Jump to content
×
×
  • Create New...

სიმართლის ჯაჭვი


Recommended Posts

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Artie said:

ბავშვის მკაცრად აღზრდაზე რა აზრის ხარ?

მე მკაცრად არ გავზრდილვარ და ბევრჯერ მინანია ეს. ცუდად დამხვედრია ცხოვრებაში არაერთხე.

რა თქმა უნდა პირველ რიგში ყველა მოთხოვნა გააზრებული უნდა იყოს და კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახუ8რებოდეს. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები.
ეს სიმკაცრე უნდა ეფუძნებოდეს სიყვარულს, ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას. ჩაგვრის და დამცირების სახე არ უნდა ჰქონდეს. "ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო" შვილებთან ცოცხალ ურთიერთობას კი არ უნდა ცვლიდეს, ამ ურთიერთობის ნაწილი უნდა იყოს.

მკაცრი ვიქნები, მაგრამ ამავე დროს თბილი, მაქსიმალურად ადეკვატური, გამგები და მზრუნველი. მაქსიმალურად ვიმეგობრებ შვილებთან. ეს ყველაფერი ადვილი არაა, ვიცი. თუ თავად ვერ დგახარ მოწოდების სიმაღლეზე, შეიძლება მომენტში ბავშვის მანიპულაციას დაყვე, მომენტში პირიქით უმიზეზოდ ან არასწორი ფორმით გაუბრაზდე... ასე რომ ხელწამოსაკრავი რამე არაა მშობლობა :old:
 

Spoiler

 

 

 

იუნა შაფათავა და ხატია წერეთელი რომ იხრჩობოდნენ, რომელს გადაარჩენდი? ორივეს გადარჩენის ვარიანტი არაა.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

იუნა შაფათავა და ხატია წერეთელი რომ იხრჩობოდნენ, რომელს გადაარჩენდი? ორივეს გადარჩენის ვარიანტი არაა.

რომელთანაც უფრო ახლოს ვიქნებოდი მომენტში, ალბათ იმას.

ქუჩაში მამრი მდედს რომ ამცირებდეს, რა რეაქცია გექნება? მიხვალ თუ გზა განაგრძობ?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Artie said:

ქუჩაში მამრი მდედს რომ ამცირებდეს, რა რეაქცია გექნება? მიხვალ თუ გზა განაგრძობ?

ყოფილა მსგავსი სიტუაცია. ამცირებდა რა, უყვირებდა, აჯანჯღარებდა და სკვერისკენ მიათრევდა, იქ ვილაპარაკოთო. მივაჭერი გამგელებულმა, მაგრამ ბოლო მომენტში რაღაც ჩამრთვლი გამიტრიალდა და მშვიდობიანად მოვაგვარე. ძმურად, არ გინდა-მეთქი, მხარზე ხელი დავადე. თან კეთილგანწყობა გამოვხატე ამით, თან ტეხნიკურად შემოვატრიალე და დავაფიქსირე, კუჭისთავში მოხერხებულად რომ მეჭედა საჭიროების შემთხვევაში ?არ დამჭირდა, მოლბა და გაეცინა. მიუტრიალდა გოგოს, ხომ ხედავ, ხალხი გვიყურებს, დავმშვიდდეთ ჯობიაო. ცხელ გულზე ვმოქმედებდი, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი. 

 

 

"სამხრეთის შარაგზა" ან "ზანგთა კვარტალი" წაკითხული გაქვს?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Artie said:

და-ძმა გყავს? თუ კი, რამხელები?

სამი წლით უმცროსი და მყავს.

 

 

აუცილებლად რომ იყოს ასარჩევი ამ ორიდან, პარკურზ გაყვებოდი თუ კლდეზე ცოცვას? (თუ არტი უპასუხებს, არ დაიწყო რომლის სექციაც უფრო ახლოს იქნებოდა სახლთანო და მისთანები ? თვითონ საქმიანობაა აქ მთავარი. ფინანსურათ, დროის მხრივ და მისაწვდომობის მხრივ ჩათვალე თანაბრად კომფორტულია ორივე).

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, დათვების მეგობარი said:

თუ არტი უპასუხებს, არ დაიწყო რომლის სექციაც უფრო ახლოს იქნებოდა სახლთანო და მისთანები

:D

ამჯერად არა.

დაუფიქრებლად: პარკური

ძალიან მიზიდავს მას შემდეგ, რაც მის შესახებ გავიგე და ძალიან მაგრობად მიმაჩნია. სიამოვნებით ვისწავლიდი და ვიპარკურებდი.

2000-იანების ჰიტების განწყობაზე თუ დგები ზოგჯერ და იხსენებ თუ არა? კონკრეტულად რომლებს?

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, Artie said:

2000-იანების ჰიტების განწყობაზე თუ დგები ზოგჯერ და იხსენებ თუ არა? კონკრეტულად რომლებს?

ზუსტად არ ვიცი, რომელი გვიანი ოთხმოცდაათიანებისაა და რომელი - ადრეული ორიათასიანების. მაგ პერიოდს ერთად განვიხილავ. შევარდნაძის მმართველობის ხანა +/-

 კი, ხანდახან გამახსენდება ხოლმე და ვუსმენ ღიმილით. უცხოურების გამოშვების თარიღი იგულგლება, ქართულებიი არა მგონია. მაგალითად 

Spoiler

ეს ქალები მაგიჟებენ. არის მათში რაღაც საოარი. ესპანეთში წასვლსაც მანდომებენ.

Spoiler

ეს შედევრია თავის ამბავში. ტექსტის და კლიპის მხრივ მაგარი თრეშია და ამის გამო ვხალისობ, მეორე მხრივ საშემსრულებლო ოსტატობა და მუხტი მართლა სერიოზულია. კაბუს ესმის საგანი.

რავი, ბევრია კიდევ

 

კოლხური ხელფეხშეკრული ცურვის სტილს თუ ფლობ, ან სურვილი თუ გაქვს?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
On 3/12/2021 at 3:21 PM, დათვების მეგობარი said:

კოლხური ხელფეხშეკრული ცურვის სტილს თუ ფლობ, ან სურვილი თუ გაქვს?

არა და დიდად არა. წყალთან ვერ ვმეგობრობ.

რას გააკეთებდი ამ წამს (როცა პოსტს ნახავ) ყველაზე დიდი სიამოვნებით?

 

:wackygirl::t4426::wackygirl:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share