Jump to content
×
×
  • Create New...

თურქეთში ბიტკოინზე მოთხოვნა გაზრდილია


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_721595488-300x200.jpg

თურქეთში ბიტკოინზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან გამოხატულმა ინტერესმა ანალიტიკოსების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშშნლი გამოწვეულია თურქული ლირის 14%-იანი ვარდნის გამო, რის პარალელურადაც ბიტკოინის ძიებამ 566% იმატა. ლირის ღირებულება 14%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი.

ყოფილ მმართველს, ნაცი აგბალს მიაწერდნენ ლირის ისტორიულ სიძლიერეს, რის გამოც მისმა გათავისუფლებამ შოკში ჩააგდო ინვესტორები. ასევე შეწყვეტილი ინვესტიციების გამო ლირამ სუსტი ინფლაციური ვარდნა განიცადა.

ბოლო 14%-იანი ვარდნა გამოწვეულ იქნა იმ შეშფოთებით, რომ ნაცი აგბალის მიერ მიღწეული პროგრესი შეიძლება განადგურდეს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნით. მის ადგილას ბანკირი და პოლიტიკოსი, შაჰაპ კავჩიოღლუ ინიშნება.

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში, თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ცენტრალურ ბანკთან ერთად კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე იმუშავებდა.

The post თურქეთში ბიტკოინზე მოთხოვნა გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

  • ფორუმელი

ეტა ხარაშოო :boli:

სადაც ამ ბოლო დროს ცენტრალურმა ბანკმა ან მთავრობამ ფისკალურ პოლიტიკაში ჩაა*ვა, მოსახლეობას კრიპტოვალუტისკენ გაექცა თვალი.

ათვისებას დაეხმარება და მთავრობას ცოტა საგონებელში ჩააგდებს.

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Damnoc said:

ათვისებას დაეხმარება და მთავრობას ცოტა საგონებელში ჩააგდებს.

ეს ახსენი, პლს

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Moor said:

ათვისებას დაეხმარება

იდეაში ორნაირი ათვისებაა თემატური კრიპტოვალუტისთვის, ინსტიტუციური და პოპულარული. ანუ რამდენად იყენებენ დიდი ორგანიზაციები და რამდენად იყენებენ რიგირთი ადამიანები.

ამჯერად კერძო ტიპს ვისაც აქვს კრიპტო, ძირითადად აქვს როგორც ფინანსური სპეკულაცია, ანუ იმედი აქვს რომ მომავალში უფრო ძვირად გაყიდის, მაგრამ ფულად ანუ ვალუტად არ აღიქვამს და არ იყენებს.

კრიპტოს ვოლატილობაა ის რაც ბევრს აშინებს და ხელს უშლის მის როგორც რიგით ვალუტად აღქმას, მაგრამ თან ვოლატილურია იმიტომ რომ ძირითადი მასა გამოიყენება სპეკულაციისთვის და არა "საქმეში".

ეგეთი მოჯადოებული წრე გამოდის, სანამ არ გამოვიყენებთ არ დასტაბილურდება და თუ არ დასტაბილურდება არ ვიყენებთ.

ერთერთი ყველაზე ეფექტური მასტიმულირებელი გამოყენების არის რომ უბრალოდ ბევრ ადამიანს ჰქონდეს. რაც უფრო მეტს ექნება, მით უფრო მეტი იქნება შანსი რომ გარიგების ორივე მხარეს აღმოაჩნდება და ტრანზაქცია შედგება კრიპტოვალუტაში და არა ადგილობრივში.

ხოდა მთავრობას რაც შეეხება, ერთერთი ძლიერი სადავეა ფისკალური პოლიტიკა რომელსაც თუ როგორმე ხელიდან გავაგდებინებთ, შედარებით ნაკლებად ავტორიტარული გახდება ამით ქვეყანა.

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share