bit.ly/3cN4ENe

გენ.გეგმის დამტკიცება https://bit.ly/38Y0ocA

გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020 https://bit.ly/30ZTAH2

გენ.გეგმა https://bit.ly/3tDwJNI

გეოდინამიკური დარაიონება https://bit.ly/2P6umnK

მ.გელოვანის გამზირისა და მ.მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზა https://droa.ge/?p=51694

მერიის განცხადება https://bit.ly/3c6kFPi

მერის ლაივ ჩართვა https://bit.ly/3r9LmXJ

ბლექ სი გრუპი https://bit.ly/3vRzRaQ

NAT190009097-2019 წლის ტენდერის ნომერი

NAT200010578-2020 წლის ტენდერის ნომერი

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[I9m4kY1TU8nmGz7eZiAOEYyvyLJ47nH2WIn8 -შპს ბლექ სი გრუპი

https://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=400...[8 -შპს ძველი დედაქალაქი

Language Georgian

http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-03/164337221_2915345992074165_2734595618255551173_o.jpegმარტი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე

Edited by Moor

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

ბლექ სი გრუპი” ასრულებს, რომლის ერთ-ერთი მეწილე გიორგი კალანდაძე

:rolf: 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   347 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 345 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Micawber
    • YandexBot(6)
    • Facebookexternalhit(1)
    • Googlebot(1)