Jump to content
×
×
  • Create New...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გადადგა


Recommended Posts

  • ფორუმელი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ 23 მარტს თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მისი და, სავარაუდოდ, მის დაქვემდებარებაში მყოფი სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის შესახებ გასული სიუჟეტების შინაარსის შესწავლა და „სრულყოფილი და ობიექტური“ გამოძიებაა საჭირო.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ 21 მარტს, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც ახლა პატიმრობაშია, წელიწადნახევრის წინ ჩაწერილი ინტერვიუ გაუშვა, რომელშიც გულაშვილმა კახა საბანაძე 2019 წლის 20 ივნისის ანტსოკუპაციო აქციის დროს სადავო მითითებების გაცემამაში დაადანაშაულა.

ერთი დღით ადრე, საბანაძისა და გულაშვილის შესახებ მასალა „ტელეკომპანია პირველის“ ეთერშიც გავიდა. მასალაში ფარულად ჩაწერილი კადრები ჩანს, რომლებიც, სავარაუდოდ, შსს-ში, საბანაძის კაბინეტში 2019 წლის 21 ოქტომბერს ფარულად გადაღებული ვიდეოდანაა ამოღებული. „ტვ პირველის“ ვერსიით, საბანაძეს, რომელსაც მაშინ ახლადარჩეულ პრემიერ-მინისტრ გახარიასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, უსაფრთხოების სხვა თანამშრომლები უთვალთვალებდნენ.

„ვფიქრობ, ეს იქნება პრეცედენტი ყველა თანამდებობის პირისათვის, საზოგადოებაში ობიექტურად გაჩენილი კითხვების შემთხვევაში იმოქმედოს პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტით“, – განაცხადა საბანაძემ და დაამატა – „წლების განმავლობაში ვემსახურებოდი სახელმწიფოს და ვიცავდი კანონს, რომლის ზედმიწევნით აღსრულებაც იყო, არის და იქნება ჩემთვის უპირველესი“.

ასევე წაიკითხეთ:

A = P(1 + r100r100)nn and CI = A - P = P{(1 + r100r100)nn - 1}

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share